სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსული ვაქცინა, კარგიც რომ აღმოჩნდეს, მაინც უარს იტყვის ალბათ, საქართველო, მაგრამ ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია?" - თენგიზ ცერცვაძე
"რუსული ვაქცინა, კარგიც რომ აღმოჩნდეს, მაინც უარს იტყვის ალბათ, საქართველო, მაგრამ ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია?" - თენგიზ ცერცვაძე

ჩვენ მზად ვი­ყა­ვით ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მო­სა­ტა­ნად, მაგ­რამ გახ­სოვთ რა ამ­ბა­ვი ატყდა? - მთავ­რო­ბამ ის­მი­ნა ხალ­ხის და ახლა არ შე­იძ­ლე­ბა ორ­მა­გი სტან­დარ­ტი სა­ქარ­თვე­ლო ან კარ­გი ხა­რის­ხის, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ ვაქ­ცი­ნას უნდა და­ე­ლო­დოს და მო­ვით­მი­ნოთ ორი-სამი კვი­რით გა­და­ვა­დე­ბა ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნა­ზე, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 103 ქვეყ­ნი­დან დიდ­მა უმე­ტე­სო­ბამ ვაქ­ცი­ნა­ცია ჩი­ნუ­რი ან რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბით და­ი­წყო.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე ამ­ბობს, სა­ქარ­თვე­ლო მზად იყო ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მო­სა­ტა­ნად დიდი ხნის წინ, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულს კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, რაც მთავ­რო­ბამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

"მსოფ­ლი­ო­ში ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყო 103-მა ქვე­ყა­ნამ, 200-ზე მეტი ქვე­ყა­ნაა მსოფ­ლი­ო­ში, ასე რომ ყვე­ლამ კი არა, ნა­ხე­ვარ­საც არ და­უ­წყია. 103 ქვეყ­ნი­დან, დიდ­მა უმე­ტე­სო­ბამ ვაქ­ცი­ნა­ცია ჩი­ნუ­რი ან რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბით და­ი­წყო. შე­და­რე­ბით მცი­რე ნა­წილ­მა და­ი­წყო მხო­ლოდ ამე­რი­კულ- ევ­რო­პუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბით - "ფა­ი­ზე­რით", "მო­დერ­ნა­თი", "ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი", ახლა მალე "ჯონ­სონ&ჯონ­სო­ნი" და­ე­მა­ტე­ბა. რა თქმა უნდა, მეც შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვარ, რომ ვაქ­ცი­ნა იგ­ვი­ა­ნებს. არ შე­იძ­ლე­ბა ასე სა­უ­ბა­რი. რუ­სულ ვაქ­ცი­ნას არც ვახ­სე­ნებ, რუ­სუ­ლი ნდო­ბა­საც არ იმ­სა­ხუ­რებს და რაც მთა­ვა­რია, პო­ლი­ტი­კუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა, კარ­გიც რომ აღ­მოჩ­ნდეს, მა­ინც უარს იტყვის ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო, მაგ­რამ ჩი­ნე­თი ხომ პო­ლი­ტი­კუ­რად ნე­იტ­რა­ლუ­რია?

ჩვენ მზად ვი­ყა­ვით ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მო­სა­ტა­ნად დიდი ხნის წინ, გახ­სოვთ რა ამ­ბა­ვი ატყდა? ზუს­ტად იგი­ვე ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ჯგუ­ფე­ბი, რიგი ექი­მე­ბი გახ­სოვთ, რო­გორ აღ­შფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამ­დნენ და კა­ტე­გო­რი­უ­ლად ამ­ბობ­დნენ, ხალ­ხს პირ­და­პირ ზაფ­რავ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­უშ­ვებს ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნას; ჩვენ გვინ­და ყვე­ლა­ზე კარ­გი ხა­რის­ხის ვაქ­ცი­ნა და ა.შ. კი ბა­ტო­ნო, ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ის­მი­ნა მათი და ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა არ შე­მო­ი­ტა­ნა. ვე­ლო­დე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ ამე­რი­კულ- ევ­რო­პულ ვაქ­ცი­ნებს. როცა ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით აცრა და­ი­წყო ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბამ და ძა­ლი­ან ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ მსოფ­ლი­ო­ში, ახლა ამას და­ნა­შა­უ­ლად გვით­ვლი­ან, აზერ­ბა­ი­ჯან­მა, უკ­რა­ი­ნამ, თურ­ქეთ­მა და­ი­წყო, თქვენ ვერ და­ი­წყეთ. კარ­გი ახლა, არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ორ­მა­გი სტან­დარ­ტი. მათ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით და­ი­წყეს, რო­მე­ლიც თქვენ, ოპო­ზი­ცი­ამ უარ­ყა­ვით. ახლა ან ერთი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვეთ, ან - მე­ო­რე. ერთი, სა­ქარ­თვე­ლო ან კარ­გი ხა­რის­ხის, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ ვაქ­ცი­ნას და­ე­ლო­დოს, მა­შინ უნდა მო­ვით­მი­ნოთ ორი-სამი კვი­რით გა­და­ვა­დე­ბა. მე­ო­რე, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნა­ზე, რუ­სულს არ ვახ­სე­ნებ. მა­შინ ჩვენც იმ ქვეყ­ნებს გა­ვუ­ტოლ­დე­ბით, რო­მელ­თაც ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყეს. ვი­ყოთ სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი. ვთქვათ, რომ ჩვენც გვინ­და ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა, ან ჩი­ნუ­რი არ გვინ­და, მა­შინ, ნუ არის ნიშ­ნის მო­გე­ბა, ქი­ლი­კი, ლან­ძღვა, რა­ტომ და­იგ­ვი­ა­ნა ორი-სამი კვი­რით ვაქ­ცი­ნამ",- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
39

არ ვარგა არც ჩინური და არც რუსული ვაქცინა, რა ძალაზე ხართ. ყველაფერზე ფულის გაკეთება ხომ არ შეიძლება. ამოწყდა ქვეყანა უმუშევრობით და პანდემიით, განადგურდა ეკონომიურად.

