პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის "სააკაშვილის მემკვიდრე" უკრაინის ურბანული დაგეგმარების საბჭოში - რა თანამდებობები ეკავა გიორგი ცხაკაიას საქართველოს ხელისუფლებაში?
ვინ არის "სააკაშვილის მემკვიდრე" უკრაინის ურბანული დაგეგმარების საბჭოში - რა თანამდებობები ეკავა გიორგი ცხაკაიას საქართველოს ხელისუფლებაში?

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის აღმსა­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის სფე­რო­ში პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღარ იქ­ნე­ბა. რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლი გი­ორ­გი ცხა­კა­ი­ამ ჩა­ა­ნაც­ვლა. მე­დი­ის­თვის უც­ნო­ბია აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის მი­ღე­ბის მი­ზე­ზი.

  • ვინ არის გი­ორ­გი ცხა­კა­ია?

ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, მათ შო­რის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ, ასე­ვე იყო შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2009 წელს და­ი­ნიშ­ნა, ხოლო 2011 წელს თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე გახ­და.

წარ­სულ­ში ასე­ვე მუ­შა­ობ­და ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში იყო და­ვე­ბის გან­ხილ­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი.

2008 წელს ეკა­ვა მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მუ­შა­ობ­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და გარ­და ამი­სა, იყო ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

გი­ორ­გი ცხა­კა­ია უკ­რა­ი­ნა­ში რე­ფორ­მე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის ექ­სპერ­ტია.

ცნო­ბის­თვის, ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რედ გა­სუ­ლი წლის 7 მა­ისს და­ნიშ­ნა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერმონია
170

ერთი რამე მახარებს, უკრაინელები ჩვენზე უკან რომ არიან. მეტი არც ეკუთვნით... ვისაც კიდე მეგობარი ქვეყანა გონია....

ილია
201

ეგ სააკაშვილზე უარესი ნაგავია

ავტორი:

ვინ არის "სააკაშვილის მემკვიდრე" უკრაინის ურბანული დაგეგმარების საბჭოში - რა თანამდებობები ეკავა გიორგი ცხაკაიას საქართველოს ხელისუფლებაში?

ვინ არის "სააკაშვილის მემკვიდრე" უკრაინის ურბანული დაგეგმარების საბჭოში - რა თანამდებობები ეკავა გიორგი ცხაკაიას საქართველოს ხელისუფლებაში?

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინის რეფორმების აღმსარულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში აღარ იქნება. როგორც უკრაინული მედია წერს, შესაბამისი განკარგულება, პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ცნობით, აღნიშნულ თანამდებობაზე სააკაშვილი გიორგი ცხაკაიამ ჩაანაცვლა. მედიისთვის უცნობია აღნიშნული ცვლილების მიღების მიზეზი.

  • ვინ არის გიორგი ცხაკაია?

ის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ, ასევე იყო შემოსავლების სამსახურის უფროსი, ამ თანამდებობაზე 2009 წელს დაინიშნა, ხოლო 2011 წელს თბილისის მერის მოადგილე გახდა.

წარსულში ასევე მუშაობდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე, ფინანსთა სამინისტროში იყო დავების განხილვის სამსახურის უფროსი.

2008 წელს ეკავა მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილის თანამდებობა.

საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე აღნიშნულია, რომ მუშაობდა სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის სამინისტროში და გარდა ამისა, იყო ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე.

გიორგი ცხაკაია უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ექსპერტია.

ცნობისთვის, ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ გასული წლის 7 მაისს დანიშნა.