სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლიტერე ინვენტე" - თანამედროვე ლიტერატურული შედევრები ქართველი მკითხველისთვის
"ლიტერე ინვენტე" - თანამედროვე ლიტერატურული შედევრები ქართველი მკითხველისთვის

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ერ­თგვარ რჩე­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის პრო­ექ­ტი "ლი­ტე­რე ინ­ვენ­ტე" - ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის ად­გი­ლი. სე­რი­ის ფარ­გლებ­ში უკვე 16 წიგ­ნია გა­მო­ცე­მუ­ლი. ამ წიგ­ნე­ბის ავ­ტორ­თა ნა­წილს კარ­გად იც­ნობს ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი, დიდი ნა­წი­ლი კი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა უკვე მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სე­ბის პრე­მი­ე­ბი და მკი­თხველ­თა სიმ­პა­თია ათო­ბით ქვე­ყა­ნა­ში. ეს წიგ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა უკვე ჩა­ით­ვა­ლოს­თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­კად, რო­მე­ლიც ზო­გადსა­კა­ცობ­რიო თე­მებ­საც გვა­ზი­ა­რებს და სა­კუ­თარ თავ­საც გვა­პოვ­ნი­ნებს. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში ამ­ბო­ბენ, ეს პრო­ექ­ტი ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად ეხ­მი­ა­ნე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბის პრინ­ციპს - ქარ­თველ მკი­თხველს ხელი მი­უწ­ვდე­ბო­დეს მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო ნა­წილ­ზე.

"ლი­ტე­რე ინ­ვენ­ტე" თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის გი­დო­ბას გი­წევთ - აქ იპო­ვით სხვა­დას­ხვა ჟან­რი­სა და ეროვ­ნე­ბის მწერ­ლე­ბის იმ გა­მო­ცე­მებს, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლად ითარ­გმნე­ბა ქარ­თულ ენა­ზე და იქ­ცევს არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი გა­მომ­ცემ­ლის, არა­მედ ახა­ლი მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კრი­ტი­კის ყუ­რა­დღე­ბას - აქვს მი­ღე­ბუ­ლი ბუ­კე­რის, პუ­ლი­ცე­რი­სა თუ სხვა პრე­მი­ე­ბი. ამ სე­რი­ა­ში სა­კუ­თარ წიგნს ყვე­ლა ის მკი­თხვე­ლი აღ­მო­ა­ჩენს, ვის­თვი­საც კი­თხვა იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე ჰობი.

შე­სა­ბა­მი­სად, გა­მორ­ჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბის გა­მორ­ჩე­ულ თარ­გმა­ნებ­სა და ახალ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გპირ­დე­ბით.

1) სო­ფის არ­ჩე­ვა­ნი - უი­ლი­ამ სტა­ი­რო­ნი

რო­გო­რია ქალი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის ტყვე, რო­მე­ლიც აი­ძუ­ლეს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი­დან ერთ-ერთი გა­ი­მე­ტოს სა­სიკ­ვდი­ლოდ? რო­გო­რია ქალი, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლის პი­რის­პირ დგას და სი­ცო­ცხლეს ებღა­უ­ჭე­ბა? რო­გო­რია ქალი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის დამ­ღით, ნიუ-იორ­კის ქუ­ჩა­ში ორ საყ­ვა­რელ­თან ერ­თად მო­მა­ვა­ლი? და­ბო­ლოს რო­გო­რია ქალი, რო­მე­ლის მუ­დამ ირ­ჩევს ორი­დან ერთს... რო­გო­რი იქ­ნე­ბო­დით თქვენ მის ად­გი­ლას, რას აირ­ჩევ­დით...

2) ჯორჯ ორუ­ე­ლი - დაე,იშ­რი­ა­ლოს ას­პი­დის­ტრამ

გორ­დონ კო­მსტო­კი ცხოვ­რე­ბის­გან უკვე შე­ლა­ხუ­ლი 29 წლის მა­მა­კა­ცი, ხელ­მო­ცა­რუ­ლი პო­ე­ტია. მი­წი­ე­რია, თუმ­ცა ამ წიჭს არა­ფერ­ში იყე­ნებს. ის ჩვე­ნი დრო­ე­ბის ღვთა­ე­ბას - ფულს ებ­რძვის, თავ­გა­მო­დე­ბით ებ­რძვის, სურს და­ა­მარ­ცხოს. სი­დუ­ხ­ჭი­რი­სა­გან და­ბე­ჩა­ვე­ბუ­ლი და გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი, გა­მუდ­მე­ბით ჩი­ვის: ფული, ფული, ყვე­ლა­ფერ­ში ფუ­ლია დამ­ნა­შა­ვე და კი­დევ ას­პი­დიტ­რა ფან­ჯრის რა­ფა­ზე - ობი­ვა­ტე­ლის კე­თილ­დღე­ო­ბის სიმ­ბო­ლო...

სა­ბო­ლო­ოდ კი მა­ინც და­ნებ­და - და­ნებ­და, რომ ახალ სი­ცო­ცხლეს მის­ცეს ამ­ქვეყ­ნად მოვ­ლი­ნე­ბის უფ­ლე­ბა

3) ჯუმ­ფა ლა­ჰი­რი - უცხო მიწა

აღ­მო­სავ­ლუ­რი და და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რე­ბის შერ­წყმა, ტრა­დი­ცი­ე­ბის თავ­სე­ბა­დო­ბა არა­ხა­ლი თე­მაა, მაგ­რამ ჯუმ­ფა ლა­ჰი­რის პერ­სო­ნა­ჟებ­მა სულ ახ­ლო­დან, შიგ­ნი­დან დაგ­ვა­ნახ­ვეს მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი, რო­მელ­საც უცხო სამ­ყა­რო­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა ჰქვია. რო­გო­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბიც უნდა იყ­ვნენ, მათ თით­ქოს რა­ღაც აკ­ლი­ათ და კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აშ­კა­რა ხდე­ბა, რომ ისი­ნი არა ბრი­ტა­ნე­ლე­ბი ან ამე­რი­კე­ლე­ბი, არა­მედ ბენ­გა­ლე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი არი­ან... ავ­ტორს ამე­რი­კის ქა­ლა­ქე­ბი­დან ინ­დო­ეთ­სა და ტა­ი­ლან­დში მივ­ყა­ვართ და ღრმად გვა­ხე­დებს ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მე­გობ­რე­ბი­სა თუ ერ­თმა­ნეთ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. „უცხო მი­წა­ში“ გან­სა­კუთ­რე­ბით ჩანს ჯუმ­ფა ლა­ჰი­რის ნიჭი, სუ­ლი­ე­რი სიბ­რძნე, ადა­მი­ან­თა გუ­ლის­თქმი­სა და ფიქ­რე­ბის ფა­ქი­ზად გად­მო­ცე­მის უნა­რი. ჯუმ­ფა ლა­ჰი­რის „უცხო მიწა“ პირ­ვე­ლად ითარ­გმნა ქარ­თულ ენა­ზე.

4) კა­ზუო იში­გუ­რო - დღის მი­წუ­რულს

როცა მთე­ლი შეგ­ნე­ბით, პრინ­ცი­პუ­ლად, უყოყ­მა­ნოდ ირ­ჩევ, იყო მსა­ხუ­რი და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უმაღ­ლე­სი ღირ­სე­ბის გრძნო­ბით ატა­რებ ამ “წო­დე­ბას”, როცა უარს ამ­ბობ სიყ­ვა­რულ­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და სა­კუ­თარ აზ­რებ­ზეც კი, შე­საძ­ლოა, ერთ მშვე­ნი­ერ “დღის მი­წუ­რულს” მიხ­ვდე, რომ არც ერთი წუთი არ გი­ცხოვ­რია, მხო­ლოდ გა­მო­გო­ნილ იდე­ა­ლებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­დი და ასე, თავ­და­დე­ბით, ბრმა ერ­თგუ­ლე­ბი­თა და თაყ­ვა­ნის­ცე­მით შე­პყრო­ბი­ლი, კარ­გავ­დი მარ­თლაც ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბულს - სა­კუ­თარ თავს...

