7 მარტს ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ცენტრალურ ხელისუფლებას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები არ დაუკავებია.
"7 მარტს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, სოფ. ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა.
უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და ვითარება განიმუხტა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
თუ ეს სიმართლეა, ყოჩაღ!
ჩვენც რომ დავაკავოთ მათი დამნაშავეები ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიებზე არა? ასე ცალკარაობა სანამ უნდა ვითამაშოთ? დავაკავოთ არა როგორც ჩვეულებრივი ოსი ან რუსი, არამედ იარაღიანი დამნაშავე. იქნებ მიხვდნენ ეს უგვანოები რომ ჩვენც სახელმწიფო ვართ და წაკუზულ მდგომარეობაში არ ვიქნებით სულ. მოვერიდოთ ფართომასშტაბიან კონფლიქტებს და დავაკავოთ თუნდაც ასეთ შემთხვევაში მათი ბანდიტები, გადავიღოთ ფოტო-ვიდეო მასალა, მოვიყვანოთ ეს შეშფოთებული ევროპელები და ვანახოთ, მერე გავუგზავნოთ რუსებს მედიატორებად და ვნახოთ რას იტყვიან. ერთი პრეცენდენტი მაინც შევქმნათ რომ ვიცოდეთ მომავალში როგორ მოვიქცეთ