მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას პასუხობს
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას პასუხობს

სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს აქვთ შიში სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის შემ­დგომ პო­ლა­რი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­მაც პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­სავ­ლურ სტან­დარ­ტებს შე­იძ­ლე­ბა და­ა­შო­როს; თუმ­ცა, ისი­ნი ძა­ლი­ან მალე დარ­წმუნ­დე­ბი­ან, რომ პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის­კენ გზა სწო­რედ რომ სა­ხელ­მწი­ფოს ღირ­სე­ბის გა­ნუხ­რელ დაც­ვა­ზე, სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს და სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის პრინ­ცი­პე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ზე გა­დის, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორ­ცა კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, პო­ლა­რი­ზა­ცი­ას გა­ნა­პი­რო­ბებს არა ე.წ. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ყოფ­ნა ცი­ხე­ში, არა­მედ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ყოფ­ნა პო­ლი­ტი­კა­ში.

"დღეს მო­ვის­მი­ნეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მთე­ლი რიგი გან­ცხა­დე­ბე­ბი ნი­კა­ნორ მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ­თვის გა­სა­გე­ბია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს აქვთ შიში სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის შემ­დგომ პო­ლა­რი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­მაც პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­სავ­ლურ სტან­დარ­ტებს შე­იძ­ლე­ბა და­ა­შო­როს. თუმ­ცა, ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი ძა­ლი­ან მალე დარ­წმუნ­დე­ბი­ან, რომ პო­ლა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის­კენ გზა სწო­რედ რომ სა­ხელ­მწი­ფოს ღირ­სე­ბის გა­ნუხ­რელ დაც­ვა­ზე, სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს და სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის პრინ­ცი­პე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ზე გა­დის.

პო­ლა­რი­ზა­ცი­ას გა­ნა­პი­რო­ბებს არა ე.წ. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ყოფ­ნა ცი­ხე­ში, არა­მედ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ყოფ­ნა პო­ლი­ტი­კა­ში. ეს და­ამ­ტკი­ცა გა­სულ­მა წლებ­მა, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კა­ში კრი­მი­ნა­ლის მი­მართ სა­ხელ­მწი­ფოს ჰუ­მა­ნურ­მა და ლო­ი­ა­ლურ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ არა­თუ შე­ამ­ცი­რა, არა­მედ კი­დევ უფრო მე­ტად გა­აღ­რმა­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცია და რა­დი­კა­ლი­ზა­ცია, გა­ნა­პი­რო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ობსტრუქ­ცია და პარ­ლა­მენ­ტის სა­ბო­ტა­ჟი, რო­მელ­საც რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის უამ­რა­ვი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ახორ­ცი­ე­ლებ­და. ამ პე­რი­ოდ­ში, რა­დი­კა­ლიზ­მი­სა და პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გაღ­რმა­ვე­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ სწო­რედ ის ე.წ. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც მხი­ლე­ბუ­ლი ან ბრალ­დე­ბუ­ლი არი­ან სხვა­დას­ხვა მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ნიკა გვა­რი­ა­მია, ნი­კა­ნორ მე­ლია, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, გიგი უგუ­ლა­ვა და სხვე­ბი.

ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ოჯახ­ში მოქ­მე­დებს მარ­ტი­ვი პრინ­ცი­პი - პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც ჩა­დის და­ნა­შა­ულს - მა­გა­ლი­თად, იჭ­რე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის შე­ნო­ბებ­ში, აკოტ­რებს კერ­ძო ბან­კებს ან ტე­ლე­ვი­ზი­ებს, ბი­უ­ჯე­ტი­დან იპა­რავს ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონს და ა.შ. - არ რჩე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­დან 30 წლის თავ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოც იმ­სა­ხუ­რებს ამ სტან­დარტს, რომ­ლის დამ­კვიდ­რე­ბის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ხა­რის­ხის დე­მოკ­რა­ტია ვე­რა­სო­დეს ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა.

„თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კო­სის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან მისი გას­ვლის უპი­რო­ბო მი­ზე­ზად არ მი­იჩ­ნე­ვა. პი­რი­ქით, პო­ლი­ტი­კა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის­თვის თავ­შე­საფ­რად და ერ­თგვარ ინ­დულ­გენ­ცი­ა­დაც კი იქცა. დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ი­დან ნათ­ლად და­დას­ტურ­და, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მხა­რეს დგას და მის­თვის მთა­ვა­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო და სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბაა. ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი ძა­ლი­ან მალე დარ­წმუნ­დე­ბი­ან, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ღირ­სე­ბის დაც­ვა, კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა და პო­ლი­ტი­კის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია არა­თუ ხელს არ შე­უშ­ლის, არა­მედ, პი­რი­ქით, ხელს შე­უ­წყობს პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ხა­რის­ხის თვი­სებ­რივ შემ­ცი­რე­ბას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არის მთა­ვა­რი გა­რან­ტი იმი­სა, რომ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ოჯახ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ას ვე­რა­ფე­რი შე­ა­ფერ­ხებს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
G
54

Good luck!!!

ჩიჩილაკა
36

სად იყავით თქვენ თქვე უგუნურებო როცა დიადი კობახიძე არწევდა დემოკრატიის აკვანს ?? სად? მიანც და მაინც უნდა ჩაგიტაროთ ხო გაკვეთილები?! გაიგეთ , რომ ასე იყო ისტორიულად : ძველი საბერძნეთი, რომის რესპუბლიკა და დიადი ირაკლი. 3 სახელი დამოკრატიის ისტორიაში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას პასუხობს

ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას პასუხობს

საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა ურთიერთობების დასავლურ სტანდარტებს შეიძლება დააშოროს; თუმცა, ისინი ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სწორედ რომ სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორცა კობახიძემ აღნიშნა, პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში.

"დღეს მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორების მთელი რიგი განცხადებები ნიკანორ მელიას დაპატიმრების შესახებ. ჩვენთვის გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთან დაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა ურთიერთობების დასავლურ სტანდარტებს შეიძლება დააშოროს. თუმცა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სწორედ რომ სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის.

პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში. ეს დაამტკიცა გასულმა წლებმა, როდესაც პოლიტიკაში კრიმინალის მიმართ სახელმწიფოს ჰუმანურმა და ლოიალურმა დამოკიდებულებამ არათუ შეამცირა, არამედ კიდევ უფრო მეტად გააღრმავა პოლიტიკური პროცესების პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, განაპირობა პოლიტიკური ობსტრუქცია და პარლამენტის საბოტაჟი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების უამრავი მოწოდების მიუხედავად ახორციელებდა. ამ პერიოდში, რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღრმავებით ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ სწორედ ის ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც მხილებული ან ბრალდებული არიან სხვადასხვა მძიმე დანაშაულში - მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარიამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, გიგი უგულავა და სხვები.

ევროატლანტიკურ ოჯახში მოქმედებს მარტივი პრინციპი - პოლიტიკოსი, რომელიც ჩადის დანაშაულს - მაგალითად, იჭრება კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, აკოტრებს კერძო ბანკებს ან ტელევიზიებს, ბიუჯეტიდან იპარავს ათეულობით მილიონს და ა.შ. - არ რჩება პოლიტიკაში“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, საქართველოც იმსახურებს ამ სტანდარტს, რომლის დამკვიდრების გარეშე საქართველოში ევროატლანტიკური ხარისხის დემოკრატია ვერასოდეს ჩამოყალიბდება.

„თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკოსის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკიდან მისი გასვლის უპირობო მიზეზად არ მიიჩნევა. პირიქით, პოლიტიკა დამნაშავეებისთვის თავშესაფრად და ერთგვარ ინდულგენციადაც კი იქცა. დღეს საზოგადოების რეაქციიდან ნათლად დადასტურდა, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ღირებულებების მხარეს დგას და მისთვის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლის უზენაესობაა. ქართული საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ სახელმწიფოს ღირსების დაცვა, კანონის აღსრულება და პოლიტიკის დეკრიმინალიზაცია არათუ ხელს არ შეუშლის, არამედ, პირიქით, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის ხარისხის თვისებრივ შემცირებას ჩვენს ქვეყანაში. სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციას ვერაფერი შეაფერხებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა - რას წერს ნატალი საბანაძე სოციალურ ქსელში

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავენ

"ეს არის ალტერნატივა და სტაბილურობის გარანტი" - გიორგი მარგველაშვილი ძლიერი ალტერნატიული ძალის შექმნაზე საუბრობს