მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითქოს დიალოგი ჩემსა და მწერალს შორის თვალებით შედგა" - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ვაჟა-ფშაველას ფოტო "გააცოცხლა"
"თითქოს დიალოგი ჩემსა და მწერალს შორის თვალებით შედგა" - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ვაჟა-ფშაველას ფოტო "გააცოცხლა"

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა გუგა, იგი­ვე გუ­რამ მგე­ლა­ძემ "ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე ვაჟა-ფშა­ვე­ლას "გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი“ ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რა­მაც დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა...

და­ვინ­ტე­რეს­დით, ვინ არის ამ ნა­მუ­შევ­რის ავ­ტო­რი და რო­გორ შეძ­ლო ეს?

გუ­რამ მგე­ლა­ძე ბა­თუ­მის მკვიდ­რია, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, კერ­ძოდ, ინ­გლი­სუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის მა­გის­ტრა­ტუ­რა ან­გლო-ამე­რი­კუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ხრით. პა­რა­ლე­ლუ­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თე­ატრთან.

"ბოლო სამი წე­ლია, აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი ბა­თუ­მის მო­ნო­პი­ე­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ში, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი დრა­მა­ტურ­გე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი და მსა­ხი­ო­ბე­ბი, არა­მედ უცხო­ე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბიც,“ - გვიყ­ვე­ბა გუ­რა­მი.

რაც შე­ხე­ბა ვაჟა-ფშა­ვე­ლას "გა­ცო­ცხლე­ბულ“ ფო­ტოს, მას­ზე გვე­უბ­ნე­ბა:

"სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ჩემი ერთ-ერთი მე­გობ­რის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე“ ილი­ას "გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი“ ფოტო აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, რო­მელ­საც მე­გობ­რე­ბის­გა­ნაც ასე­ვე დიდი მწო­ნე­ბა ჰქონ­და. შემ­დეგ და­ვინ­ტე­რეს­დი, - მეც შევ­ძლებ­დი თუ არა იმა­ვეს. რო­გორც გა­ვარ­კვიე, არ­სე­ბობს სა­ი­ტი, რო­მე­ლიც იმის­თვი­საა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა წი­ნაპ­რე­ბის ძვე­ლი, გა­ხუ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი "გა­ა­ცო­ცხლონ“, რომ დროს­თან კონ­ტაქ­ტი შედ­გეს. სა­იტს ასე­ვე აქვს ფუნ­ქცია - შე­ად­გი­ნოს ოჯა­ხის საგ­ვა­რე­უ­ლო ხე. იქ და­რე­გის­ტრი­რე­ბა ყვე­ლას შე­უძ­ლია. თა­ვი­დან, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ადა­მი­ნებს შე­უძ­ლი­ათ, უფა­სოდ ჩა­ერ­თონ მათ სის­ტე­მა­ში, მერე უკვე ფა­სი­ა­ნი ხდე­ბა...

მოკ­ლედ, გა­დავ­წყვი­ტე, ვაჟა-ფშა­ვე­ლა "გა­მე­ცო­ცხლე­ბი­ნა“, დიდი მწე­რა­ლი, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­შიც იგ­რძნო­ბა მო­დერ­ნის­ტუ­ლი ეს­თე­ტი­კა, რაც ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის­თვის უფრო ფუნ­ქცი­უ­რი იყო. ის ნიშ­ნე­ბი, რაც ჩვენ სხვა ავ­ტო­რებ­თან დაგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მო­ვი­და, ვა­ჟას­თან გა­ცი­ლე­ბით ადრე გაჩ­ნდა. ამი­ტო­მაც და­მა­ინ­ტე­რე­სა ამ მწე­რალ­მა. გარ­და ამი­სა, შე­ვარ­ჩიე ისე­თი ფოტო, სა­დაც მას უკვე ცალი თვა­ლი ციმ­ბი­რის წყლუ­ლის შე­დე­გად გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ჰქონ­და და შეგ­რძნე­ბის დო­ნე­ზე ესეც ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა“ - ამ­ბობს გუ­რა­მი.

- ე.ი. და­ნარ­ჩე­ნი უკვე სა­იტ­მა გა­ა­კე­თა, ხომ?

- კი, ჩემი მხრი­დან მხო­ლოდ ის იყო, რომ ფოტო შე­ვარ­ჩიე, და­ნარ­ჩე­ნი, თა­ვად ვებგ­ვერდმა გა­ა­კე­თა, რა­მაც მარ­თლა გა­მა­ო­ცა...

- სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ მისი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ფოტო შე­არ­ჩი­ეთ...

