Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს
"ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს, „კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვის ერ­თა­დერ­თი სწო­რი გზის, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ“ გა­მარ­თონ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ მო­უ­წო­დებს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ „არ იფიქ­როს იმ შე­ნო­ბის შტურმ­ზე, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი, ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის შანსს ფი­ზი­კუ­რად იცა­ვენ“.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მთე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი, რო­მელ­საც თა­მარ ჟვა­ნი­ას დათ­ვლე­ბი­თაც კი, სულ მცი­რე 1.2 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი უჭერს მხარს და ეს ამომ­რჩევ­ლის ნა­ხე­ვარ­ზე ბევ­რად მე­ტია - დღეს „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­ში დგას და ფი­ზი­კუ­რად იცავს ნიკა მე­ლი­ას, ანუ იცავს სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­დად­გა (შე­დე­გად მთე­ლი მთავ­რო­ბაც) და მი­ზე­ზად და­ა­სა­ხე­ლა, რომ ნიკა მე­ლი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ოპე­რა­ცია ქვე­ყა­ნას დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ და რა­დი­კა­ლი­ზა­ცის­კენ წა­იყ­ვან­და.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ევ­რო­კავ­ში­რი მხა­რე­ებს მო­უ­წო­დე­ბენ, მშვი­დო­ბის ფარ­გლებ­ში დარ­ჩნენ, რი­ტო­რი­კა შეც­ვა­ლონ და კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვის გზა მო­ძებ­ნონ.

„ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ყო­ველ­თვის მოქ­მე­დებ­და, მოქ­მე­დებს და იმოქ­მე­დებს სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

მო­ვუ­წო­დებთ, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ იფიქ­როს იმ შე­ნო­ბის შტურმ­ზე, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი, ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის შანსს ფი­ზი­კუ­რად იცა­ვენ.

ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სია, რომ კრი­ზი­სი გა­ნი­მუხ­ტოს, ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­წყდეს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა და ჩვენ მზად ვართ, კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვის ერ­თა­დერ­თი სწო­რი გზის, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ გავ­მარ­თოთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით“,- ნათ­ქვა­მია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kaxa
266

სამწუხაროდ ეს კრიზისი ხელოვნურად შექმნა ოპოზიციამ და მათმა ძლიერმა ტელევიზიებმა და ასევე მათმა დაქირავებულმა ვითონ დამოუკიდებელმა ექსპერტებმა!! ათასგვარ ჭორს და ტყუილს ავრცელებენ! ხალხს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე აჯერებენ რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. პირდაპირ მიდის მოსახლეობის ტვინების გამორეცხვა,სარგემლობენ მოსახლეობის ზოგჯერ ობიექტური გამრაზებით მთავრობის მიმართ და აქეზებენ მათ დაუმორჩილებლობისაკენ.ასეთ მასირებულ ფეიკებს არათუ ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატია არამედ ძლიერი დემოკრატიის მთავრობებიც ვერ გაუძლებენ! მათ არანაირი არჩევნები არ აწყობთ მათ უნდათ რევოლუციური სცენარით თავზე მოაჯდნენ საქართველოს. ოპოზიციას არ ჰყავს პოპოულარული ლიდერი,თითქმის ყველა მათგანი ხალხს ეჯავრება ვიდრე მოწონს(სააკაშვილი,უგულავა,მელია.ბურჯანაძე,მერაბიშვილი,ვაშაძე,ნათელაშვილ

მარინა
266

ისე აშენდა თქვენი პატრონი ,როგორც თქვენ მშვიდობა გინდათ

ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს

"ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს

"ნაციონალური მოძრაობა" მზადყოფნას გამოთქვამს, „კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ“ გამართონ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით. ამის შესახებ ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ „არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ“.

„საქართველოში არსებული მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც თამარ ჟვანიას დათვლებითაც კი, სულ მცირე 1.2 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს და ეს ამომრჩევლის ნახევარზე ბევრად მეტია - დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დგას და ფიზიკურად იცავს ნიკა მელიას, ანუ იცავს სამოქალაქო მშვიდობასა და თავისუფლებას.

„ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, პრემიერ-მინისტრი გადადგა (შედეგად მთელი მთავრობაც) და მიზეზად დაასახელა, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ოპერაცია ქვეყანას დესტაბილიზაციისკენ და რადიკალიზაცისკენ წაიყვანდა.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებენ, მშვიდობის ფარგლებში დარჩნენ, რიტორიკა შეცვალონ და კრიზისის განმუხტვის გზა მოძებნონ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

მოვუწოდებთ, „ქართულ ოცნებას“ არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ.

ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს, ამისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ჩვენ მზად ვართ, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით“,- ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პირდაპირ საკვირველია რეაქციები, რომ კითხულობენ, სად იყო პრეზიდენტი" - ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ეხმაურება