სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნების“ წევრები ხელის ცახცახით მიაჭერენ ღილაკს, თუმცა იძულებული გახდებიან, მურუსიძეს დაურეკონ და დაავალონ, მელია არ დაიჭიროს" - ნიკა მელია
"ოცნების“ წევრები ხელის ცახცახით მიაჭერენ ღილაკს, თუმცა იძულებული გახდებიან, მურუსიძეს დაურეკონ და დაავალონ, მელია არ დაიჭიროს" - ნიკა მელია

"ხა­ზე­ბი გავ­ლე­ბუ­ლია, წილი ნა­ყა­რია, გავ­რი­ლო­ვის პო­ზი­ცი­აც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია და ჩემი და­კა­ვე­ბა არის შე­უძ­ლე­ბე­ლი იმი­ტომ, რომ ამის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს და პო­ლი­ტი­კუ­რად ვერ გა­ბე­და­ვენ", - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დერ­მა ნიკა მე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთი მო­ქა­ლა­ქე არ არის გავ­რი­ლო­ვის და­სა­ჭე­რი.

"და­ვუშ­ვათ შევ­სუ­ლი­ყა­ვი მარ­თლაც პარ­ლა­მენ­ტში და ზურ­გი შე­მექ­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ასი ათა­სო­ბით ამომ­რჩევ­ლის­თვის და დღეს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი პარ­ლა­მენ­ტში, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გვერ­დით - მე დღეს შე­მი­წყვეტ­დნენ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას? შე­მი­ჩე­რებ­დნენ იმუ­ნი­ტე­ტეს? რა თქმა უნდა, არა! მე­ტიც, ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც მე შე­იძ­ლე­ბო­და მი­მე­მარ­თა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ და მე­თხო­ვა რუ­რუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, რუ­რუ­ას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ კი არა, სა­კუ­თარ რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატს და­ი­ჭერ­დნენ, ოღონდ მე შევ­სუ­ლი­ყა­ვი პარ­ლა­მენ­ტში. ამას არ გა­ა­კე­თებ­დნენ ხომ?! და ესე იგი თუ მე შე­ვი­დო­დი და მა­ინც შე­მი­ჩე­რებ­დნენ იმუ­ნი­ტეტს, მე სწო­რად მოვ­ქცე­ულ­ვარ რომ არ შევ­სულ­ვარ?!

ამი­ტომ აქე­დან ჩანს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნება, როცა უნდა და­ი­ჭერს ოპო­ნენტს, როცა უნდა და­ე­მუქ­რე­ბა და­ჭე­რით, როცა უნდა არ და­ე­მუქ­რე­ბა და­ჭე­რით - ეს უბ­რა­ლოდ იმ ხალ­ხის­თვის საკ­ვე­ბია, ვი­საც ჰქონ­და სურ­ვი­ლი შე­სუ­ლი­ყო პარ­ლა­მენ­ტში.

რაც არ უნდა გა­ა­კე­თონ ახლა ამათ­მა, გავ­რი­ლო­ვის და­სა­ჭე­რი მე არ ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთი მო­ქა­ლა­ქის და­ჭე­რა არ შე­იძ­ლე­ბა გავ­რი­ლო­ვის გამო იმი­ტომ, რომ 20 ივ­ნისს სა­ერ­თო ეროვ­ნულ გა­მოს­ვლა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს არის და ეს! გა­მო­რი­ცხუ­ლი არის, მი­ა­ჭე­რი­ნე­ბენ ხე­ლის ცახ­ცა­ხით ღი­ლაკს ხელს რო­გორც ჩანს, მაგ­რამ მერე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი, ტე­ლე­ფო­ნი ხელ­ში აი­ღოს, მუ­რუ­სი­ძეს და­ურ­ე­კონ და და­ვა­ლე­ბა მის­ცენ, რომ მე­ლია არ და­ი­ჭი­როთ იმი­ტომ, რომ თავ­ზე ჩა­მოგ­ვენგრე­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაო.

