პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზუსტ ციფრს ვერ ვიტყვით, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა ათასები იქნება" - როდიდან დასაქმდებიან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში და  რა იქნება მათი ანაზღაურება?
"ზუსტ ციფრს ვერ ვიტყვით, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა ათასები იქნება" - როდიდან დასაქმდებიან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში და  რა იქნება მათი ანაზღაურება?

სა­ზღვარ­გა­რეთ დრო­ე­ბი­თი და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­რე­გის­ტრა­ციო პორ­ტა­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 15 თე­ბერ­ვალს ამოქ­მედ­და და გერ­მა­ნი­ა­ში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტორ­ში, სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ზე ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს 95 000-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე უკვე და­რე­გის­ტრირ­და. რო­დის და რა პი­რო­ბე­ბით შეძ­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბას, რო­გო­რია შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და კი­დევ რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბის და­მა­ტე­ბა მოხ­დე­ბა სა­რე­გის­ტრა­ციო პორ­ტალ­ზე, ამ სა­კი­თხებ­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხთა სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, გი­ორ­გი ბუნ­ტუ­რი ესა­უბ­რა.

- ამ დრო­ის­თვის, გერ­მა­ნი­ა­ში ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის რამ­დე­ნი მსურ­ვე­ლია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და მათ­გან რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის შერ­ჩე­ვა მოხ­დე­ბა პირ­ვე­ლი ეტაპ­ზე?

- დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, პორ­ტალ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს 95 771 მო­ქა­ლა­ქეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი­დან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გერ­მა­ნე­ლი დამ­საქ­მებ­ლე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ვა­კან­სი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. ვა­კან­სი­ე­ბის მი­ღე­ბა და­წყე­ბუ­ლია და პერ­მა­ნენ­ტულ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა. 2017-2018 წლებ­ში, რო­დე­საც გერ­მა­ნი­ას­თან ამ სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი, შევ­თა­ვა­ზეთ, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად სა­პი­ლო­ტედ 500 ადა­მი­ა­ნი გაგ­ვეშ­ვა, თუმ­ცა ამის შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, სის­ტე­მე­ბი ბევ­რად დავ­ხვე­წეთ, შე­სა­ბა­მი­სად, მას­შტა­ბე­ბიც გა­ი­ზარ­და და გერ­მა­ნი­ას­თან უკვე 500 კაც­ზე სა­უ­ბა­რი აღარ იყო. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით არა­ვი­თა­რი კვო­ტა არაა გან­სა­ზღვრუ­ლი, რო­მე­ლიც და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას შე­ზღუ­დავ­და. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გო­რი მო­თხოვ­ნაც იქ­ნე­ბა, იმის მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბა და­საქ­მე­ბა. ზუსტ ციფრს ცხა­დია, ვერ ვი­ტყვით, თუმ­ცა და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად ათასე­ბი იქ­ნე­ბა. ამას­თან, რა თქმა უნდა, ვინც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია, წელს ყვე­ლას და­საქ­მე­ბა ვერ მოხ­დე­ბა. ლო­გი­კუ­რია, რომ მსურ­ვე­ლი ყო­ველ­თვის მე­ტია, ვიდ­რე სა­მუ­შაო ად­გი­ლი.

- რო­დის და­ი­წყე­ბა შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი და რო­დის მოხ­დე­ბა და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დის წას­ვლა გერ­მა­ნი­ა­ში?

- სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გერ­მა­ნი­ა­ში წას­ვლის პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში სე­ზო­ნის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე. ესაა და­ახ­ლო­ე­ბით აპ­რი­ლის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი. გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ვა­კან­სი­ე­ბი უკვე შე­მო­სუ­ლია და შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი რე­გის­ტრი­რე­ბულ­თა ბა­ზი­დან და­წყე­ბუ­ლია. ეს პრო­ცე­სი პერ­მა­ნენ­ტულ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

- რა მო­თხოვ­ნებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ გერ­მა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბა მათი შერ­ჩე­ვა?

- შე­თან­ხმე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლია სა­ვალ­დე­ბუ­ლო კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე უნდა იყოს 18-დან 60 წლამ­დე, ფი­ზი­კუ­რად ჯან­მრთე­ლი, რის და­სა­დას­ტუ­რებ­ლა­დაც უნდა წა­რად­გი­ნოს ფორ­მა 100, ასე­ვე უნდა ჰქონ­დეს გა­მოც­დი­ლე­ბა, იცო­დეს უცხო ენა, არ უნდა იყოს ნა­სა­მარ­თლე­ვი.წას­ვლამ­დე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა PCR ტეს­ტის გა­კე­თე­ბა, რომ­ლის ხარჯსაც თა­ვად მო­ქა­ლა­ქე ანა­ზღა­უ­რებს. ამას­თან, არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გერ­მა­ნე­ლი დამ­საქ­მებ­ლე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ კონ­კრე­ტულ შე­თა­ვა­ზე­ბებ­შია. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს კონ­კრე­ტუ­ლი ენის ცოდ­ნის მო­თხოვ­ნა ან რო­მე­ლი­მე მო­სავ­ლის აღე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და სხვა.

რაც შე­ე­ხე­ბა შერ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რას, კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პირ­ვე­ლა­დი შერ­ჩე­ვის შემ­დეგ, ყვე­ლა შერ­ჩე­ულ კან­დი­დატ­თან ხდე­ბა გა­სა­უბ­რე­ბა. მო­ქა­ლა­ქეს ეგ­ზავ­ნე­ბა შე­ტყო­ბი­ნე­ბა და შემ­დეგ და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უკავ­შირ­დე­ბი­ან და აც­ნო­ბენ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­მუ­შა­ოს და პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ. მო­ქა­ლა­ქის მხრი­დან და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხდე­ბა და­ბა­რე­ბა გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და ამის შემ­დეგ კან­დი­და­ტუ­რა გერ­მა­ნელ დამ­საქ­მე­ბელს ეგ­ზავ­ნე­ბა. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გერ­მა­ნე­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლი იღებს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედა
41

ღარიბაშვილი და ქოცები გაუშვი სამუშაოთ.

