პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ტელეფონში შვილების ხმა გავიგე, დავიჯერე, რომ გადავრჩი..." - ქართველი კოვიდ ინფიცირებულის გზა გალიდან ბათუმამდე
"როცა ტელეფონში შვილების ხმა გავიგე, დავიჯერე, რომ გადავრჩი..." - ქართველი კოვიდ ინფიცირებულის გზა გალიდან ბათუმამდე

აფხა­ზე­თის ე.წ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო კო­ვიდ-პან­დე­მი­ის გამო რე­გი­ონ­ში შექ­მნილ უკი­დუ­რე­სად მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს, რაც გუ­და­უ­თის ჰოს­პი­ტალ­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის დე­ფი­ციტს გუ­ლის­ხმობს.

ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რი­ვი, რო­მე­ლიც კო­ვიდ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, AMBEBI.GE-სთან იმ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს, რაც თა­ვად გა­მო­ი­ა­რა.

"კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, ზურ­გის მარ­ჯვე­ნა მხა­რე მტკი­ო­და, ხან ყრუდ, ხა­ნაც შე­და­რე­ბით მწვა­ვედ. სულ ვფიქ­რობ­დი, რო­დე­საც ენ­გუ­რის ხიდ­ზე მი­მოს­ვლა გა­იხ­სნე­ბა, რო­მე­ლი­მე ქარ­თულ კლი­ნი­კა­ში გა­ვი­კე­თებ გა­მოკ­ვლე­ვას-მეთ­ქი. მერე მე­უღ­ლე და­ინ­ფი­ცირ­და და მთელ ოჯახს გად­მოგ­ვდო. და­ი­წყო ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი. ტკი­ვი­ლის­გან და­ო­თხი­ლი დავ­დი­ო­დი, მე­გო­ნა, წე­ლი­დან მთე­ლი ზურ­გის გა­ყო­ლე­ბით უნარ­კო­ზოდ მჭრიდ­ნენ...

გუ­და­უ­თის ჰოს­პი­ტალ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი­ან პა­ცი­ენ­ტებს მკურ­ნა­ლო­ბენ

გალ­ში, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მის­ვლა მხო­ლოდ 3 დღის შემ­დეგ შევ­ძე­ლი, იქამ­დე ტეს­ტე­ბი არ ჰქონ­დათ, პა­სუ­ხი 6 დღის შემ­დეგ გა­მა­გე­ბი­ნეს და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­მიყ­ვა­ნეს, კვლე­ვე­ბი გა­მი­კე­თეს, ოღონდ მა­შინ­ვე მი­თხრეს - აქ სრულ­ყო­ფილ კვლე­ვას ვერ ჩა­გი­ტა­რებთ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში კონ­ტაქ­ტე­ბი მო­ი­ძი­ეთ და "სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დას­ვლა­ზე" იფიქ­რე­თო.

სახ­ლში ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი მყავს - 9 წლის გო­გო­ნა და 4 წლის ბიჭი. ასე­ვე, მე­უღ­ლე და მო­ხუ­ცი დე­დამ­თი­ლი, რო­მე­ლიც ჩემს შვი­ლებს ვერ მო­უვ­ლი­და, მას კო­ვი­დის გარ­და, არა­ერ­თი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და. ვრე­კავ­დი ყვე­ლა ნაც­ნობ და უც­ნობ ექიმ­თან, რა­ი­მე რჩე­ვის მი­სა­ღე­ბად, მაგ­რამ ყვე­ლა სი­თხეს მი­ღე­ბა­სა და იმ მე­დი­კა­მენ­ტებს მირ­ჩევ­და, რო­მე­ლიც გა­ლის აფ­თი­ა­ქებ­ში არ იყი­დე­ბა... ფეხ­ზე დგო­მა სულ უფრო მი­ჭირ­და. ცუ­დად იყო ჩემი დე­დამ­თი­ლიც. და­ვი­წყეთ გარ­კვე­ვა, თუ რო­გორ უნდა გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით ქარ­თულ მხა­რეს. მი­ვა­წო­დეთ მო­ნა­ცე­მე­ბი და ზა­რის მო­ლო­დინ­ში და­ვი­წყე ლოც­ვა, რო­გორ­მე სა­ი­მე­დო ექი­მე­ბამ­დე მი­მეღ­წია, რად­გან ვგრძნობ­დი, ვე­ღარ ვსუნ­თქავ­დი.

