სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში დედის კულტი, დედის მიმართ მოწიწება, სხვა სიმაღლეზე დგას - ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც დედიკო არ უყვარს, უბრალოდ საცოდავია" - ბერა
"საქართველოში დედის კულტი, დედის მიმართ მოწიწება, სხვა სიმაღლეზე დგას - ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც დედიკო არ უყვარს, უბრალოდ საცოდავია" - ბერა

ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც დე­დის კულ­ტი, დე­დის პა­ტი­ვის­ცე­მა, დე­დის მი­მართ მო­წი­წე­ბა, და­მე­თან­ხმე­ბით, სა­ერ­თოდ სხვა სი­მაღ­ლე­ზე დგას. მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არ ეს­მის, ვი­საც მისი დე­დი­კო არ უყ­ვარს, ის უბ­რა­ლოდ სა­ცო­და­ვი ადა­მი­ა­ნია, - ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ­მა ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის დამ­კვე­თებ­მა და შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა დე­დის სიყ­ვა­რუ­ლი არ იცი­ან.

„2011 წლის დამ­კვე­თებს, მათ, ვინც ამას ას­რუ­ლებ­და და 10-11 წლის გო­გო­ებს აში­ნებ­და და აგი­ნებ­და, დღეს, ამ შავი პი­ა­რის დამ­კვე­თებ­საც და შემ­სრუ­ლებ­ლებ­საც გა­ვა­ერ­თი­ა­ნებ ერთი რა­მის ქვეშ - ჩემი აზ­რით, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ერთი რამ არ იცი­ან - დე­დის სიყ­ვა­რუ­ლი. ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ადა­მი­ან­მა იცო­დეს დე­დის სიყ­ვა­რუ­ლი, ოჯა­ხის ფასი და სხვა ადა­მი­ა­ნის დე­დი­კოს ეხე­ბო­დეს მსგავ­სი სი­ტყვე­ბით და სა­ზი­ზღრო­ბე­ბით. მიჩ­ნდე­ბა კი­თხვა - სად იზ­რდე­ბი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი? რაზე აქვთ პრო­ტეს­ტი მათ უნდა შე­ეძ­ლოთ თა­ვი­სუფ­ლად არა მარ­ტო ჩემი, ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის დე­დის, ოჯა­ხის, ნე­ბის­მი­ე­რი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის სას­ტი­კი, სა­ზი­ზღა­რი სი­ტყვე­ბით მოხ­სე­ნი­ე­ბა და თუ ამა­ზე ჩემ­მა ძმა­კაც­მა, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა პა­სუ­ხი გას­ცა, ის უკვე დამ­ნა­შა­ვეა, ტე­რო­რის მო­ნა­წი­ლეა. მით უმე­ტეს, რომ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც დე­დის კულ­ტი, დე­დის პა­ტი­ვის­ცე­მა, დე­დის მი­მართ მო­წი­წე­ბა, და­მე­თან­ხმე­ბით, სა­ერ­თოდ სხვა სი­მაღ­ლე­ზე დგას. მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არ ეს­მის, ვი­საც მისი დედა, მისი დე­დი­კო არ უყ­ვარს, ის უბ­რა­ლოდ სა­ცო­და­ვი ადა­მი­ა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვის გულ­შე­მატ­კივ­რებს მი­მარ­თავს და აცხა­დებს, რომ „ნერ­ვებს გა­უფრ­თხილ­დნენ!“

ასევე დაგაინტერესებთ
23:41 / 09-03-2021

"მალე მივემგზავრები სამხრეთ კორეაში" - რას აცხადებს ბერა ივანიშვილი საკუთარ გეგმებზე?

23:55 / 09-03-2021

"ვპოსტავდი ვიდეოს შვილთან, მეუღლესთან, იქ კი შედიოდა ათასობით რეპორტი, რომ ეს არის პორნოგრაფია, ტერორისტული მიმართვა" - რას ამბობს ბერა "ტიკ ტოკზე" მისი პასიურობის თაობაზე?

23:49 / 09-03-2021

"თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც" - ბერა ივანიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე

17:27 / 10-03-2021

"ჩემთვის ეკა არის ძალიან ძვირფასი ადამიანი, ჩემი ოჯახის წევრია... ამ სიტუაციას გააგრძელებთ და არანაირ "სროკზე" უკან დამხევი არ ვარ..." - "უცნობი"

20:31 / 10-03-2021

ორი ამიკო, ფაქო, თემო, "კაწრო", ინგა გრიგოლიას სიძე - ვინ არიან ბერა ივანიშვილის ცნობილი მეგობრები?