ივანე
10

აქ სამუშაოს ვერ შოულობს ხალხი და გარბის უცხო ქვეყანაში.მალე ქვეყნის მოსახლეობა განახევრდება.სამაგიეროდ თურქები და რუსები ყიდულობენ ბინებს,სახლებს, სასტუმროებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ზუსტ ციფრს ვერ ვიტყვით, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა ათასები იქნება" - როდიდან დასაქმდებიან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში და  რა იქნება მათი ანაზღაურება?

"ზუსტ ციფრს ვერ ვიტყვით, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა ათასები იქნება" - როდიდან დასაქმდებიან საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში და  რა იქნება მათი ანაზღაურება?

საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეგისტრაციო პორტალი მიმდინარე წლის 15 თებერვალს ამოქმედდა და გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა. როდის და რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დასაქმებას, როგორია შერჩევის კრიტერიუმები და კიდევ რომელი ქვეყნების დამატება მოხდება სარეგისტრაციო პორტალზე, ამ საკითხებზე "ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი, გიორგი ბუნტური ესაუბრა.

- ამ დროისთვის, გერმანიაში ლეგალური დასაქმების რამდენი მსურველია რეგისტრირებული და მათგან რამდენი ადამიანის შერჩევა მოხდება პირველი ეტაპზე?

- დღეის მდგომარეობით, პორტალზე დაახლოებით საქართველოს 95 771 მოქალაქეა რეგისტრირებული. რაც შეეხება რეგისტრირებულებიდან დასაქმებულების რაოდენობას, ეს დამოკიდებული იქნება გერმანელი დამსაქმებლების მიერ მოწოდებული ვაკანსიების რაოდენობაზე. ვაკანსიების მიღება დაწყებულია და პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება. 2017-2018 წლებში, როდესაც გერმანიასთან ამ სფეროში თანამშრომლობაზე დავიწყეთ საუბარი, შევთავაზეთ, რომ თავდაპირველად საპილოტედ 500 ადამიანი გაგვეშვა, თუმცა ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, სისტემები ბევრად დავხვეწეთ, შესაბამისად, მასშტაბებიც გაიზარდა და გერმანიასთან უკვე 500 კაცზე საუბარი აღარ იყო. ხელშეკრულებით არავითარი კვოტა არაა განსაზღვრული, რომელიც დასაქმებულების რაოდენობას შეზღუდავდა. შესაბამისად, როგორი მოთხოვნაც იქნება, იმის მიხედვით მოხდება დასაქმება. ზუსტ ციფრს ცხადია, ვერ ვიტყვით, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა აუცილებლად ათასები იქნება. ამასთან, რა თქმა უნდა, ვინც რეგისტრირებულია, წელს ყველას დასაქმება ვერ მოხდება. ლოგიკურია, რომ მსურველი ყოველთვის მეტია, ვიდრე სამუშაო ადგილი.

- როდის დაიწყება შერჩევის პროცესი და როდის მოხდება დასაქმებულების პირველი ნაკადის წასვლა გერმანიაში?

- საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში წასვლის პროცესი დაიწყება გერმანიაში სეზონის დაწყებისთანავე. ესაა დაახლოებით აპრილის პირველი ნახევარი. გარკვეული რაოდენობის ვაკანსიები უკვე შემოსულია და შერჩევის პროცესი რეგისტრირებულთა ბაზიდან დაწყებულია. ეს პროცესი პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

- რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ გერმანიაში დასაქმების მსურველები, რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდება მათი შერჩევა?

- შეთანხმებით განსაზღვრულია სავალდებულო კრიტერიუმები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს 18-დან 60 წლამდე, ფიზიკურად ჯანმრთელი, რის დასადასტურებლადაც უნდა წარადგინოს ფორმა 100, ასევე უნდა ჰქონდეს გამოცდილება, იცოდეს უცხო ენა, არ უნდა იყოს ნასამართლევი.წასვლამდე სავალდებულოა PCR ტესტის გაკეთება, რომლის ხარჯსაც თავად მოქალაქე ანაზღაურებს. ამასთან, არის ინდივიდუალური კრიტერიუმები, რომლებიც გერმანელი დამსაქმებლების მიერ გამოგზავნილ კონკრეტულ შეთავაზებებშია. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ენის ცოდნის მოთხოვნა ან რომელიმე მოსავლის აღების გამოცდილება და სხვა.

რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, კრიტერიუმების გათვალისწინებით, პირველადი შერჩევის შემდეგ, ყველა შერჩეულ კანდიდატთან ხდება გასაუბრება. მოქალაქეს ეგზავნება შეტყობინება და შემდეგ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლები უკავშირდებიან და აცნობენ დეტალურ ინფორმაციას სამუშაოს და პირობების შესახებ. მოქალაქის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, ხდება დაბარება გასაუბრებაზე და ამის შემდეგ კანდიდატურა გერმანელ დამსაქმებელს ეგზავნება. საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანელი დამსაქმებელი იღებს. გააგრძელეთ კითხვა

"ტურისტები ორჯერადი ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ გაიტესტონ" - ეკატერინე ტიკარაძე

"აუდიტის სამსახური სწვალობს სავარაუდო ხარვეზებს, რაც შესაძლოა იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრში" - რა განაცხადა ტიკარაძემ ვაქცინების დანაკლისზე

"ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, როდის იქნება საქართველოში "ფაიზერი“ - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინების შემოტანის თარიღთან დაკავშირებით