სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაქსიმუმ ორ კვირაში ავაფრენთ პირველ სუ-25-ს" - ჯუანშერ ბურჭულაძე
"მაქსიმუმ ორ კვირაში ავაფრენთ პირველ სუ-25-ს" - ჯუანშერ ბურჭულაძე

მაქ­სი­მუმ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ავაფ­რენთ პირ­ველ სუ-25-ს, რო­მელ­თა აღ­დგე­ნა ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით მო­ხერ­ხდა. შე­გიძ­ლი­ათ მობ­რძან­დეთ და და­ეს­წროთ. ყო­ველ მომ­დევ­ნო თვე­ში და­მა­ტე­ბით სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში გაფ­რინ­დე­ბა კი­დევ ერთი სუ-25, - ასე უპა­სუ­ხა ავი­ა­ცი­ის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის თე­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის კი­თხვებს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა­ზე მან აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ა­ვი­ა­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის აღ­დგე­ნა და გა­ნახ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამ კონ­ტექ­სტით მან გა­ნა­ცხა­და, რომ წლის ბო­ლომ­დე ავი­ა­ცი­ა­ში 2 ვერ­ტმფრე­ნი, 2022 წლის ბო­ლომ­დე კი - 4 ვერ­ტმფრე­ნი გვე­ყო­ლე­ბა. ასე­ვე, სა­ა­ვი­ა­ციო პარ­კი მი-24-ები­თა და ამე­რი­კუ­ლი UH-1- ებით შე­ივ­სე­ბა. ამ საქ­მე­ში ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წვლი­ლი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა:

„30 წე­ლია, რაც 31-ე ქარ­ხა­ნა და­ი­ხუ­რა. იქ და­საქ­მე­ბუ­ლი 15 ათა­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ერთ-ერთ მსხვილ დოვ­ლათს ქმნი­და. ჩვენ შევ­ძე­ლით და აღ­ვად­გი­ნეთ ეს ქარ­ხა­ნა, და­ვიბ­რუ­ნეთ თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც, ვი­საც გა­აჩ­ნია კომ­პე­ტენ­ცია. ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ავი­ა­ცი­ას გა­მო­უჩ­ნდა პატ­რო­ნი. გარ­და იმი­სა, რომ ვაძ­ლი­ე­რებთ თავ­დაც­ვით შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ასე­ვე ვქმნით იმ დოვ­ლათს, რაც ადრე სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­მნე­ბო­და. სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ვყა­ვით ავი­ა­ცი­ის აღ­დგე­ნა. ამა­ზე ვე­რა­ვინ ოც­ნე­ბობ­და“, - აღ­ნიშ­ნა მან.

კან­დი­დატ­მა სამ­ხედ­რო სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნი­კურ ცენ­ტრ “დელ­ტა­ში” სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის - სა­მე­დი­ცი­ნო და­ჯავ­შნუ­ლი მან­ქა­ნე­ბის, ასე­ვე შაშ­ხა­ნე­ბი­სა და დრო­ნე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და სამ­ხედ­რო წარ­მო­ე­ბის კუ­თხით უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ზეც ისა­უბ­რა.

მისი გან­ცხა­დე­ბით, აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

“მე გახ­ლდით ვი­ზი­ტით, სულ რა­ღაც ორი კვი­რის წინ ჩე­ხეთ­სა და პო­ლო­ნეთ­ში. ჩვენ ვგეგ­მავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას “დელ­ტას” ბა­ზა­ზე და იმე­დი გვაქვს, რომ ავა­წყობთ ერ­თობ­ლივ სა­წარ­მო­ებს”, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა.

ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ ად­გი­ლობ­რივ სამ­ხედ­რო წარ­მო­ე­ბა­ზე, კერ­ძოდ, „დელ­ტას“ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ 2020 წელს თავ­დაც­ვის უწყე­ბამ „დელ­ტა­დან“ 40 ავ­ტო­მან­ქა­ნა მი­ი­ღო. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი ჯერ არ ყო­ფი­ლა.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
137

ამას აფრენილი აქვს, მართლაც! ვაქცინა ვერ შემოუტანიათ, ხალხს გასაქცევად აგულიანებენ და თან აფრენენ)))------ ამასობაში მილიონები ფრინდებიან თქვენს ჯიბეებში, ლაპარაკობენ, რომ ხართ შავი სალარო!

mzirali
180

კი ბატონო ავაფრინეთ და მერე რა>>>ვინ არის ჩვენი მოწინააღმდეგეეე იცით>>>და სხვა რამე გვაქქ ისეთი რომელიც შემაკვებელი იქნება მტრისთვის>>> 

ავტორი:

"მაქსიმუმ ორ კვირაში ავაფრენთ პირველ სუ-25-ს" - ჯუანშერ ბურჭულაძე

"მაქსიმუმ ორ კვირაში ავაფრენთ პირველ სუ-25-ს" - ჯუანშერ ბურჭულაძე

მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ავაფრენთ პირველ სუ-25-ს, რომელთა აღდგენა ჩვენი შესაძლებლობებით მოხერხდა. შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაესწროთ. ყოველ მომდევნო თვეში დამატებით სატესტო რეჟიმში გაფრინდება კიდევ ერთი სუ-25, - ასე უპასუხა ავიაციის მოდერნიზაციის თემაზე პარლამენტარების კითხვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

საკომიტეტო მოსმენაზე მან აღნიშნა, რომ საავიაციო შესაძლებლობების აღდგენა და განახლება აქტიურად მიმდინარეობს.

ამ კონტექსტით მან განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ავიაციაში 2 ვერტმფრენი, 2022 წლის ბოლომდე კი - 4 ვერტმფრენი გვეყოლება. ასევე, საავიაციო პარკი მი-24-ებითა და ამერიკული UH-1- ებით შეივსება. ამ საქმეში ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა:

„30 წელია, რაც 31-ე ქარხანა დაიხურა. იქ დასაქმებული 15 ათასი თანამშრომელი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მსხვილ დოვლათს ქმნიდა. ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ეს ქარხანა, დავიბრუნეთ თანამშრომლებიც, ვისაც გააჩნია კომპეტენცია. ასობით მილიონი ლარის ღირებულების ავიაციას გამოუჩნდა პატრონი. გარდა იმისა, რომ ვაძლიერებთ თავდაცვით შესაძლებლობას, ასევე ვქმნით იმ დოვლათს, რაც ადრე საქართველოში იქმნებოდა. საკუთარი ძალებით უზრუნველვყავით ავიაციის აღდგენა. ამაზე ვერავინ ოცნებობდა“, - აღნიშნა მან.

კანდიდატმა სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტაში” სამხედრო ტექნიკის - სამედიცინო დაჯავშნული მანქანების, ასევე შაშხანებისა და დრონების წარმოებაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედრო წარმოების კუთხით უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივაზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.

“მე გახლდით ვიზიტით, სულ რაღაც ორი კვირის წინ ჩეხეთსა და პოლონეთში. ჩვენ ვგეგმავთ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობას “დელტას” ბაზაზე და იმედი გვაქვს, რომ ავაწყობთ ერთობლივ საწარმოებს”, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივ სამხედრო წარმოებაზე, კერძოდ, „დელტას“ საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2020 წელს თავდაცვის უწყებამ „დელტადან“ 40 ავტომანქანა მიიღო. მისივე განმარტებით, მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა.

ავღანეთიდან ქართული ქვედანაყოფების გამოსვლის პროცესი დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰამასის" უსაფრთხოების მთავარ შტაბზე დარტყმა განახორციელა

"ცახალი" - რას წარმოადგენს არმია, რომელიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია