მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენი მშობლების ღვაწლი თქვენმა ნაქებმა "სისხლიანმა" რეჟიმმა გაანადგურაო" - რას საყვედურობს ცნობილი იურისტი დედის გარდაცვალების შემდეგ ქუთაისის კლინიკას?
"თქვენი მშობლების ღვაწლი თქვენმა ნაქებმა "სისხლიანმა" რეჟიმმა გაანადგურაო" - რას საყვედურობს ცნობილი იურისტი დედის გარდაცვალების შემდეგ ქუთაისის კლინიკას?

იუ­რის­ტი და­ვით ჯან­დი­ე­რი, რო­მელ­საც ცოტა ხნის წინ დედა და­ე­ღუ­პა, ქუ­თა­ი­სის მე­ო­თხე პო­ლიკ­ლი­ნი­კას საყ­ვე­დუ­რობს. რო­გორც ჯან­დი­ე­რი გან­მრტავს, დე­და­მი­სი პო­ლიკ­ლი­ნი­კის მთა­ვა­რი ექი­მი იყო და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კლი­ნი­კის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სამ­ძიმ­რის წე­რი­ლი არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა.

იუ­რის­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნულ­ზე მათ პა­სუ­ხი მოს­თხო­ვა უთხრეს, რომ "მისი მშობ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა და ღვაწ­ლი მის­მა ნა­ქებ­მა ცხრაწ­ლი­ან­მა სის­ხლი­ან­მა რე­ჟიმ­მა გა­ა­ნად­გუ­რა".

"ყვე­ლამ იცით ჩემი პი­რა­დი ტრა­გე­დია, 6 თე­ბერ­ვალს დედა დავ­კრძა­ლე. რაც მინ­და მო­გიყ­ვეთ ჩემ­თვის არის არა­ა­და­მი­ა­ნო­ბის ამ­ბა­ვი და მა­გა­ლი­თი იმის, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გოს ადა­მი­ან­მა ადა­მი­ა­ნის სახე. კი­დევ მე­გო­ნა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლაფ­რის კად­რე­ბა არ იყო მო­სუ­ლი. ამ ამ­ბავ­მა გა­მახ­სე­ნა ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მოქ­ცე­ვა.

შე­ფა­სე­ბე­ბი თქვენ­თვის მო­მინ­დვია. აი ასეთ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, სა­დაც ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, სა­დაც ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს პა­სუ­ხი ჭი­რი­სუფ­ლის­თვის მარ­თლა არ მინ­და.დე­და­ჩე­მი ექი­მი გახ­ლდათ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­წრა­ფო­ში მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ უბ­ნის ექი­მად. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, იქ მო­მუ­შა­ვე­თა თხოვ­ნას და­ე­თან­ხმა და მა­მის ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და გახ­და მე-4 პო­ლიკ­ლი­ნი­კის მთა­ვა­რი ექი­მი. ეს პო­ლიკ­ლი­ნი­კა მა­მამ აა­შე­ნა, პირ­და­პი­რი და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით. იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის­თის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, ვინ­მე გა­რე­დან მი­სუ­ლი­ყო მთა­ვა­რი ექი­მის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

სწო­რედ ამი­ტომ და­თან­ხმდა დედა ამ დიდ თხოვ­ნას. იშ­რო­მა, იშ­რო­მა ძა­ლი­ან ბევ­რი და რამ­დე­ნი­მე წლის წინ ღირ­სე­უ­ლად, სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე წა­მო­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან.ზე­მოთ ვთქვი რომ დედა პრო­ფე­სი­ით ექი­მი იყო. ჩვენს ირ­გვლივ ბევ­რი ექი­მია, მაგ­რამ გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა, რაც დე­დას ჰქონ­და იმ­დე­ნად იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი, რომ ჩემ­გან, რო­გორც შვი­ლის­გან ამის თქმა, მერ­წმუ­ნეთ ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მი არ არის.

დედა თვი­თონ ურე­კავ­და პა­ცი­ენ­ტებს, გა­მო­ძა­ხე­ბის გა­რე­შე მი­დი­ო­და მათ სა­ნა­ხა­ვად ბი­ნა­ზე, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს მისი ხარ­ჯით ყი­დუ­ლობ­და წამ­ლებს და ასე და­უს­რუ­ლებ­ლად. ხო, სი­ტყვით გვარ­ჩენს ლალი ექი­მიო, ასე ამ­ბობ­დნენ მისი პა­ცი­ენ­ტე­ბი.იმ ბევრ ადა­მი­ანს შო­რის, რომ­ლე­ბიც დე­დას და­ემ­შვი­დობ­ნენ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, იყ­ვნენ ამ პო­ლიკ­ლი­ნი­კის ძვე­ლი და მოქ­მე­დი თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც, რომ­ლებ­საც რა თქმა უნდა დიდი მად­ლო­ბა.არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რომ ეს დღე­ე­ბი მხო­ლოდ დე­და­ზე მე­ფიქ­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ პო­ლიკ­ლი­ნი­კის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე სხვა შემ­თხვე­ვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე არა­ფე­რი ეწე­რა.

ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა და მივ­წე­რე ამის შე­სა­ხებ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას. პა­სუ­ხად მი­ვი­ღე ჯერ რომ არ იცოდ­ნენ დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ (?!), ხოლო შემ­დეგ და­ა­მა­ტეს, რომ ჩემი მშობ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა და ღვაწ­ლი ჩემ­მა ნა­ქებ­მა ცხრაწ­ლი­ან­მა სის­ხლი­ან­მა რე­ჟიმ­მა გა­ა­ნად­გუ­რა. სხვა ახ­სნა/პა­სუ­ხი/მი­ზე­ზი დე­და­ჩე­მის ნეკ­რო­ლო­გის გა­მო­უქ­ვეყ­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ არ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ.ამ პო­ლიკ­ლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი ყო­ფი­ლა ნინო ჩა­ლა­ძე. აქამ­დე მისი არც გვა­რი ვი­ცო­დი და არც სა­ხე­ლი. ამ პა­სუ­ხით გა­მეც­ნო.პ.ს. სის­ხლი­ა­ნი ცხრა წლის ქება არ მახ­სოვს, კრი­ტი­კა ბევ­რი, ისე­ვე რო­გორც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, მაგ­რამ თქვენ ხომ ხართ რაც მთა­ვა­რია დე­პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლე­ბი" - წერს ჯან­დი­ე­რი "ფე­ის­ბუქ­ზე".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლოგიკა
20

კლინიკის მენეჯერი რომ ამას დაწერს ეხლა მაგ კლინიკაში რა ხდება ხომ ხვდებით? 10 წიგნი რომ წაიკითხოს ადამიანმა, ამას არ იკადრებს. წარმოდიგინეთ რა უწიგნურთა ხროვაა?! რა ექიმი რის ექიმი?! ყველაფერი ყალბია ამ ქვეყანაში, ვითომ ექიმები, ვითომ ექსპერტები, საცოდაობაა.

მარკი
77

რომ ეტკინა მისულიყო იურისტი კლინიკაში და გაერკვია ყველაფერი.ეს ერთი და მეორეც როცა ასე განიცადა კლინიკის პასიური მდგომარეობა და ეწყინა ის რატომ არ გაახსენდა რომ სადაც მისი მშობლები ამდეხანს ემსახურებოდნენ სამშობლოს მათთვისაც გ ა ე გ ე ბ ი ნ ე ბ ი ნ ა დედის გარდაცვალების ამბავი? და იურისტის საყურადღებოდ ღირს კი აქ ასეთი ამბავის ატეხვა? რატომ უნდა აიძულო ადამიანი შენი ქცევთ წაიყვანო თავისი ნების წინააღმდეგ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თქვენი მშობლების ღვაწლი თქვენმა ნაქებმა "სისხლიანმა" რეჟიმმა გაანადგურაო" - რას საყვედურობს ცნობილი იურისტი დედის გარდაცვალების შემდეგ ქუთაისის კლინიკას?

"თქვენი მშობლების ღვაწლი თქვენმა ნაქებმა "სისხლიანმა" რეჟიმმა გაანადგურაო" - რას საყვედურობს ცნობილი იურისტი დედის გარდაცვალების შემდეგ ქუთაისის კლინიკას?

იურისტი დავით ჯანდიერი, რომელსაც ცოტა ხნის წინ დედა დაეღუპა, ქუთაისის მეოთხე პოლიკლინიკას საყვედურობს. როგორც ჯანდიერი განმრტავს, დედამისი პოლიკლინიკის მთავარი ექიმი იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ კლინიკის ოფიციალურ გვერდზე სამძიმრის წერილი არ გამოქვეყნებულა.

იურისტის ინფორმაციით, როდესაც აღნიშნულზე მათ პასუხი მოსთხოვა უთხრეს, რომ "მისი მშობლების დამსახურება და ღვაწლი მისმა ნაქებმა ცხრაწლიანმა სისხლიანმა რეჟიმმა გაანადგურა".

