ჟიგიმანტას პავილიონისი - გავიღვიძოთ! დემოკრატიას თავს ესხმიან! ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
„გავიღვიძოთ! დემოკრატიას თავს ესხმიან! პუტინის მსგავსად გაზისა და ძალადობის გამოყენებით. ივანიშვილის რეჟიმმა ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს!“- წერს ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.
ჟიგიმანტას პავილიონისს! ჟიგიმანტას, შენ კი არა აქმ ქვეყანას დევიდ სმიტიც ყავდა და გაზეთ 24 საათიც გააჩდა და კიდევ ქართული ჟურნალისტიკა, ხოლო 24 საათი მავანის გაკეთებული საქმის მერე ისე აორთქლდა, რომ მასზე არც მაშინ და არც ახლა ქართულ ილია მართალს, ჟურნალისტიკას გაგება არ შეუქმნია. წავიდა ის დრო, დრო ე.წ. მოძრაობებისა, რომელიც საიდან იმართებოდა ღმერთმა უწყის. იწყება დროება დეკარტესი და საღი აზროვნებისა, სადაც გასარკვევიც გაირკვევა, ხოლო ვადამდელი არჩევნები იმაზე ადრე ჩატარდება (თუ ეს გასაკეთებელია), ვიდრე ეს მავანს წარმოუდგენია.
რაო ჩემო გიჟიმანტა,აგეწვა?დაეგდე შენ ქვეყანაში და შენი ხალხი გააღვიძე,აქ კანონი უნდა კანონობდეს შენ აირების სურვილით კი არ უნდა ხდებოდეს შერჩევა.