5) მა­რიო ბე­ნე­დე­ტი - სუ­ლის მოთ­ქმა/მად­ლო­ბა ცე­ცხლის­თვის

„სუ­ლის მოთ­ქმა“ შუ­ახ­ნის ქვრი­ვი მა­მა­კა­ცის ერ­თფე­რო­ვან, უსი­ხა­რუ­ლო ცხოვ­რე­ბა­ში თით­ქმის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რამ ხდე­ბა_მას ეწ­ვე­ვა ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც აქამ­დე გა­ნუც­დე­ლი აღ­მაფ­რე­ნით ავ­სებს. მაგ­რამ რა არის ეს - ბე­დის სა­ჩუ­ქა­რი თუ ბედ­ნი­ე­რე­ბის ხან­მოკ­ლე მო­ლან­დე­ბა, ნამ­დვი­ლი ცხოვ­რე­ბა თუ სუ­ლის მოთ­ქმა?.. „მად­ლო­ბა ცე­ცხლის­თვის“ რო­გორ იქ­ცე­ვა ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­დე­საც ვე­რა­ვინ უძ­ლებს სა­კუ­თა­რი მა­მის უსა­მარ­თლო­ბას, მაგ­რამ მას­თან ბრძო­ლის ძალა არ შეს­წევს; როცა მის მგრძნო­ბი­ა­რე გულს თა­ნა­ბა­რი ძა­ლით გლეჯს ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი სი­ძულ­ვი­ლი; როცა იგი არ არის გმი­რი, მაგ­რამ მის ამ­ბო­ხე­ბულ სულ­ში ცე­ცხლი უკვე იწყებს გაღ­ვი­ვე­ბას... მწე­რა­ლი უდი­დე­სი ოს­ტა­ტო­ბით გად­მოს­ცემს ამ­ბავს ერთი ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი­სა, სა­დაც ერ­თმა­ნე­თის მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი სამი თა­ო­ბაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და სა­დაც და­მან­გრე­ვე­ლი ძა­ლით დუღს სიყ­ვა­რუ­ლიც, სი­ძულ­ვი­ლიც , ში­შიც, გამ­ბე­და­ო­ბაც,ღა­ლა­ტიც, ერ­თგუ­ლე­ბა­ცა და სა­სო­წარ­კვე­თაც.

6) სარუ ბრა­ი­ერ­ლი- გრძე­ლი გზა ში­ნი­სა­კენ

ბიჭი ავ­სტრა­ლი­ა­ში გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ არა­სო­დეს და­ვი­წყე­ბია ის მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მელ­მაც ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის­გან, სახ­ლის­გან, დე­დი­სა და და-ძმე­ბის­გან შორს წა­იყ­ვა­ნა. დე­დო­ბილ­მა ოთახ­ში ინ­დო­ე­თის რუკა ჩა­მო­უ­კი­და, რათა არ და­ვი­წყე­ბო­და, სა­ი­დან იყო. ბიჭი ყო­ველ დი­ლას შეჰ­ყუ­რებ­და რუ­კას და ფიქ­რობ­და თა­ვის სამ­შობ­ლო­ზე, ოჯახ­ზე, იმა­ზე, თუ რო­გორ და­ი­კარ­გა და იმა­ზე, თუ ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვის წყა­ლო­ბით, რო­გორ იპო­ვა ავ­სტრა­ლი­ე­ლი მოყ­ვა­რუ­ლი მშობ­ლე­ბი. მა­ნამ­დე კი იყო შიმ­ში­ლი და მა­თხოვ­რო­ბა ინ­დო­ე­თის უზარ­მა­ზარ მე­გა­პო­ლის­ში, კალ­კუ­ტა­ში.