დიდი ილია
21

ჩინურის ღირსი ხარ შენ საქართველოვ!!!

ავტორი:

"რუსული ვაქცინა, კარგიც რომ აღმოჩნდეს, მაინც უარს იტყვის ალბათ, საქართველო, მაგრამ ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია?" - თენგიზ ცერცვაძე

"რუსული ვაქცინა, კარგიც რომ აღმოჩნდეს, მაინც უარს იტყვის ალბათ, საქართველო, მაგრამ ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია?" - თენგიზ ცერცვაძე

ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? - მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი საქართველო ან კარგი ხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინას უნდა დაელოდოს და მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, 103 ქვეყნიდან დიდმა უმეტესობამ ვაქცინაცია ჩინური ან რუსული ვაქცინებით დაიწყო.

როგორც ცერცვაძე ამბობს, საქართველო მზად იყო ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, თუმცა აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა, რაც მთავრობამ გაითვალისწინა.

"მსოფლიოში ვაქცინაცია დაიწყო 103-მა ქვეყანამ, 200-ზე მეტი ქვეყანაა მსოფლიოში, ასე რომ ყველამ კი არა, ნახევარსაც არ დაუწყია. 103 ქვეყნიდან, დიდმა უმეტესობამ ვაქცინაცია ჩინური ან რუსული ვაქცინებით დაიწყო. შედარებით მცირე ნაწილმა დაიწყო მხოლოდ ამერიკულ- ევროპული ვაქცინებით - "ფაიზერით", "მოდერნათი", "ასტრაზენეკათი", ახლა მალე "ჯონსონ&ჯონსონი" დაემატება. რა თქმა უნდა, მეც შეწუხებული ვარ, რომ ვაქცინა იგვიანებს. არ შეიძლება ასე საუბარი. რუსულ ვაქცინას არც ვახსენებ, რუსული ნდობასაც არ იმსახურებს და რაც მთავარია, პოლიტიკურად მიუღებელია რუსული ვაქცინა, კარგიც რომ აღმოჩნდეს, მაინც უარს იტყვის ალბათ, საქართველო, მაგრამ ჩინეთი ხომ პოლიტიკურად ნეიტრალურია?

ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად დიდი ხნის წინ, გახსოვთ რა ამბავი ატყდა? ზუსტად იგივე ანგაჟირებული ტელევიზიები, პოლიტიკური ოპოზიციური ჯგუფები, რიგი ექიმები გახსოვთ, როგორ აღშფოთებას გამოთქვამდნენ და კატეგორიულად ამბობდნენ, ხალხს პირდაპირ ზაფრავდნენ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ჩინური ვაქცინის შემოტანას; ჩვენ გვინდა ყველაზე კარგი ხარისხის ვაქცინა და ა.შ. კი ბატონო, ქვეყნის ხელმძღვანელობამ ისმინა მათი და ჩინური ვაქცინა არ შემოიტანა. ველოდებით საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკულ- ევროპულ ვაქცინებს. როცა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყო ჩვენი მეზობლების უმეტესობამ და ძალიან ბევრმა ქვეყანამ მსოფლიოში, ახლა ამას დანაშაულად გვითვლიან, აზერბაიჯანმა, უკრაინამ, თურქეთმა დაიწყო, თქვენ ვერ დაიწყეთ. კარგი ახლა, არ შეიძლება ასეთი ორმაგი სტანდარტი. მათ ჩინური ვაქცინით დაიწყეს, რომელიც თქვენ, ოპოზიციამ უარყავით. ახლა ან ერთი პოზიცია დაიკავეთ, ან - მეორე. ერთი, საქართველო ან კარგი ხარისხის, საერთაშორისოდ აღიარებულ ვაქცინას დაელოდოს, მაშინ უნდა მოვითმინოთ ორი-სამი კვირით გადავადება. მეორე, ან არ უნდა ვთქვათ უარი ჩინურ ვაქცინაზე, რუსულს არ ვახსენებ. მაშინ ჩვენც იმ ქვეყნებს გავუტოლდებით, რომელთაც ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია დაიწყეს. ვიყოთ სამართლიანები. ვთქვათ, რომ ჩვენც გვინდა ჩინური ვაქცინა, ან ჩინური არ გვინდა, მაშინ, ნუ არის ნიშნის მოგება, ქილიკი, ლანძღვა, რატომ დაიგვიანა ორი-სამი კვირით ვაქცინამ",- განაცხადა ცერცვაძემ.

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება - როდიდან შეძლებენ მშობლები დარეგისტრირებას და რა ეტაპებია გასავლელი?

Europcar Georgia კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის მომსახურებას სთავაზობს

5-6 მარტს საქართველოში ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს - როდიდან გაუარესდება ამინდი?