სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელოვანისა და დიქტატორის ბრძოლა - კიდევ რამდენ საიდუმლოს ინახავს სტალინის პირადი არქივი?
ხელოვანისა და დიქტატორის ბრძოლა - კიდევ რამდენ საიდუმლოს ინახავს სტალინის პირადი არქივი?
  • სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი - ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი 1938-1952 წლებ­ში - კან­დიდ ჩარ­კვი­ა­ნი მო­გო­ნე­ბებ­ში იხ­სე­ნებს, რომ სტა­ლინს მოს­კოვ­ში უგ­ზავ­ნიდ­ნენ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რულ გა­მო­ცე­მას, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში იბეჭ­დე­ბო­და. სტა­ლი­ნის პი­რა­დი ბიბ­ლი­ო­თე­კის წიგ­ნე­ბის ფურ­ცლებ­ზე მი­სი­ვე ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ის ძალ­ზე ბევ­რს კი­თხუ­ლობ­და, სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი მცი­რე ბრო­შუ­რით და­წყე­ბუ­ლი და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას "და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლით" დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

სტა­ლი­ნი, რო­გორც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი რე­დაქ­ტო­რი, კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი მე­მუ­ა­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან. თუნ­დაც შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძის მო­გო­ნე­ბე­ბი გა­ვიხ­სე­ნოთ "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" რუ­სუ­ლად თარ­გმნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ის, ასე­ვე, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ანა ან­ტო­ნოვ­სკა­ი­ას "დიდი მო­უ­რა­ვის" ხელ­ნა­წე­რის რე­დაქ­ტი­რე­ბა-გა­მო­ცე­მის პრო­ცეს­ში. ქვე­მოთ გა­ვეც­ნო­ბით სტა­ლი­ნის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კო­მენ­ტა­რებს და მი­ნა­წე­რებს "და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის" 1942 წელს ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი ტეტ­რა­ლო­გი­ის პირ­ვე­ლი წიგნ­ზე, რო­მელ­საც, ჩემი ვა­რა­უ­დით, სტა­ლი­ნი ომის შემ­დგომ წლებ­ში უნდა გას­ცნო­ბო­და. ეს და კი­დევ სხვა მრა­ვა­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დო­კუ­მენ­ტი, რუ­სე­თის არ­ქი­ვებ­შია ჩა­კე­ტი­ლი.