7) ჯუ­ნოუ დი­ა­ზი - ოს­კარ უაოს ხან­მოკ­ლე და უჩ­ვე­უ­ლო ცხოვ­რე­ბა

გა­ინ­ტე­რე­სებთ, რო­გო­რია თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბი­ლი გმი­რი? მა­შინ გა­ი­ცა­ნით ოს­კარ უაო - კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბის ფანი, გულ­კე­თი­ლი, ჩა­კე­ტი­ლი და ყვე­ლას­გან გა­რი­ყუ­ლი, ზრდას­რუ­ლო­ბის მიჯ­ნა­ზე მყო­ფი მე­ტის­მე­ტად ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი დო­მე­ნი­კე­ლი ემიგ­რან­ტი. ფენ­ტე­ზის, კო­მიქ­სე­ბი­თა და რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბით გა­ტა­ცე­ბუ­ლი ოს­კა­რი პრაქ­ტი­კუ­ლად ოთხ კე­დელ­შია გა­მო­კე­ტი­ლი და ებ­რძვის უამ­რავ კომ­პლექსს, ოც­ნე­ბობს დიდი სა­მეც­ნი­ე­რო-ფან­ტას­ტი­კუ­რი რო­მა­ნის და­წე­რა­ზე და ეში­ნია,არ წა­ვი­დეს ამ ქვეყ­ნი­დან უსიყ­ვა­რუ­ლოდ... მსგავ­სი წიგ­ნე­ბი

8) ტომ ჰენ­ქსი - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ეგ­ზემპლა­რი

ტომ ჰენ­ქსი, გარ­და იმი­სა, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბია, მწე­რა­ლიც არის და კი­დევ... ძვე­ლე­ბუ­რი სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი. მის კო­ლექ­ცი­ა­ში თურ­მე ორა­სამ­დე ვინ­ტა­ჟუ­რი აგ­რე­გა­ტია. მან გა­მო­უშ­ვა მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­აც Hanx Writer, რო­გორც ჰენ­ქსი ამ­ბობს, "ეს აპ­ლი­კა­ცია პა­ტა­რა სა­ჩუ­ქა­რია მო­მავ­ლის ჰიპს­ტერ­ლუ­დი­ტე­ბის­თვის". და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ჯეტ­ზე ტექ­სტის აკ­რე­ფა სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნის სტილ­ში შე­იძ­ლე­ბა.

სწო­რედ სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნაა ამ წიგ­ნის ჩვიდ­მე­ტი­ვე მო­თხრო­ბის ერთ-ერთი გმი­რი თით­ქოს მი­ვი­წყე­ბუ­ლი და უკვე უვარ­გი­სი არ­ტე­ფაქ­ტი, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი თხრო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე.

9) ქე­ბა­თა ქება სო­ლო­მო­ნი­სა - ტონი მო­რი­სო­ნი

„დიდი ხა­ნია, მძაგს ხე­ლო­ვან­თა ჭი­ჭი­ნი მუ­ზე­ბის შე­სა­ხებ, აქა­ო­და, ჩვე­ნი გამ­ჭრი­ა­ხო­ბა იმ ხმე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ­ლე­ბიც ჩაგ­ვეს­მის, თო­რემ ჭკუა რომ გვიჭ­რის, ამას სხვა რა მი­ზე­ზი უნდა ჰქონ­დე­სო, ჩემი აზ­რით კი, ადა­მი­ა­ნებ­მა მუ­ზე­ბი სა­კუ­თა­რი გო­ნი­ე­რე­ბის შე­სა­ნიღ­ბად გა­მო­ი­გო­ნეს აღა­რა­ვინ გვკი­თხავს, ეს აზ­რე­ბი სა­ი­დან მოგ­დი­სო, არა­ვინ შე­ეც­დე­ბა, გა­არ­კვი­ოს, სად გა­დის ზღვა­რი ერ­თმა­ნეთ­ში არე­ულ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ა­სა და გა­მო­გო­ნილ ამ­ბებს შო­რი­სო.

10) კოლ­სონ უა­ი­თ­ჰე­დი - მი­წის­ქვე­შა რკი­ნიგ­ზა

კორა მო­ნაა. ბამ­ბის პლან­ტა­ცი­ა­ში მუ­შა­ობს და მისი ცხოვ­რე­ბა ნამ­დვილ ჯო­ჯო­ხეთს ჰგავს. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, მისი ქა­ლუ­რი ყო­ფაც სულ უფრო მძიმ­დე­ბა. როცა სი­ზა­რი მი­წის­ქვე­შა რკი­ნიგ­ზის შე­სა­ხებ მო­უყ­ვე­ბა, კორა გა­და­წყვეტს, გა­რის­კოს და გა­იქ­ცეს ბი­ჭთან ერ­თად. ახალ­გაზ­რდა ქალი თავ­გან­წირ­ვით ცდი­ლობს, და­აღ­წი­ოს თავი მო­ნო­ბა­სა და დამ­ცი­რე­ბას და ამი­სათ­ვის მრა­ვა­ლი სას­ტი­კი გან­საც­დე­ლის გა­და­ლახ­ვა უწევს...

