სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია...ოპერაციის დღეს მე ამაყი წამოვედი იქიდან" - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე
"ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია...ოპერაციის დღეს მე ამაყი წამოვედი იქიდან" - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

"არ ვიცი ბა­ტო­ნო ალე­კო რამ­დე­ნად ერ­კვე­ვით ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში, კარ­გად ჩა­ტარ­და თუ ცუ­დად, ასე რომ აფა­სებთ. მერ­წმუ­ნეთ, მე ამა­ში ძა­ლი­ან კარ­გად ვერ­კვე­ვი. ძა­ლი­ან ბევ­რჯერ ავ­ხსე­ნი, რომ ეს არ იყო ჩა­ვარ­დნი­ლი ოპე­რა­ცია, ჩა­ვარ­დნი­ლი შე­იძ­ლე­ბა არის საქ­მე გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის. თა­ვად ოპე­რა­ცია იყო ძა­ლი­ან კარ­გად, მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი", - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კო­მი­ტე­ტე­ბის სხდო­მა­ზე "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ძარ­ცვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ოპე­რა­ცი­ის დღეს ამა­ყი წა­მო­ვი­და, რად­გა­ნაც შემ­თხვე­ვის შემ­დეგ არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

"მე თა­ვად მაქვს ბევრ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და კარ­გად ვიცი ეს საქ­მე. ამე­რი­კა­ში ვი­ყა­ვი სწავ­ლე­ბა­ზე, გავ­ლი­ლი მაქვს 3-თვი­ა­ნი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი კურ­სე­ბი. სა­ში­ში იყო, რომ იქ ადა­მი­ა­ნე­ბი და­ღუ­პუ­ლიყ­ვნენ. მე ნამ­დვი­ლად ამა­ყი წა­მო­ვე­დი იქი­დან და არა ის, რომ ნა­მუ­სი მა­წუ­ხებს, რო­დე­საც აქ ვზი­ვარ ესე­ბუ­ას თე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და კი­დევ მი­ნის­ტრი უნდა ვიყო. პი­რი­ქით, ნამ­დვი­ლად ამა­ყი ვარ, რომ არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. თუმ­ცა, და­კა­ვე­ბუ­ლი რომ არ არის ეს მე­ო­რე სა­კი­თხია. ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი მუ­შა­ობს იმი­სათ­ვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ვა­კა­ვოთ“, - აღ­ნიშ­ნა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი ქო­ბუ­ლეთ­ში 14 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ყვე­ლა ჩვენ­გან­მა უნდა აი­ღოს.

"14 წლის გო­გო­ნას თვით­მკვლე­ლო­ბა უმ­ძი­მე­სი სა­კი­თხია, კი­დევ ერთხელ მინ­და მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნი­დან ოჯახს მი­ვუ­სამ­ძიმ­რო. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებ მეც და ყვე­ლა ჩვენ­გან­მა უნდა ავი­ღოთ. ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და არის დიდი პრობ­ლე­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ამას მხო­ლოდ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ვე­რა­ფერს ვერ უზამს. ვმუ­შა­ობთ პრე­ვენ­ცი­ა­ზე, უამ­რავ რა­ღა­ცას ვა­კე­თებთ, თუმ­ცა ამა­ში უნდა ჩა­ერ­თოს მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. შეგ­ვიძ­ლია ავი­ღოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი, თუმ­ცა ამა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რია სა­მუ­შაო. ეს ყვე­ლამ, მათ შო­რის ოჯახ­მაც უნდა აი­ღოს სა­კუ­თარ თავ­ზე. ეს პრობ­ლე­მა მსოფ­ლი­ო­შიც არ­სე­ბობს და სა­ქარ­თვე­ლო­შიც არის ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაო“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
222222222222
20

არა ცადო გომელაურო მელიას დაჭერა,ცოტაც მოიცადე და მერე თვითონ დაგიჭერს.

shalva
16

იყო მელია ესებუასავით გამოკეტილი ტყეში ან ნაცების ოფისში და იცხოვროს იგივენაირად როგორც ციხეში

ავტორი:

"ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია...ოპერაციის დღეს მე ამაყი წამოვედი იქიდან" - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

"ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია...ოპერაციის დღეს მე ამაყი წამოვედი იქიდან" - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

"არ ვიცი ბატონო ალეკო რამდენად ერკვევით ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარებაში, კარგად ჩატარდა თუ ცუდად, ასე რომ აფასებთ. მერწმუნეთ, მე ამაში ძალიან კარგად ვერკვევი. ძალიან ბევრჯერ ავხსენი, რომ ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია, ჩავარდნილი შეიძლება არის საქმე გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებული არ არის. თავად ოპერაცია იყო ძალიან კარგად, მაღალ დონეზე ჩატარებული", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე "საქართველოს ბანკის“ ძარცვასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპერაციის დღეს ამაყი წამოვიდა, რადგანაც შემთხვევის შემდეგ არავინ დაშავებულა.

"მე თავად მაქვს ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობა და კარგად ვიცი ეს საქმე. ამერიკაში ვიყავი სწავლებაზე, გავლილი მაქვს 3-თვიანი ანტიტერორისტული კურსები. საშიში იყო, რომ იქ ადამიანები დაღუპულიყვნენ. მე ნამდვილად ამაყი წამოვედი იქიდან და არა ის, რომ ნამუსი მაწუხებს, როდესაც აქ ვზივარ ესებუას თემიდან გამომდინარე და კიდევ მინისტრი უნდა ვიყო. პირიქით, ნამდვილად ამაყი ვარ, რომ არცერთი ადამიანი დაშავდა. თუმცა, დაკავებული რომ არ არის ეს მეორე საკითხია. ოპერატიული სამსახური მუშაობს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაკავოთ“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური ქობულეთში 14 წლის გოგონას გარდაცვალებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანმა უნდა აიღოს.

"14 წლის გოგონას თვითმკვლელობა უმძიმესი საკითხია, კიდევ ერთხელ მინდა მაღალი ტრიბუნიდან ოჯახს მივუსამძიმრო. პასუხისმგებლობას ვიღებ მეც და ყველა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა და არის დიდი პრობლემა საზოგადოებაში, ამას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს ვერ უზამს. ვმუშაობთ პრევენციაზე, უამრავ რაღაცას ვაკეთებთ, თუმცა ამაში უნდა ჩაერთოს მთელი საზოგადოება. შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობები, თუმცა ამაზე ძალიან ბევრია სამუშაო. ეს ყველამ, მათ შორის ოჯახმაც უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ეს პრობლემა მსოფლიოშიც არსებობს და საქართველოშიც არის ძალიან ბევრი სამუშაო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"შემაშფოთებელია, რომ ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული" - რას ამბობს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი

"სრულიად ტყუილს და სიცრუეს ავრცელებთ" - რას ამბობს კალაძე "ქართული ოცნებიდან" ზურაბ პოლოლიკაშვილის თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატობაზე