პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უმოწყალოდ სცემეს ბიძებმა, წიხლქვეშ აგორეს: რატომ გააკეთე ასეთი რამე, გაგვაპაზორეო" - რას ყვება გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა
"უმოწყალოდ სცემეს ბიძებმა, წიხლქვეშ აგორეს: რატომ გააკეთე ასეთი რამე, გაგვაპაზორეო" - რას ყვება გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა

ქო­ბუ­ლე­თის სო­ფელ ქა­ქუთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 14 წლის გო­გო­ნას დე­დის თქმით, მან შვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ მა­შინ გა­ი­გო, რო­დე­საც გო­გო­ნა მო­ძა­ლა­დემ მე­ო­რედ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა.

მერი რო­მა­ნა­ძე თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იმ­ყო­ფე­ბო­და, შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ დაბ­რუნ­და და "ტვ 25"-თან პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი დღეს გა­ა­კე­თა. მი­სი­ვე თქმით, 23 წლის მა­მა­კაც­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი პირ­ვე­ლად ზა­ფხულ­ში გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, თუმ­ცა, ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ოჯა­ხის წევ­რებ­მა მხო­ლოდ დე­კემ­ბერ­ში შე­ი­ტყვეს, როცა მო­ძა­ლა­დემ მე­ო­რედ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა გო­გო­ნა. დე­დის თქმით, სწო­რედ ამის შემ­დეგ შე­ა­ტყო­ბი­ნეს პო­ლი­ცი­ას.

"ეს ბიჭი არის ნარ­კო­მა­ნი, მო­წე­უ­ლი იყო იმ მო­მენ­ტში თუ რა იყო, არ ვი­ცით, მისი დედ-მამა ტყუ­ი­ლად აფა­რებს ხელს" - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დე­დამ.

მერი რო­მა­ნა­ძის თქმით, თა­ვად 24 წლის ასაკ­ში დაქვრივ­და და ოჯახ­ში კონ­ფლიქ­ტის გამო, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სახ­ლი­დან წა­სუ­ლი­ყო, რის შემ­დე­გაც მისი სამი შვი­ლი ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან იზ­რდე­ბო­და, მა­მამ­თი­ლი კი ბავ­შვებ­თან ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.

ასევე დაგაინტერესებთ
14:31 / 12-02-2021

"ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი... გოგომ სთხოვა შეხვედრა და მოუყვა თავის მძიმე ცხოვრებაზე" - რას ყვება ადვოკატი ბრალდებულისა და გარდაცვლილის ურთიერთობაზე

18:17 / 12-02-2021

"იმ პირობით, რომ ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა და გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა" - რა წერია ქობულეთში დაკავებულის ბრალდებაში?

22:30 / 12-02-2021

სალომე ზურაბიშვილი 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება - რას წერს პრეზიდენტი "ფეისბუქზე"?

14:08 / 13-02-2021

14 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

15:57 / 13-02-2021

"ბავშვმა დანაშაული გამოისყიდა... დანაშაული იყო ის, რომ გაუპატიურებული იყო" - ქობულეთში გარდაცვლილი გოგონას ბაბუა

20:19 / 13-02-2021

"თხილზე მუშაობდა... ერთხელ ჰკითხეს ეს ფული რად გინდაო და ბაბუას უნდა მივუტანოო" - რას ჰყვებიან თანასოფლელები გარდაცვლილ 14 წლის გოგონაზე