- სა­ერ­თოდ, ცნო­ბი­ლი კლა­სი­კო­სი ავ­ტო­რე­ბის უც­ნო­ბი ფო­ტო­ე­ბი მიყ­ვარს, რად­გა­ნაც მათ­ში უფრო იგ­რძნო­ბა ხა­სი­ა­თი... მოკ­ლედ, ამ შე­დე­გით კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად იმას, რას ამ­ბობს ეს ფოტო - ამა­ზე ფრან­გი ფი­ლო­სო­ფო­სის ბარ­ტის ცი­ტა­ტით გი­პა­სუ­ხებთ: "ფოტო ჩემ­თვის წარ­მო­ად­გენს უც­ნა­ურ მე­დი­უმს, ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ის ახალ ფორ­მას“. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ფო­ტოგ­რა­ფია გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას აქ­ვა­ვებს დრო­ში - თან ცო­ცხა­ლია და თან - არა.

შე­სა­ბა­მი­სად, როცა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ას შე­უძ­ლია ფოტო "გა­ა­ცო­ცხლოს,“ აა­მე­ტყვე­ლოს, ჩვენ ვე­ხე­ბით წარ­სულ დროს, იმ ეპო­ქას, პე­რი­ოდს, რო­მე­ლიც და­კარ­გუ­ლია დ გაბ­ნე­უ­ლია ტექ­სტებ­ში, ფო­ტო­სუ­რა­თებ­ში, ალ­ბო­მებ­ში. სიძ­ვე­ლის ეფექ­ტით დი­ა­ლო­გის მო­მენ­ტი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და ამას­თა­ნა­ვე, თით­ქოს დი­ა­ლო­გი ჩემ­სა და მწე­რალს შო­რის თვა­ლე­ბით შედ­გა... მე­გობ­რე­ბიც გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ზო­გი­ერ­თმა მი­თხრა, - ცრემ­ლიც კი მოგ­ვე­რია, ემო­ცი­უ­რად ისე­თი იყო, გავ­შეშ­დი­თო... მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, გა­ცი­ლე­ბით მეტი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და ილი­ას ერთ-ერთ ცნო­ბილ ფო­ტოს.

- და რა გი­თხრათ ვა­ჟამ?

- კონ­კრე­ტუ­ლად ვერ ვი­ტყვი, მაგ­რამ სევ­დი­ა­ნი მზე­რა ჰქონ­და. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ იცის, რაც ხდე­ბა დღეს...

კარ­გი იქ­ნე­ბა კლა­სი­კო­სებს უკეთ ვიც­ნობ­დეთ, ვიდ­რე "ვიც­ნობთ“. ზოგ­ჯერ სა­დღეგ­რძე­ლოს დო­ნე­ზე გვიყ­ვარს ხოლ­მე, რა­ღაც ცი­ტა­ტე­ბით, ფრა­ზე­ბით. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, რე­ა­ლუ­რად ვკი­თხუ­ლობ­დეთ მათ შე­მოქ­მე­დე­ბას, რო­გორც სკო­ლა­ში, ისე სკო­ლის შემ­დეგ. დიახ, ლი­ტე­რა­ტუ­რას უნდა მი­ვუბ­რუნ­დეთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თითქოს დიალოგი ჩემსა და მწერალს შორის თვალებით შედგა" - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ვაჟა-ფშაველას ფოტო "გააცოცხლა"

"თითქოს დიალოგი ჩემსა და მწერალს შორის თვალებით შედგა" - ვინ არის ბიჭი, რომელმაც ვაჟა-ფშაველას ფოტო "გააცოცხლა"

ინტერნეტმომხმარებელმა გუგა, იგივე გურამ მგელაძემ "ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვაჟა-ფშაველას "გაცოცხლებული“ ფოტო გამოაქვეყნა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა...

დავინტერესდით, ვინ არის ამ ნამუშევრის ავტორი და როგორ შეძლო ეს?

გურამ მგელაძე ბათუმის მკვიდრია, დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერძოდ, ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრატურა ანგლო-ამერიკული ლიტერატურის განხრით. პარალელურად დაკავშირებულია თეატრთან.

"ბოლო სამი წელია, აქტიურად ვარ ჩართული ბათუმის მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალში, რომელშიც მონაწილეობენ არა მხოლოდ ქართველი დრამატურგები, რეჟისორები და მსახიობები, არამედ უცხოელი ხელოვანებიც,“ - გვიყვება გურამი.

