პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იხარჯება ფული StopCoV ფონდიდან - რა თანხა მოხმარდა 2020 წელს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას და რამდენი ლარია ფონდში ამ დროისთვის
როგორ იხარჯება ფული StopCoV ფონდიდან - რა თანხა მოხმარდა 2020 წელს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას და რამდენი ლარია ფონდში ამ დროისთვის

2020 წელს COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის შექ­მნი­ლი StopCoV ფონ­დი­დან 132 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა.

„ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ StopCoV ფონდში აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი თან­ხე­ბის ხარ­ჯვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­ი­თხო­ვა. უწყე­ბის ცნო­ბით, 2020 წლის ბო­ლოს­თვის StopCoV ფონდში მო­ბი­ლი­ზე­ბულ­მა თან­ხამ 138.3 მლნ ლარი შე­ად­გი­ნა, სა­ი­და­ნაც 132.9 მლნ. ლარი გა­მო­ი­ყო სამი მი­მარ­თუ­ლე­ბით: ჯან­დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბის და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის გავ­ლით.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ფონ­დი­დან 18 წლამ­დე ბავ­შვე­ბის ერთჯე­რად სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­ზე 122.8 მლნ ლარი და­ი­ხარ­ჯა. ამას­თან, რო­გორც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის სრუ­ლად და­სა­ფი­ნან­სებ­ლად ფონ­დის თან­ხა საკ­მა­რი­სი არ იყო და პროგ­რა­მის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­მა­ტე­ბით 65 მლნ ლარი გა­მო­ი­ყო. პროგ­რა­მის მთლი­ან­მა და­ფი­ნან­სე­ბამ კი 187.8 მლნ ლარი შე­ად­გი­ნა.

გა­სულ წელს StopCoV ფონ­დი­დან თან­ხის ხარ­ჯვის კი­დევ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბაა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის საწ­მენ­დი და სა­დე­ზინ­ფექ­ციო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის შეს­ყიდ­ვა, რა­ზეც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ხა­ზით 5.7 მლნ ლარი და­ხარ­ჯა.

მე­სა­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა კი ეხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრის ცხელ ხა­ზებ­ზე („112“ და „144“) გაზ­რდი­ლი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ცენ­ტრის IT ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ასე­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მიერ კო­რო­ნა­ვირუს­ზე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვის ან/და სწრა­ფი ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რა­ზეც StopCoV ფონ­დი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხა­ზით 3.6 მლნ ლარი და­ი­ხარ­ჯა.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის StopCoV ფონდში არ­სე­ბუ­ლი თან­ხა 7 მი­ლი­ონ ლა­რამ­დეა. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სი მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­ი­ხარ­ჯე­ბა.

„StopCoV ფონდში 2021 წლის 25 იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით არ­სე­ბობს მცი­რე რე­სურ­სი (7 მლნ ლა­რამ­დე), რაც წარ­მოქ­მნი­ლია 2020-2021 წლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ჩა­რი­ცხვე­ბით, რომ­ლე­ბიც გან­ხორ­ცი­ელ­და „სა­ქარ­თვე­ლოს 2020 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის შემ­დგომ და მისი გან­კარ­გვა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში.

შე­გახ­სნებთ, რომ StopCoV ფონ­დი გა­სუ­ლი წლის მარ­ტში შე­იქ­მნა და მას­ში თან­ხის ჩა­რი­ცხვა კომ­პა­ნი­ებ­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­ეძ­ლოთ. რო­გორც და­ა­ნონსდა, ფონდში აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი თან­ხა ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და მის­გან და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მი­ი­მარ­თე­ბო­და.

ავტორი:

როგორ იხარჯება ფული StopCoV ფონდიდან - რა თანხა მოხმარდა 2020 წელს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას და რამდენი ლარია ფონდში ამ დროისთვის

როგორ იხარჯება ფული StopCoV ფონდიდან - რა თანხა მოხმარდა 2020 წელს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას და რამდენი ლარია ფონდში ამ დროისთვის

2020 წელს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი StopCoV ფონდიდან 132 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„ინტერპრესნიუსმა“ StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების ცნობით, 2020 წლის ბოლოსთვის StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 138.3 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 132.9 მლნ. ლარი გამოიყო სამი მიმართულებით: ჯანდაცვის, განათლების და შინაგან საქმეთა სამინისტროების გავლით.

უფრო კონკრეტულად, ფონდიდან 18 წლამდე ბავშვების ერთჯერად სოციალურ დახმარებაზე 122.8 მლნ ლარი დაიხარჯა. ამასთან, როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული მიმართულების სრულად დასაფინანსებლად ფონდის თანხა საკმარისი არ იყო და პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 65 მლნ ლარი გამოიყო. პროგრამის მთლიანმა დაფინანსებამ კი 187.8 მლნ ლარი შეადგინა.

გასულ წელს StopCoV ფონდიდან თანხის ხარჯვის კიდევ ერთი მიმართულებაა საგანმანათლებლო დაწესებულებების საწმენდი და სადეზინფექციო მოწყობილობების შესყიდვა, რაზეც განათლების სამინისტროს ხაზით 5.7 მლნ ლარი დახარჯა.

მესამე მიმართულება კი ეხება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ცხელ ხაზებზე („112“ და „144“) გაზრდილი მიმართვიანობიდან გამომდინარე ცენტრის IT ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ლაბორატორიის მიერ კორონავირუსზე ლაბორატორიული გამოკვლევის ან/და სწრაფი ტესტირების ჩატარებას და მასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს, რაზეც StopCoV ფონდიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით 3.6 მლნ ლარი დაიხარჯა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის StopCoV ფონდში არსებული თანხა 7 მილიონ ლარამდეა. აღნიშნული რესურსი მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად დაიხარჯება.

„StopCoV ფონდში 2021 წლის 25 იანვრის მდგომარეობით არსებობს მცირე რესურსი (7 მლნ ლარამდე), რაც წარმოქმნილია 2020-2021 წლებში მიღებული ჩარიცხვებით, რომლებიც განხორციელდა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შემდგომ და მისი განკარგვა განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად“, - აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში.

შეგახსნებთ, რომ StopCoV ფონდი გასული წლის მარტში შეიქმნა და მასში თანხის ჩარიცხვა კომპანიებსა და მოქალაქეებს შეეძლოთ. როგორც დაანონსდა, ფონდში აკუმულირებული თანხა ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და მისგან დაზარალებულთა დახმარებისათვის, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, მიიმართებოდა.

1-ელი თებერვლიდან ყველა მიმართულებით რეგულარული ფრენები აღდგება

2020 წელს, საქართველოში კომერციული ბანკების მოგება 10-ჯერ შემცირდა

"თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ - აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?" - კახა კალაძე "ნაგვის ურნების" შესახებ კრიტიკას პასუხობს