სტა­ლი­ნის შე­ნიშ­ვნე­ბი ორ ძი­რი­თად ჯგუ­ფად შე­იძ­ლე­ბა დავ­ყოთ: ერთი მარ­თლაც რომ ობი­ექ­ტუ­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი, ხოლო მე­ო­რე - ღვარ­ძლი­ა­ნი და სუ­ბი­ექ­ტუ­რი. თუმ­ცა მკი­თხვე­ლი ამას თა­ვად­ვე შე­ა­ფა­სებს. შე­ნიშ­ვნე­ბი, ძი­რი­თა­დად, ქარ­თულ ენა­ზეა გა­კე­თე­ბუ­ლი. ალაგ-ალაგ მის­თვის ჩვე­ულ, ცი­ნი­კურ შე­ნიშ­ვნას - "Ха-ха-ха" კი რუ­სუ­ლად წერ­და. კი­თხვი­სას, ძი­რი­თა­დად, წი­თე­ლი და ლურ­ჯი ფე­რის ფან­ქარს იყე­ნებ­და. გვხვდე­ბა მუქი ლურ­ჯი ფე­რის კა­ლა­მიც. ჩანს, რომ სტა­ლი­ნი შე­ნიშ­ვნებს სხვა­დას­ხვა დროს აკე­თებ­და. წიგ­ნის 252-ე და 260-ე გვერ­დებ­ზე კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია "ჭივ­ჭავს" წერს, სტა­ლი­ნი კი უს­წო­რებს: "ჭილყვა­ვი". 290-ე გვერ­დზე ორ­ჯერ გა­და­უ­ხა­ზავს დიდი პრო­ზა­ი­კო­სის ფრა­ზა: "ვერ შე­ე­ხი­დე­ბა საქ­მეს" და "შეგ­ბე­და", თა­ნაც გვერ­დით კი­თხვის ნი­შა­ნიც და­უს­ვამს. აქ, ალ­ბათ, სი­ტყვის ფორ­მა და­უ­წუ­ნა დიდ­მა დიქ­ტა­ტორ­მა დიდ მწე­რალს. 304-ე გვერ­დზე "გა­აწ­ვი­ეს" არ მო­ე­წო­ნა და კი­თხვის ნი­შა­ნი დას­ვა. 305-ე გვერ­დზე - "წა­მო­ი­წია სე­ლი­დან და­ვით" - ეს ფრა­ზაც და­უ­წუ­ნა, ალ­ბათ, სი­ტყვა­თა წყო­ბა იყო მის­თვის უჩ­ვე­უ­ლო. 347-ე გვერ­დზე კ. გამ­სა­ხურ­დია წერს - "ხერ­ხე­მა­ლი გა­და­უ­ტე­ხეს უხ­სე­ნე­ბელს", სტა­ლინს ბოლო სი­ტყვა შე­უც­ვლია და "უსა­ხე­ლო" ჩა­უ­წე­რია. 411-ე გვერ­დზე "ჰავ­ჭა­ლის" - აქ ასო "ჰ" არ მოს­წო­ნე­ბია ბე­ლადს, ლურ­ჯი ფე­რის ფან­ქრით მსუ­ყედ გა­და­უ­ხა­ზავს და კი­თხვის ნი­შა­ნიც და­უს­ვამს. მარ­თა­ლიც იყო. 459-ე გვერ­დზე "ზა­რე­ბი და­უ­ცხრომ­ლად ჟღა­რუ­ნებ­დნენ" და­უ­წუ­ნა სტა­ლინ­მა პრო­ზა­ი­კოსს, უკე­თეს ფორ­მად "ჟღა­რუ­ნობ­და" მი­იჩ­ნია და ლურ­ჯი ფე­რის ფან­ქრით ქარ­თუ­ლად ქვეშ მი­ა­წე­რა. აქაც ვერ შე­ე­და­ვე­ბი. 463-ე გვერ­დზე "ლაშ­ქა­რის­თვის" - "ჯა­რის­თვის", "ლაშ­ქარ­ნი" - "ჯა­რის­კა­ცე­ბით" ჩა­ა­ნაც­ვლა, ხოლო "კოჰორ­ტე­ბი" "გუნ­დე­ბით" შეც­ვა­ლა. ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო სტა­ლი­ნის ის შე­ნიშ­ვნე­ბი, რო­მე­ლიც ტერ­მინ "მსტოვ­რებს" ეხე­ბა. fb

კ. გამ­სა­ხურ­დია ნა­წარ­მო­ე­ბის 461-ე გვერ­დზე პირ­ვე­ლად იყე­ნებს ამ უძ­ვე­ლეს ქარ­თულ სი­ტყვას, ბე­ლა­დი კი რა­ტომ­ღაც ძალ­ზე მკაც­რია, წი­თე­ლი ფე­რის ფან­ქრით გა­უ­ხა­ზავს "მსტო­ვარ­ნი" და წიგ­ნის კი­დე­ზე ქარ­თუ­ლად, დიდი ასო­ე­ბით მი­უ­წე­რია: "მზვე­რავ­ნი". იგი­ვე შე­ნიშ­ვნა აქვს 469-ე გვერ­დზეც. გა­ვიხ­სე­ნოთ სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის "ლექ­სი­კო­ნი" და იქ მო­ცე­მუ­ლი გან­მარ­ტე­ბა: "მსტო­ვა­რი - ესე არს აე­შა­გი მომ­ხილ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა­სა, გინა მტერ­თა ლაშ­ქარ­თა და ეგე­ვი­თარ­ცა უც­ნა­უ­რად. აე­შა­გი ესე არს, რა კაცი ვინ­მე გაგ­ზავ­ნო ქვე­ყა­ნა­თა გა­ს­ა­სინ­ჯვე­ლად, ანუ მტერ­თა ლაშ­ქარ­თა და ეგე­ვი­თარ­ცა უც­ნა­უ­რად". "მზი­რი - ყა­ზა­ხი, გინა მსტო­ვა­რი... გინა ჯა­შუ­ში". "ჯა­შუ­ში სხვა­თა ენაა, ქარ­თუ­ლად მსტო­ვა­რი და აე­შა­გი ჰქვი­ან". და­ვი­ჯე­რო, რომ სტა­ლი­ნი არ იც­ნობ­და სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის "ლექ­სი­კონ­ში" მო­ცე­მულ ამ გან­მარ­ტე­ბებს? გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ss
72