"ვე­უბ­ნე­ბო­დი, მო­მე­ცით ჩემი გო­გო­ე­ბი, მე ვარ დედა, დე­დამ უნდა იმე­გობ­როს შვი­ლებ­თან, გავზრდი, და­ვა­ჭკვი­ა­ნებ და მერე წა­იყ­ვა­ნეთთ­ქო... ჩემი მა­მამ­თი­ლი და მისი ძმის­შვი­ლე­ბი ამის წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი იყ­ვნენ. სა­ნამ ბავ­შვი და­ი­ღუ­პე­ბო­და, წინა დღით მე­ლა­პა­რა­კა, ვამ­ზა­დებ­დი სა­ბუ­თებს, რომ თურ­ქეთ­ში წა­მეყ­ვა­ნა, ბედ­ნი­ე­რი იყო ბავ­შვი, შენ­თან წა­მო­ვალ და ერ­თად ვიქ­ნე­ბი­თო, უხა­რო­და, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს რა მოხ­და, ეს რა­ტომ გა­ა­კე­თა, არ ვიცი" - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა.

"ტვ 25"-თან მე­ზობ­ლებ­მა ისა­უბ­რეს, რომ ბავ­შვზე ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხრი­დან ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. მათი თქმით, მას შემ­დეგ, რაც ოჯახ­ში გა­ი­გეს, რომ გო­გო­ნა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი იყო, არას­რულ­წლო­ვანს სახ­ლში სცემ­დნენ.

"ბა­ბუ­ას არა­სო­დეს გა­უ­ლა­ხია, მაგ­რამ ბავ­შვი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ მოხ­ვდა (გუ­ლის­ხმობს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას), სა­ნამ პო­ლი­ცი­ა­ში წა­იყ­ვა­ნეს, უმო­წყა­ლოდ სცე­მეს სა­კუ­თარ­მა ბი­ძებ­მა, სულ წიხლქვეშ აგო­რეს: რა­ტომ გა­ა­კე­თე ასე­თი რამე, რა­ტომ გაგ­ვა­პა­ზო­რეო. ექ­სპერ­ტი­ზას უთ­ქვამს, ზურ­გი, ფე­ხე­ბი, სულ ყვე­ლა­ფე­რი და­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და ბავ­შვს ცე­მის­გან. მერე წა­იყ­ვა­ნეს პო­ლი­ცი­ა­ში და მან­ქა­ნა­ში ემუქ­რე­ბოდ­ნენ თურ­მე ნა­თე­სა­ვე­ბი, არა­ფე­რი თქვა ჩვენ­ზე, თო­რემ მოგ­კლავ­თო. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე ბავ­შვმა მო­მიყ­ვა თვი­თონ", - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 14 წლის გო­გო­ნას დედა.

მი­სი­ვე თქმით, სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს თურ­ქეთ­ში გო­გო­ნას გა­საშ­ვე­ბად სა­ბუ­თე­ბი უნდა შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა, თუმ­ცა პრო­ცე­სი გა­ჭი­ა­ნურ­და. ასე­ვე, და­იგ­ვი­ა­ნა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხ­მაც, რო­მელ­საც გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტი უნდა და­ედ­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დემეტრა
6

ვინც გაუპატიურება, ის ხომ მოძალადე და ცხოველია, მაგრამ თუ ბიძები ასე სასტიკად სცემდნენ, ეგენი უარესები არიან.

!!!
2

აქ მაგრად ბნელა უკუნეთია იმის ნაცვლად რომ დაზარებული დაეცვათ ცემეს და მოძლადეს არაფერი უთხრეს კანონი საერთოდ არსებობს და სამართალი ამ ქვეყანაში???

ავტორი:

"უმოწყალოდ სცემეს ბიძებმა, წიხლქვეშ აგორეს: რატომ გააკეთე ასეთი რამე, გაგვაპაზორეო" - რას ყვება გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა

"უმოწყალოდ სცემეს ბიძებმა, წიხლქვეშ აგორეს: რატომ გააკეთე ასეთი რამე, გაგვაპაზორეო" - რას ყვება გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა

ქობულეთის სოფელ ქაქუთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედის თქმით, მან შვილზე ძალადობის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც გოგონა მოძალადემ მეორედ გააუპატიურა.

