პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შიშველი თაფლობისთვე" - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საუნაში მყოფ წყვილს ქუჩიდან გამვლელები ათვალიერებდნენ
"შიშველი თაფლობისთვე" - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საუნაში მყოფ წყვილს ქუჩიდან გამვლელები ათვალიერებდნენ

სამ­ხრეთ კო­რე­ის ერთ-ერთი სას­ტუმ­რო სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ბო­დი­შის მოხ­და მო­უ­წია. საქ­მე ისაა, რომ ქუ­ჩა­ში გამ­ვლელ პი­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ, და­ე­ნა­ხათ სას­ტუმ­როს სა­უ­ნის შიდა ნა­წი­ლი და ის, თუ რო­გორ სარ­გებ­ლობ­დნენ სას­ტუმ­რო­ში მყო­ფი პი­რე­ბი სა­უ­ნით.

რო­გორც CNN წერს, ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო კუნ­ძულ ჯე­ჯუ­ზე მდე­ბა­რე­ობს და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ბო­დი­ში მას შემ­დეგ მო­ი­ხა­და, რაც ად­გი­ლობ­რივ­მა ბლო­გერ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­უ­ნას მი­ნე­ბი იმგვა­რად ჰქონ­და, გამ­ვლე­ლებს შე­ეძ­ლოთ და­ე­ნა­ხათ ყვე­ლა­ფე­რი, რაც იქ ხდე­ბო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სას­ტუმ­რო ახა­ლი აშე­ნე­ბუ­ლია და ახ­ლა­ხანს და­ი­წყო სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა.

კო­რე­ელ­მა ბლო­გერ­მა თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ ბლოგ­ზე და­წე­რა და ამ­ბა­ვი მა­ლე­ვე ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და.

"თაფ­ლო­ბის თვის გა­სა­ტა­რებ­ლად ჯე­ჯუს კუნ­ძულ­ზე წა­ვე­დი, მე და ჩემი ცოლი ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როს ლუქსში დავ­ბი­ნავ­დით, მაგ­რამ ჩემი თაფ­ლო­ბის თვე ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ცუდ მო­გო­ნე­ბად იქცა.

იქ ყოფ­ნის ბოლო დღეს სა­სე­ირ­ნოდ გა­ვე­დი და უცებ სა­უ­ნის ფან­ჯრებს რომ გავ­ხე­დე, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჩანს, რაც იქ ხდე­ბა, ქუ­ჩი­დან, ავ­ტო­სად­გო­მი­დან, პარ­კი­დან, ყვე­ლაფ­რის და­ნახ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მე და ჩემი ცოლი შოკ­ში ვი­ყა­ვით. რად­გა­ნაც მივ­ხვდით, რომ როცა აბა­ზა­ნას ვი­ყე­ნებ­დით, შხაპს ვი­ღებ­დით, შე­საძ­ლოა, არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გვი­ყუ­რებ­და“, - წერს ბლო­გე­რი.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სას­ტუმ­როს ნა­წი­ლი და­კე­ტეს. ად­მი­ნის­ტრა­ცია გან­მარ­ტავს, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვეს მისი მო­წყო­ბის დროს და მი­ნე­ბი ისე და­ა­მონ­ტა­ჟეს, რომ როცა სა­უ­ნა­ში შიგ­ნით ხარ, ვერ გრძნობ, თუ გა­რე­დან ვინ­მე გი­ყუ­რებს, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა სულ სხვაგ­ვა­რია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
3

თუ არ გინდა რომ სხვებმა გიყურონ კუნძულებზე რას დაეხეტები, სახლში დაეტიე!

გოგა
9

))))))))))))))))

ავტორი:

"შიშველი თაფლობისთვე" - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საუნაში მყოფ წყვილს ქუჩიდან გამვლელები ათვალიერებდნენ

"შიშველი თაფლობისთვე" - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საუნაში მყოფ წყვილს ქუჩიდან გამვლელები ათვალიერებდნენ

სამხრეთ კორეის ერთ-ერთი სასტუმრო სკანდალში გაეხვა და ადმინისტრაციას ბოდიშის მოხდა მოუწია. საქმე ისაა, რომ ქუჩაში გამვლელ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაენახათ სასტუმროს საუნის შიდა ნაწილი და ის, თუ როგორ სარგებლობდნენ სასტუმროში მყოფი პირები საუნით.

როგორც CNN წერს, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კუნძულ ჯეჯუზე მდებარეობს და ადმინისტრაციამ ბოდიში მას შემდეგ მოიხადა, რაც ადგილობრივმა ბლოგერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუნას მინები იმგვარად ჰქონდა, გამვლელებს შეეძლოთ დაენახათ ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ახალი აშენებულია და ახლახანს დაიწყო სტუმრების მიღება.

კორეელმა ბლოგერმა თავისი გამოცდილების შესახებ საკუთარ ბლოგზე დაწერა და ამბავი მალევე ვირუსულად გავრცელდა.

"თაფლობის თვის გასატარებლად ჯეჯუს კუნძულზე წავედი, მე და ჩემი ცოლი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ლუქსში დავბინავდით, მაგრამ ჩემი თაფლობის თვე ცხოვრების ყველაზე ცუდ მოგონებად იქცა.

იქ ყოფნის ბოლო დღეს სასეირნოდ გავედი და უცებ საუნის ფანჯრებს რომ გავხედე, აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი ჩანს, რაც იქ ხდება, ქუჩიდან, ავტოსადგომიდან, პარკიდან, ყველაფრის დანახვაა შესაძლებელი. მე და ჩემი ცოლი შოკში ვიყავით. რადგანაც მივხვდით, რომ როცა აბაზანას ვიყენებდით, შხაპს ვიღებდით, შესაძლოა, არაერთი ადამიანი გვიყურებდა“, - წერს ბლოგერი.

აღნიშნულის გამო პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა სასტუმროს ნაწილი დაკეტეს. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ შეცდომა დაუშვეს მისი მოწყობის დროს და მინები ისე დაამონტაჟეს, რომ როცა საუნაში შიგნით ხარ, ვერ გრძნობ, თუ გარედან ვინმე გიყურებს, თუმცა რეალობა სულ სხვაგვარია.