ამ დიქტატორმა რუსეთის იმპერიის მოსახლეობის 90 პროცენტის ცხოვრება რადიკალურად გააუმჯობესა უკეთესობისკენ, კავის რუსეთი ატომურ რუსეთად აქცია, 20-ე საუკუნის ისტორია დაწერა.

soso
74

msoplio politikosi.

ავტორი:

ხელოვანისა და დიქტატორის ბრძოლა - კიდევ რამდენ საიდუმლოს ინახავს სტალინის პირადი არქივი?

ხელოვანისა და დიქტატორის ბრძოლა - კიდევ რამდენ საიდუმლოს ინახავს სტალინის პირადი არქივი?
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1938-1952 წლებში - კანდიდ ჩარკვიანი მოგონებებში იხსენებს, რომ სტალინს მოსკოვში უგზავნიდნენ ყველა მნიშვნელოვან ლიტერატურულ გამოცემას, რომელიც თბილისში იბეჭდებოდა. სტალინის პირადი ბიბლიოთეკის წიგნების ფურცლებზე მისივე ხელით გაკეთებული შენიშვნები და კომენტარები ადასტურებს, რომ ის ძალზე ბევრს კითხულობდა, სამხედრო სტრატეგიის შესახებ დაწერილი მცირე ბროშურით დაწყებული და კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებლით" დამთავრებული.

სტალინი, როგორც არაოფიციალური ლიტერატურული რედაქტორი, კარგადაა ცნობილი მემუარული ლიტერატურიდან. თუნდაც შალვა ნუცუბიძის მოგონებები გავიხსენოთ "ვეფხისტყაოსნის" რუსულად თარგმნასთან დაკავშირებით. ის, ასევე, აქტიურად მონაწილეობდა ანა ანტონოვსკაიას "დიდი მოურავის" ხელნაწერის რედაქტირება-გამოცემის პროცესში. ქვემოთ გავეცნობით სტალინის ყველაზე საინტერესო კომენტარებს და მინაწერებს "დავით აღმაშენებლის" 1942 წელს ქართულ ენაზე გამოცემული ტეტრალოგიის პირველი წიგნზე, რომელსაც, ჩემი ვარაუდით, სტალინი ომის შემდგომ წლებში უნდა გასცნობოდა. ეს და კიდევ სხვა მრავალი, საქართველოს ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რუსეთის არქივებშია ჩაკეტილი.

