პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სმენაზე ზრუნვა ყველასთვის - 25 თებერვალი კოხლეარული იმპლანტის დღეა
სმენაზე ზრუნვა ყველასთვის - 25 თებერვალი კოხლეარული იმპლანტის დღეა

სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­გორც ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მზარ­დი კომ­პა­ნი­ის­თვის, ასე­ვე სმარტ კა­პი­ტალ ჯგუ­ფის­თვის, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯგუ­ფი სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. სმე­ნა­დარ­ღვე­ულ ბავ­შვთა აბი­ლი­ტა­ცია/რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „აი ია“ ბიზ­ნეს­მენ­მა და მე­ცე­ნატ­მა ვანო ჩხარ­ტიშ­ვილ­მა მე­უღ­ლეს­თან, ნანა გო­თუ­ას­თან ერ­თად და­ა­ფუძნა. ფონ­დის მი­ზა­ნია მა­ღა­ლი ხა­რის­ხის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სის­ტე­მის შექ­მნის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კვლე­ვით რე­სურ­სებ­ზე წვდო­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გზით, სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ ბავ­შვთა გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო გა­რე­მოს შექ­მნა და მათი სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა.

სმე­ნა­დარ­ღვე­ულ ბავ­შვთა აბი­ლი­ტა­ცია\რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "აი ია" და­არ­სდა 2016 წლის 14 აპ­რილს, რათა მხა­რი და­უ­ჭი­როს სმე­ნა­დარ­ღვე­ულ ბავ­შვებს უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში. ფონ­დის ბა­ზა­ზე 23 ბავ­შვსა და ოჯახს სრულ­ყო­ფი­ლი, კომ­პლექ­სუ­რი კოხ­ლე­ა­რუ­ლი იმპლან­ტის შემ­დგო­მი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის 5 წლი­ა­ნი უწყვე­ტი კურ­სი მი­ე­წო­დე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც იღე­ბენ აუ­დიო-ვერ­ბა­ლუ­რი თე­რა­პევ­ტის, მე­ტყვე­ლე­ბის თე­რა­პევ­ტის, სპეც-პე­და­გო­გის, ფსი­ქო­ლო­გის, მუ­სი­კა თე­რა­პევ­ტი­სა და არტ თე­რა­პევ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მელ­საც სრუ­ლად აფი­ნან­სებს ფონ­დის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის პრობ­ლე­მებ­სა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ფონ­დის „აი ია“ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ფონ­დის აუ­დიო–ვერ­ბა­ლუ­რი თე­რა­პევ­ტი თა­მუ­ნა კირ­ვა­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- მოგ­ვი­ყე­ვით ფონ­დის შე­სა­ხებ

გარ­და იმი­სა რომ ფონ­დი ბავ­შვებს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის უწყვეტ კურსს სთა­ვა­ზობს, ის ზრუ­ნავს სმე­ნის პრობ­ლე­მე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე; სმე­ნის და­ზი­ა­ნე­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­თან მო­მუ­შა­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თუ პე­და­გოგ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თუ დამ­ხმა­რე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის, ტრე­ნინ­გე­ბის, ვორკშო­პე­ბის გზით. 25 თე­ბერ­ვა­ლი კოხ­ლე­ა­რუ­ლი იმპლან­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა და თა­ვის­თა­ვად ცხა­დია ჩვე­ნი ფონ­დი ამ დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნავს.

- რა შემ­თხვე­ვა­შია სა­ჭი­რო კოხ­ლე­ა­რუ­ლი იმპლან­ტი?

- რო­დე­საც ადა­მი­ანს მძი­მე ხა­რის­ხის სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა და სიყ­რუე აქვს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მას სა­მე­ტყვე­ლო და გა­რე­მო­ში არ­სე­ბულ ხმე­ბის აღ­ქმა უძ­ნელ­დე­ბა. ეს თა­ვის­თა­ვად აფერ­ხებს მე­ტყვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ხელს უშ­ლის ადა­მი­ანს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრო­ცეს­ში. კოხ­ლე­ა­რუ­ლი იმპლან­ტის მეშ­ვე­ო­ბით კი ადა­მი­ა­ნებს მათ ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა ხმის გა­გე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

- რა არის კოხ­ლე­ა­რუ­ლი იმპლან­ტი და რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს მას ადა­მი­ა­ნის­თვის?

