Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე..." - "ტვ პირველი" 24-ე საჯარო სკოლის დახურული ჯგუფიდან მიმოწერას ასაჯაროებს, დირექტორის კომენტარი
"იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე..." - "ტვ პირველი" 24-ე საჯარო სკოლის დახურული ჯგუფიდან მიმოწერას ასაჯაროებს, დირექტორის კომენტარი

"ტვ პირ­ვე­ლი" 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მო­წე­რას ასა­ჯა­რო­ებს, რო­მე­ლიც და­ხუ­რულ ჯგუფ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეკა ბრო­ლა­ძეს გეგ­მა ჰქონ­და, რომ 15 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ სკო­ლა­ში მო­სი­ა­რუ­ლე ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ზარ­დოს, შექ­მნას ეპი­და­ფეთ­ქე­ბა, რათა სწავ­ლა ისევ ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­დეს.

"ტვ პირ­ვე­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობს, რომ და­ხუ­რუ­ლი ჯგუ­ფი­დან მი­მო­წე­რა ბრო­ლა­ძის გეგ­მით უკ­მა­ყო­ფი­ლო მას­წავ­ლებ­ლებ­მა მი­ა­წო­დეს.

"ხალ­ხო, ისე მი­დის საქ­მე, რომ ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ონ­ლა­ინ­ზეა და ყო­ჩაღ თქვენ! ორ­შა­ბა­თი­დან ასე მო­ვიქ­ცე­ვი - გა­ვა­კე­თებ ახალ ცხრილს ორი პა­რა­ლე­ლის­თვის და გა­ვამ­სხვი­ლებთ სკო­ლა­ში მო­სი­ა­რუ­ლე­თა კლა­სებს, გა­და­ვიყ­ვან მე­ო­რე კლას­ში...

დი­ლით ჩა­ა­ტა­რებთ ონ­ლა­ი­ნებს, კა­თედ­რი­დან შე­არ­ჩი­ეთ ერთი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ვინც მოვა და იმ ორ გაკ­ვე­თილს ჩა­ა­ტა­რებს სკო­ლა­ში. ამით დამ­თავ­რდე­ბა, იფეთ­ქებს კო­ვი­დი და გა­და­ვალთ ონ­ლა­ინ­ზე" - წე­რია ეკა ბრო­ლა­ძის პოს­ტში, რო­მელ­საც "ტვ პირ­ვე­ლი" ავ­რცე­ლებს.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას ბრო­ლა­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან სა­უ­ბარ­ში აკე­თებს:

"მე რაც დავ­წე­რე, ეს დავ­წე­რე და­ხუ­რულ ჯგუფ­ში. ში­ნა­არ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მე ვარ, რა დავ­წე­რე ვიცი და ვის მივ­წე­რე ვიცი. ეპიდ­ვი­თა­რე­ბას თქვენც უყუ­რებთ და მეც ვუ­ყუ­რებ... აქ მე­ო­რე მხა­რეც არის, მანდ ალ­ბათ ის არ წა­გი­კი­თხავთ, რომ მა­ღალ დო­ნე­ზე ტარ­დე­ბა ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან და სუ­ლაც არ სურთ ბავ­შვე­ბის სკო­ლა­ში გა­მოშ­ვე­ბა" - ამ­ბობს ბრო­ლა­ძე.

24-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კა­კა­ბა­ძე ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მო­წე­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის­გან გა­ი­გო. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ბრო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა არა­კო­რექ­ტუ­ლია.

"არ არის კო­რექ­ტუ­ლად და­წე­რი­ლი, კო­ვიდს რა­ტომ უნდა ელო­დოს არ ვიცი. რო­დე­საც გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ სწავ­ლა 15-ში იწყე­ბო­და და­ვა­ვა­ლე, შე­ეგ­რო­ვე­ბი­ნა მო­ნა­ცე­მე­ბი, თუ ვის უნდა მშობ­ლე­ბი­დან მოს­ვლა სკო­ლა­ში და ვის არა. ეს იმი­ტომ, რომ გა­და­ლა­გე­ბა შეგვძლე­ბო­და. მანდ (ბრო­ლა­ძის პოს­ტში) ალ­ბათ იმა­ზეა სა­უ­ბა­რი, რომ სწავ­ლის და­წყე­ბა მო­ი­ტანს იმას, რომ კო­ვი­დის რა­ო­დე­ნო­ბა აი­წევს" - ამ­ბობს კა­კა­ბა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Zara
41

გაუშვით ასეთი დირექტორები და მასწავლებლები სახლში, ვისაც , ერთი ადგილის განძრევა ეზარება, სკოლაში მუშაობა ეზარება და ასეთ რაღაცეებს ჩალიჩობს.ამ მოხუც პედაგოგებს თუ გეზარებათ მუშაობა, დასხედით სახლში.ახალ თაობას აცალეთ ცხივრება, სკოლა, ურთიერთობები.

