მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორის ინფორმაციით, ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულმა ინციდენტის დროს ქალსაც დაარტყა
პროკურორის ინფორმაციით, ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულმა ინციდენტის დროს ქალსაც დაარტყა

ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ა­ზე თავ­დას­ხმის საქ­მის პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან ერთ-ერ­თმა, სუ­ლი­კო სა­ყე­ვა­რიშ­ვილ­მა ინ­ცი­დენ­ტის დროს ქალ­საც და­არ­ტყა ხელი.

ამ წუ­თებ­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მი­ვე პი­რის - სუ­ლი­კო სა­ყე­ვა­რაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი სა­ხე­ლაშ­ვი­ლი­სა და ვაჟა გი­გა­უ­რის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მა­ჯე­ლო­ბენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­კუ­თარ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­ნად­გუ­რე­ბის, მი­მალ­ვი­სა და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი არ­სე­ბობს.

პრო­კუ­რო­რის თქმით­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლებს არა­ერ­თხელ გა­და­უკ­ვე­თავთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი.

ასე­ვე, პრო­კუ­რორ­მა სა­კუ­თარ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­სა და და­ზა­რა­ლე­ბულს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მხო­ლოდ იმის გამო წარ­მო­იშ­ვა, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვახ­ტანგ სა­ნა­ია იყო და წარ­მო­ად­გენ­და "ფორ­მუ­ლას" ჟურ­ნა­ლისტს.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­მდებ­ლის თქმით­ვე, სა­ნა­ი­ას აყე­ნებ­დნენ არამ­ხო­ლოდ სი­ტყვი­ერ, არა­მედ ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ნა­ი­ას თან­მხლე­ბი პი­რე­ბი და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვას ცდი­ლობ­დნენ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის კვლავ ცდი­ლობ­დნენ და­ზი­ა­ნე­ბუს მი­ყე­ნე­ბას. პრო­კუ­რო­რის თქმით­ვე, სუ­ლი­კო სა­ყე­ვა­რიშ­ვილ­მა ქალ­საც კი და­არ­ტყა ხელი.

სა­ხელ­მწი­ფო ბრალდმდე­ბე­ლი სა­კუ­თარ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, როცა 21:00 სა­ა­თის შემ­დეგ გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლია, ისი­ნი ღა­მის სა­ა­თებ­ში - 02:30 სა­ათ­ზე, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოძ­რა­ობ­დე­ნენ ქუ­ჩა­ში, რაც იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ისი­ნი კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ არი­ან.

ად­ვო­კა­ტე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ ეთან­ხმე­ბი­ან და სა­სა­მარ­თლოს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას ითხო­ვენ, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით კი, სა­სა­მარ­თლოს გი­რა­ოს სთა­ვა­ზო­ბენ.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ვახო სა­ნა­ი­ას მი­მართ, მისი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით მუ­ქა­რის ფაქ­ტზე 3 პირი და­ა­კა­ვეს.

მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურული
82

დეპუტატზე სახალხოხთ ჯგუფურად, ნაგვის ურნის ჩამომხობა არ არის დანაშაული? მაგრამ ლმობიერობამ, ზედმეტად ტოლერანტობამ ხელისუფლების მხრიდან ნაცების მიმართებაში, გამოიწვია ასეთ აგრესიები. ყველა კანონის დამრღვევი პასუხს უნდა აგებდეს. არ აქვს მნიშვნელობა რომელ მხარეს უჭერს მხარს

კოტე
45

გვარამიამ ქალს რომ დაარტყა პასუხი რატომ არ გებინეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

პროკურორის ინფორმაციით, ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულმა ინციდენტის დროს ქალსაც დაარტყა

პროკურორის ინფორმაციით, ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულმა ინციდენტის დროს ქალსაც დაარტყა

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმის პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებიდან ერთ-ერთმა, სულიკო საყევარიშვილმა ინციდენტის დროს ქალსაც დაარტყა ხელი.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული სამივე პირის - სულიკო საყევარაშვილის, გიორგი სახელაშვილისა და ვაჟა გიგაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მაჯელობენ.

პროკურატურა საკუთარ შუამდგომლობაში აღნიშნავს, რომ ბრალდებულების მხრიდან მტკიცებულებათა განადგურების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი არსებობს.

პროკურორის თქმითვე, ბრალდებულებს არაერთხელ გადაუკვეთავთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

ასევე, პროკურორმა საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა, რომ ბრალდებულებსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი მხოლოდ იმის გამო წარმოიშვა, რომ დაზარალებული ვახტანგ სანაია იყო და წარმოადგენდა "ფორმულას" ჟურნალისტს.

სახელმწიფო ბრალმდებლის თქმითვე, სანაიას აყენებდნენ არამხოლოდ სიტყვიერ, არამედ ფიზიკურ შეურაცხყოფას და მიუხედავად იმისა, რომ სანაიას თანმხლები პირები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, ბრალდებულები ავტომობილში მყოფი დაზარალებულისთვის კვლავ ცდილობდნენ დაზიანებუს მიყენებას. პროკურორის თქმითვე, სულიკო საყევარიშვილმა ქალსაც კი დაარტყა ხელი.

სახელმწიფო ბრალდმდებელი საკუთარ შუამდგომლობაში ასევე აღნიშნავდა, რომ ბრალდებულები პანდემიის პირობებში, როცა 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება შეზღუდულია, ისინი ღამის საათებში - 02:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მოძრაობდენენ ქუჩაში, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი კანონმორჩილი მოქალაქეები არ არიან.

ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ, ალტერნატივის სახით კი, სასამართლოს გირაოს სთავაზობენ.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"აქამდე ამბობდნენ, ამ გოგოს ფსიქიკური პრობლემები აქვსო და ახლა აღარ აქვს? თუ აქვს, ბრალი რატომ წაუყენეს?" - რას ედავება ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტს პროკურატურა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა - რის გაძარცვას ცდილობდნენ დაკავებულები

ოზურგეთში მამინაცვალი არასრულწლოვანი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედებისთვის დააკავეს