მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ გადამწყვეტ მომენტში მე არ მაქვს უფლება სისუსტე გამოვიჩინო..." - რას წერს ნიკა მელია მასზე დაკისრებულ გირაოზე და როგორ პასუხობენ მას მმართელ გუნდში
"ამ გადამწყვეტ მომენტში მე არ მაქვს უფლება სისუსტე გამოვიჩინო..." - რას წერს ნიკა მელია მასზე დაკისრებულ გირაოზე და როგორ პასუხობენ მას მმართელ გუნდში

მე არ ვცდი­ლობ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას, ვცდი­ლობ, გავ­წყვი­ტო უკა­ნო­ნო­ბის, და­ში­ნე­ბის, მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ის ჯაჭ­ვი, რომ­ლი­თაც ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, აზა­რა­ლებს ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს და რუ­სულ ორ­ბი­ტა­ზე აბ­რუ­ნებს, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ნიკა მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მას­ზე და­კის­რე­ბულ გი­რა­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს.

რო­გორც მე­ლია აცხა­დებს, თუ ბრალ­დე­ბის მხა­რეს ჰქონ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი და­არ­ღვია, უკვე გა­დახ­დი­ლი გი­რა­ოს ფონ­ზე, კვლავ გი­რა­ოს გა­დახ­და კი არ უნდა მო­ე­თხო­ვათ, არა­მედ მისი და­პა­ტიმ­რე­ბის მო­თხოვ­ნით შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა წა­რედ­გი­ნათ.

„მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია, სწო­რად იყოთ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იმ პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ, რაც ჩემი, რო­გორც ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე­ობს და გა­გი­ზი­ა­როთ ის არ­გუ­მენ­ტე­ბი, რაც ცხა­დად ადას­ტუ­რებს, რომ მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის მიერ ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცია ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი­სა­გან ჩა­მო­შო­რე­ბის მიზ­ნით.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 2019 წლის 20 ივ­ნისს, ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლად აგ­რე­სი­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის - სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში პა­ტი­ვით მი­ღე­ბას, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უზარ­მა­ზა­რი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი ნაც­ვლად იმი­სა, რომ შე­ეს­მი­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ხმა, პრო­ვო­კა­ცია მო­ა­წყო და თა­ვი­სი­ვე მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე სას­ტი­კად იძა­ლა­და.

მისი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის გა­და­ფარ­ვის მიზ­ნით კი, რო­გორც სხვა კრი­ზი­სე­ბის დრო­საც სჩ­ვე­ვია, სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის მო­რი­გი ილუ­ზო­რუ­ლი საქ­მე შე­თხზა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არ არ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის მუხ­ლით ჩემს მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო.

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ცია პო­ლი­ტი­კურ კო­ნი­უქ­ტუ­რას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემს მი­მართ წარ­მო­ე­ბულ უკა­ნო­ნო პრო­ცეს­ში ორ­კესტრი­რე­ბუ­ლად ჩა­ერ­თო სა­კა­ნონ­მდებ­ლო, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ჩვე­ნი ქვეყ­ნის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი პარტნი­ო­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ბოლო მო­მენ­ტში იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, უარი ეთ­ქვა ჩემს და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე, თუმ­ცა კა­ნო­ნი­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­ის სრუ­ლი უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა კვლავ გაგ­რძელ­და და ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი­სა­გან ჩა­მო­სა­შო­რებ­ლად, აქამ­დე არარ­სე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრე­ცე­დენ­ტე­ბი შე­იქ­მნა.

პირ­ვე­ლად სწო­რედ ჩემს საქ­მე­ზე მოხ­და გი­რა­ოს პა­რა­ლე­ლუ­რად, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, და­მა­ტე­ბი­თი შე­ზღუდ­ვის სა­ხით ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის გა­მო­ყე­ნე­ბა. მა­შინ, რო­დე­საც ის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მხო­ლოდ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ, სას­ჯე­ლის სა­ხით ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

მე ვარ პირ­ვე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში შე­ე­ზღუ­და სა­ჯა­რო სივ­რცე­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლა. ამომ­რჩევ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა, თან მა­შინ, რო­დე­საც მე ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის მოქ­მე­დი წევ­რი ვი­ყა­ვი.

ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, უკვე გა­დახ­დი­ლი გი­რა­ოს შემ­დეგ, პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნით, და­მა­ტე­ბით კი­დევ გი­რა­ოს გა­დახ­და და­მე­კის­რა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს მი­მართ ე.წ. „გავ­რი­ლო­ვის “ საქ­მე­ზე შე­ფარ­დე­ბუ­ლი გი­რაო სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ მი­მაჩ­ნდა, პა­ტი­ვი ვეცი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებს და სა­სა­მარ­თლოს მიერ დად­გე­ნილ ვა­და­ში გი­რაო 30.000 ლა­რის ოდე­ნო­ბით ერთხელ უკვე გა­და­ვი­ხა­დე.

თუმ­ცა, რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა გავ­ყვე პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გით ნა­კარ­ნა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად გა­სუ­ლია სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო­ე­ბი­დან?

ამი­ტომ თა­ვი­დან­ვე გან­ვა­ცხა­დე, რომ გან­მე­ო­რე­ბით და­კის­რე­ბულ გი­რა­ოს აღარ გა­და­ვიხ­დი­დი, რად­გან არ­სად მივ­მა­ლულ­ვარ და ისე­დაც ვას­რუ­ლებ­დი იმ მიზ­ნებს, რა მიზ­ნი­თაც ზო­გა­დად გი­რაო გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

თუ ბრალ­დე­ბის მხა­რეს ჰქონ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ მე და­ვარ­ღვიე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, უკვე გა­დახ­დი­ლი გი­რა­ოს ფონ­ზე, კვლავ გი­რა­ოს გა­დახ­და კი არ უნდა მო­ე­თხო­ვათ, არა­მედ სა­სა­მარ­თლო­სათ­ვის ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბის მო­თხოვ­ნით შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა წა­რედ­გი­ნათ, რაც ცხა­დია, ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობ­და, რად­გან იცოდ­ნენ, რომ სა­მა­ჯუ­რი, რო­მე­ლიც პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­ჯა­როდ მო­ვიხ­სე­ნი, უკა­ნო­ნოდ მქონ­და შებ­მუ­ლი და ეს არ­გუ­მენ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის თვალ­ში ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბის არ­გუ­მენ­ტად ვერ გა­მო­ად­გე­ბო­დათ.

სწო­რედ ამი­ტომ, ახ­ლე­ბუ­რად გან­მარ­ტეს კა­ნო­ნი და პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, ვი­საც ერ­თსა და იმა­ვე საქ­მე­ზე უკვე მე­ო­რედ მთხო­ვენ გი­რა­ოს გა­დახ­დას.

თა­ვა­დაც კარ­გად იცოდ­ნენ, რომ ხელ­მე­ო­რედ და­კის­რე­ბუ­ლი გი­რაო უკა­ნო­ნო იყო, ამი­ტომ არც კა­ნო­ნით სა­ვალ­დე­ბუ­ლო გი­რა­ოს გან­მარ­ტე­ბის წე­რი­ლო­ბი­თი ოქმი გა­უ­ფორ­მე­ბი­ათ ჩემ­თან და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მისი გა­დახ­დის ვადა ჯერ კი­დევ 2020 წლის 23 დე­კემ­ბერს გა­ვი­და, რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნი­ათ.

თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც მე ამირ­ჩი­ეს „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ, და­ვი­წყე ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და წარ­ვად­გი­ნე გა­ნახ­ლე­ბუ­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ახალ­გაზ­რდა, და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე გუნ­დი, კვლავ დღის წეს­რიგ­ში დად­გა ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა.

სწო­რედ ამი­ტომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ ისევ მი­ი­ღო პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბა და უკა­ნო­ნოდ და­კის­რე­ბუ­ლი გი­რა­ოს გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­პა­ტიმ­რე­ბით მე­მუქ­რე­ბა.

