საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სომხეთი და საქართველო "კავკასიური ექვსეულის“ ფორმატის წინააღმდეგ გამოდიან" - რას წერს თურქული გამოცემა
"სომხეთი და საქართველო "კავკასიური ექვსეულის“ ფორმატის წინააღმდეგ გამოდიან" - რას წერს თურქული გამოცემა

თურ­ქე­თის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან გა­ზეთ "ჰუ­რი­ეთ დე­ი­ლი ნი­უს­ში" («Hürriyet Daily News») გა­მოქვვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "რა­ტომ არის რთუ­ლი კავ­კა­სი­უ­რი სამ­შვი­დო­ბო პლატ­ფორ­მის შექ­მნა“, რო­მელ­შიც გან­ხი­ლუ­ლია თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი "კავ­კა­სი­უ­რი ექ­ვსე­უ­ლის“ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი სა­კი­თხი, კერ­ძოდ - თბი­ლი­სი­სა და ერევ­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ან­კა­რის ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­მართ (ავ­ტო­რი - სერ­კან დე­მირ­ტა­ში).

"მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­მელ­შიც გა­მარ­ჯვე­ბა აზერ­ბა­ი­ჯან­მა მო­ი­პო­ვა - გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი სომ­ხუ­რი ოკუ­პა­ცი­ი­სა­გან - ხში­რად ის­მის იდე­ე­ბი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მის შე­საქ­მნე­ლად კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში. ამ თვალ­საზ­რი­სით ავ­ტო­რი ხაზს უს­ვამს თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის რე­ჯეფ ერ­დო­რა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბულ როლს რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში და წერს:

"პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნი იდგა იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­დე­რებს შო­რის, რომ­ლე­ბიც კავ­კა­სი­ა­ში მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბა­ზე ფიქ­რობ­დნენ და ამი­ტო­მაც გა­საკ­ვი­რი არაა, რომ სწო­რედ თურ­ქე­თის ლი­დერ­მა წა­მო­ა­ყე­ნა ექ­ვსმხრი­ვი ორ­გა­ნოს შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რათა მტრო­ბა უკან დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და რე­გი­ო­ნი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და მშვი­დო­ბის კე­რად გა­დაქ­ცე­უ­ლი­ყო. რუ­სეთ­მა და აზერ­ბა­ი­ჯან­მა ამ იდე­ას მხა­რი და­უ­ჭი­რეს.

თურ­ქე­თის წი­ნა­და­დე­ბა პირ­და­პი­რი სიგ­ნა­ლი იყო სომ­ხე­თი­სათ­ვის: ან­კა­რამ ამით მი­ა­ნიშ­ნა, რომ მზა­დაა სომ­ხეთ­თან სა­ზღვრე­ბის გა­სახ­სნე­ლად და მას­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად, თუ ერე­ვა­ნი რე­გი­ო­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მუ­ლას და­ე­თან­ხმე­ბა. თურ­ქუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა მო­ი­წო­ნა ირან­მაც: ან­კა­რა­ში ვი­ზი­ტის დროს, თა­ვის თურქ კო­ლე­გას­თან მევ­ლი­უთ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუს­თან შეხ­ვედ­რის დროს, ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მო­ჰა­მად ჯა­ვად ზა­რიფ­მა კავ­კა­სი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში თა­ვი­სი ქვეყ­ნის როლი გან­სა­ზღვრა. მარ­თა­ლია, მი­ნის­ტრებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მუ­ლა "3+3“ არ გა­უ­შიფ­რი­ათ, მაგ­რამ, რო­გორც ით­ვლე­ბა, ის გუ­ლის­ხმობს სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ორი ჯგუ­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას - აზერ­ბა­ი­ჯა­ნი-სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თი + თურ­ქე­თი-ირა­ნი-რუ­სე­თი.

მაგ­რამ პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ სომ­ხე­თი და სა­ქარ­თვე­ლო "კავ­კა­სი­უ­რი ექ­ვსე­უ­ლის“ ფორ­მა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტში სას­ტი­კი და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ერე­ვა­ნი ჯერ კი­დევ შოკ­შია და ჯერ­ჯე­რო­ბით გო­ნივ­რუ­ლად ვერ აღიქ­ვამს ახალ რე­ა­ლი­ებს. ქვეყ­ნის დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ძნე­ლია თურ­ქე­თი­სათ­ვის ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს დღეს მკაც­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წი­ნა­შე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დათ­მო­ბე­ბი­სათ­ვის. სომ­ხეთს, უეჭ­ვე­ლია, დრო ჭირ­დე­ბა, რომ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში და­მარ­ცხე­ბის ჭრი­ლო­ბა მო­ი­შუ­შოს და ის­ტო­რი­ის ახა­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­შა­ლოს.

კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან დაბ­რკო­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია: თბი­ლი­სი მტკი­ცედ აცხა­დებს, რომ მხარს არ და­უ­ჭერს არ­ცერთ რე­გი­ო­ნულ ინი­ცი­ა­ტი­ვას, სა­დაც კი რუ­სე­თი იქ­ნე­ბა - სა­ნამ მოს­კო­ვი აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ოკუ­პა­ცი­ას არ შე­წყვეტს.

რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი "კავ­კა­სი­უ­რი ექ­ვსე­უ­ლის“ შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვა, ჯერ­ჯე­რო­ბით ბო­ლომ­დე გარ­კვე­უ­ლი არ არის. ამ­ჟა­მად მხო­ლოდ ირა­ნის, თურ­ქე­თი­სა და რუ­სე­თის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბია გა­მოკ­ვე­თი­ლი: თე­ი­რა­ნი აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს ახალ სატ­რან­სპორ­ტო პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­თან თა­ვი­სი ვაჭ­რო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას, ან­კა­რა - აზერ­ბა­ი­ჯან­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი, სატ­რან­სპორ­ტო, ენერ­გე­ტი­კუ­ლი კავ­ში­რე­ბის გან­მტკი­ცე­ბას, მოს­კო­ვი კი ცდი­ლობს თა­ვი­სი გავ­ლე­ნა გა­ა­ფარ­თო­ვოს და რე­გი­ო­ნი "ძა­ფე­ბით მარ­თოს“ - სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კონ­ფლიქ­ტის კონ­ტექტსში. ყვე­ლა­ფე­რი ეს იმას მოწ­მობს, რომ ნამ­დვი­ლი მშვი­დო­ბი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბის დამ­ყა­რე­ბამ­დე კავ­კა­სი­ის რე­გი­ონს ჯერ კი­დევ დიდი გზის გავ­ლა მო­უ­წევს“, - ას­კვნის პუბ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რი. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
w
10

3+3 ფორმატი ნიშნავს 3ძლიერს პლიუს 3 მათხოვარი რუსეთს ოკუპირებული რომც არ ქონდეს ჩვენი ტერიტორიები მაინც არ შეიძლება იმიტომ რომ საქმე გვაქვს ავტორიტარულ რეჟიმებთან და ისინი ყოველთვის შეეცდებიან მათთვის უკეთესი პროექტები გაიტანონ. ევროპის ქვეყნები კი არ არიან თანასწორობაზე რომ იფიქრონ.

სიმართლე
48

ჩვენთვის, საქართველოსთვის არანაირად არ შეიძლება ამ ხაფანგში თავის შეყოფა, ეს არის ხაფანგი, ჩვენთვისაც და სომხებისთვისაც!..

მეორე მხრიდანაც რომ შევხედოთ, აზერბაიჯანს რა ენაღვლება, თავს გამარჯვებულად თვლის და მსგავს საკითხებზე რა თქმა უნდა თანახმაა, თან იმხელა ქვეყანას, თურქეთს ჩაუბრატდა, ასევე ირანთანაც, სამივე ქვეყანა მუსულმანურია... ჩვენ? ჩვენი ტერიტორიები, თურქებსაც წაღებული აქვს, რუსეთსაც, აზერებსაც და ასევე სომხებსაც! ამ ქვეყნებიდან, ყველაზე დამარცხებული ქვეყანა ჩვენა ვართ, ფაქტიურად მგლების ხროვაში ვართ და ლეგალიზაცია სურთ ჩვენი ტერიტორიების და არა ჩვენი მეგობრობა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"სომხეთი და საქართველო "კავკასიური ექვსეულის“ ფორმატის წინააღმდეგ გამოდიან" - რას წერს თურქული გამოცემა

"სომხეთი და საქართველო "კავკასიური ექვსეულის“ ფორმატის წინააღმდეგ გამოდიან" - რას წერს თურქული გამოცემა

თურქეთის ინგლისურენოვან გაზეთ "ჰურიეთ დეილი ნიუსში" («Hürriyet Daily News») გამოქვვეყნებულია სტატია, სათაურით: "რატომ არის რთული კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის შექმნა“, რომელშიც განხილულია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის მიერ ინიცირებული "კავკასიური ექვსეულის“ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, კერძოდ - თბილისისა და ერევნის დამოკიდებულება ანკარის ინიციატივის მიმართ (ავტორი - სერკან დემირტაში).