- კოხ­ლე­ა­რუ­ლი იმპლან­ტი ყრუ ადა­მი­ა­ნის­თვის სმე­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით სმე­ნის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხმე­ბის გა­გე­ბას ახერ­ხე­ბენ. იმპლან­ტა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რას ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ რო­გორც სმე­ნის პრო­თე­ზი­რე­ბას. კოხ­ლე­ა­რუ­ლი იმპლან­ტი პა­ტა­რა, კომ­პლექ­სუ­რი ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბაა, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ორი ნა­წი­ლი­სა­გან: გა­რე­თა და შიდა. გა­რე­თა ნა­წი­ლი შე­ი­ცავს სა­მე­ტყვე­ლო პრო­ცე­სორს მიკრო­ფო­ნით და მაგრდე­ბა ყურს უკან, ხოლო შიდა ნა­წი­ლი იმპლან­ტირ­დე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვით. ეს არის მიმ­ღე­ბი და ელექტრო­დე­ბის ჯაჭ­ვი, რო­მე­ლიც თავ­სდე­ბა ლო­კო­კი­ნა­ში. კოხ­ლე­ა­რუ­ლი იმპლან­ტის მიკრო­ფო­ნი იჭერს, იღებს ბგე­რებ­სა და მე­ტყვე­ლე­ბას, გა­დას­ცემს სა­მე­ტყვე­ლო პრო­ცე­სორს სა­დაც გარ­და­იქ­მნე­ბი­ან ელექტრო­ნულ იმ­პულ­სე­ბად. ეს იმ­პულ­სე­ბი გა­დამ­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ე­წო­დე­ბა ლო­კო­კი­ნა­ში გან­თავ­სე­ბულ ელექტრო­დებს, რომ­ლე­ბიც ას­ტი­მუ­ლი­რე­ბენ სმე­ნის ნერვს, სმე­ნის ნერ­ვი ამ იმ­პულ­სებს გა­დას­ცემს თა­ვის ტვი­ნის სმე­ნის ცენ­ტრებს, სა­დაც აღიქ­მე­ბა რო­გორც ბგე­რა, მე­ტყვე­ლე­ბა, მუ­სი­კა, ხმა­უ­რი და ა.შ.

- რა ასა­კი­დან შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს კოხ­ლე­ა­რუ­ლი იმპლან­ტის ოპე­რა­ცია?

იმპლან­ტის ოპე­რა­ცია შე­საძ­ლოა ჩა­ტარ­დეს რო­გორც ერთ წლამ­დე ასა­კის ბავ­შვთან, ასე­ვე ზრდას­რულ ასაკ­შიც, თუკი არ­სე­ბობს ამის სა­ჭი­რო­ე­ბა. სმე­ნის და­ზი­ა­ნე­ბის ად­რე­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია და შე­დე­გე­ბის თვალ­საზ­რი­სით უკონ­კუ­რენ­ტოა. ამის­თვის სა­ჭი­როა სმე­ნის ად­რე­უ­ლი სკრი­ნინ­გი და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე და მას შემ­დე­გაც.

თუ ბავ­შვს არ აქვს სმე­ნის და­ზი­ა­ნე­ბა და­ბა­დე­ბი­სას, მაგ­რამ ჩვი­ლო­ბის ასა­კი­დან მო­ყო­ლე­ბულ პირ­ველ წლებ­ში უჩი­ვის ყუ­რის ტკი­ვი­ლებს, აქვს ხში­რი ყუ­რის ან­თე­ბე­ბი, ინ­ფექ­ცი­ე­ბი, გა­და­ი­ტა­ნა მე­ნინ­გი­ტი - გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­და­მოწ­მდეს სმე­ნა. რად­გან ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი ხში­რად იწ­ვე­ვენ სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბას.

სმე­ნის და­ზი­ა­ნე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი აბი­ლი­ტა­ცი­აა, რაც კოხ­ლე­ა­რულ იმპლან­ტამ­დე წი­ნა­მო­სამ­ზა­დე­ბელ პრო­ცე­სად ით­ვლე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნი 6 თვის მან­ძილ­ზე ატა­რებს სას­მენ აპა­რატს, გა­დის თე­რა­პი­ულ პრო­ცესს და ემ­ზა­დე­ბა შემ­დგო­მი სმე­ნა - მე­ტყვე­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის. რაც ნარ­ჩე­ნი სმე­ნის სტი­მუ­ლა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ამ პრო­ცე­სის მი­ზა­ნია ბავ­შვის სმე­ნის სრუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის წა­ხა­ლი­სე­ბა, ერ­თგვა­რი ადაპ­ტი­რე­ბა სმე­ნის სამ­ყა­რო­ში - რის შემ­დე­გაც ხდე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა - იმპლან­ტა­ცია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში 2018 წლი­დან ყვე­ლა სამ­შო­ბი­ა­რო­შია სა­ვალ­დე­ბუ­ლო სმე­ნის სკრი­ნინ­გი და ამ მხრივ სმე­ნის პრობ­ლე­მე­ბის ად­რე­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნა და მარ­თვა შე­საძ­ლე­ბე­ლია. იმპლან­ტის ოპე­რა­ცია 1998 წლი­დან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და დღემ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 825 იმპლან­ტი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია.

- რა ხდე­ბა ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ?

- ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია 3–დან 5 წლამ­დე ვა­დით, რომ­ლის პრო­ცეს­შიც ბავ­შვის­თვის მოს­მე­ნის უნა­რი ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სი ხდე­ბა, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მე­ტყვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ბგე­რის გა­მოთ­ქმას­თან, სუნ­თქვას­თან და სხვა სა­წარ­მოთ­ქმო უნარ–ჩვევბთან და­კავ­შრე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ხდე­ბა. ფონ­დის ბა­ზა­ზე კომ­პლექ­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ფარ­გლებ­ში პირ­ველ რიგ­ში ერ­თვე­ბა აუ­დიო-ვერ­ბა­ლუ­რი თე­რა­პევ­ტი, არტ თე­რა­პევ­ტი და ფსი­ქო­ლო­გი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მუ­სი­კა თე­რა­პი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა თი­თო­ე­ულ ბავ­შვთან, შემ­დგომ ეტაპ­ზე ერ­თვე­ბა მე­ტყვე­ლე­ბის თე­რა­პევ­ტი და სპეც პე­და­გო­გი. მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი ურ­თი­ერთ-გა­დამ­კვეთ უნა­რებ­ზე ერ­თობ­ლი­ვად , სხვა­დას­ხვა გზი­თა და სტრა­ტე­გი­ით მუ­შა­ობს ოჯახ­თან ერ­თად , მათი აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით.

სმე­ნის პრო­თე­ზი­რე­ბის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც ბავ­შვი პირ­ველ სმე­ნით გა­მოც­დი­ლე­ბას იღებს, მან ჯერ კი­დევ არ იცის, რომ ბგე­რებს გან­სა­ზღვრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მას ეს­მის, მაგ­რამ ჯერ არ იცის მოს­მე­ნა. იმის­თვის, რომ ბავ­შვმა შე­მოგ­ხე­დოთ, რო­დე­საც სა­ხე­ლით მი­მარ­თავთ, მას რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი სმე­ნი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტი:

  • მან უნდა ის­მი­ნოს;
  • თქვენ და­ე­ლო­დოთ;
  • ბევ­რი უნდა ესა­უბ­როთ.

თუ ბავ­შვმა ვერ მო­ის­მი­ნა, ვერც ალა­პა­რაკ­დე­ბა. სი­ტყვა მე­ტყვე­ლე­ბის დროს რომ გა­მო­ი­ყე­ნოს, ბავ­შვმა ის და­ახ­ლო­ე­ბით 600-ჯერ უნდა მო­ის­მი­ნოს სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ადეკ­ვა­ტურ გა­რე­მო­ში, რათა და­ი­მახ­სოვ­როს მისი ჟღე­რა­დო­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ბა და მიხ­ვდეს, რო­გორ წარ­მო­ით­ქმის. რაც უფრო გვი­ან დი­აგ­ნოს­ტირ­დე­ბა სმე­ნის და­ზი­ა­ნე­ბა, მით უფრო მეტი დრო და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა დაგ­ვჭირ­დე­ბა ბავ­შვის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის.

- რა იგუ­ლის­ხმე­ბა სმე­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში?

- ისე­ვე, რო­გორც მე­ტყვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას (ღუ­ღუ­ნი, ტი­ტი­ნი, პირ­ვე­ლი სი­ტყვა, პირ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბა და ა.შ.), სმე­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­საც თა­ვი­სი ეტა­პე­ბი აქვს. სა­ბო­ლოო შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად ბავ­შვმა ყვე­ლა მათ­გა­ნი უნდა გა­ი­ა­როს.

პირ­ველ, სა­წყის ეტაპ­ზე ბავ­შვი "მოს­მე­ნას" სწავ­ლობს. ამ ეტა­პის გავ­ლის შემ­დეგ მას უნდა შე­ეძ­ლოს სა­მე­ტყვე­ლო და არა­სა­მე­ტყვე­ლო ხმე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა, სივ­რცე­ში ბგე­რის წყა­როს აღ­მო­ჩე­ნა, ბგე­რა­თა რა­ო­დე­ნო­ბის, ხან­გრძლი­ვო­ბის, ხმის ტემ­ბრის (ქალი, კაცი, ბავ­შვი), სიძ­ლი­ე­რის, მარ­ტი­ვი რიტ­მის (ნელა, ჩქა­რა) გან­სა­ზღვრა.

მე­ო­რე, ბა­ზი­სურ ეტაპ­ზე ბავ­შვმა უნდა შეძ­ლოს სი­ტყვის მარ­ცვლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის აღ­ქმა, სი­ტყვა­ში მარ­ცვალ­თა რა­ო­დე­ნო­ბის გან­სა­ზღვრა, მარ­ტი­ვი კი­თხვის გა­გე­ბა, სმე­ნი­თი მეხ­სი­ე­რე­ბი­სა და ყუ­რა­დღე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბა.

მე­სა­მე, სა­შუ­ა­ლო ანუ ენობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პი გუ­ლის­ხმობს რო­გორც სა­კუ­თა­რი, ისე სხვი­სი მე­ტყვე­ლე­ბის აღ­ქმა­სა და გა­გე­ბას. ფო­ნე­მა­ტუ­რი სმე­ნის გან­ვი­თა­რე­ბას.