"ყველამ იცით ჩემი პირადი ტრაგედია, 6 თებერვალს დედა დავკრძალე. რაც მინდა მოგიყვეთ ჩემთვის არის არაადამიანობის ამბავი და მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება დაკარგოს ადამიანმა ადამიანის სახე. კიდევ მეგონა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფრის კადრება არ იყო მოსული. ამ ამბავმა გამახსენა ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელების მოქცევა.

შეფასებები თქვენთვის მომინდვია. აი ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ეს შეიძლება მოხდეს, სადაც ეს შეიძლება იყოს პასუხი ჭირისუფლისთვის მართლა არ მინდა.დედაჩემი ექიმი გახლდათ. წლების განმავლობაში სასწრაფოში მუშაობდა, შემდეგ უბნის ექიმად. მამის გარდაცვალების შემდეგ, იქ მომუშავეთა თხოვნას დაეთანხმა და მამის ადგილი დაიკავა და გახდა მე-4 პოლიკლინიკის მთავარი ექიმი. ეს პოლიკლინიკა მამამ ააშენა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. იქ მომუშავე ადამიანებისთის წარმოუდგენელი იყო, ვინმე გარედან მისულიყო მთავარი ექიმის თანამდებობაზე.

სწორედ ამიტომ დათანხმდა დედა ამ დიდ თხოვნას. იშრომა, იშრომა ძალიან ბევრი და რამდენიმე წლის წინ ღირსეულად, საკუთარი განცხადების საფუძველზე წამოვიდა სამსახურიდან.ზემოთ ვთქვი რომ დედა პროფესიით ექიმი იყო. ჩვენს ირგვლივ ბევრი ექიმია, მაგრამ გულისხმიერება, რაც დედას ჰქონდა იმდენად იყო აღიარებული, რომ ჩემგან, როგორც შვილისგან ამის თქმა, მერწმუნეთ ხმამაღალი ნათქვამი არ არის.

დედა თვითონ ურეკავდა პაციენტებს, გამოძახების გარეშე მიდიოდა მათ სანახავად ბინაზე, გაჭირვებულებს მისი ხარჯით ყიდულობდა წამლებს და ასე დაუსრულებლად. ხო, სიტყვით გვარჩენს ლალი ექიმიო, ასე ამბობდნენ მისი პაციენტები.იმ ბევრ ადამიანს შორის, რომლებიც დედას დაემშვიდობნენ რამდენიმე დღის წინ, იყვნენ ამ პოლიკლინიკის ძველი და მოქმედი თანამშრომლებიც, რომლებსაც რა თქმა უნდა დიდი მადლობა.არ გაგიკვირდებათ, რომ ეს დღეები მხოლოდ დედაზე მეფიქრება. სამწუხაროდ აღმოვაჩინე, რომ პოლიკლინიკის ოფიციალურ ვებგვერდზე სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, დედის გარდაცვალებაზე არაფერი ეწერა.

ძალიან მეტკინა და მივწერე ამის შესახებ ადმინისტრაციას. პასუხად მივიღე ჯერ რომ არ იცოდნენ დედის გარდაცვალების შესახებ (?!), ხოლო შემდეგ დაამატეს, რომ ჩემი მშობლების დამსახურება და ღვაწლი ჩემმა ნაქებმა ცხრაწლიანმა სისხლიანმა რეჟიმმა გაანადგურა. სხვა ახსნა/პასუხი/მიზეზი დედაჩემის ნეკროლოგის გამოუქვეყნებლობის შესახებ არ დაუსახელებიათ.ამ პოლიკლინიკის დირექტორი ყოფილა ნინო ჩალაძე. აქამდე მისი არც გვარი ვიცოდი და არც სახელი. ამ პასუხით გამეცნო.პ.ს. სისხლიანი ცხრა წლის ქება არ მახსოვს, კრიტიკა ბევრი, ისევე როგორც ამ ხელისუფლების, მაგრამ თქვენ ხომ ხართ რაც მთავარია დეპოლიტიზებულები" - წერს ჯანდიერი "ფეისბუქზე".

"არასდროს მითქვამს მისთვის ეს, ახლა ვამბობ პირველად..." - რა ისტორიას იხსენებს ზურა დოიჯაშვილზე ჟურნალისტი მაკა რაზმაძე

"18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!" - ოპერის მომღერალი საქართველოს მთავრობას მიმართავს

"ჯაკოცაა ამ ფოტოზე და ზურაც, ორმაგად მეტკინა გული ამ სურათზე" - ინგა გრიგოლია ზურა დოიჯაშვილის გარდაცვალებაზე