რაც შეხება ვაჟა-ფშაველას "გაცოცხლებულ“ ფოტოს, მასზე გვეუბნება:

"სრულიად შემთხვევით, ჩემი ერთ-ერთი მეგობრის "ფეისბუქგვერდზე“ ილიას "გაცოცხლებული“ ფოტო აღმოვაჩინე, ძალიან მომეწონა, რომელსაც მეგობრებისგანაც ასევე დიდი მწონება ჰქონდა. შემდეგ დავინტერესდი, - მეც შევძლებდი თუ არა იმავეს. როგორც გავარკვიე, არსებობს საიტი, რომელიც იმისთვისაა, რომ ადამიანებმა წინაპრების ძველი, გახუნებული ფოტოები "გააცოცხლონ“, რომ დროსთან კონტაქტი შედგეს. საიტს ასევე აქვს ფუნქცია - შეადგინოს ოჯახის საგვარეულო ხე. იქ დარეგისტრირება ყველას შეუძლია. თავიდან, ერთი კვირის განმავლობაში, ადამინებს შეუძლიათ, უფასოდ ჩაერთონ მათ სისტემაში, მერე უკვე ფასიანი ხდება...

მოკლედ, გადავწყვიტე, ვაჟა-ფშაველა "გამეცოცხლებინა“, დიდი მწერალი, რომლის შემოქმედებაშიც იგრძნობა მოდერნისტული ესთეტიკა, რაც ევროპული კულტურისთვის უფრო ფუნქციური იყო. ის ნიშნები, რაც ჩვენ სხვა ავტორებთან დაგვიანებით შემოვიდა, ვაჟასთან გაცილებით ადრე გაჩნდა. ამიტომაც დამაინტერესა ამ მწერალმა. გარდა ამისა, შევარჩიე ისეთი ფოტო, სადაც მას უკვე ცალი თვალი ციმბირის წყლულის შედეგად გაფუჭებული ჰქონდა და შეგრძნების დონეზე ესეც ემოციური აღმოჩნდა“ - ამბობს გურამი.

- ე.ი. დანარჩენი უკვე საიტმა გააკეთა, ხომ?

- კი, ჩემი მხრიდან მხოლოდ ის იყო, რომ ფოტო შევარჩიე, დანარჩენი, თავად ვებგვერდმა გააკეთა, რამაც მართლა გამაოცა...

- საინტერესოა ისიც, რომ მისი შედარებით ნაკლებად ცნობილი ფოტო შეარჩიეთ...

- საერთოდ, ცნობილი კლასიკოსი ავტორების უცნობი ფოტოები მიყვარს, რადგანაც მათში უფრო იგრძნობა ხასიათი... მოკლედ, ამ შედეგით კმაყოფილი ვარ.

რაც შეეხება თავად იმას, რას ამბობს ეს ფოტო - ამაზე ფრანგი ფილოსოფოსის ბარტის ციტატით გიპასუხებთ: "ფოტო ჩემთვის წარმოადგენს უცნაურ მედიუმს, ჰალუცინაციის ახალ ფორმას“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფოტოგრაფია გამოსახულებას აქვავებს დროში - თან ცოცხალია და თან - არა.

შესაბამისად, როცა თანამედროვე ტექნოლოგიას შეუძლია ფოტო "გააცოცხლოს,“ აამეტყველოს, ჩვენ ვეხებით წარსულ დროს, იმ ეპოქას, პერიოდს, რომელიც დაკარგულია დ გაბნეულია ტექსტებში, ფოტოსურათებში, ალბომებში. სიძველის ეფექტით დიალოგის მომენტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამასთანავე, თითქოს დიალოგი ჩემსა და მწერალს შორის თვალებით შედგა... მეგობრებიც გაოცებულები იყვნენ, ზოგიერთმა მითხრა, - ცრემლიც კი მოგვერია, ემოციურად ისეთი იყო, გავშეშდითო... მაგრამ ვიმეორებ, გაცილებით მეტი გამოხმაურება ჰქონდა ილიას ერთ-ერთ ცნობილ ფოტოს.

- და რა გითხრათ ვაჟამ?

- კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ სევდიანი მზერა ჰქონდა. ალბათ იმიტომ, რომ იცის, რაც ხდება დღეს...

კარგი იქნება კლასიკოსებს უკეთ ვიცნობდეთ, ვიდრე "ვიცნობთ“. ზოგჯერ სადღეგრძელოს დონეზე გვიყვარს ხოლმე, რაღაც ციტატებით, ფრაზებით. სასურველი იქნება, რეალურად ვკითხულობდეთ მათ შემოქმედებას, როგორც სკოლაში, ისე სკოლის შემდეგ. დიახ, ლიტერატურას უნდა მივუბრუნდეთ...

"ეტყობა ამ პარტიებს ყველას ნახმარი ჰყავს მეუფე იაკობი..." - პეტრე ცაავა ბოდბელ ეპისკოპოსს პასუხობს

ორი ამიკო, ფაქო, თემო, "კაწრო", ინგა გრიგოლიას სიძე - ვინ არიან ბერა ივანიშვილის ცნობილი მეგობრები?

საქართველოს ორ რეგიონში ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი