ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 669 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
„გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 29 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 311 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 681 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 630 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 669 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 256 956-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 637 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 247 096-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 148 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 669 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა - 40, იმერეთი - 119, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 23, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 79, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი -10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 686, საიდანაც: 2 731 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 375, აჭარაში - 195, იმერეთში - 512. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 610 პირი, მათ შორის, თბილისში - 289, აჭარაში - 47, იმერეთში - 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი, მათგან თბილისში - 126, აჭარაში- 2, იმერეთში - 17. 322 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 - თბილისში, 97 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 3 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 521 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 220, ხოლო აჭარაში - 104
სულ 6 ოქტომბრიდან - 28 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 146 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 108 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 924 პირი, აჭარაში - 831, იმერეთში - 1 498”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.