Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავითარი "კლანი" არ მაქვს და არც მქონია..." - ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი ელისაშვილს პასუხობს
"არავითარი "კლანი" არ მაქვს და არც მქონია..." - ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი ელისაშვილს პასუხობს

ბა­ტო­ნო ალე­კო, რო­გორც ჩანს, “ნა­ცე­ბის“ რი­ტო­რი­კას ხართ აყო­ლი­ლი, თით­ქოს, რა­ღაც კლა­ნი მაქვს, თუ კლა­ნი მქონ­და - გი­პა­სუ­ხებთ, რომ არ მაქვს და არც არა­ვი­თა­რი კლა­ნი არ მქო­ნია, - ასე უპა­სუ­ხა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დე­პუ­ტატ ალე­კო ელი­საშ­ვილს, რო­მელ­მაც მას კი­თხვა ნა­თე­სა­ვებ­თან და ე.წ. კა­ხურ კლან­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უს­ვა.

“თუ კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რე­ბი და ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ინ­ტე­რე­სებთ, მგო­ნი, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ არის. თუკი ვინ­მეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გავ­წყვი­ტე, ეს იმი­ტომ მოხ­და რომ... იმის თქმა მინ­და, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ზი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს კი არ მი­ა­ყე­ნეს, თუკი ვინ­მეს გუ­ლის­ხმობთ და არ ვიცი, ვის გუ­ლის­ხმობთ... შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად მე დავ­ზი­ან­დი. ეს ექ­ვსი წლის წინ იყო. შეც­დო­მა ყვე­ლას მოს­დის, მეც მომ­დის - უშეც­დო­მო არა­ვინ ვართ... ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სა­კი­თხია, შეგ­ვიძ­ლია ცალ­კე ვი­სა­უბ­როთ. აგიხ­სნით ჩემს მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. მე წე­სე­ბით ვცხოვ­რობ. ამ ფორ­მატ­ში სა­უ­ბა­რი ალ­ბათ ცოტა უხერ­ხუ­ლია. მაქვს წე­სე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც, ვინც არ უნდა იყოს, ნა­თე­სა­ვი თუ ოჯა­ხის წევ­რი. ვინც ამ წე­სებს არ­ღვევს, ვწყვეტ ურ­თი­ერ­თო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის კი­თხვის პა­სუ­ხად.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, დე­პუ­ტატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა მი­მარ­თა კი­თხვით: „რა გა­რან­ტია გვაქვს, რომ თქვე­ნი კვლავ გაპ­რე­მი­ე­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც თქვე­ნი წი­ნა­მორ­ბე­დი პრე­მი­ე­რი იტყო­და, „ქარ­თულ-ჯიგ­რულ-ნა­თე­სა­ურ პონ­ტში“ თქვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი ისევ არ და­ფა­ცურ­დე­ბი­ან?“

შე­გახ­სე­ნებთ, პარ­ლა­მენ­ტი, პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის ფორ­მატ­ში, მთავ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კითხს იხი­ლავს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოპოზიცია
39

ელისაშვილი ცდილობს ბოკერია ჩაანაცვლოს.

აიტ
18

ა ტა ტა ტა მოიდა ზურაბი კი არა და ირაკლი

ავტორი:

"არავითარი "კლანი" არ მაქვს და არც მქონია..." - ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი ელისაშვილს პასუხობს

"არავითარი "კლანი" არ მაქვს და არც მქონია..." - ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი ელისაშვილს პასუხობს

ბატონო ალეკო, როგორც ჩანს, “ნაცების“ რიტორიკას ხართ აყოლილი, თითქოს, რაღაც კლანი მაქვს, თუ კლანი მქონდა - გიპასუხებთ, რომ არ მაქვს და არც არავითარი კლანი არ მქონია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც მას კითხვა ნათესავებთან და ე.წ. კახურ კლანთან დაკავშირებით დაუსვა.

“თუ კონკრეტული გვარები და ჩემი ურთიერთობები გაინტერესებთ, მგონი, მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის. თუკი ვინმესთან ურთიერთობა გავწყვიტე, ეს იმიტომ მოხდა რომ... იმის თქმა მინდა, ამ ადამიანებმა ზიანი სახელმწიფოს კი არ მიაყენეს, თუკი ვინმეს გულისხმობთ და არ ვიცი, ვის გულისხმობთ... შეიძლება ყველაზე მეტად მე დავზიანდი. ეს ექვსი წლის წინ იყო. შეცდომა ყველას მოსდის, მეც მომდის - უშეცდომო არავინ ვართ... ფილოსოფიური საკითხია, შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ. აგიხსნით ჩემს მოტივაციასა და ჩემს დამოკიდებულებას. მე წესებით ვცხოვრობ. ამ ფორმატში საუბარი ალბათ ცოტა უხერხულია. მაქვს წესები ურთიერთობაშიც, ვინც არ უნდა იყოს, ნათესავი თუ ოჯახის წევრი. ვინც ამ წესებს არღვევს, ვწყვეტ ურთიერთობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ალეკო ელისაშვილის კითხვის პასუხად.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მიმართა კითხვით: „რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი კვლავ გაპრემიერების შემთხვევაში, როგორც თქვენი წინამორბედი პრემიერი იტყოდა, „ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში“ თქვენი ნათესავები ისევ არ დაფაცურდებიან?“

შეგახსენებთ, პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავს.

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებენ

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს პრეზიდენტი გამოეხმაურა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"