მე­ო­თხე, გაბ­მუ­ლი მე­ტყვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პი მო­ი­ცავს რთუ­ლი ტექ­სტე­ბის აღ­ქმა­სა და გა­გე­ბას, ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბას, გრა­მა­ტი­კუ­ლი ფორ­მე­ბის გან­სა­ზღვრას, რამ­დე­ნი­მე­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი ინ­სტრუქ­ცი­ის გა­გე­ბას, მე­ტყვე­ლე­ბის გა­გე­ბას ჩქა­რი ლა­პა­რა­კის დროს, ჩურ­ჩუ­ლის დროს, შე­და­რე­ბით შორ მან­ძილ­ზე, ხმა­უ­რის ფონ­ზე. ეს ეტა­პი ხან­გრძლი­ვია და მის გა­სავ­ლე­ლად ყვე­ლა ბავ­შვს სხვა­დას­ხვა დრო სჭირ­დე­ბა.

- სახ­ლის პი­რო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა თუ არა შე­ვა­მოწ­მოთ სმე­ნა?

- კოხ­ლე­ა­რუ­ლი იმპლან­ტის ან სას­მე­ნი აპა­რა­ტის მქო­ნე ბავ­შვის სმე­ნის უნა­რის შე­მოწ­მე­ბა­ში ლინ­გის ექ­ვსი ბგე­რის ტეს­ტი და­გეხ­მა­რე­ბათ. მისი მეშ­ვე­ო­ბით გა­ი­გებთ, აღიქ­ვამს თუ ვერა ბავ­შვი სა­მე­ტყვე­ლო ბგე­რე­ბის სრულ დი­ა­პა­ზონს. ეს ბგე­რე­ბია: ა, მ, ი, უ, შ, ს. ისი­ნი გან­სა­ზღვრულ სიხ­ში­რულ დი­ა­პა­ზონ­შია გაშ­ლი­ლი: უ და მ და­ბალ­სიხ­ში­რუ­ლია, შ და ა - სა­შუ­ა­ლო­სიხ­ში­რუ­ლი, ს - მა­ღალ­სიხ­ში­რუ­ლი. ი მა­ღალ­სიხ­ში­რუ­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს და სა­შუ­ა­ლო­სიხ­ში­რუ­ლიც.

თუ 4-6 მეტრზე ბავ­შვს ეს­მის ნორ­მა­ლუ­რი სა­სა­უბ­რო ხმით ან ჩურ­ჩუ­ლით წარ­მოთ­ქმუ­ლი ექ­ვსი­ვე ბგე­რა, ეს ნიშ­ნავს, რომ მას ეს­მის ყვე­ლა სა­მე­ტყვე­ლო ბგე­რა და მე­ტყვე­ლე­ბას გა­ი­გებს.

და­დე­ქით აპა­რა­ტის მხა­რეს, ოთხი მეტ­რის მო­შო­რე­ბით, რათა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყოთ, რომ ბავ­შვი ვერ ხე­დავს თქვენს სა­ხეს, ტუ­ჩე­ბის მოძ­რა­ო­ბას და ბგე­რებს მხო­ლოდ სმე­ნით აღიქ­ვამს. თუ წინ და­უდ­გე­ბით, ტუ­ჩებ­ზე აი­ფა­რეთ ფურ­ცე­ლი ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა რამ, რაც ჰა­ე­რის ნა­კადს გა­მოს­ვლა­ში ხელს არ შე­უშ­ლის და ბგე­რას სიმ­ძლავ­რეს არ და­უ­კარ­გავს.

ბგე­რე­ბი წარ­მოთ­ქვით ნორ­მა­ლუ­რი ტემ­ბრით, სხვა­დას­ხვა ხან­გრძლი­ვო­ბი­თა და თან­მიმ­დევ­რო­ბით, ზო­მი­ე­რი არ­ტი­კუ­ლა­ცი­ით.

ბავ­შვმა სუ­რათ­ზე უნდა გაჩ­ვე­ნოთ, რა გა­ი­გო. მან წი­ნას­წარ იცის (გა­ვარ­ჯი­შე­ბუ­ლია), რო­მე­ლი ხმა რო­მელ სუ­რათ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, "უუუ" - მა­ტა­რე­ბე­ლი, "სსს" - გვე­ლი, "მმმ" - ნა­ყი­ნი, "იიი" - თაგ­ვი, "შშშ" - ჩა­ი­და­ნი, "ააა" - თვითმფრი­ნა­ვი.