შე­უძ­ლე­ბე­ლია, მე არ ვიყო სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი და ცხა­დია, მე ვაც­ნო­ბი­ე­რებ ჩემს სტა­ტუსს, პა­ტივს ვცემ კა­ნონს და მთე­ლი ჩემი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ნუხ­რე­ლად ვი­ცავ მათ, მაგ­რამ ქვეყ­ნი­სათ­ვის ამ გა­დამ­წყვეტ ის­ტო­რი­ულ მო­მენ­ტში მე არ მაქვს უფ­ლე­ბა სი­სუს­ტე გა­მო­ვი­ჩი­ნო და და­ვე­მორ­ჩი­ლო უკა­ნო­ნო­ბას თუნ­დაც პა­ტიმ­რო­ბის მუ­ქა­რის ფონ­ზე, რად­გან ვგრძნობ უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ჩემი ქვეყ­ნის, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის, ჩემი პა­ტა­რა შვი­ლის წი­ნა­შე, რო­მელ­მაც მინ­და, რომ სა­მარ­თლი­ან, დე­მოკ­რა­ტი­ულ, ევ­რო­პუ­ლი ტი­პის ქვე­ყა­ნა­ში იცხოვ­როს.

ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც პა­ტივს სცე­მენ კა­ნო­ნებს და მას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ია­რა­ღად არ იყე­ნე­ბენ, ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვი­საც მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის ადა­მი­ა­ნი, ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც არ­სე­ბობს სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ინ­სტრუ­მენ­ტად პო­ლი­ტი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში.

ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ ამო­ცა­ნად სწო­რედ ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა მაქვს და­სა­ხუ­ლი. ამი­ტომ პა­ტივს ვცემ კა­ნო­ნებს, მაგ­რამ უარს ვა­ცხა­დებ და­ვე­მორ­ჩი­ლო უკა­ნო­ნო­ბას. თუნ­დაც ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­კარ­გვის ფა­სად და­მიჯ­დეს, რად­გან მტკი­ცედ მჯე­რა, რომ ჩემი ბრძო­ლა არის ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის გა­ღე­ბუ­ლი მსხვერ­პლი.

იმის­თვის, რომ არა­სო­დეს, არ­ცერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღარ ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩაგ­როს და დევ­ნოს მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. რომ აღა­რა­სო­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნებს აღარ არ­თმევ­დნენ არ­ჩევ­ნებს. რომ სა­მარ­თლი­ან ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­მარ­ჯვე­ბას ულო­ცავ­დნენ და ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით აგ­რძე­ლებ­დნენ ბრძო­ლას ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის.

მე არ ვცდი­ლობ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას, მე ვცდი­ლობ გავ­წყვი­ტო უკა­ნო­ნო­ბის, და­ში­ნე­ბის, მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ის ჯაჭ­ვი, რომ­ლი­თაც ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პირ­ველ რიგ­ში აზა­რა­ლებს ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს, აბ­რუ­ნებს რუ­სულ ორ­ბი­ტა­ზე, აფერ­ხებს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას, და­უ­კარ­გავს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის შანსს, მა­შინ რო­დე­საც ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დეკ­ლა­რი­რე­ბულ მი­ზანს წარ­მო­ად­გენს.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თვალ­სა­წი­ე­რი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა და­ყო­ფი­ლია მათ მომ­ხრე­ე­ბად და პო­ტენ­ცი­ურ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბად. მე ამ ბრალ­დე­ბულ­თა­გან მხო­ლოდ ერთ-ერთი ვარ, რო­მელ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლო­დაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხში­რად ვაჭ­რობს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის ვა­დის გა­სა­ხან­გრძლი­ვებ­ლად იყე­ნებს. ასე გაგ­რძე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ეს უკა­ნო­ნო­ბა უნდა დას­რულ­დეს, რად­გან მთავ­რო­ბის ეს რე­ვან­შის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კა არ­ღვევს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ფუნ­და­მენტს და ქვე­ყა­ნას უკარ­გავს რე­ა­ლურ შანსს, თავი და­აღ­წი­ოს საბ­ჭო­ურ მენ­ტა­ლი­ტეტს და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს ღირ­სე­უ­ლი ნა­წი­ლი გახ­დეს“, - წერს ნიკა მე­ლია.

არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის თქმით, ის, რაც ნიკა მე­ლი­ას მხრი­დან ხდე­ბა, გი­რა­ოს გა­დახ­დის წი­ნა­პო­ლი­ტი­კუ­რი სპექ­ტაკ­ლი ან პო­ლი­ტი­კუ­რი ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­აა.

