პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... კრემლში კი თვლიან, რომ შავი ზღვა უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის"
შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... კრემლში კი თვლიან, რომ შავი ზღვა უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის"

27 თე­ბერ­ვალს ნა­ტომ შავი ზღვის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლი სა­ზღვაო სწავ­ლე­ბა და­ი­წყო "პო­სე­ი­დო­ნი-21"-ის სა­ხელ­წო­დე­ბით, რო­მე­ლიც 6 მარ­ტამ­დე გას­ტანს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით მას­ში რუ­მი­ნე­თის, ბულ­გა­რე­თის, სა­ბერ­ძნე­თის, ეს­პა­ნე­თის, საფ­რან­გე­თის, თურ­ქე­თი­სა და აშშ-ების 700-მდე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ხმე­ლეთ­ზე, ჰა­ერ­ში და ზღვა­ზე. სწავ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლია სხვა­დას­ხვა რან­გის 13 სამ­ხედ­რო ხო­მალ­დი, 9 თვითმფრი­ნა­ვი, წყალ­ქვე­შა რო­ბო­ტი და პი­რო­ტექ­ნი­კით დატ­ვირ­თუ­ლი ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლი.

რო­გორც ხე­დავთ, ეს სა­ზღვაო სწავ­ლე­ბა არც მას­შტა­ბე­ბით და არც ამო­ცა­ნე­ბით (სა­ზღვაო ნაღ­მე­ბის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფა და მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ბუქ­სი­რე­ბა) დი­დად არ გა­მო­ირ­ჩე­ვა და შე­იძ­ლე­ბა, არც ღირ­და მას­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა, მაგ­რამ შა­ვი­ზღვის­პი­რა კი­დევ ერთ ქვე­ყა­ნა­ში - რუ­სეთ­ში თით­ქმის ის­ტე­რი­კა გა­მო­იწ­ვია ნა­ტოს ხო­მალ­დე­ბის მო­რიგ­მა შე­მოს­ვლამ შავ ზღვა­ში.

რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, (რა­შიც გარ­კვე­უ­ლი "ბრა­ლი" 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომ­საც მი­უ­ძღვის, რომ­ლის დრო­საც გა­მოჩ­ნდა რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის ძა­ლი­ან ბევ­რი ნაკ­ლი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ზე უფრო ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნა თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნებ­და) კრემლში ფაქ­ტობ­რი­ვად თვლი­ან, რომ შავი ზღვა თით­ქოს უკვე მხო­ლოდ რუ­სეთს "ეკუთ­ვნის" და არა­შა­ვი­ზღვის­პი­რა ქვეყ­ნე­ბის ხო­მალ­დებს აქ არა­ფე­რი ესაქ­მე­ბათ.

არა­და, შავი ზღვის­პი­რა ექ­ვსი ქვეყ­ნი­დან სამი - თურ­ქე­თი, რუ­მი­ნე­თი და ბულ­გა­რე­თი, ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის წევ­რია, ორი - სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა კი ნა­ტოს აქ­ტი­უ­რი პარტნი­ო­რი. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი დის­ბა­ლან­სი­სა, ყვე­ლა­ზე რე­ა­ლურ ძა­ლას დღე­ი­სათ­ვის მა­ინც რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტი ფლობს, რო­მელ­საც ზურგს უმაგ­რებს შავ ზღვა­ში "შეჭ­რი­ლი" "ჩა­უ­ძი­რა­ვი ავი­ა­მზი­დი" - რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლიც. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
220

როგორც შემოცურდნენ ისე გაცურდებიან.როგორც დიდი რუსეთი ინებებს.

goga
64

როდის დადგება ის დღე სანატრელი საქართველო რომ გახდება ნატოს წევრი 

ავტორი:

შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... კრემლში კი თვლიან, რომ შავი ზღვა უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის"

შავ ზღვაში ნატომ "პოსეიდონი" "შემოუშვა"... კრემლში კი თვლიან, რომ შავი ზღვა უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის"

27 თებერვალს ნატომ შავი ზღვის აკვატორიაში მრავალეროვნული საზღვაო სწავლება დაიწყო "პოსეიდონი-21"-ის სახელწოდებით, რომელიც 6 მარტამდე გასტანს.

ოფიციალური მონაცემებით მასში რუმინეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, თურქეთისა და აშშ-ების 700-მდე სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს მონაწილეობა ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე. სწავლებაში ჩართულია სხვადასხვა რანგის 13 სამხედრო ხომალდი, 9 თვითმფრინავი, წყალქვეშა რობოტი და პიროტექნიკით დატვირთული ერთი ავტომობილი.

როგორც ხედავთ, ეს საზღვაო სწავლება არც მასშტაბებით და არც ამოცანებით (საზღვაო ნაღმების გაუვნებელყოფა და მწყობრიდან გამოსული მცურავი საშუალებების ბუქსირება) დიდად არ გამოირჩევა და შეიძლება, არც ღირდა მასზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ შავიზღვისპირა კიდევ ერთ ქვეყანაში - რუსეთში თითქმის ისტერიკა გამოიწვია ნატოს ხომალდების მორიგმა შემოსვლამ შავ ზღვაში.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სერიოზული გადაიარაღების დაწყების შემდეგ, (რაშიც გარკვეული "ბრალი" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსაც მიუძღვის, რომლის დროსაც გამოჩნდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძალიან ბევრი ნაკლი, რომელსაც საქართველოზე უფრო ძლიერი ქვეყანა თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა) კრემლში ფაქტობრივად თვლიან, რომ შავი ზღვა თითქოს უკვე მხოლოდ რუსეთს "ეკუთვნის" და არაშავიზღვისპირა ქვეყნების ხომალდებს აქ არაფერი ესაქმებათ.

არადა, შავი ზღვისპირა ექვსი ქვეყნიდან სამი - თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია, ორი - საქართველო და უკრაინა კი ნატოს აქტიური პარტნიორი. მიუხედავად ასეთი დისბალანსისა, ყველაზე რეალურ ძალას დღეისათვის მაინც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ფლობს, რომელსაც ზურგს უმაგრებს შავ ზღვაში "შეჭრილი" "ჩაუძირავი ავიამზიდი" - რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულიც. გააგრძელეთ კითხვა

"რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა" - ვითარება დონბასში

სად მოხდა დიდგორის ბრძოლა - "გამოვიდა მეფე დავითი და მასთან ერთად ძე მისი დიმიტრი, დასავლეთის მხრიდან დიდი ლაშქრით დაეშვა..."

ფოტოები, რომელზეც ის საკონცენტრაციო ბანაკია ასახული, სადაც 200-მდე ქართველი ტყვე ჰყავდათ - "ეს რაიხისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ, სავარაუდოდ, დაიწუნეს"