- რო­გორ შე­ვუ­მოწ­მოთ ჩვილს სმე­ნა

- ჩვი­ლის­თვის სმე­ნის შე­მოწ­მე­ბა ში­ნაც შე­იძ­ლე­ბა. ქინ­დერ-სი­ურპრი­ზის ერთ კაფ­სუ­ლა­ში მე­სა­მედ­ზე ჩა­ყა­რეთ ბარ­და, მე­ო­რე­ში - წი­წი­ბუ­რა, მე­სა­მე­ში - მა­ნა­ნის ბურ­ღუ­ლი. შე­არ­ჩი­ეთ დრო კვე­ბა­სა და კვე­ბას შო­რის, როცა ბავ­შვი მშვი­დად და ფხიზ­ლა­დაა. თუ ჯდო­მა ჯერ არ შე­უძ­ლია, ისე და­აწ­ვი­ნეთ, რომ ორი­ვე მხრი­დან მი­უდ­გეთ, 6 თვე­ზე უფ­რო­სი ასა­კის ბავ­შვი კი შე­გიძ­ლი­ათ კალ­თა­ში ჩა­ის­ვათ.

დამ­ხმა­რეც დაგ­ჭირ­დე­ბათ, რო­მე­ლიც ბავ­შვს წინ და­უდ­გე­ბა და და­აკ­ვირ­დე­ბა მის რე­აქ­ცი­ებს: გა­შე­შე­ბას, მი­ყუ­რა­დე­ბას, ბგე­რის წყა­როს­კენ თა­ვის მიტ­რი­ა­ლე­ბას და სხვა.

ბავ­შვის უკან, მარ­ჯვე­ნა ყუ­რი­დან 10 სან­ტი­მეტრზე, შე­არ­ხი­ეთ ჯერ მა­ნა­ნი­ა­ნი კაფ­სუ­ლა, 30 წა­მის შემ­დეგ - წი­წი­ბუ­რი­ა­ნი, ამ­დე­ნი­ვე ხნის შემ­დეგ - ბარ­დი­ა­ნი. ასე­ვე შე­ა­მოწ­მეთ მარ­ცხე­ნა ყუ­რიც.

6 თვემ­დე ასა­კის ბავ­შვი უნდა რე­ა­გი­რებ­დეს რო­გორც მა­ნა­ნის ბურ­ღუ­ლის, ისე სა­ჭყვი­ტი­ნო სა­თა­მა­შო­ე­ბის ხმებ­ზე, 6 თვეს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი - ყვე­ლა მი­ღე­ბულ ბგე­რით სიგ­ნალ­ზე. თუ ბავ­შვს რე­აქ­ცია არ აქვს, პრო­ცე­დუ­რა ცოტა ხნის შემ­დეგ გა­ი­მე­ო­რეთ. თუ რე­აქ­ცია კვლავ უარ­ყო­ფი­თია, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ აუ­დი­ო­ლოგს.

- რო­გორ მოგ­მარ­თონ სა­კი­თხით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა?

შე­უძ­ლი­ათ ეწ­ვი­ონ ჩვენს ფე­ის­ბუქ გვერდს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „აი ია“ და ჩა­ე­წე­რონ კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე. ფონდში ყო­ველ პა­რას­კევს ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვის 18 წლამ­დე უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ის დღეა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
0

ყველას გამოჯამრთებას ვუსურვებ 

გრენლანდია
0

ეჰ, განვითარებულ ქვეყნებში დაზღვევა სრულად აფინანსებს არამარტო ოპერაციას, არამედ რეაბილიტაციის ნაწილს მაინც.. ჩვენთან კი მხოლოდ სამადლოდ კეთდება ეს საქმე და ბევრს არ მიუწვდება ხელი :(

ნეტავ ყველას ეშველებოდეს <3 

ავტორი:

სმენაზე ზრუნვა ყველასთვის - 25 თებერვალი კოხლეარული იმპლანტის დღეა

სმენაზე ზრუნვა ყველასთვის - 25 თებერვალი კოხლეარული იმპლანტის დღეა

სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც ყველა წარმატებული, მზარდი კომპანიისთვის, ასევე სმარტ კაპიტალ ჯგუფისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ჯგუფი სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „აი ია“ ბიზნესმენმა და მეცენატმა ვანო ჩხარტიშვილმა მეუღლესთან, ნანა გოთუასთან ერთად დააფუძნა. ფონდის მიზანია მაღალი ხარისხის რეაბილიტაციის სისტემის შექმნის, საგანმანათლებლო და კვლევით რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფის გზით, სმენადაქვეითებულ ბავშვთა განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია\რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი "აი ია" დაარსდა 2016 წლის 14 აპრილს, რათა მხარი დაუჭიროს სმენადარღვეულ ბავშვებს უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესში. ფონდის ბაზაზე 23 ბავშვსა და ოჯახს სრულყოფილი, კომპლექსური კოხლეარული იმპლანტის შემდგომი რეაბილიტაციის 5 წლიანი უწყვეტი კურსი მიეწოდება, რომლის ფარგლებშიც იღებენ აუდიო-ვერბალური თერაპევტის, მეტყველების თერაპევტის, სპეც-პედაგოგის, ფსიქოლოგის, მუსიკა თერაპევტისა და არტ თერაპევტის მომსახურება, რომელსაც სრულად აფინანსებს ფონდის დამფუძნებელი.