„მას, ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ჰგო­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ა­ტყუ­ებს თუ მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აპი­რე­ბენ რომ გვერ­დი­დან გა­და­უ­ხა­დონ გი­რაო, ან, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ტი­კურ ჰა­ლუ­ცი­ა­ნა­ცი­ას­თან გვაქვს საქ­მე, თუ მას ჰქო­ნია რომ კა­ნონ­ში ნიკა მე­ლია ცალ­კე არის ჩა­წე­რი­ლი და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლად მი­უდ­გე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა მის მი­მართ ისე­თი სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რო­გორც ეს არის სხვა ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის შემ­თხვე­ვა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ნიკა მე­ლია ცალ­კე არ არის ჩა­წე­რი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, მარ­თლმა­სუჯლე­ბა მა­საც ისე­ვე მო­ექ­ცე­ვა, რო­გორც სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებს. თუ სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებს ხელ­ზე აქვთ სა­კონ­ტრო­ლო სა­მა­ჯუ­რი, იხ­დი­ან გი­რა­ოს ან სას­ჯელს კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის, ამ შე­მე­თხვე­ვა­ში ვერც ერთი პო­ლი­ტი­კო­სი ვერ იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი, მათ შო­რის, ვერც ნიკა მე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ.

მი­სი­ვე თქმით, კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით დე­მოკ­რა­ტი­ულ და სა­მარ­თლებ­რივ სა­ხელ­მწი­ფო­ში გმი­რი ვე­რა­ვინ გახ­დე­ბა, მათ შო­რის ვერც ნიკა მე­ლია.

„ვფიქ­რობ, რომ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა პა­ტი­ვი უნდა ვცეთ კა­ნონს, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, იმ სტან­დარ­ტებ­სა და ნორ­მებს, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას სურს რომ იყოს დღის წეს­რი­გის გან­მსა­ზღვრე­ლი. ვინ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად სჯე­რა იმის, რომ ნიკა მე­ლი­ას შე­იძ­ლე­ბა ხალ­ხმა შე­უგ­რო­ვოს ფული და გი­რაო ჩუ­მად შე­ი­ტა­ნოს? ეს ხომ აბ­სურ­დია. მათ ად­ვო­კა­ტებს აქვთ ეს მო­ნა­ცე­მე­ბი. ნიკა მე­ლია, მისი მე­გობ­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი კამ­პა­ნი­ას აგო­რე­ბენ. რო­გორც ჩანს, ეს არის გი­რა­ოს გა­დახ­დის წი­ნა­სამ­ზა­დი­სი, ისი­ნი თა­ვი­სი გა­გე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­ზა­დე­ბენ იმის­თვის, რომ წი­ნას­წარ თქვან ის, რაც უნ­დათ რომ გა­ა­კე­თონ. ვინ­მეს ამის სჯე­რა? ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი ჰა­ლუ­ცი­ნა­ცია. ეს არის ის შემ­თხვე­ვა, როცა ნიკა მე­ლია თა­ვად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ირ­ჩევს პა­ტიმ­რო­ბას თუ იხ­დის გი­რა­ოს. მას აქვს საქ­მე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მას­თან და არა რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ა­სა და ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­საც წი­ნას­წარ ამ­ზა­დე­ბენ რომ გი­რა­ოს გა­დახ­და უნდა“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, თუ პარ­ლა­მენტს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ნიკა მე­ლი­ას­თვის მან­და­ტის შე­წყვე­ტის თხოვ­ნით მი­მარ­თა, მმარ­თვე­ლი გუნ­დი რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, თა­ლაკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ლა­მენ­ტი მი­ი­ღებს სა­თა­ნა­დო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

„პარ­ლა­მენ­ტმა ერთხელ უკვე მი­ი­ღო ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და თუ პრო­კუ­რა­ტუ­რა პარ­ლა­მენტს მი­მარ­თავს მო­თხოვ­ნით, პარ­ლა­მენ­ტი მი­ი­ღებს სა­თა­ნა­დო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ნიკა მე­ლია არ არის ცალ­კე ჩა­წე­რი­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში და არც ცალ­კე კა­ნო­ნე­ბია მას­თან მი­მარ­თე­ბით მი­ღე­ბუ­ლი. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა მას ეპყრო­ბა და მო­ე­პყრო­ბა ისე რო­გორც სხვა ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს. ნიკა მე­ლი­ას აქვს სა­კუ­თარ ხელ­ში არ­ჩე­ვა­ნი სურს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს გაყ­ვეს პა­ტიმ­რო­ბა­ში თუ მი­ი­ღოს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­რეთ ყოფ­ნის პი­რო­ბებ­ში. ეს არის 100 %-ით მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და თავი და­ა­ნე­ბონ გად­მობ­რა­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

რა­ღა­ცას წვა­ლობს ბა­ტო­ნი მე­ლია - რო­გორც ჩანს, ვერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლა, უნდა თუ არა, რომ გა­და­ი­ხა­დოს გი­რაო, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა თე­მას ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, გა­ნურ­ჩევ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სხვა კუთ­ვნი­ლე­ბი­სა, კა­ნონს უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოს.

