სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უდიდესი პატივია, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი... ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს" - ირაკლი ღარიბაშვილი
"უდიდესი პატივია, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი... ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ეს არის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და უდი­დე­სი პა­ტი­ვი, რომ დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მე­ო­რედ ვიყო ამ ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა- დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ხაზი გა­ის­ვა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს და აღ­ნიშ­ნა, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის გუნ­დი ძა­ლი­ან მალე აღად­გენს წეს­რიგს და იმ წო­ნას­წო­რო­ბას, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა­ში იმის­თვის, რომ გა­აგ­რძე­ლოს ნორ­მა­ლუ­რად, კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

„ჩვენ­თვის ყვე­ლას­თვის ემო­ცი­უ­რი დღე არის. ამის მი­უ­ხე­და­ვად ჩვენ­მა გუნ­დმა სწრა­ფად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მინ­და კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვე­ნი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს და მთლი­ან გუნდს ჩემი და­სა­ხე­ლე­ბის­თვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და არის უდი­დე­სი პა­ტი­ვი, რომ დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მე­ო­რედ ვიყო ამ ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბობს უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვა, პირ­ველ რიგ­ში ეს არის კო­ვიდ­პან­დე­მია, უმუ­შევ­რო­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე და მო­სახ­ლე­ო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ჭი­რო­ებს სწრაფ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. ამის­თვის ჩვენ ყვე­ლა­ნი ვართ მო­წო­დე­ბუ­ლი, რომ სწა­რა­ფად მო­ვუგ­ვა­როთ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას პრობ­ლე­მე­ბი.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან მალე აღ­ვად­გენთ წეს­რიგს და იმ წო­ნას­წო­რო­ბას, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა­ში იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნამ გა­აგ­რძე­ლოს ნორ­მა­ლუ­რად, კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. ჩვენ ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გახ­დეს კი­დევ უფრო ძლი­ე­რი“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მადლობა, ბატონ ბიძინას!
45

გახდეს კიდევ უფრო ძლიერი----იშვიათი ურცხვი!

gtfd
60

ვაი შენს პატრონს..

ავტორი:

"უდიდესი პატივია, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი... ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"უდიდესი პატივია, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი... ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა ხაზი გაისვა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და აღნიშნა, რომ უმრავლესობის გუნდი ძალიან მალე აღადგენს წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება.

„ჩვენთვის ყველასთვის ემოციური დღე არის. ამის მიუხედავად ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არის უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც ბუნებრივია, საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს. ამისთვის ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული, რომ სწარაფად მოვუგვაროთ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები.

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ღარიბაშვილმა რუბიკონი გადალახა და კობახიძესთან ერთად, ივანიშვილის დავალებით, საერთაშორისო საზოგადოებას დაუპირისპირდა" - მელია

"ქართველი იყო ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც - არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელ მხარეს ვდგავართ" - გიორგი მარგველაშვილი

"მთავრობა ბრიფინგს ვეღარ მართავს... ყველა ჟურნალისტის კითხვა, ვინც კი მივა ბრიფინგზე, არის - "როდის გადადგებით?" - ზაალ უდუმაშვილი