სმენადაქვეითებული ბავშვების პრობლემებსა და ამ მიმართულებით ფონდის „აი ია“ საქმიანობაზე ფონდის აუდიო–ვერბალური თერაპევტი თამუნა კირვალიძე გვესაუბრება.

- მოგვიყევით ფონდის შესახებ

გარდა იმისა რომ ფონდი ბავშვებს რეაბილიტაციის უწყვეტ კურსს სთავაზობს, ის ზრუნავს სმენის პრობლემების საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე; სმენის დაზიანების მქონე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების, სპეციალისტების თუ პედაგოგთა გაძლიერებაზე სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ დამხმარე სახელმძღვანელოების, ტრენინგების, ვორკშოპების გზით. 25 თებერვალი კოხლეარული იმპლანტის საერთაშორისო დღეა და თავისთავად ცხადია ჩვენი ფონდი ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს.

- რა შემთხვევაშია საჭირო კოხლეარული იმპლანტი?

- როდესაც ადამიანს მძიმე ხარისხის სმენის დაქვეითება და სიყრუე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სამეტყველო და გარემოში არსებულ ხმების აღქმა უძნელდება. ეს თავისთავად აფერხებს მეტყველების განვითარებას და ხელს უშლის ადამიანს საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისა და კომუნიკაციის პროცესში. კოხლეარული იმპლანტის მეშვეობით კი ადამიანებს მათ ირგვლივ არსებული თითქმის ყველა ხმის გაგება შეუძლიათ.

- რა არის კოხლეარული იმპლანტი და რა დანიშნულება აქვს მას ადამიანისთვის?

- კოხლეარული იმპლანტი ყრუ ადამიანისთვის სმენის ალტერნატივაა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მოწყობილობის მეშვეობით სმენის მძიმე დაზიანების მქონე ადამიანები სამყაროში არსებული მრავალფეროვანი ხმების გაგებას ახერხებენ. იმპლანტაციის პროცედურას ხშირად მოიხსენიებენ როგორც სმენის პროთეზირებას. კოხლეარული იმპლანტი პატარა, კომპლექსური ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან: გარეთა და შიდა. გარეთა ნაწილი შეიცავს სამეტყველო პროცესორს მიკროფონით და მაგრდება ყურს უკან, ხოლო შიდა ნაწილი იმპლანტირდება ქირურგიული ჩარევით. ეს არის მიმღები და ელექტროდების ჯაჭვი, რომელიც თავსდება ლოკოკინაში. კოხლეარული იმპლანტის მიკროფონი იჭერს, იღებს ბგერებსა და მეტყველებას, გადასცემს სამეტყველო პროცესორს სადაც გარდაიქმნებიან ელექტრონულ იმპულსებად. ეს იმპულსები გადამცემის საშუალებით მიეწოდება ლოკოკინაში განთავსებულ ელექტროდებს, რომლებიც ასტიმულირებენ სმენის ნერვს, სმენის ნერვი ამ იმპულსებს გადასცემს თავის ტვინის სმენის ცენტრებს, სადაც აღიქმება როგორც ბგერა, მეტყველება, მუსიკა, ხმაური და ა.შ.

- რა ასაკიდან შეიძლება ჩატარდეს კოხლეარული იმპლანტის ოპერაცია?

იმპლანტის ოპერაცია შესაძლოა ჩატარდეს როგორც ერთ წლამდე ასაკის ბავშვთან, ასევე ზრდასრულ ასაკშიც, თუკი არსებობს ამის საჭიროება. სმენის დაზიანების ადრეული გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და შედეგების თვალსაზრისით უკონკურენტოა. ამისთვის საჭიროა სმენის ადრეული სკრინინგი დაბადებისთანავე და მას შემდეგაც.

თუ ბავშვს არ აქვს სმენის დაზიანება დაბადებისას, მაგრამ ჩვილობის ასაკიდან მოყოლებულ პირველ წლებში უჩივის ყურის ტკივილებს, აქვს ხშირი ყურის ანთებები, ინფექციები, გადაიტანა მენინგიტი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადამოწმდეს სმენა. რადგან ზემოთ აღნიშნული ფაქტორები ხშირად იწვევენ სმენის დაქვეითებას.

სმენის დაზიანების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში პირველი ნაბიჯი აბილიტაციაა, რაც კოხლეარულ იმპლანტამდე წინამოსამზადებელ პროცესად ითვლება. ამ შემთხვევაში ადამიანი 6 თვის მანძილზე ატარებს სასმენ აპარატს, გადის თერაპიულ პროცესს და ემზადება შემდგომი სმენა - მეტყველების რეაბილიტაციისთვის. რაც ნარჩენი სმენის სტიმულაციას ემსახურება და ამ პროცესის მიზანია ბავშვის სმენის სრული პოტენციალის წახალისება, ერთგვარი ადაპტირება სმენის სამყაროში - რის შემდეგაც ხდება ქირურგიული ჩარევა - იმპლანტაცია.

