სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნდობა ამ განცხადებების მიმართ არის "პლინტუსს" ქვემოთ, მოინანიოს ქმედებებით" - ექსპერტები ღარიბაშვილის გუშინდელ მიმართვაზე
"ნდობა ამ განცხადებების მიმართ არის "პლინტუსს" ქვემოთ, მოინანიოს ქმედებებით" - ექსპერტები ღარიბაშვილის გუშინდელ მიმართვაზე

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი გა­ნა­ცხა­დი უკვე იმ­დე­ნად კა­ტას­ტრო­ფუ­ლი იყო, რომ ამის შემ­დეგ მისი ნე­ბის­მი­ე­რი სამ­შვი­დო­ბო გან­ცხა­დე­ბა, „ნი­ან­გის ცრემ­ლებს“ ემ­სგავ­სე­ბა. უბ­რა­ლოდ, ნდო­ბა ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­მართ არის “პლინ­ტუსს” ქვე­მოთ, ნუ­ლო­ვა­ნი, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც შე­ა­ფა­სა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით ის პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს დი­ა­ლო­გის გა­მარ­თვის­კენ მო­უ­წო­დებს.

ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ღა­რი­ბაშ­ვილს შე­უძ­ლია თა­ვი­სი კე­თი­ლი ნება გა­მო­ხა­ტოს ქმე­დე­ბე­ბით, რაც ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას გუ­ლის­ხმობს.

„მას შე­უძ­ლია არა გან­ცხა­დე­ბე­ბი, არა­მედ პირ­და­პირ ქმე­დე­ბე­ბით აჩ­ვე­ნოს თა­ვი­სი კე­თი­ლი ნება, თუ შეც­დო­მა და­უშ­ვა და თუ თავ­ზე ნაც­რის დაყ­რა უნდა, და­ი­ყა­როს ეს ნა­ცა­რი, რაღა გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. იმ დღეს პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან შე­ას­რუ­ლა დიქ­ტა­ტო­რის პა­რო­დია. ბუ­ნებ­რი­ვია, რე­ა­ლუ­რად, ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე რო­გორც დიქ­ტა­ტორ­ზე სა­უ­ბა­რი არა­სე­რი­ო­ზუ­ლია, მაგ­რამ პა­რო­დი­უ­ლი როლი ითა­მა­შა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად აფექ­ტუ­რი. ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც არ იზი­ა­რებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კას, კრი­მი­ნა­ლე­ბი და რა­დი­კა­ლე­ბი უწო­და, ასე­თი რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, ამ ყვე­ლაფ­რის გა­მოს­ყიდ­ვა რი­თაც შე­უძ­ლია, ეს არის ქმე­დე­ბე­ბი. დღეს ერთ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს, ხვალ - მე­ო­რეს, მერე ისევ ნერ­ვე­ბი აეშ­ლე­ბა, მარ­ცხე­ნა ფეხ­ზე ად­გე­ბა და ისევ არე­უ­ლად ილა­პა­რა­კებს, ასე არ გა­მო­ვა, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო ასე არ იმარ­თე­ბა. კი, ბა­ტო­ნო, ეს შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ სახ­ლში აკე­თოს და არ იყოს პრობ­ლე­მა, მაგ­რამ ამ­გვა­რად სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი ზი­ან­დე­ბა სა­ბო­ლოო ჯამ­ში. ასე, რომ ის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი საქ­ცი­ე­ლი, რაც იმ დღეს ჩა­ი­დი­ნა, მო­ი­ნა­ნია? კი ბა­ტო­ნო, გვაჩ­ვე­ნოს ქმე­დე­ბე­ბით, რომ ინა­ნი­ებს. ქმე­დე­ბებ­ში ნე­ბის­მი­ერ რა­ღა­ცას ვგუ­ლის­ხმობ. ანუ ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გას რა­ღაც რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯი. ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მაა, მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი არ არის, ამი­ტომ, გვაჩ­ვე­ნოს რა­ი­მე ქმე­დე­ბე­ბი. გი­ორ­გი გა­ხა­რია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა იმის გამო, რომ არ მიყ­ვა იმ რა­დი­კა­ლურ სცე­ნარს, რაც ქვეყ­ნის­თვის სა­ზი­ა­ნო იქ­ნე­ბო­და. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მო­ვი­და იმ მიზ­ნით, რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც არ გა­ა­კე­თა გა­ხა­რი­ამ. მან ეს სი­სუ­ლე­ლე მე­ო­რე დღეს­ვე ჩა­ი­დი­ნა და ახლა, რაც არ უნდა ლა­მა­ზი სი­ტყვე­ბით ფუ­თოს, რა აზრი აქვს ამას?! აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ნა­ი­რი“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­ა­ფა­სა ასე­ვე პო­ლი­ტო­ლოგ­მა რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ და გა­ნა­ცხა­და, რომ "ყვე­ლა ომი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით და ზა­ვით მთავ­რდე­ბა - დი­ა­ლო­გის­კენ მოძ­რა­ო­ბა ადრე თუ გვი­ან აუ­ცი­ლე­ბე­ლია".