უა­რე­სად იყო ჩემი დე­დამ­თი­ლიც, ისე ახ­ვე­ლებ­და, რამ­დენ­ჯერ­მე გა­გუდ­ვას გა­და­ვარ­ჩი­ნეთ. ქარ­თულ მხა­რეს გად­მოს­ვლამ­დე ვერ იცო­ცხლა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ისე და­უძ­ლურ­და, ლა­პა­რა­კი უჭირ­და... მე რე­ა­ნო­მო­ბილ­მა წა­მო­მიყ­ვა­ნა, მე­უღ­ლე კი, ამ სა­ში­ნელ რე­ა­ლო­ბა­ში დავ­ტო­ვე. გა­რის­კა და ბავ­შვე­ბი ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა წა­იყ­ვა­ნა, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მალე და­ინ­ფი­ცირ­დნენ... ჩემი დე­დამ­თი­ლი ოცმა კაც­მა, მე­სა­მე დღეს და­ა­საფ­ლა­ვა. მე ბა­თუ­მის რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, ჟანგბა­დის აპა­რატ­ზე ვი­ყა­ვი მი­ერ­თე­ბუ­ლი და სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ 13 დღის შემ­დეგ შევ­ძე­ლი. ტე­ლე­ფონ­ში შვი­ლე­ბის ხმა რომ გა­ვი­გე, მა­შინ და­ვი­ჯე­რე, რომ გა­დავ­რჩი... მკურ­ნა­ლო­ბას დღემ­დე ვაგ­რძე­ლებ..." - ამ­ბობს 29 წლის ქალი.

აფხა­ზე­ბი წე­რენ, რომ "ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე" ალ­ხას კონ­ჯა­რია გა­მუდ­მე­ბით ითხოვს დახ­მა­რე­ბას გუ­და­უ­თა­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის გამო, კლი­ნი­კა­ში კო­ვიდ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს ვერ აუ­დი­ან, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნის თა­ო­ბა­ზე ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვე­ბენ.

“რა ცოდ­ნას აძ­ლე­ვენ ასეთს სკო­ლა­ში ამ ბავ­შვებს, რომ სიკ­ვდილ­ზე ვგზავ­ნით შვი­ლებს, მა­შინ რო­დე­საც მათ სკო­ლებ­ში ხე­ლის და­სა­ბა­ნი პი­რო­ბე­ბიც არ აქვთ?! რამ­დე­ნი­მე სკო­ლის გარ­და, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი ყველ­გან მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია" - წერს ინ­დი­რა გურ­გუ­ლია.

"ალ­ხას კონ­ჯა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ გუ­და­უ­თის სა­ა­ვად­მყო­ფოს "წი­თელ ზო­ნა­ში" წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, სა­დაც 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ბე­ლი მა­ინც მა­ღა­ლია... ის იქი­დან აკე­თებს მი­მარ­თვას, თუ რო­გორ არ ჰყოფ­ნის ჰოს­პი­ტალს უმ­ცრო­სი ექთ­ნე­ბი და სა­ნიტ­რე­ბი, თუმ­ცა, რაც არ უნდა ხა­ტოვ­ნად და ემო­ცი­უ­რად მი­მარ­თოს კონ­ჯა­რი­ამ ხალ­ხს, მო­დით, მო­ხა­ლი­სე­ე­ბო დაგ­ვეხ­მა­რე­თო, სიკ­ვდილ­ზე წას­ვლა, თა­ნაც ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე, არა­ვის უნდა. ექთ­ნე­ბი ისე­დაც რას იღე­ბენ და ნო­ემ­ბრის ხელ­ფა­სე­ბიც არ ჰქო­ნი­ათ აღე­ბუ­ლი..." - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ვერა ღარწკია.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ოჯა­ხის წევ­რს გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და, რეს­პუბ­ლი­კურ­ში მი­სუ­ლებს უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დაგ­ვხვდა, ყვე­ლაფ­რის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს, ყვე­ლა­ფერს გუ­და­უ­თა­ში ეზი­დე­ბი­ა­ნო, გვი­თხრეს, იქ კი მა­ინც კრი­ზი­სია... თუ რამე არ მოგ­წონს, წადი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­კურ­ნა­ლეო, გე­უბ­ნე­ბი­ან..." - წერს კი­დევ ერთი აფხა­ზი ცირა კი­ტია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
pinto
1
ar gkndodat rdze da yveli xo afxazebo!!!!
afxazeti saqartveloa
0