საქართველოში 2018 წლიდან ყველა სამშობიაროშია სავალდებულო სმენის სკრინინგი და ამ მხრივ სმენის პრობლემების ადრეული გამოვლენა და მართვა შესაძლებელია. იმპლანტის ოპერაცია 1998 წლიდან არის შესაძლებელი და დღემდე დაახლოებით 825 იმპლანტირებული ადამიანია.

- რა ხდება ოპერაციის შემდგომ?

- ოპერაციის შემდგომ აუცილებელია რეაბილიტაცია 3–დან 5 წლამდე ვადით, რომლის პროცესშიც ბავშვისთვის მოსმენის უნარი ბუნებრივი პროცესი ხდება, ამავე პერიოდში მეტყველების განვითარება, ბგერის გამოთქმასთან, სუნთქვასთან და სხვა საწარმოთქმო უნარ–ჩვევბთან დაკავშრებული საკითხების მოგვარება ხდება. ფონდის ბაზაზე კომპლექსური მომსახურების ფარგლებში პირველ რიგში ერთვება აუდიო-ვერბალური თერაპევტი, არტ თერაპევტი და ფსიქოლოგი, ინდივიდუალურად განისაზღვრება მუსიკა თერაპიის საჭიროება თითოეულ ბავშვთან, შემდგომ ეტაპზე ერთვება მეტყველების თერაპევტი და სპეც პედაგოგი. მულტიდისციპლინური გუნდი ურთიერთ-გადამკვეთ უნარებზე ერთობლივად , სხვადასხვა გზითა და სტრატეგიით მუშაობს ოჯახთან ერთად , მათი აქტიური ჩართულობით.

სმენის პროთეზირების დასაწყისში, როდესაც ბავშვი პირველ სმენით გამოცდილებას იღებს, მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ ბგერებს განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს. მას ესმის, მაგრამ ჯერ არ იცის მოსმენა. იმისთვის, რომ ბავშვმა შემოგხედოთ, როდესაც სახელით მიმართავთ, მას რამდენიმეთვიანი სმენითი გამოცდილება სჭირდება.

გასათვალისწინებელია სამი მნიშვნელოვანი ასპექტი:

  • მან უნდა ისმინოს;
  • თქვენ დაელოდოთ;
  • ბევრი უნდა ესაუბროთ.

თუ ბავშვმა ვერ მოისმინა, ვერც ალაპარაკდება. სიტყვა მეტყველების დროს რომ გამოიყენოს, ბავშვმა ის დაახლოებით 600-ჯერ უნდა მოისმინოს სხვადასხვა სიტუაციაში, ადეკვატურ გარემოში, რათა დაიმახსოვროს მისი ჟღერადობა, მნიშვნელობა და მიხვდეს, როგორ წარმოითქმის. რაც უფრო გვიან დიაგნოსტირდება სმენის დაზიანება, მით უფრო მეტი დრო და მიზანმიმართული ძალისხმევა დაგვჭირდება ბავშვის რეაბილიტაციისთვის.

- რა იგულისხმება სმენის განვითარებაში?

- ისევე, როგორც მეტყველების განვითარებას (ღუღუნი, ტიტინი, პირველი სიტყვა, პირველი წინადადება და ა.შ.), სმენის განვითარებასაც თავისი ეტაპები აქვს. საბოლოო შედეგის მისაღებად ბავშვმა ყველა მათგანი უნდა გაიაროს.

პირველ, საწყის ეტაპზე ბავშვი "მოსმენას" სწავლობს. ამ ეტაპის გავლის შემდეგ მას უნდა შეეძლოს სამეტყველო და არასამეტყველო ხმების დიფერენცირება, სივრცეში ბგერის წყაროს აღმოჩენა, ბგერათა რაოდენობის, ხანგრძლივობის, ხმის ტემბრის (ქალი, კაცი, ბავშვი), სიძლიერის, მარტივი რიტმის (ნელა, ჩქარა) განსაზღვრა.

მეორე, ბაზისურ ეტაპზე ბავშვმა უნდა შეძლოს სიტყვის მარცვლოვანი სტრუქტურის აღქმა, სიტყვაში მარცვალთა რაოდენობის განსაზღვრა, მარტივი კითხვის გაგება, სმენითი მეხსიერებისა და ყურადღების განვითარება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება.

მესამე, საშუალო ანუ ენობრივი განვითარების ეტაპი გულისხმობს როგორც საკუთარი, ისე სხვისი მეტყველების აღქმასა და გაგებას. ფონემატური სმენის განვითარებას.

მეოთხე, გაბმული მეტყველების განვითარების ეტაპი მოიცავს რთული ტექსტების აღქმასა და გაგებას, ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, გრამატიკული ფორმების განსაზღვრას, რამდენიმესაფეხურიანი ინსტრუქციის გაგებას, მეტყველების გაგებას ჩქარი ლაპარაკის დროს, ჩურჩულის დროს, შედარებით შორ მანძილზე, ხმაურის ფონზე. ეს ეტაპი ხანგრძლივია და მის გასავლელად ყველა ბავშვს სხვადასხვა დრო სჭირდება.

