ბათუმში, ანგისის დასახლებაში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.
35 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს უკვე გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარის გამო, ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ძალიან უპასუხისმგებლო ხალხით სავსე ავეყანაში ვცხოვრობთ. ღმერთმა აცხონოს გარდაცვლილი და შეიძლება სულ არიყო მისი ბრალი მაგრამ საქმე სხვა რამეშია. მოხდება უბედური შემთხვევა, მერე დაფაცურდება ზედამხედველობის სამსაზური და ერთი თვე იპუტავენ ყველაფერს. ერთი თვის შემდეგ ნელნელა ისევ ნელდება ყველაფერი და რაის უსაფრთხოება რის უსაფრთხოება. ამ ქვეყანაში რო გადარჩე და სიბერემდე მიხვიდე მართლა ძაღლის ბედი გინდა რა. აშვებული და მიშვებულია ყვეპაფერი. დღეს ბაგრატიონის ქუჩაზე ტრაილერი დაეჯახა ქალს, წარმოიდგინეთ ტრაილერი ქალაქის ცენტრში რა სიჩქარით უნდა მიდიოდე რო ....
მართალია,ეს იმის ბრალია,რომ არავინ არაფერზე აგებს პასუხს.სრული განუკითხაობაა ქვეყანაში ყველაფერზე და აი...შედეგიც.ამდენი უსამართლობისგან დაიღალა ხალხი.