„გვარს არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა - იქ­ნე­ბა მე­ლია, თუ სხვა გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი... ჩვენ ვართ სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც კა­ნო­ნე­ბით იმარ­თე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ის მო­ქა­ლა­ქე, ვინც აცხა­დებს, რომ არ ემორ­ჩი­ლე­ბა კა­ნონს და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებს, პა­სუ­ხი არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი: - სა­ხელ­მწი­ფო კა­ნო­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დებს.

ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია უტი­ფა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ამ დესტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის­გან მო­ვის­მი­ნეთ“, - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
18

სახედაჭიმული და კობზონა,უჰ პოლიტიკური ,,გენიები"

არჩი
16

სააკაშვილის მთავარი მძევალი.

ნეტა ანზორ მელია რას ფიქრობს, ემეტება შვილი ციხეში გასაშვებად? რატომ არ უფარავს გირაოს? ვერ უბედავს თუ ფიქრობს - პოლიტიკური კარიერა გაუფუჭდება შვილს.

თუ ამ სიტუაციის გამო ქვეყანაში არეულობა თუ მოხდება, მელია ძალიან ცუდად ჩაიწერება ისტორიაში არეულობის პროვოცირებისთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ამ გადამწყვეტ მომენტში მე არ მაქვს უფლება სისუსტე გამოვიჩინო..." - რას წერს ნიკა მელია მასზე დაკისრებულ გირაოზე და როგორ პასუხობენ მას მმართელ გუნდში

"ამ გადამწყვეტ მომენტში მე არ მაქვს უფლება სისუსტე გამოვიჩინო..." - რას წერს ნიკა მელია მასზე დაკისრებულ გირაოზე და როგორ პასუხობენ მას მმართელ გუნდში

მე არ ვცდილობ ხელისუფლების პროვოცირებას, ვცდილობ, გავწყვიტო უკანონობის, დაშინების, მანიპულაციების, პოლიტიკური დევნის ის ჯაჭვი, რომლითაც ქართული ხელისუფლება, პირველ რიგში, აზარალებს ქართულ სახელმწიფოს და რუსულ ორბიტაზე აბრუნებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში მასზე დაკისრებულ გირაოსთან დაკავშირებით წერს.

როგორც მელია აცხადებს, თუ ბრალდების მხარეს ჰქონდა მტკიცებულებები, რომ აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნები დაარღვია, უკვე გადახდილი გირაოს ფონზე, კვლავ გირაოს გადახდა კი არ უნდა მოეთხოვათ, არამედ მისი დაპატიმრების მოთხოვნით შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარედგინათ.

„მნიშვნელოვნად მიმაჩნია, სწორად იყოთ ინფორმირებული იმ პროცესების შესახებ, რაც ჩემი, როგორც ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ირგვლივ მიმდინარეობს და გაგიზიაროთ ის არგუმენტები, რაც ცხადად ადასტურებს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია ინსტრუმენტად გამოიყენება ჩემი პოლიტიკური პროცესებისაგან ჩამოშორების მიზნით.

მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ოკუპანტი ქვეყნის გამორჩეულად აგრესიული წარმომადგენლის - სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში პატივით მიღებას, ქართველი ხალხის უზარმაზარი პროტესტი მოჰყვა, ხელისუფლებამ კი ნაცვლად იმისა, რომ შეესმინა შეურაცხყოფილი ქართველი ხალხის ხმა, პროვოკაცია მოაწყო და თავისივე მოქალაქეებზე სასტიკად იძალადა.