10:53 / 11-03-2021

"მე, კრიმინალი და მოძალადე..." - როგორ ეხმაურება ფარულ აუდიოჩანაწერებში ნახსენები ამიკო ბერას ინტერვიუს

„ის კლა­ვი­ა­ტუ­რას ამო­ფა­რე­ბუ­ლი აგ­რე­სო­რე­ბი არ ღი­რან მათი ნერ­ვე­ბის ფა­სად. ვე­ტყო­დი იმას, რაც მრა­ვალ­ჯერ მით­ქვამს ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის­თვის - სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს იზა­მენ, რომ ჩვენ მწყობ­რი­დან გა­მოგ­ვიყ­ვა­ნონ. შე­ე­ხე­ბი­ან ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­ულ, ყვე­ლა­ზე სენ­სი­ტი­ურ, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას თე­მებს, რომ ჩაგ­ვით­რი­ონ რა­ი­მე ინ­ტრი­გა­ში, ან პრო­ვო­კა­ცი­ა­ში. ამი­ტომ ორ­მა­გი თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბა და სიძ­ლი­ე­რე გვმარ­თებს. ეს სათ­ქმე­ლად უფრო ად­ვი­ლია, მაგ­რამ რო­გორ გა­ვამ­ტყუ­ნო ჩემი ძმა­კა­ცი, ჩემი მეჯ­ვა­რე ამი­კო, რო­მე­ლიც გა­მო­იყ­ვა­ნეს ლაკი ლუ­ჩი­ა­ნო თუ პაბ­ლო ეს­კო­ბა­რი. ის, რო­მე­ლიც ჩემ ოჯახ­ში უახ­ლო­ე­სი ჩემი მე­გო­ბა­რია და არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა, უცებ ინ­ტერ­ნეტ­ში ვი­ღაც გი­ჟის ნა­წერს კი­თხუ­ლობს ჩემს დე­დი­კო­ზე, ის ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბას აკე­თებს, კი არ გა­ვამ­ტყუ­ნებ, მეც იგი­ვეს ვი­ზამ, ნე­ბის­მი­ე­რი ჩემი ძმა­კა­ცის დე­და­ზე რომ ვნა­ხო მსგავ­სი სი­ტყვე­ბი, მეც იგი­ვე­ნა­ი­რად ვი­მოქ­მე­დებ და თავს ვერ შე­ვი­კა­ვებ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ჩემი ძმა­კა­ცი გა­ვამ­ტყუ­ნო ამ შემ­თხვე­ვა­ში?“ - გა­ნა­ცხა­და ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ამას­თან, ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ფრა­ზა­ზე „ტრი, ტრი, ტრი“.

„ტრი - ტრი“ სა­ი­დან გა­ი­გეს სა­ერ­თოდ არ ვიცი. 2010-2011 წლებ­ში მე და ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ხში­რად დავ­დი­ო­დით საფ­რან­გეთ­ში ჩემს მუ­სი­კა­ლურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ირაკ­ლიმ ძა­ლი­ან კარ­გად იცის ფრან­გუ­ლი და ერ­თმა­ნეთს ხუმ­რო­ბით ფრან­გულ სა­ხე­ლებს ვე­ძახ­დით. იქ არ ვი­ძა­ხი „ტრი, ტრი“-ს ვი­ძა­ხი „ან­ტუ­ნიი“. „ტრი, ტრი“ სა­ი­დან გა­ი­გეს მარ­თლა არ ვიცი“, - გა­ნა­ცხა­და ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მკითხველი
32

ხო მართალია ეს ადამიანი. დედის გინება არ შეიძლება. ოღონდ არ მესმის თუ ეს არავის აპატიებს დედის გინებას, სხვებს რატო აგინებს ასე უშვერად დედაზე? თუ ბერას უყვარს მხოლოდ დედა და სხვებს არა? ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს რა. 

თიკო
30

გაიხარე და გამრავლდი

ავტორი:

"საქართველოში დედის კულტი, დედის მიმართ მოწიწება, სხვა სიმაღლეზე დგას - ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც დედიკო არ უყვარს, უბრალოდ საცოდავია" - ბერა

"საქართველოში დედის კულტი, დედის მიმართ მოწიწება, სხვა სიმაღლეზე დგას - ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც დედიკო არ უყვარს, უბრალოდ საცოდავია" - ბერა

ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, დედის პატივისცემა, დედის მიმართ მოწიწება, დამეთანხმებით, საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას. მიმაჩნია, რომ ადამიანი, ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც მისი დედიკო არ უყვარს, ის უბრალოდ საცოდავი ადამიანია, - ამის შესახებ მომღერალმა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ბერა ივანიშვილმა აღნიშნა, ფარული ჩანაწერების დამკვეთებმა და შემსრულებლებმა დედის სიყვარული არ იციან.