მერი რომანაძე თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა, შვილის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა და "ტვ 25"-თან პირველი კომენტარი დღეს გააკეთა. მისივე თქმით, 23 წლის მამაკაცმა არასრულწლოვანი პირველად ზაფხულში გააუპატიურა, თუმცა, ძალადობის შესახებ ოჯახის წევრებმა მხოლოდ დეკემბერში შეიტყვეს, როცა მოძალადემ მეორედ გააუპატიურა გოგონა. დედის თქმით, სწორედ ამის შემდეგ შეატყობინეს პოლიციას.

"ეს ბიჭი არის ნარკომანი, მოწეული იყო იმ მომენტში თუ რა იყო, არ ვიცით, მისი დედ-მამა ტყუილად აფარებს ხელს" - განაცხადა გარდაცვლილი გოგონას დედამ.

მერი რომანაძის თქმით, თავად 24 წლის ასაკში დაქვრივდა და ოჯახში კონფლიქტის გამო, იძულებული გახდა სახლიდან წასულიყო, რის შემდეგაც მისი სამი შვილი ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა, მამამთილი კი ბავშვებთან ხშირი ურთიერთობის უფლებას არ აძლევდა.

"ვეუბნებოდი, მომეცით ჩემი გოგოები, მე ვარ დედა, დედამ უნდა იმეგობროს შვილებთან, გავზრდი, დავაჭკვიანებ და მერე წაიყვანეთთქო... ჩემი მამამთილი და მისი ძმისშვილები ამის წინააღმდეგები იყვნენ. სანამ ბავშვი დაიღუპებოდა, წინა დღით მელაპარაკა, ვამზადებდი საბუთებს, რომ თურქეთში წამეყვანა, ბედნიერი იყო ბავშვი, შენთან წამოვალ და ერთად ვიქნებითო, უხაროდა, მაგრამ მეორე დღეს რა მოხდა, ეს რატომ გააკეთა, არ ვიცი" - ამბობს ჟურნალისტებთან გარდაცვლილი გოგონას დედა.

"ტვ 25"-თან მეზობლებმა ისაუბრეს, რომ ბავშვზე ოჯახის წევრების მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ოჯახში გაიგეს, რომ გოგონა გაუპატიურებული იყო, არასრულწლოვანს სახლში სცემდნენ.

"ბაბუას არასოდეს გაულახია, მაგრამ ბავშვი ასეთ მდგომარეობაში რომ მოხვდა (გულისხმობს გაუპატიურებას), სანამ პოლიციაში წაიყვანეს, უმოწყალოდ სცემეს საკუთარმა ბიძებმა, სულ წიხლქვეშ აგორეს: რატომ გააკეთე ასეთი რამე, რატომ გაგვაპაზორეო. ექსპერტიზას უთქვამს, ზურგი, ფეხები, სულ ყველაფერი დაშავებული ჰქონდა ბავშვს ცემისგან. მერე წაიყვანეს პოლიციაში და მანქანაში ემუქრებოდნენ თურმე ნათესავები, არაფერი თქვა ჩვენზე, თორემ მოგკლავთო. ეს ყველაფერი მე ბავშვმა მომიყვა თვითონ", - ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა.

მისივე თქმით, სოციალურ მუშაკს თურქეთში გოგონას გასაშვებად საბუთები უნდა შეეგროვებინა, თუმცა პროცესი გაჭიანურდა. ასევე, დაიგვიანა სამედიცინო ექსპერტიზის პასუხმაც, რომელსაც გაუპატიურების ფაქტი უნდა დაედგინა.

რას ყვებიან ადგილობრივები გლდანში მომხდარ მკვლელობაზე - არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საცოლის ძმამ მოკლა

"TV პირველის" ოპერატორსა და ერთ-ერთ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

"ყველაზე ცოტა, შესაძლოა, სასჯელაღსრულებამ რეაგირება დააგვიანა, რამაც გარდაცვალება გამოიწვია" - ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულის ადვოკატი