"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, რომელშიც გამარჯვება აზერბაიჯანმა მოიპოვა - გაათავისუფლა თავისი ტერიტორიები სომხური ოკუპაციისაგან - ხშირად ისმის იდეები თანამშრომლობის მექანიზმის შესაქმნელად კავკასიის რეგიონის ყველა სახელმწიფოს მონაწილეობით“, - აღნიშნულია სტატიაში. ამ თვალსაზრისით ავტორი ხაზს უსვამს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდორანის დამსახურებულ როლს რეგიონული თანამშრომლობის განვითარების საქმეში და წერს:

"პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი იდგა იმ საერთაშორისო ლიდერებს შორის, რომლებიც კავკასიაში მშვიდობის დამყარებაზე ფიქრობდნენ და ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ სწორედ თურქეთის ლიდერმა წამოაყენა ექვსმხრივი ორგანოს შექმნის ინიციატივა, რათა მტრობა უკან დარჩენილიყო და რეგიონი სტაბილურობისა და მშვიდობის კერად გადაქცეულიყო. რუსეთმა და აზერბაიჯანმა ამ იდეას მხარი დაუჭირეს.

თურქეთის წინადადება პირდაპირი სიგნალი იყო სომხეთისათვის: ანკარამ ამით მიანიშნა, რომ მზადაა სომხეთთან საზღვრების გასახსნელად და მასთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამყარებლად, თუ ერევანი რეგიონული თანამშრომლობის ფორმულას დაეთანხმება. თურქული ინიციატივა მოიწონა ირანმაც: ანკარაში ვიზიტის დროს, თავის თურქ კოლეგასთან მევლიუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა კავკასიურ თანამშრომლობაში თავისი ქვეყნის როლი განსაზღვრა. მართალია, მინისტრებს თანამშრომლობის ფორმულა "3+3“ არ გაუშიფრიათ, მაგრამ, როგორც ითვლება, ის გულისხმობს სახელმწიფოების ორი ჯგუფის ჩამოყალიბებას - აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი + თურქეთი-ირანი-რუსეთი.

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ სომხეთი და საქართველო "კავკასიური ექვსეულის“ ფორმატის წინააღმდეგ გამოდიან. რასაკვირველია, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სასტიკი დამარცხების შემდეგ ერევანი ჯერ კიდევ შოკშია და ჯერჯერობით გონივრულად ვერ აღიქვამს ახალ რეალიებს. ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლებისათვის ძნელია თურქეთისათვის ხელის ჩამორთმევა - პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დღეს მკაცრად აკრიტიკებენ აზერბაიჯანის წინაშე განხორციელებული დათმობებისათვის. სომხეთს, უეჭველია, დრო ჭირდება, რომ მთიან ყარაბაღში დამარცხების ჭრილობა მოიშუშოს და ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალოს.

კავკასიის რეგიონული ინიციატივის რეალიზებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია: თბილისი მტკიცედ აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს არცერთ რეგიონულ ინიციატივას, სადაც კი რუსეთი იქნება - სანამ მოსკოვი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას არ შეწყვეტს.

რამდენად იქნება რეალიზებული "კავკასიური ექვსეულის“ შექმნის ინიციატივა, ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის. ამჟამად მხოლოდ ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრიორიტეტებია გამოკვეთილი: თეირანი აქტიურად ცდილობს ახალ სატრანსპორტო პროექტებში მონაწილეობას და რეგიონის ქვეყნებთან თავისი ვაჭრობის გაფართოებას, ანკარა - აზერბაიჯანთან ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული კავშირების განმტკიცებას, მოსკოვი კი ცდილობს თავისი გავლენა გააფართოვოს და რეგიონი "ძაფებით მართოს“ - სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის კონტექტსში. ყველაფერი ეს იმას მოწმობს, რომ ნამდვილი მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის დამყარებამდე კავკასიის რეგიონს ჯერ კიდევ დიდი გზის გავლა მოუწევს“, - ასკვნის პუბლიკაციის ავტორი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, მისთვის ყველაზე მარტივი გზა არის რევოლუცია" - ალეკო ელისაშვილი

სააკაშვილისთვის პლებისციტი მიუღებელია, სალომე სამადაშვილი კი აცახდებს, რომ "რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია"

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"