მისი დანაშაულებრივი ქმედებების გადაფარვის მიზნით კი, როგორც სხვა კრიზისების დროსაც სჩვევია, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მორიგი ილუზორული საქმე შეთხზა და მტკიცებულებების არ არსებობის მიუხედავად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით ჩემს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ყველა ინსტიტუცია პოლიტიკურ კონიუქტურას ექვემდებარება. შესაბამისად, ჩემს მიმართ წარმოებულ უკანონო პროცესში ორკესტრირებულად ჩაერთო საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება.

ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი პარტნიორების ძალისხმევით, „ქართული ოცნება“ ბოლო მომენტში იძულებული გახდა, უარი ეთქვა ჩემს დაპატიმრებაზე, თუმცა კანონისა და კონსტიტუციის სრული უგულვებელყოფა კვლავ გაგრძელდა და ჩემი პოლიტიკური პროცესებისაგან ჩამოსაშორებლად, აქამდე არარსებული სამართლებრივი პრეცედენტები შეიქმნა.

პირველად სწორედ ჩემს საქმეზე მოხდა გირაოს პარალელურად, აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში, დამატებითი შეზღუდვის სახით ელექტრონული მონიტორინგის გამოყენება. მაშინ, როდესაც ის საქართველოს კანონმდებლობით, მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, სასჯელის სახით შინაპატიმრობის დროს გამოიყენება.

მე ვარ პირველი ბრალდებული, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში შეეზღუდა საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლა. ამომრჩევლებთან შეხვედრა, თან მაშინ, როდესაც მე ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მოქმედი წევრი ვიყავი.

ქართულ სასამართლო პრაქტიკის ისტორიაში პირველად, უკვე გადახდილი გირაოს შემდეგ, პროკურატურის მოთხოვნით, დამატებით კიდევ გირაოს გადახდა დამეკისრა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მიმართ ე.წ. „გავრილოვის “ საქმეზე შეფარდებული გირაო სრულიად უკანონოდ მიმაჩნდა, პატივი ვეცი სახელმწიფო ინსტიტუტებს და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გირაო 30.000 ლარის ოდენობით ერთხელ უკვე გადავიხადე.

თუმცა, როდემდე შეიძლება გავყვე პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახებ გადაწყვეტილებებს, რომელიც მთლიანად გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან?

ამიტომ თავიდანვე განვაცხადე, რომ განმეორებით დაკისრებულ გირაოს აღარ გადავიხდიდი, რადგან არსად მივმალულვარ და ისედაც ვასრულებდი იმ მიზნებს, რა მიზნითაც ზოგადად გირაო გამოიყენება.

თუ ბრალდების მხარეს ჰქონდა მტკიცებულებები, რომ მე დავარღვიე აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნები, მოქმედი კანონმდებლობით, უკვე გადახდილი გირაოს ფონზე, კვლავ გირაოს გადახდა კი არ უნდა მოეთხოვათ, არამედ სასამართლოსათვის ჩემი დაპატიმრების მოთხოვნით შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარედგინათ, რაც ცხადია, ბუნებაში არ არსებობდა, რადგან იცოდნენ, რომ სამაჯური, რომელიც პროტესტის ნიშნად საჯაროდ მოვიხსენი, უკანონოდ მქონდა შებმული და ეს არგუმენტი საერთაშორისო პარტნიორების თვალში ჩემი დაპატიმრების არგუმენტად ვერ გამოადგებოდათ.

სწორედ ამიტომ, ახლებურად განმარტეს კანონი და პირველი ადამიანი ვარ, ვისაც ერთსა და იმავე საქმეზე უკვე მეორედ მთხოვენ გირაოს გადახდას.

თავადაც კარგად იცოდნენ, რომ ხელმეორედ დაკისრებული გირაო უკანონო იყო, ამიტომ არც კანონით სავალდებულო გირაოს განმარტების წერილობითი ოქმი გაუფორმებიათ ჩემთან და იმის მიუხედავად, რომ მისი გადახდის ვადა ჯერ კიდევ 2020 წლის 23 დეკემბერს გავიდა, რეაგირება არ მოუხდენიათ.

თუმცა მას შემდეგ, რაც მე ამირჩიეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარედ, დავიწყე ძირეული რეფორმების განხორციელება და წარვადგინე განახლებული „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა, დასავლური ღირებულებების მქონე გუნდი, კვლავ დღის წესრიგში დადგა ჩემი პოლიტიკური აქტიურობის განეიტრალება და "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერების პროცესის შეჩერება.