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის მო­წეს­რი­გე­ბის ფორ­მაა, თო­რემ თუ მხა­რე­ე­ბი უკან არ და­ი­ხე­ვენ, "მცდე­ლო­ბე­ბი" წყალ­ში ჩა­იყ­რე­ბა.

„ვი­ცით, რომ საკ­ვან­ძო გახ­და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი, ერთი მხა­რე იძა­ხის, რომ ესაა ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი, მე­ო­რე მხა­რე ამ­ბობს, ამ სა­კითხს სა­ერ­თოდ არ გან­ვი­ხი­ლავ­თო. თუ ამ სა­კი­თხის მოხ­სნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, დი­ა­ლო­გი, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლია. აშშ-ის სა­ელ­ჩო­მაც დი­ა­ლო­გი და­ა­ყე­ნა ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმაც და ა.შ. პრინ­ციპ­ში დი­ა­ლო­გი, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის მო­წეს­რი­გე­ბის ფორ­მაა ამ შემ­თხვე­ვა­ში, თო­რემ კონ­კრე­ტულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი მხა­რე­ებ­მა უკან და­ი­ხი­ონ, ეს უკვე მე­ო­რე სა­კი­თხია. თუ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ მხა­რე­ე­ბი უკან არ იხე­ვენ, ეს მცდე­ლო­ბა დი­ა­ლო­გის წყალ­ში ჩა­იყ­რე­ბა.

დი­ა­ლო­გის­კენ მოძ­რა­ო­ბა ადრე თუ გვი­ან აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ვი­ცით, ყვე­ლა ომი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით და ზა­ვით მთავ­რდე­ბა, ეს ზო­გა­დი კა­ნო­ნია და ამ ზო­გა­დი კა­ნო­ნის აღ­ნიშ­ვნა არის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან მო­წო­დე­ბა დი­ა­ლო­გის­კენ“, - გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მი­სა­მარ­თით გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ გა­ა­კე­თა.

„დღეს, რო­დე­საც აღ­სრულ­და კა­ნო­ნი და სა­ხელ­მწი­ფო დად­გა თა­ვის სი­მაღ­ლე­ზე, მინ­და, მო­ვუ­წო­დო ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, ვის­თვი­საც ძვირ­ფა­სია ქვე­ყა­ნა, გავ­ხსნათ ნამ­დვი­ლი დი­ა­ლო­გი, ვი­სა­უბ­როთ არა იმა­ზე, თუ რა გვყოფს, არა­მედ იმა­ზე, თუ რამ უნდა გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნოს“, - აცხა­დებს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, არა და­პი­რის­პი­რე­ბის, არა­მედ დი­ა­ლო­გის დროა.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
27

ხუხაშვილს, ვინც ექსპერტობა დააბრალა, მე იმისი...

პლაკატი
15

ხუხაშვილი სულ პლაკატივითაა გაკრული სოციალურ სოციალურ ქსელებში, მაგრამხალხის უმრავლესობის განწყობას ვერ გრნობს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ნდობა ამ განცხადებების მიმართ არის "პლინტუსს" ქვემოთ, მოინანიოს ქმედებებით" - ექსპერტები ღარიბაშვილის გუშინდელ მიმართვაზე

"ნდობა ამ განცხადებების მიმართ არის "პლინტუსს" ქვემოთ, მოინანიოს ქმედებებით" - ექსპერტები ღარიბაშვილის გუშინდელ მიმართვაზე

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი განაცხადი უკვე იმდენად კატასტროფული იყო, რომ ამის შემდეგ მისი ნებისმიერი სამშვიდობო განცხადება, „ნიანგის ცრემლებს“ ემსგავსება. უბრალოდ, ნდობა ამ განცხადებების მიმართ არის “პლინტუსს” ქვემოთ, ნულოვანი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შეაფასა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის მიხედვით ის პოლიტიკურ პარტიებს დიალოგის გამართვისკენ მოუწოდებს.

ხუხაშვილის თქმით, ღარიბაშვილს შეუძლია თავისი კეთილი ნება გამოხატოს ქმედებებით, რაც ნებისმიერი მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯის გადადგმას გულისხმობს.

„მას შეუძლია არა განცხადებები, არამედ პირდაპირ ქმედებებით აჩვენოს თავისი კეთილი ნება, თუ შეცდომა დაუშვა და თუ თავზე ნაცრის დაყრა უნდა, დაიყაროს ეს ნაცარი, რაღა განცხადებებს აკეთებს. იმ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან შეასრულა დიქტატორის პაროდია. ბუნებრივია, რეალურად, ღარიბაშვილზე როგორც დიქტატორზე საუბარი არასერიოზულია, მაგრამ პაროდიული როლი ითამაშა, აბსოლუტურად აფექტური. ყველა იმ ადამიანს, ვინც არ იზიარებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, კრიმინალები და რადიკალები უწოდა, ასეთი რამ წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამოსყიდვა რითაც შეუძლია, ეს არის ქმედებები. დღეს ერთ განცხადებას გააკეთებს, ხვალ - მეორეს, მერე ისევ ნერვები აეშლება, მარცხენა ფეხზე ადგება და ისევ არეულად ილაპარაკებს, ასე არ გამოვა, რადგან სახელმწიფო ასე არ იმართება. კი, ბატონო, ეს შეიძლება ვიღაცამ სახლში აკეთოს და არ იყოს პრობლემა, მაგრამ ამგვარად სახელმწიფო ინტერესები ზიანდება საბოლოო ჯამში. ასე, რომ ის წარმოუდგენელი საქციელი, რაც იმ დღეს ჩაიდინა, მოინანია? კი ბატონო, გვაჩვენოს ქმედებებით, რომ ინანიებს. ქმედებებში ნებისმიერ რაღაცას ვგულისხმობ. ანუ ნებისმიერი მიმართულებით გადადგას რაღაც რეალური ნაბიჯი. ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი არ არის, ამიტომ, გვაჩვენოს რაიმე ქმედებები. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა იმის გამო, რომ არ მიყვა იმ რადიკალურ სცენარს, რაც ქვეყნისთვის საზიანო იქნებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა იმ მიზნით, რომ გაეკეთებინა ის, რაც არ გააკეთა გახარიამ. მან ეს სისულელე მეორე დღესვე ჩაიდინა და ახლა, რაც არ უნდა ლამაზი სიტყვებით ფუთოს, რა აზრი აქვს ამას?! აბსოლუტურად არანაირი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პრემიერის გუშინდელი განცხადებები შეაფასა ასევე პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ და განაცხადა, რომ "ყველა ომი მოლაპარაკებებით და ზავით მთავრდება - დიალოგისკენ მოძრაობა ადრე თუ გვიან აუცილებელია".

მანვე აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის მოწოდება ამ შემთხვევაში, პოლიტიკური სიტუაციის მოწესრიგების ფორმაა, თორემ თუ მხარეები უკან არ დაიხევენ, "მცდელობები" წყალში ჩაიყრება.

„ვიცით, რომ საკვანძო გახდა რიგგარეშე არჩევნები, ერთი მხარე იძახის, რომ ესაა ძირითადი საკითხი, მეორე მხარე ამბობს, ამ საკითხს საერთოდ არ განვიხილავთო. თუ ამ საკითხის მოხსნა შესაძლებელი იქნება, დიალოგი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. აშშ-ის საელჩომაც დიალოგი დააყენა ევროკავშირის ელჩმაც და ა.შ. პრინციპში დიალოგი, როგორც პოლიტიკური სიტუაციის მოწესრიგების ფორმაა ამ შემთხვევაში, თორემ კონკრეტულ მდგომარეობაში არის თუ არა შესაძლებელი მხარეებმა უკან დაიხიონ, ეს უკვე მეორე საკითხია. თუ აღმოჩნდება, რომ მხარეები უკან არ იხევენ, ეს მცდელობა დიალოგის წყალში ჩაიყრება.

დიალოგისკენ მოძრაობა ადრე თუ გვიან აუცილებელია და ვიცით, ყველა ომი მოლაპარაკებებით და ზავით მთავრდება, ეს ზოგადი კანონია და ამ ზოგადი კანონის აღნიშვნა არის პოლიტიკოსების მხრიდან მოწოდება დიალოგისკენ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური პარტიების მისამართით განცხადება გუშინ გააკეთა.

„დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა.

"ირინეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც" - როგორ მოხვდა ძიუდოს ნაცვლად ტანვარჯიშზე და რით მოხიბლა მომავალმა მეუღლემ ალეკო ელისაშვილი?

გახარიას კიდევ ერთმა კადრმა დატოვა თანამდებობა - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტიდან წავიდა

"აღიარეს, რომ გახარია მართალი იყო, გადადგან შემდეგი ნაბიჯი, გახარია დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ღარიბაშვილი წავიდეს სახლში" - ექსპერტი