მო­ი­კი­თხეთ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ან შე­ი­ძი­ნეთ ონ­ლა­ინ.

ავტორი:

"ლიტერე ინვენტე" - თანამედროვე ლიტერატურული შედევრები ქართველი მკითხველისთვის

"ლიტერე ინვენტე" - თანამედროვე ლიტერატურული შედევრები ქართველი მკითხველისთვის

თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ერთგვარ რჩეულად შეიძლება შეფასდეს გამომცემლობა პალიტრა L-ის პროექტი "ლიტერე ინვენტე" - ლიტერატურული აღმოჩენების ადგილი. სერიის ფარგლებში უკვე 16 წიგნია გამოცემული. ამ წიგნების ავტორთა ნაწილს კარგად იცნობს ქართველი მკითხველი, დიდი ნაწილი კი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკვე მოპოვებული აქვს ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული კონკურსების პრემიები და მკითხველთა სიმპათია ათობით ქვეყანაში. ეს წიგნები შეიძლება უკვე ჩაითვალოსთანამედროვე კლასიკად, რომელიც ზოგადსაკაცობრიო თემებსაც გვაზიარებს და საკუთარ თავსაც გვაპოვნინებს. როგორც გამომცემლობაში ამბობენ, ეს პროექტი ზედმიწევნით ზუსტად ეხმიანება გამომცემლობის პრინციპს - ქართველ მკითხველს ხელი მიუწვდებოდეს მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნაწილზე.

"ლიტერე ინვენტე" თანამედროვე ლიტერატურის გიდობას გიწევთ - აქ იპოვით სხვადასხვა ჟანრისა და ეროვნების მწერლების იმ გამოცემებს, რომლებიც პირველად ითარგმნება ქართულ ენაზე და იქცევს არა მხოლოდ ქართველი გამომცემლის, არამედ ახალი მსოფლიო ლიტერატურული კრიტიკის ყურადღებას - აქვს მიღებული ბუკერის, პულიცერისა თუ სხვა პრემიები. ამ სერიაში საკუთარ წიგნს ყველა ის მკითხველი აღმოაჩენს, ვისთვისაც კითხვა იმაზე მეტია, ვიდრე ჰობი.

შესაბამისად, გამორჩეული წიგნების გამორჩეულ თარგმანებსა და ახალ შთაბეჭდილებებს გპირდებით.

1) სოფის არჩევანი - უილიამ სტაირონი

როგორია ქალი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე, რომელიც აიძულეს ორი მცირეწლოვანი შვილიდან ერთ-ერთი გაიმეტოს სასიკვდილოდ? როგორია ქალი, რომელიც სიკვდილის პირისპირ დგას და სიცოცხლეს ებღაუჭება? როგორია ქალი საკონცენტრაციო ბანაკის დამღით, ნიუ-იორკის ქუჩაში ორ საყვარელთან ერთად მომავალი? დაბოლოს როგორია ქალი, რომელის მუდამ ირჩევს ორიდან ერთს... როგორი იქნებოდით თქვენ მის ადგილას, რას აირჩევდით...

2) ჯორჯ ორუელი - დაე,იშრიალოს ასპიდისტრამ

გორდონ კომსტოკი ცხოვრებისგან უკვე შელახული 29 წლის მამაკაცი, ხელმოცარული პოეტია. მიწიერია, თუმცა ამ წიჭს არაფერში იყენებს. ის ჩვენი დროების ღვთაებას - ფულს ებრძვის, თავგამოდებით ებრძვის, სურს დაამარცხოს. სიდუხჭირისაგან დაბეჩავებული და გაბოროტებული, გამუდმებით ჩივის: ფული, ფული, ყველაფერში ფულია დამნაშავე და კიდევ ასპიდიტრა ფანჯრის რაფაზე - ობივატელის კეთილდღეობის სიმბოლო...

