მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ "ქრება" ჩეჩნეთში ათობით მოქალაქე - სკანდალური გამოძიება, რომელიც რამზან კადიროვს ადამიანების სიკვდილით დასჯაში ამხელს
როგორ "ქრება" ჩეჩნეთში ათობით მოქალაქე - სკანდალური გამოძიება, რომელიც რამზან კადიროვს ადამიანების სიკვდილით დასჯაში ამხელს

"მონ­სტრი, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს კლავს", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ან­ტიკ­რემ­ლის­ტუ­რი რუ­სუ­ლი მე­დია ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის ქმე­დე­ბებს. novayagazeta.ru-ს სა­გა­მო­ძი­ე­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, ბოლო ხა­ნებ­ში, ჩეჩ­ნეთ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 30-მდე ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს.

"მათ ისე და­ა­კა­ვეს და "სა­მარ­თლით", რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის თა­ვად­ვე შე­ად­გი­ნეს, ისე გა­ა­სა­მარ­თლეს, ამის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლოს არც კი შე­ა­ტყო­ბი­ნეს", - წერს გა­მო­ცე­მა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წლი­დან დღემ­დე, ჩეჩ­ნეთ­ში, გროზ­ნოს ე.წ. სპე­ცი­ა­ლურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სხვა­დას­ხვა დროს შეყ­ვა­ნი­ლი 30-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ისე "გაქ­რა", მათ შე­სა­ხებ არა­ვი­თა­რი ცნო­ბე­ბი აღარ არ­სე­ბობს. "მათ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბი არ მო­იპ­ვე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­სა და სხვა შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტებ­ში", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ჩეჩ­ნეთ­ში 2017 წელს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ნა­წილს კა­მე­რე­ბის წინ "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ, რაც არის ერ­თგვა­რი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ოჯახს მათ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თვათ.

"ჩვე­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბით, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბით ირ­კვე­ვა, რომ ამ ეტაპ­ზე ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია 109 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა ბედი ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია", წერს გა­მო­ცე­მა.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბოლო დღე­ებ­ში, გროზ­ნოს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კი­დევ სამი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს, რომ­ლე­ბიც სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის უფ­ლე­ბებს იცავ­დნენ და ჩეჩ­ნეთ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. ცნო­ბი­ლია, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ისი­ნი და­ა­კა­ვეს, ამის შემ­დეგ მათი კვა­ლი ქრე­ბა. გა­მო­ცე­მის წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი სას­ტი­კი წა­მე­ბი­სას შე­მო­აკ­ვდათ...

novayagazeta.ru -მ ჩეჩ­ნე­თის პო­ლი­ცი­ას ათო­ბით გამ­ქრა­ლი ადა­მი­ა­ნის გვარ-სა­ხე­ლი გა­და­უგ­ზავ­ნა და სთხო­ვა, მი­ე­წო­დე­ბი­ნათ ცნო­ბე­ბი, თუ რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­დნენ მათ­ზე, ბო­ლოს სად ფიქ­სირ­დე­ბოდ­ნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და რა ბედი ეწი­ათ. გროზ­ნო­ელ­მა სა­მარ­თად­ლამ­ცვე­ლებ­მა მხო­ლოდ ოთხი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­ა­დას­ტუ­რეს, ორზე კი გა­ნა­ცხა­დეს, რომ ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა, მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობ­დნენ.

"პი­რე­ბი რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ჩეჩ­ნე­თის პო­ლი­ცია ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ცო­ცხლე­ბი არი­ან, სიკ­ვდი­ლით დას­ჯი­ლი მა­მა­კა­ცის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი, მოხ­მა მუს­კი­ე­ვი და შამ­ხან იუ­სუ­პო­ვი არი­ან" - წერს გა­მო­ცე­მა.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ ისი­ნი ახ­მატ კა­დი­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რუ­ლო პოსტთან და­ა­კა­ვეს და აი­ძუ­ლეს ე.წ. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ბა­ნე­რის ფონ­ზე გა­და­ე­ღოთ ვი­დეო და ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ჩეჩ­ნე­თის პო­ლი­ცია კა­დი­რო­ვის­თვის არა­სა­სურ­ველ პი­რებს ამის გა­კე­თე­ბას აი­ძუ­ლებს.

რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გამ­ქრა­ლი 30-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტის, ტა­ტი­ა­ნა მოს­კალ­კო­ვის უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩეჩ­ნეთ­ში ჩა­ვიდ­ნენ, რათა ად­გილ­ზე გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნათ novayagazeta.ru-ს მიერ მომ­ზა­დე­ბულ მა­სა­ლა­ში მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა, თუმ­ცა რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, მათ ცრუ სი­უ­ჟე­ტი აჩ­ვე­ნეს, სა­დაც მოხ­მა მუს­კი­ე­ვა და შახ­მა იუსო­პო­ვა (მათ შო­რის ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნია), და­კა­ვე­ბამ­დე არი­ან გა­და­ღე­ბუ­ლი.

"ჩვენ მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი სი­ი­დან სამი ადა­მი­ა­ნის კვალს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა ვერ მი­აგ­ნო", - წერს გა­მო­ცე­მა,.

სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აღ­ნიშ­ნულს ხმა­უ­რი არ მოჰ­ყო­ლია. გა­მო­ცე­მა წერს, რომ ჩეჩ­ნეთ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბაა, თუმ­ცა რუ­სე­თის დუ­მა­ში ამა­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლად დუ­მან.

"კა­დი­რო­ვი პუ­ტინს ყვე­ლა­ზე ბინ­ძურ საქ­მე­ებს უპ­რობ­ლე­მოდ უყგ­ვა­რებს, ისე რომ კვა­ლი თით­ქმის არას­დროს მი­დის კრემ­ლის კა­რამ­დე. შე­სა­ბა­მი­სად, ხელი ხელს ჰბანს, რაც კა­დი­რო­ვის ერ­თპი­როვ­ნულ დიქ­ტა­ტუ­რას ამ­ყა­რებს", - წერს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, რამ­ზან კა­დი­რო­ვი "სიკ­ვდი­ლით და გა­ნად­გუ­რე­ბით" ემუქ­რე­ბა ყვე­ლას, ვინც რე­გი­ონ­ში კრემ­ლის და მის მიერ შექ­მნილ წეს­რიგს არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კა­დი­რო­ვი დუ­ბა­ი­ში, ცნო­ბილ ახალ­გაზ­რდა თურქ მზა­რე­ულს ბუ­რაკ ოზ­დე­მირს, იგი­ვე "თურქ ეშ­მაკს", მი­სი­ვე კუთ­ვნილ რეს­ტო­რან CZN BURAK -ში შეხ­ვდა, რო­მელ­მაც ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს სი­ურპრი­ზი მო­უ­წყო, წარ­წე­რით - "ახ­მა­დი ძა­ლაა!" ცნო­ბის­თვის, 17 თე­ბერ­ვალს, ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რი აბუ-და­ბის პრინცს, მუ­ჰა­მედ ალის შეხ­ვდა და ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის გზავ­ნი­ლი პი­რა­დად გა­დას­ცა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც "რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი რუ­სეთ­სა და ემი­რა­ტებს შო­რის მრა­ვალ­მხრი­ვი და პრო­დუქ­ტი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მომ­ხრეა. ეს კი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ "კა­დი­როვს პუ­ტი­ნის ნდო­ბა უფას­დე­ბა", - წერს გა­მო­ცე­მა.

წყა­რო: novayagazeta.ru

ILIA
33

მოკითხვა დამპალი, იმპერიული რუსეთის ყველა მადიდებელს!

საუბედუროდ, საქართველოში, სულ მცირე, ყოველი მეხუთე ზრდასრული ასეთია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

როგორ "ქრება" ჩეჩნეთში ათობით მოქალაქე - სკანდალური გამოძიება, რომელიც რამზან კადიროვს ადამიანების სიკვდილით დასჯაში ამხელს

როგორ "ქრება" ჩეჩნეთში ათობით მოქალაქე - სკანდალური გამოძიება, რომელიც რამზან კადიროვს ადამიანების სიკვდილით დასჯაში ამხელს

"მონსტრი, რომელიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს კლავს", - ასე ეხმაურება ანტიკრემლისტური რუსული მედია ჩეჩნეთის ლიდერის ქმედებებს. novayagazeta.ru-ს საგამოძიებო განყოფილების მიერ მომზადებული სტატიის მიხედვით, ბოლო ხანებში, ჩეჩნეთში სამართალდამცავებმა 30-მდე ადამიანი მოკლეს.

"მათ ისე დააკავეს და "სამართლით", რომელიც განსაკუთრებული შემთხვევებისთვის თავადვე შეადგინეს, ისე გაასამართლეს, ამის შესახებ სასამართლოს არც კი შეატყობინეს", - წერს გამოცემა.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლიდან დღემდე, ჩეჩნეთში, გროზნოს ე.წ. სპეციალურ განყოფილებაში, სხვადასხვა დროს შეყვანილი 30-ზე მეტი ადამიანი ისე "გაქრა", მათ შესახებ არავითარი ცნობები აღარ არსებობს. "მათზე ოფიციალური ცნობები არ მოიპვება საგამოძიებო უწყებებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტებში", - აღნიშნულია სტატიაში.

რუსული გამოცემის ცნობით, ჩეჩნეთში 2017 წელს დაკავებულების ნაწილს კამერების წინ "ისლამურ სახელმწიფოსთან" თანამშრომლობის აღიარებას აიძულებდნენ, რაც არის ერთგვარი მიზეზი იმისა, რომ ოჯახს მათზე ინფორმაციის მოძიების მორალური უფლება ჩამოერთვათ.