afxazeti saqartveloa

ავტორი:

"როცა ტელეფონში შვილების ხმა გავიგე, დავიჯერე, რომ გადავრჩი..." - ქართველი კოვიდ ინფიცირებულის გზა გალიდან ბათუმამდე

"როცა ტელეფონში შვილების ხმა გავიგე, დავიჯერე, რომ გადავრჩი..." - ქართველი კოვიდ ინფიცირებულის გზა გალიდან ბათუმამდე

აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-პანდემიის გამო რეგიონში შექმნილ უკიდურესად მძიმე სიტუაციაზე საუბრობს, რაც გუდაუთის ჰოსპიტალში მედიკამენტებისა და სამედიცინო პერსონალის დეფიციტს გულისხმობს.

ერთ-ერთ ადგილობრივი, რომელიც კოვიდ-ინფიცირებულია, AMBEBI.GE-სთან იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც თავად გამოიარა.

"კორონავირუსის დადასტურებამდე ცოტა ხნით ადრე, ზურგის მარჯვენა მხარე მტკიოდა, ხან ყრუდ, ხანაც შედარებით მწვავედ. სულ ვფიქრობდი, როდესაც ენგურის ხიდზე მიმოსვლა გაიხსნება, რომელიმე ქართულ კლინიკაში გავიკეთებ გამოკვლევას-მეთქი. მერე მეუღლე დაინფიცირდა და მთელ ოჯახს გადმოგვდო. დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. ტკივილისგან დაოთხილი დავდიოდი, მეგონა, წელიდან მთელი ზურგის გაყოლებით უნარკოზოდ მჭრიდნენ...

გუდაუთის ჰოსპიტალში კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობენ

გალში, ლაბორატორიაში მისვლა მხოლოდ 3 დღის შემდეგ შევძელი, იქამდე ტესტები არ ჰქონდათ, პასუხი 6 დღის შემდეგ გამაგებინეს და საავადმყოფოში წამიყვანეს, კვლევები გამიკეთეს, ოღონდ მაშინვე მითხრეს - აქ სრულყოფილ კვლევას ვერ ჩაგიტარებთ, სოციალურ ქსელებში კონტაქტები მოიძიეთ და "საქართველოში გადასვლაზე" იფიქრეთო.

სახლში ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს - 9 წლის გოგონა და 4 წლის ბიჭი. ასევე, მეუღლე და მოხუცი დედამთილი, რომელიც ჩემს შვილებს ვერ მოუვლიდა, მას კოვიდის გარდა, არაერთი თანმხლები დაავადება ჰქონდა. ვრეკავდი ყველა ნაცნობ და უცნობ ექიმთან, რაიმე რჩევის მისაღებად, მაგრამ ყველა სითხეს მიღებასა და იმ მედიკამენტებს მირჩევდა, რომელიც გალის აფთიაქებში არ იყიდება... ფეხზე დგომა სულ უფრო მიჭირდა. ცუდად იყო ჩემი დედამთილიც. დავიწყეთ გარკვევა, თუ როგორ უნდა გადმოვსულიყავით ქართულ მხარეს. მივაწოდეთ მონაცემები და ზარის მოლოდინში დავიწყე ლოცვა, როგორმე საიმედო ექიმებამდე მიმეღწია, რადგან ვგრძნობდი, ვეღარ ვსუნთქავდი.