აი, ამას გა­ა­კე­თე­ბენ! შე­სა­ბა­მი­სად, გი­რა­ო­საც რო­გორც დავ­პირ­დი, არ გა­და­ვიხ­დი და ვერ და­მი­ჭე­რენ და ამას ვნა­ხავთ მი­ნი­მუმ დღის ბო­ლოს ან ხვალ, რო­დე­საც ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი. სა­მარ­თალ­თან არა­ნა­ი­რი სა­ერ­თო არ აქვს ამ საქ­მეს“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sniper
67

ციტატა: "რაც არ უნდა გა­ა­კე­თონ ახლა ამათ­მა" არასწორია ნიკანორ (მა-ზედმეტია), არ გინდა ჯერ ქართული მართლწერა ისწავლო და მერე იპოლიტიკოსო?

123
29

ჩელავეკ ვოლკ კაკ გავარიატ ქოცი

ავტორი:

"ოცნების“ წევრები ხელის ცახცახით მიაჭერენ ღილაკს, თუმცა იძულებული გახდებიან, მურუსიძეს დაურეკონ და დაავალონ, მელია არ დაიჭიროს" - ნიკა მელია

"ოცნების“ წევრები ხელის ცახცახით მიაჭერენ ღილაკს, თუმცა იძულებული გახდებიან, მურუსიძეს დაურეკონ და დაავალონ, მელია არ დაიჭიროს" - ნიკა მელია

"ხაზები გავლებულია, წილი ნაყარია, გავრილოვის პოზიციაც დაფიქსირებულია და ჩემი დაკავება არის შეუძლებელი იმიტომ, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და პოლიტიკურად ვერ გაბედავენ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის გავრილოვის დასაჭერი.

"დავუშვათ შევსულიყავი მართლაც პარლამენტში და ზურგი შემექცია საზოგადოებისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ ასი ათასობით ამომრჩევლისთვის და დღეს ვყოფილიყავი პარლამენტში, ალეკო ელისაშვილის გვერდით - მე დღეს შემიწყვეტდნენ უფლებამოსილებას? შემიჩერებდნენ იმუნიტეტეს? რა თქმა უნდა, არა! მეტიც, ნებისმიერი საკითხი, რომელზეც მე შეიძლებოდა მიმემართა "ქართული ოცნებისთვის“ და მეთხოვა რურუას გათავისუფლებიდან დაწყებული, რურუას გაათავისუფლებდნენ კი არა, საკუთარ რამდენიმე დეპუტატს დაიჭერდნენ, ოღონდ მე შევსულიყავი პარლამენტში. ამას არ გააკეთებდნენ ხომ?! და ესე იგი თუ მე შევიდოდი და მაინც შემიჩერებდნენ იმუნიტეტს, მე სწორად მოვქცეულვარ რომ არ შევსულვარ?!

ამიტომ აქედან ჩანს ხელისუფლების ნება, როცა უნდა დაიჭერს ოპონენტს, როცა უნდა დაემუქრება დაჭერით, როცა უნდა არ დაემუქრება დაჭერით - ეს უბრალოდ იმ ხალხისთვის საკვებია, ვისაც ჰქონდა სურვილი შესულიყო პარლამენტში.

რაც არ უნდა გააკეთონ ახლა ამათმა, გავრილოვის დასაჭერი მე არ ვარ, საქართველოს არც ერთი მოქალაქის დაჭერა არ შეიძლება გავრილოვის გამო იმიტომ, რომ 20 ივნისს საერთო ეროვნულ გამოსვლაში მიიღო მონაწილეობა. ეს არის და ეს! გამორიცხული არის, მიაჭერინებენ ხელის ცახცახით ღილაკს ხელს როგორც ჩანს, მაგრამ მერე იძულებული გახდება "ქართული ოცნების“ პოლიტიკური კლასი, ტელეფონი ხელში აიღოს, მურუსიძეს დაურეკონ და დავალება მისცენ, რომ მელია არ დაიჭიროთ იმიტომ, რომ თავზე ჩამოგვენგრევა პოლიტიკური ხელისუფლებაო.

აი, ამას გააკეთებენ! შესაბამისად, გირაოსაც როგორც დავპირდი, არ გადავიხდი და ვერ დამიჭერენ და ამას ვნახავთ მინიმუმ დღის ბოლოს ან ხვალ, როდესაც ჩაინიშნება სასამართლო პროცესი. სამართალთან არანაირი საერთო არ აქვს ამ საქმეს“, - განაცხადა ნიკა მელია.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"გავრილოვის დავალება შესრულებულია - მორჩილებაში მყოფმა 88 ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა" - ნიკა მელია