მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი ისევ კალაძე? - რას ამბობენ უმრავლესობაში
"ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი ისევ კალაძე? - რას ამბობენ უმრავლესობაში

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" დღეს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც „"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა სო­ზარ სუ­ბარ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, სხდო­მა­ზე სწო­რედ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით და ქვეყ­ნის სხვა მიმ­დი­ნა­რე თე­მებ­ზე მსჯე­ლობ­დნენ.

მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სვამ­დნენ კი­თხვას, იქ­ნე­ბა თუ არა თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ისევ კახა კა­ლა­ძე. რო­გორც მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, თუ კახი კა­ლა­ძე კან­დი­და­ტუ­რას და­ა­ყე­ნებს, ის იქ­ნე­ბა უალ­ტერ­ნა­ტი­ვო და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს.

მი­სი­ვე თქმით, “დე­და­ქა­ლაქს დღეს ღირ­სე­უ­ლი მერი ჰყავს”.

“გვექ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა და ყვე­ლა კან­დი­დატს გა­ვივ­ლით. პრო­ცე­სია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი”, - გა­ნა­ცხა­და ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის კან­დი­და­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით უმ­რავ­ლე­სო­ბის დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი არ იყო და ამა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭო მი­ი­ღებს.

"რამ­დე­ნა­დაც ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­ზე მსჯე­ლო­ბა ჯერ არ ყო­ფი­ლა. კახა კა­ლა­ძის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ სა­დაც გუნდს დას­ჭირ­დე­ბა, იმ პო­ზი­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას სო­ზარ სუ­ბარ­მა აღ­ნიშ­ნა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თუ ვინ იქ­ნე­ბი­ან მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ი­ტყობს.

„კახა კა­ლა­ძე არის ჩვე­ნი გუნ­დის ერთ- ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რი, ყვე­ლა­ზე მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი ლი­დე­რი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევ­რს აკე­თებს, ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა აქვს თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის და ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ასე­თი წევ­რი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, ვინ იქ­ნე­ბი­ან კან­დი­და­ტე­ბი, კახა კა­ლა­ძე თუ რო­მე­ლი­მე სხვა ადა­მი­ა­ნი სხვა რე­გი­ონ­ში, სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში თუ სხვა მე­რი­ა­ში, ამას გე­ტყვით მოგ­ვი­ა­ნე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
2

ხოხობაიას უნდაო, იძახიან , სენაკელიაო , თუ მგონი საგვიჩიოდანო !? თუ არ ვცდები ჭიჭინაძეა მაქედან !

კი
15

ტრი ტრი ქალაქის მერად, ანტონი სიზმრების მინისტრად, ზარქუა კი ალადინის ლამპარად. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი ისევ კალაძე? - რას ამბობენ უმრავლესობაში

"ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი ისევ კალაძე? - რას ამბობენ უმრავლესობაში

"ქართულმა ოცნებამ" დღეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო.

როგორც „"ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით და ქვეყნის სხვა მიმდინარე თემებზე მსჯელობდნენ.

მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტები სვამდნენ კითხვას, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი ისევ კახა კალაძე. როგორც მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, თუ კახი კალაძე კანდიდატურას დააყენებს, ის იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს.

მისივე თქმით, “დედაქალაქს დღეს ღირსეული მერი ჰყავს”.

“გვექნება მსჯელობა და ყველა კანდიდატს გავივლით. პროცესია ჩვეულებრივი”, - განაცხადა ყაველაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, დედაქალაქის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ იყო და ამაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს.

"რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, თბილისის მერობის კანდიდატზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. კახა კალაძის დამოკიდებულებაა, რომ სადაც გუნდს დასჭირდება, იმ პოზიციაზე იქნება", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

როგორც აღნიშნული საკითხის კომენტირებისას სოზარ სუბარმა აღნიშნა, გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნებიან მერობის კანდიდატები თბილისსა და რეგიონებში, საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს.

„კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის ერთ- ერთი გამორჩეული ლიდერი, ყველაზე მაღალრეიტინგული ლიდერი, ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს, ძალიან კონკრეტული გეგმა აქვს თბილისის განვითარების და ყოველთვის იქნება ასეთი წევრი. რაც შეეხება იმას, ვინ იქნებიან კანდიდატები, კახა კალაძე თუ რომელიმე სხვა ადამიანი სხვა რეგიონში, სხვა მუნიციპალიტეტში თუ სხვა მერიაში, ამას გეტყვით მოგვიანებით“, - განაცხადა სუბარმა.

"ხისტი და გაშიშვლებული ხელისუფლება" და "ჩამშლელი ოპოზიცია" - რა განაცხადეს მხარეებმა მოლაპარაკებების შემდეგ

"ოცნებისა" და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა - რა თქვა დანიელსონმა მოლაპარაკებების შემდეგ

საქართველო "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის პროცესს არ შეაჩერებს - ეკატერინე ტიკარაძე