უარესად იყო ჩემი დედამთილიც, ისე ახველებდა, რამდენჯერმე გაგუდვას გადავარჩინეთ. ქართულ მხარეს გადმოსვლამდე ვერ იცოცხლა, რამდენიმე დღეში ისე დაუძლურდა, ლაპარაკი უჭირდა... მე რეანომობილმა წამომიყვანა, მეუღლე კი, ამ საშინელ რეალობაში დავტოვე. გარისკა და ბავშვები ჩემმა ბიძაშვილმა წაიყვანა, რომლებიც ასევე მალე დაინფიცირდნენ... ჩემი დედამთილი ოცმა კაცმა, მესამე დღეს დაასაფლავა. მე ბათუმის რეანიმაციაში, ჟანგბადის აპარატზე ვიყავი მიერთებული და საუბარი მხოლოდ 13 დღის შემდეგ შევძელი. ტელეფონში შვილების ხმა რომ გავიგე, მაშინ დავიჯერე, რომ გადავრჩი... მკურნალობას დღემდე ვაგრძელებ..." - ამბობს 29 წლის ქალი.

აფხაზები წერენ, რომ "ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე" ალხას კონჯარია გამუდმებით ითხოვს დახმარებას გუდაუთაში არსებული კრიზისის გამო, კლინიკაში კოვიდ-ინფიცირებულებს ვერ აუდიან, თუმცა, ამის მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი სასწავლო პროცესის აღდგენის თაობაზე ხელმოწერებს აგროვებენ.

“რა ცოდნას აძლევენ ასეთს სკოლაში ამ ბავშვებს, რომ სიკვდილზე ვგზავნით შვილებს, მაშინ როდესაც მათ სკოლებში ხელის დასაბანი პირობებიც არ აქვთ?! რამდენიმე სკოლის გარდა, სველი წერტილები ყველგან მოუწესრიგებელია" - წერს ინდირა გურგულია.

"ალხას კონჯარიამ განაცხადა, რომ გუდაუთის საავადმყოფოს "წითელ ზონაში" წავიდა სამუშაოდ, სადაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, თუმცა, სიკვდილიანობის მაჩვებელი მაინც მაღალია... ის იქიდან აკეთებს მიმართვას, თუ როგორ არ ჰყოფნის ჰოსპიტალს უმცროსი ექთნები და სანიტრები, თუმცა, რაც არ უნდა ხატოვნად და ემოციურად მიმართოს კონჯარიამ ხალხს, მოდით, მოხალისეებო დაგვეხმარეთო, სიკვდილზე წასვლა, თანაც ანაზღაურების გარეშე, არავის უნდა. ექთნები ისედაც რას იღებენ და ნოემბრის ხელფასებიც არ ჰქონიათ აღებული..." - წერს ადგილობრივი ვერა ღარწკია.

"რამდენიმე დღის წინ, ოჯახის წევრს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, რესპუბლიკურში მისულებს უმძიმესი სურათი დაგვხვდა, ყველაფრის დეფიციტი გვაქვს, ყველაფერს გუდაუთაში ეზიდებიანო, გვითხრეს, იქ კი მაინც კრიზისია... თუ რამე არ მოგწონს, წადი საქართველოში იმკურნალეო, გეუბნებიან..." - წერს კიდევ ერთი აფხაზი ცირა კიტია.

როგორ უპასუხეს ოკუპირებულ რეგიონებში ტიკარაძის შეთავაზებას მოსახლეობის ვაქცინაციის თაობაზე

"ჩვენი შეცდომების გამო, რაც მეტი დრო გავა, მეტი ახალგაზრდა იტყვის, რომ აფხაზეთი საქართველოა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები, 19 წლის გოგონას სკანდალურ ვიდეოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ში ბოდიში მოახდევინეს გოგონას, რომელმაც თქვა, რომ "აფხაზეთი საქართველოა" - "ძალიან ვნანობ და პატიებას ვითხოვ"