სტალინის შენიშვნები ორ ძირითად ჯგუფად შეიძლება დავყოთ: ერთი მართლაც რომ ობიექტური და სამართლიანი, ხოლო მეორე - ღვარძლიანი და სუბიექტური. თუმცა მკითხველი ამას თავადვე შეაფასებს. შენიშვნები, ძირითადად, ქართულ ენაზეა გაკეთებული. ალაგ-ალაგ მისთვის ჩვეულ, ცინიკურ შენიშვნას - "Ха-ха-ха" კი რუსულად წერდა. კითხვისას, ძირითადად, წითელი და ლურჯი ფერის ფანქარს იყენებდა. გვხვდება მუქი ლურჯი ფერის კალამიც. ჩანს, რომ სტალინი შენიშვნებს სხვადასხვა დროს აკეთებდა. წიგნის 252-ე და 260-ე გვერდებზე კონსტანტინე გამსახურდია "ჭივჭავს" წერს, სტალინი კი უსწორებს: "ჭილყვავი". 290-ე გვერდზე ორჯერ გადაუხაზავს დიდი პროზაიკოსის ფრაზა: "ვერ შეეხიდება საქმეს" და "შეგბედა", თანაც გვერდით კითხვის ნიშანიც დაუსვამს. აქ, ალბათ, სიტყვის ფორმა დაუწუნა დიდმა დიქტატორმა დიდ მწერალს. 304-ე გვერდზე "გააწვიეს" არ მოეწონა და კითხვის ნიშანი დასვა. 305-ე გვერდზე - "წამოიწია სელიდან დავით" - ეს ფრაზაც დაუწუნა, ალბათ, სიტყვათა წყობა იყო მისთვის უჩვეულო. 347-ე გვერდზე კ. გამსახურდია წერს - "ხერხემალი გადაუტეხეს უხსენებელს", სტალინს ბოლო სიტყვა შეუცვლია და "უსახელო" ჩაუწერია. 411-ე გვერდზე "ჰავჭალის" - აქ ასო "ჰ" არ მოსწონებია ბელადს, ლურჯი ფერის ფანქრით მსუყედ გადაუხაზავს და კითხვის ნიშანიც დაუსვამს. მართალიც იყო. 459-ე გვერდზე "ზარები დაუცხრომლად ჟღარუნებდნენ" დაუწუნა სტალინმა პროზაიკოსს, უკეთეს ფორმად "ჟღარუნობდა" მიიჩნია და ლურჯი ფერის ფანქრით ქართულად ქვეშ მიაწერა. აქაც ვერ შეედავები. 463-ე გვერდზე "ლაშქარისთვის" - "ჯარისთვის", "ლაშქარნი" - "ჯარისკაცებით" ჩაანაცვლა, ხოლო "კოჰორტები" "გუნდებით" შეცვალა. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო სტალინის ის შენიშვნები, რომელიც ტერმინ "მსტოვრებს" ეხება. fb

კ. გამსახურდია ნაწარმოების 461-ე გვერდზე პირველად იყენებს ამ უძველეს ქართულ სიტყვას, ბელადი კი რატომღაც ძალზე მკაცრია, წითელი ფერის ფანქრით გაუხაზავს "მსტოვარნი" და წიგნის კიდეზე ქართულად, დიდი ასოებით მიუწერია: "მზვერავნი". იგივე შენიშვნა აქვს 469-ე გვერდზეც. გავიხსენოთ სულხან-საბა ორბელიანის "ლექსიკონი" და იქ მოცემული განმარტება: "მსტოვარი - ესე არს აეშაგი მომხილველი ქვეყანასა, გინა მტერთა ლაშქართა და ეგევითარცა უცნაურად. აეშაგი ესე არს, რა კაცი ვინმე გაგზავნო ქვეყანათა გასასინჯველად, ანუ მტერთა ლაშქართა და ეგევითარცა უცნაურად". "მზირი - ყაზახი, გინა მსტოვარი... გინა ჯაშუში". "ჯაშუში სხვათა ენაა, ქართულად მსტოვარი და აეშაგი ჰქვიან". დავიჯერო, რომ სტალინი არ იცნობდა სულხან-საბა ორბელიანის "ლექსიკონში" მოცემულ ამ განმარტებებს? გააგრძელეთ კითხვა

ქართველი ნიჩბოსანი, ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველო "რაგბი ევროპის" ჩემპიონია - ქართველებმა ნიდერლანდები დაამარცხეს

"ოჯახური საკითხების გამო ჩამოვედი" - მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ბიძაშვილის ქორწილს დაესწრო: გიორგი ალასანიას ნიუ-იორკული, ზღაპრული ქორწილის ფოტოები