საბოლოოდ კი მაინც დანებდა - დანებდა, რომ ახალ სიცოცხლეს მისცეს ამქვეყნად მოვლინების უფლება

3) ჯუმფა ლაჰირი - უცხო მიწა

აღმოსავლური და დასავლური კულტურების შერწყმა, ტრადიციების თავსებადობა არახალი თემაა, მაგრამ ჯუმფა ლაჰირის პერსონაჟებმა სულ ახლოდან, შიგნიდან დაგვანახვეს მტკივნეული პროცესი, რომელსაც უცხო სამყაროში ინტეგრირება ჰქვია. როგორი წარმატებულებიც უნდა იყვნენ, მათ თითქოს რაღაც აკლიათ და კრიტიკულ სიტუაციაში აშკარა ხდება, რომ ისინი არა ბრიტანელები ან ამერიკელები, არამედ ბენგალელი ემიგრანტები არიან... ავტორს ამერიკის ქალაქებიდან ინდოეთსა და ტაილანდში მივყავართ და ღრმად გვახედებს ოჯახის წევრების, მეგობრებისა თუ ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანების ურთიერთობებში. „უცხო მიწაში“ განსაკუთრებით ჩანს ჯუმფა ლაჰირის ნიჭი, სულიერი სიბრძნე, ადამიანთა გულისთქმისა და ფიქრების ფაქიზად გადმოცემის უნარი. ჯუმფა ლაჰირის „უცხო მიწა“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.

4) კაზუო იშიგურო - დღის მიწურულს

როცა მთელი შეგნებით, პრინციპულად, უყოყმანოდ ირჩევ, იყო მსახური და მთელი ცხოვრება უმაღლესი ღირსების გრძნობით ატარებ ამ “წოდებას”, როცა უარს ამბობ სიყვარულზე, თავისუფლებაზე, პირად ცხოვრებასა და საკუთარ აზრებზეც კი, შესაძლოა, ერთ მშვენიერ “დღის მიწურულს” მიხვდე, რომ არც ერთი წუთი არ გიცხოვრია, მხოლოდ გამოგონილ იდეალებს ემსახურებოდი და ასე, თავდადებით, ბრმა ერთგულებითა და თაყვანისცემით შეპყრობილი, კარგავდი მართლაც ყველაზე ღირებულს - საკუთარ თავს...

5) მარიო ბენედეტი - სულის მოთქმა/მადლობა ცეცხლისთვის

„სულის მოთქმა“ შუახნის ქვრივი მამაკაცის ერთფეროვან, უსიხარულო ცხოვრებაში თითქმის დაუჯერებელი რამ ხდება_მას ეწვევა ნამდვილი სიყვარული, რომელიც აქამდე განუცდელი აღმაფრენით ავსებს. მაგრამ რა არის ეს - ბედის საჩუქარი თუ ბედნიერების ხანმოკლე მოლანდება, ნამდვილი ცხოვრება თუ სულის მოთქმა?.. „მადლობა ცეცხლისთვის“ როგორ იქცევა ახალგაზრდა კაცი, როდესაც ვერავინ უძლებს საკუთარი მამის უსამართლობას, მაგრამ მასთან ბრძოლის ძალა არ შესწევს; როცა მის მგრძნობიარე გულს თანაბარი ძალით გლეჯს ყოვლისმომცველი სიყვარული და გამანადგურებელი სიძულვილი; როცა იგი არ არის გმირი, მაგრამ მის ამბოხებულ სულში ცეცხლი უკვე იწყებს გაღვივებას... მწერალი უდიდესი ოსტატობით გადმოსცემს ამბავს ერთი ცნობილი ოჯახისა, სადაც ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი სამი თაობაა წარმოდგენილი და სადაც დამანგრეველი ძალით დუღს სიყვარულიც, სიძულვილიც , შიშიც, გამბედაობაც,ღალატიც, ერთგულებაცა და სასოწარკვეთაც.