„2011 წლის დამკვეთებს, მათ, ვინც ამას ასრულებდა და 10-11 წლის გოგოებს აშინებდა და აგინებდა, დღეს, ამ შავი პიარის დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც გავაერთიანებ ერთი რამის ქვეშ - ჩემი აზრით, ამ ადამიანებმა ერთი რამ არ იციან - დედის სიყვარული. ჩემთვის წარმოუდგენელია ადამიანმა იცოდეს დედის სიყვარული, ოჯახის ფასი და სხვა ადამიანის დედიკოს ეხებოდეს მსგავსი სიტყვებით და საზიზღრობებით. მიჩნდება კითხვა - სად იზრდებიან ეს ადამიანები? რაზე აქვთ პროტესტი მათ უნდა შეეძლოთ თავისუფლად არა მარტო ჩემი, ნებისმიერი მოქალაქის დედის, ოჯახის, ნებისმიერი საყვარელი ადამიანის სასტიკი, საზიზღარი სიტყვებით მოხსენიება და თუ ამაზე ჩემმა ძმაკაცმა, ჩემმა მეგობარმა პასუხი გასცა, ის უკვე დამნაშავეა, ტერორის მონაწილეა. მით უმეტეს, რომ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, დედის პატივისცემა, დედის მიმართ მოწიწება, დამეთანხმებით, საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას. მიმაჩნია, რომ ადამიანი, ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც მისი დედა, მისი დედიკო არ უყვარს, ის უბრალოდ საცოდავი ადამიანია“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ბერა ივანიშვილი თავის გულშემატკივრებს მიმართავს და აცხადებს, რომ „ნერვებს გაუფრთხილდნენ!“

„ის კლავიატურას ამოფარებული აგრესორები არ ღირან მათი ნერვების ფასად. ვეტყოდი იმას, რაც მრავალჯერ მითქვამს ჩემი ახლობლებისთვის - სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ყველაფერს იზამენ, რომ ჩვენ მწყობრიდან გამოგვიყვანონ. შეეხებიან ყველაზე მტკივნეულ, ყველაზე სენსიტიურ, ყველაზე ძვირფას თემებს, რომ ჩაგვითრიონ რაიმე ინტრიგაში, ან პროვოკაციაში. ამიტომ ორმაგი თავშეკავებულობა და სიძლიერე გვმართებს. ეს სათქმელად უფრო ადვილია, მაგრამ როგორ გავამტყუნო ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეჯვარე ამიკო, რომელიც გამოიყვანეს ლაკი ლუჩიანო თუ პაბლო ესკობარი. ის, რომელიც ჩემ ოჯახში უახლოესი ჩემი მეგობარია და არაერთხელ ყოფილა, უცებ ინტერნეტში ვიღაც გიჟის ნაწერს კითხულობს ჩემს დედიკოზე, ის ამაზე რეაგირებას აკეთებს, კი არ გავამტყუნებ, მეც იგივეს ვიზამ, ნებისმიერი ჩემი ძმაკაცის დედაზე რომ ვნახო მსგავსი სიტყვები, მეც იგივენაირად ვიმოქმედებ და თავს ვერ შევიკავებ. როგორ შეიძლება ჩემი ძმაკაცი გავამტყუნო ამ შემთხვევაში?“ - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ამასთან, ბერა ივანიშვილმა განმარტა, ფრაზაზე „ტრი, ტრი, ტრი“.

„ტრი - ტრი“ საიდან გაიგეს საერთოდ არ ვიცი. 2010-2011 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით. ირაკლიმ ძალიან კარგად იცის ფრანგული და ერთმანეთს ხუმრობით ფრანგულ სახელებს ვეძახდით. იქ არ ვიძახი „ტრი, ტრი“-ს ვიძახი „ანტუნიი“. „ტრი, ტრი“ საიდან გაიგეს მართლა არ ვიცი“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

პარლამენტის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

"ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან" - ნანა გეგეჭკორი "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებულ EMA-ს განცხადებაზე

კინოთეატრები მუშაობას დღეიდან განაახლებენ