- სახლის პირობებში შეიძლება თუ არა შევამოწმოთ სმენა?

- კოხლეარული იმპლანტის ან სასმენი აპარატის მქონე ბავშვის სმენის უნარის შემოწმებაში ლინგის ექვსი ბგერის ტესტი დაგეხმარებათ. მისი მეშვეობით გაიგებთ, აღიქვამს თუ ვერა ბავშვი სამეტყველო ბგერების სრულ დიაპაზონს. ეს ბგერებია: ა, მ, ი, უ, შ, ს. ისინი განსაზღვრულ სიხშირულ დიაპაზონშია გაშლილი: უ და მ დაბალსიხშირულია, შ და ა - საშუალოსიხშირული, ს - მაღალსიხშირული. ი მაღალსიხშირულიც შეიძლება იყოს და საშუალოსიხშირულიც.

თუ 4-6 მეტრზე ბავშვს ესმის ნორმალური სასაუბრო ხმით ან ჩურჩულით წარმოთქმული ექვსივე ბგერა, ეს ნიშნავს, რომ მას ესმის ყველა სამეტყველო ბგერა და მეტყველებას გაიგებს.

დადექით აპარატის მხარეს, ოთხი მეტრის მოშორებით, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ ბავშვი ვერ ხედავს თქვენს სახეს, ტუჩების მოძრაობას და ბგერებს მხოლოდ სმენით აღიქვამს. თუ წინ დაუდგებით, ტუჩებზე აიფარეთ ფურცელი ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც ჰაერის ნაკადს გამოსვლაში ხელს არ შეუშლის და ბგერას სიმძლავრეს არ დაუკარგავს.

ბგერები წარმოთქვით ნორმალური ტემბრით, სხვადასხვა ხანგრძლივობითა და თანმიმდევრობით, ზომიერი არტიკულაციით.

ბავშვმა სურათზე უნდა გაჩვენოთ, რა გაიგო. მან წინასწარ იცის (გავარჯიშებულია), რომელი ხმა რომელ სურათთანაა დაკავშირებული. მაგალითად, "უუუ" - მატარებელი, "სსს" - გველი, "მმმ" - ნაყინი, "იიი" - თაგვი, "შშშ" - ჩაიდანი, "ააა" - თვითმფრინავი.

- როგორ შევუმოწმოთ ჩვილს სმენა

- ჩვილისთვის სმენის შემოწმება შინაც შეიძლება. ქინდერ-სიურპრიზის ერთ კაფსულაში მესამედზე ჩაყარეთ ბარდა, მეორეში - წიწიბურა, მესამეში - მანანის ბურღული. შეარჩიეთ დრო კვებასა და კვებას შორის, როცა ბავშვი მშვიდად და ფხიზლადაა. თუ ჯდომა ჯერ არ შეუძლია, ისე დააწვინეთ, რომ ორივე მხრიდან მიუდგეთ, 6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვი კი შეგიძლიათ კალთაში ჩაისვათ.

დამხმარეც დაგჭირდებათ, რომელიც ბავშვს წინ დაუდგება და დააკვირდება მის რეაქციებს: გაშეშებას, მიყურადებას, ბგერის წყაროსკენ თავის მიტრიალებას და სხვა.

ბავშვის უკან, მარჯვენა ყურიდან 10 სანტიმეტრზე, შეარხიეთ ჯერ მანანიანი კაფსულა, 30 წამის შემდეგ - წიწიბურიანი, ამდენივე ხნის შემდეგ - ბარდიანი. ასევე შეამოწმეთ მარცხენა ყურიც.

6 თვემდე ასაკის ბავშვი უნდა რეაგირებდეს როგორც მანანის ბურღულის, ისე საჭყვიტინო სათამაშოების ხმებზე, 6 თვეს გადაცილებული - ყველა მიღებულ ბგერით სიგნალზე. თუ ბავშვს რეაქცია არ აქვს, პროცედურა ცოტა ხნის შემდეგ გაიმეორეთ. თუ რეაქცია კვლავ უარყოფითია, აუცილებლად მიმართეთ აუდიოლოგს.

- როგორ მოგმართონ საკითხით დაინტერესებულმა პირებმა?

შეუძლიათ ეწვიონ ჩვენს ფეისბუქ გვერდს საქველმოქმედო ფონდი „აი ია“ და ჩაეწერონ კონსულტაციაზე. ფონდში ყოველ პარასკევს ნებისმიერი მსურველისთვის 18 წლამდე უფასო კონსულტაციის დღეა.

ინფორმაცია, რომელსაც სისხლის წვეთი ადამიანზე ატარებს და მისი შესწავლის ახალი მეთოდი, რომელიც საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია

განსაკუთრებული საჩუქრები ქალთა დღეების გასალამაზებლად

მეწარმეთა ტრენინგები საერთაშორისო ბაზრების ასათვისებლად იწყება