მარი
9

პედაგოგების ერთი ნაწილი (საბედნიეროდ, ყველა არა) ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ვიდეო რეჟიმში. უმაღლეს სასწავლებლებს რაც შეეხება, კოვიდის გარეშეც გააგრძელებს ბევრი ვიდეოსწავლებას. ხელსაყრელია და იმიტომ. თანხები ნაკლებად ეხარჯებათ.

ავტორი:

"იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე..." - "ტვ პირველი" 24-ე საჯარო სკოლის დახურული ჯგუფიდან მიმოწერას ასაჯაროებს, დირექტორის კომენტარი

"იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე..." - "ტვ პირველი" 24-ე საჯარო სკოლის დახურული ჯგუფიდან მიმოწერას ასაჯაროებს, დირექტორის კომენტარი

"ტვ პირველი" 24-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილისა და მასწავლებლების მიმოწერას ასაჯაროებს, რომელიც დახურულ ჯგუფში მიმდინარეობდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეკა ბროლაძეს გეგმა ჰქონდა, რომ 15 თებერვლის შემდეგ სკოლაში მოსიარულე ბავშვების რაოდენობა გაზარდოს, შექმნას ეპიდაფეთქება, რათა სწავლა ისევ ონლაინ რეჟიმზე გადავიდეს.

"ტვ პირველის" ჟურნალისტი ამბობს, რომ დახურული ჯგუფიდან მიმოწერა ბროლაძის გეგმით უკმაყოფილო მასწავლებლებმა მიაწოდეს.

"ხალხო, ისე მიდის საქმე, რომ ძირითადი ნაწილი ონლაინზეა და ყოჩაღ თქვენ! ორშაბათიდან ასე მოვიქცევი - გავაკეთებ ახალ ცხრილს ორი პარალელისთვის და გავამსხვილებთ სკოლაში მოსიარულეთა კლასებს, გადავიყვან მეორე კლასში...

დილით ჩაატარებთ ონლაინებს, კათედრიდან შეარჩიეთ ერთი მასწავლებელი, ვინც მოვა და იმ ორ გაკვეთილს ჩაატარებს სკოლაში. ამით დამთავრდება, იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე" - წერია ეკა ბროლაძის პოსტში, რომელსაც "ტვ პირველი" ავრცელებს.

მომხდართან დაკავშირებით განმარტებას ბროლაძე ტელეკომპანიასთან საუბარში აკეთებს:

"მე რაც დავწერე, ეს დავწერე დახურულ ჯგუფში. შინაარზე პასუხისმგებელი მე ვარ, რა დავწერე ვიცი და ვის მივწერე ვიცი. ეპიდვითარებას თქვენც უყურებთ და მეც ვუყურებ... აქ მეორე მხარეც არის, მანდ ალბათ ის არ წაგიკითხავთ, რომ მაღალ დონეზე ტარდება ონლაინ გაკვეთილები, მშობლები კმაყოფილები არიან და სულაც არ სურთ ბავშვების სკოლაში გამოშვება" - ამბობს ბროლაძე.

24-ე სკოლის დირექტორი გიორგი კაკაბაძე ამბობს, რომ აღნიშნული მიმოწერის შესახებ არაფერი იცოდა და ტელეკომპანიისგან გაიგო. როგორც მან აღნიშნა, ბროლაძის განცხადება არაკორექტულია.

"არ არის კორექტულად დაწერილი, კოვიდს რატომ უნდა ელოდოს არ ვიცი. როდესაც გამოაცხადეს, რომ სწავლა 15-ში იწყებოდა დავავალე, შეეგროვებინა მონაცემები, თუ ვის უნდა მშობლებიდან მოსვლა სკოლაში და ვის არა. ეს იმიტომ, რომ გადალაგება შეგვძლებოდა. მანდ (ბროლაძის პოსტში) ალბათ იმაზეა საუბარი, რომ სწავლის დაწყება მოიტანს იმას, რომ კოვიდის რაოდენობა აიწევს" - ამბობს კაკაბაძე.

"საპატრიარქოს მკვეთრი პოზიციაა, რომ ისინი არ ჩაერთვებიან ვაქცინაციის აქტიურ პროპაგანდაში" - რა განაცხადა ტიკარაძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ?

საპატრიარქოში ეკატერინე ტიკარაძისა და ილია მეორის შეხვედრა მიმდინარეობს

"ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების შესწავლაში გერმანელი გეოინჟინრები ჩაერთვებიან" - თბილისის მერის მოადგილე