6) სარუ ბრაიერლი- გრძელი გზა შინისაკენ

ბიჭი ავსტრალიაში გაიზარდა, მაგრამ არასოდეს დავიწყებია ის მატარებელი, რომელმაც ჩვეული ცხოვრებისგან, სახლისგან, დედისა და და-ძმებისგან შორს წაიყვანა. დედობილმა ოთახში ინდოეთის რუკა ჩამოუკიდა, რათა არ დავიწყებოდა, საიდან იყო. ბიჭი ყოველ დილას შეჰყურებდა რუკას და ფიქრობდა თავის სამშობლოზე, ოჯახზე, იმაზე, თუ როგორ დაიკარგა და იმაზე, თუ ბედნიერი შემთხვევის წყალობით, როგორ იპოვა ავსტრალიელი მოყვარული მშობლები. მანამდე კი იყო შიმშილი და მათხოვრობა ინდოეთის უზარმაზარ მეგაპოლისში, კალკუტაში.

7) ჯუნოუ დიაზი - ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება

გაინტერესებთ, როგორია თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი გმირი? მაშინ გაიცანით ოსკარ უაო - კომპიუტერული თამაშების ფანი, გულკეთილი, ჩაკეტილი და ყველასგან გარიყული, ზრდასრულობის მიჯნაზე მყოფი მეტისმეტად ჭარბწონიანი დომენიკელი ემიგრანტი. ფენტეზის, კომიქსებითა და როლური თამაშებით გატაცებული ოსკარი პრაქტიკულად ოთხ კედელშია გამოკეტილი და ებრძვის უამრავ კომპლექსს, ოცნებობს დიდი სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის დაწერაზე და ეშინია,არ წავიდეს ამ ქვეყნიდან უსიყვარულოდ... მსგავსი წიგნები

8) ტომ ჰენქსი - არაჩვეულებრივი ეგზემპლარი

ტომ ჰენქსი, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მსახიობია, მწერალიც არის და კიდევ... ძველებური საბეჭდი მანქანების კოლექციონერი. მის კოლექციაში თურმე ორასამდე ვინტაჟური აგრეგატია. მან გამოუშვა მობილური აპლიკაციაც Hanx Writer, როგორც ჰენქსი ამბობს, "ეს აპლიკაცია პატარა საჩუქარია მომავლის ჰიპსტერლუდიტებისთვის". და მისი საშუალებით გაჯეტზე ტექსტის აკრეფა საბეჭდი მანქანის სტილში შეიძლება.

სწორედ საბეჭდი მანქანაა ამ წიგნის ჩვიდმეტივე მოთხრობის ერთ-ერთი გმირი თითქოს მივიწყებული და უკვე უვარგისი არტეფაქტი, სინამდვილეში კი თხრობის მნიშვნელოვანი მონაწილე.

9) ქებათა ქება სოლომონისა - ტონი მორისონი

„დიდი ხანია, მძაგს ხელოვანთა ჭიჭინი მუზების შესახებ, აქაოდა, ჩვენი გამჭრიახობა იმ ხმების დამსახურებაა, რომლებიც ჩაგვესმის, თორემ ჭკუა რომ გვიჭრის, ამას სხვა რა მიზეზი უნდა ჰქონდესო, ჩემი აზრით კი, ადამიანებმა მუზები საკუთარი გონიერების შესანიღბად გამოიგონეს აღარავინ გვკითხავს, ეს აზრები საიდან მოგდისო, არავინ შეეცდება, გაარკვიოს, სად გადის ზღვარი ერთმანეთში არეულ ავტობიოგრაფიასა და გამოგონილ ამბებს შორისო.

10) კოლსონ უაითჰედი - მიწისქვეშა რკინიგზა

კორა მონაა. ბამბის პლანტაციაში მუშაობს და მისი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთს ჰგავს. ასაკის მატებასთან ერთად, მისი ქალური ყოფაც სულ უფრო მძიმდება. როცა სიზარი მიწისქვეშა რკინიგზის შესახებ მოუყვება, კორა გადაწყვეტს, გარისკოს და გაიქცეს ბიჭთან ერთად. ახალგაზრდა ქალი თავგანწირვით ცდილობს, დააღწიოს თავი მონობასა და დამცირებას და ამისათვის მრავალი სასტიკი განსაცდელის გადალახვა უწევს...

მოიკითხეთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით ან შეიძინეთ ონლაინ.

უკვე დღეიდან გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი ჟურნალ „გზასთან“ ერთად

18 თებერვლიდან სერიაში „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე

TOP 7 სასიყვარულო წიგნი ვალენტინობისთვის