"ჩვენი დოკუმენტებით, დადასტურებული წყაროებით ირკვევა, რომ ამ ეტაპზე ასევე დაკავებულია 109 ადამიანი, რომელთა ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია", წერს გამოცემა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში, გროზნოს პოლიციის თანამშრომლებმა კიდევ სამი ადამიანი მოკლეს, რომლებიც სექსუალური უმცირესობის უფლებებს იცავდნენ და ჩეჩნეთში არსებულ ვითარებას აპროტესტებდნენ. ცნობილია, რომ პოლიციელებმა ისინი დააკავეს, ამის შემდეგ მათი კვალი ქრება. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ისინი სასტიკი წამებისას შემოაკვდათ...

novayagazeta.ru -მ ჩეჩნეთის პოლიციას ათობით გამქრალი ადამიანის გვარ-სახელი გადაუგზავნა და სთხოვა, მიეწოდებინათ ცნობები, თუ რა ინფორმაციას ფლობდნენ მათზე, ბოლოს სად ფიქსირდებოდნენ ეს ადამიანები და რა ბედი ეწიათ. გროზნოელმა სამართადლამცველებმა მხოლოდ ოთხი ადამიანის გარდაცვალება დაადასტურეს, ორზე კი განაცხადეს, რომ ცოცხლები იყვნენ, თუმცა, მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

"პირები რომელთა შესახებაც ჩეჩნეთის პოლიცია ირწმუნება, რომ ცოცხლები არიან, სიკვდილით დასჯილი მამაკაცის ოჯახის ახლობლები, მოხმა მუსკიევი და შამხან იუსუპოვი არიან" - წერს გამოცემა.

გამოცემა წერს, რომ ისინი ახმატ კადიროვის სახელობის საპატრულო პოსტთან დააკავეს და აიძულეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტული დაჯგუფების მხარდამჭერი ბანერის ფონზე გადაეღოთ ვიდეო და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩეჩნეთის პოლიცია კადიროვისთვის არასასურველ პირებს ამის გაკეთებას აიძულებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ერთი წლის განმავლობაში გამქრალი 30-ზე მეტი ადამიანის საქმეზე გამოძიება ჩაატარა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პრეზიდენტის, ტატიანა მოსკალკოვის უწყების წარმომადგენლები ჩეჩნეთში ჩავიდნენ, რათა ადგილზე გადაემოწმებინათ novayagazeta.ru-ს მიერ მომზადებულ მასალაში მოცემული ფაქტების ნამდვილობა, თუმცა როგორც გამოცემა წერს, მათ ცრუ სიუჟეტი აჩვენეს, სადაც მოხმა მუსკიევა და შახმა იუსოპოვა (მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია), დაკავებამდე არიან გადაღებული.

"ჩვენ მიერ მიწოდებული სიიდან სამი ადამიანის კვალს საგამოძიებო კომიტეტმა ვერ მიაგნო", - წერს გამოცემა,.

სტატიაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ამისა, აღნიშნულს ხმაური არ მოჰყოლია. გამოცემა წერს, რომ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უმძიმესი ვითარებაა, თუმცა რუსეთის დუმაში ამაზე შეთანხმებულად დუმან.

"კადიროვი პუტინს ყველაზე ბინძურ საქმეებს უპრობლემოდ უყგვარებს, ისე რომ კვალი თითქმის არასდროს მიდის კრემლის კარამდე. შესაბამისად, ხელი ხელს ჰბანს, რაც კადიროვის ერთპიროვნულ დიქტატურას ამყარებს", - წერს რუსული გამოცემა, რომლის ცნობითაც, რამზან კადიროვი "სიკვდილით და განადგურებით" ემუქრება ყველას, ვინც რეგიონში კრემლის და მის მიერ შექმნილ წესრიგს არ დაემორჩილება.

რამდენიმე დღის წინ, კადიროვი დუბაიში, ცნობილ ახალგაზრდა თურქ მზარეულს ბურაკ ოზდემირს, იგივე "თურქ ეშმაკს", მისივე კუთვნილ რესტორან CZN BURAK -ში შეხვდა, რომელმაც ჩეჩნეთის ლიდერს სიურპრიზი მოუწყო, წარწერით - "ახმადი ძალაა!" ცნობისთვის, 17 თებერვალს, ჩეჩნეთის მეთაური აბუ-დაბის პრინცს, მუჰამედ ალის შეხვდა და ვლადიმირ პუტინის გზავნილი პირადად გადასცა, რომლის თანახმადაც "რუსეთის პრეზიდენტი რუსეთსა და ემირატებს შორის მრავალმხრივი და პროდუქტიული ურთიერთობების მომხრეა. ეს კი მიანიშნებს, რომ "კადიროვს პუტინის ნდობა უფასდება", - წერს გამოცემა.

წყარო: novayagazeta.ru

საბერძნეთში ქართველები PCR ტესტის გაყალბებისთვის დააკავეს - რას წერს ადგილობრივი მედია დანაშაულებრივ ქსელზე?

"შულერია, ჩამოსული გასტერბაიტერი - გვიჩვენე, რა შეგიძლია? შენ "ფეიკი" ხარ" - რამ გამოიწვია დაპირისპირება უკრაინის ფინანსთა მინისტრსა და სააკაშვილს შორის?

სკანდალური ჩემპიონატი გროზნოში: როგორ გაუფორმეს გამარჯვება კრივში კადიროვის ვაჟს - "მოწინააღმდეგე გაკვირვებული იყო, ადამ კადიროვს დარტყმები მიაყენა, მაგრამ დამარცხებულად ჩათვალეს"