სწორედ ამიტომ პროკურატურამ ისევ მიიღო პოლიტიკური დავალება და უკანონოდ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში დაპატიმრებით მემუქრება.

შეუძლებელია, მე არ ვიყო სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისმცემელი და ცხადია, მე ვაცნობიერებ ჩემს სტატუსს, პატივს ვცემ კანონს და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება განუხრელად ვიცავ მათ, მაგრამ ქვეყნისათვის ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში მე არ მაქვს უფლება სისუსტე გამოვიჩინო და დავემორჩილო უკანონობას თუნდაც პატიმრობის მუქარის ფონზე, რადგან ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის, მომავალი თაობების, ჩემი პატარა შვილის წინაშე, რომელმაც მინდა, რომ სამართლიან, დემოკრატიულ, ევროპული ტიპის ქვეყანაში იცხოვროს.

ქვეყანაში, სადაც პატივს სცემენ კანონებს და მას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების წინააღმდეგ იარაღად არ იყენებენ, ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებისთვისაც მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ქვეყანაში სადაც არსებობს სამართლიანი სასამართლო და სახელმწიფო ინსტიტუტები არ გამოიყენება ინსტრუმენტად პოლიტიკური ხელისუფლების ხელში.

ჩემი ცხოვრების მთავარ ამოცანად სწორედ ამ მიზნის მიღწევა მაქვს დასახული. ამიტომ პატივს ვცემ კანონებს, მაგრამ უარს ვაცხადებ დავემორჩილო უკანონობას. თუნდაც ეს თავისუფლების დაკარგვის ფასად დამიჯდეს, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩემი ბრძოლა არის ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაღებული მსხვერპლი.

იმისთვის, რომ არასოდეს, არცერთ ხელისუფლებას აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაგროს და დევნოს მისთვის მიუღებელი ადამიანები. რომ აღარასოდეს ამ ქვეყანაში ადამიანებს აღარ ართმევდნენ არჩევნებს. რომ სამართლიან ბრძოლაში დამარცხებულები ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ და ერთიანი ძალისხმევით აგრძელებდნენ ბრძოლას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

მე არ ვცდილობ ხელისუფლების პროვოცირებას, მე ვცდილობ გავწყვიტო უკანონობის, დაშინების, მანიპულაციების, პოლიტიკური დევნის ის ჯაჭვი, რომლითაც ქართული ხელისუფლება პირველ რიგში აზარალებს ქართულ სახელმწიფოს, აბრუნებს რუსულ ორბიტაზე, აფერხებს ქვეყნის განვითარებას, დაუკარგავს ევროპული ინტეგრაციის შანსს, მაშინ როდესაც ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის დეკლარირებულ მიზანს წარმოადგენს.

სამწუხაროდ, საქართველოში დღეს არსებული ხელისუფლების თვალსაწიერიდან საქართველოს მოსახლეობა დაყოფილია მათ მომხრეებად და პოტენციურ ბრალდებულებად. მე ამ ბრალდებულთაგან მხოლოდ ერთ-ერთი ვარ, რომელთა გათავისუფლების სანაცვლოდაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხშირად ვაჭრობს და ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გასახანგრძლივებლად იყენებს. ასე გაგრძელება შეუძლებელია.

ეს უკანონობა უნდა დასრულდეს, რადგან მთავრობის ეს რევანშისტური პოლიტიკა არღვევს ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტს და ქვეყანას უკარგავს რეალურ შანსს, თავი დააღწიოს საბჭოურ მენტალიტეტს და ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული ნაწილი გახდეს“, - წერს ნიკა მელია.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ის, რაც ნიკა მელიას მხრიდან ხდება, გირაოს გადახდის წინაპოლიტიკური სპექტაკლი ან პოლიტიკური ჰალუცინაციაა.

„მას, ერთ შემთხვევაში, ჰგონია, რომ საზოგადოებას მოატყუებს თუ მისი მხარდამჭერები აპირებენ რომ გვერდიდან გადაუხადონ გირაო, ან, მეორე შემთხვევაში, პოლიტიკურ ჰალუციანაციასთან გვაქვს საქმე, თუ მას ჰქონია რომ კანონში ნიკა მელია ცალკე არის ჩაწერილი და მართლმსაჯულება მას განსაკუთრებულად და დისკრიმინაციულად მიუდგება. ამ შემთხვევაში, მართლმსაჯულება მის მიმართ ისეთი სამართლიანი იქნება, როგორც ეს არის სხვა ყველა მოქალაქის შემთხვევაში. საქართველოს კანონმდებლობაში ნიკა მელია ცალკე არ არის ჩაწერილი, შესაბამისად, მართლმასუჯლება მასაც ისევე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეებს. თუ სხვა მოქალაქეებს ხელზე აქვთ საკონტროლო სამაჯური, იხდიან გირაოს ან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ამ შემეთხვევაში ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება გამონაკლისი, მათ შორის, ვერც ნიკა მელია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კანონის დარღვევით დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში გმირი ვერავინ გახდება, მათ შორის ვერც ნიკა მელია.

„ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსებმა პატივი უნდა ვცეთ კანონს, არჩევნების შედეგებს, იმ სტანდარტებსა და ნორმებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას სურს რომ იყოს დღის წესრიგის განმსაზღვრელი. ვინმეს სერიოზულად სჯერა იმის, რომ ნიკა მელიას შეიძლება ხალხმა შეუგროვოს ფული და გირაო ჩუმად შეიტანოს? ეს ხომ აბსურდია. მათ ადვოკატებს აქვთ ეს მონაცემები. ნიკა მელია, მისი მეგობრები და მხარდამჭერი მედიასაშუალებები კამპანიას აგორებენ. როგორც ჩანს, ეს არის გირაოს გადახდის წინასამზადისი, ისინი თავისი გაგებით, საზოგადოებას ამზადებენ იმისთვის, რომ წინასწარ თქვან ის, რაც უნდათ რომ გააკეთონ. ვინმეს ამის სჯერა? ეს არის პოლიტიკური ჰალუცინაცია. ეს არის ის შემთხვევა, როცა ნიკა მელია თავად იღებს გადაწყვეტილებას, ირჩევს პატიმრობას თუ იხდის გირაოს. მას აქვს საქმე მართლმსაჯულების სისტემასთან და არა რომელიმე პარტიასა და ადამიანებთან, რომლებსაც წინასწარ ამზადებენ რომ გირაოს გადახდა უნდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, თუ პარლამენტს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტის თხოვნით მიმართა, მმართველი გუნდი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

„პარლამენტმა ერთხელ უკვე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და თუ პროკურატურა პარლამენტს მიმართავს მოთხოვნით, პარლამენტი მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას. ნიკა მელია არ არის ცალკე ჩაწერილი კანონმდებლობაში და არც ცალკე კანონებია მასთან მიმართებით მიღებული. მართლმსაჯულება მას ეპყრობა და მოეპყრობა ისე როგორც სხვა ნებისმიერ მოქალაქეს. ნიკა მელიას აქვს საკუთარ ხელში არჩევანი სურს პოლიტიკურ პროცესს გაყვეს პატიმრობაში თუ მიიღოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა გარეთ ყოფნის პირობებში. ეს არის 100 %-ით მისი გადაწყვეტილება და თავი დაანებონ გადმობრალებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაღაცას წვალობს ბატონი მელია - როგორც ჩანს, ვერ ჩამოყალიბებულა, უნდა თუ არა, რომ გადაიხადოს გირაო, - ასე გამოეხმაურა თემას ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ყველა მოქალაქე, განურჩევლად პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილებისა, კანონს უნდა დაემორჩილოს.

„გვარს არა აქვს მნიშვნელობა - იქნება მელია, თუ სხვა გვარის წარმომადგენელი... ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც კანონებით იმართება. შესაბამისად, ყველა ის მოქალაქე, ვინც აცხადებს, რომ არ ემორჩილება კანონს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, პასუხი არის ძალიან მარტივი: - სახელმწიფო კანონების შესაბამისად მოქმედებს.

ყოვლად მიუღებელია უტიფარი განცხადებები, რომელიც ამ დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლისგან მოვისმინეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ახალგაზრდა, პუტკუცუნი ბიჭი, რომელსაც თუ დაიჭერენ ყველას შეგვეცოდება..." - ვახტანგ მეგრელიშვილი ნიკა მელიაზე

"მეგრელიშვილი და ხვიჩია დაბოლილები მოვიდნენ... ნათელაშვილმა ზრდილობიანად თხოვა, დაეტოვებინათ იქაურობა" - კუკავა ოპოზიციის შეხვედრის დეტალებზე