სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას პუტინის შემცვლელად მივიჩნევ" - როგორ აფასებს რუსეთში მიმდინარე პროცესებს რუსი პოლიტოლოგი
"მას პუტინის შემცვლელად მივიჩნევ" - როგორ აფასებს რუსეთში მიმდინარე პროცესებს რუსი პოლიტოლოგი

რუ­სეთ­ში, 17 იან­ვარს, ბერ­ლი­ნი­დან მოს­კოვ­ში ჩაფ­რე­ნი­სას ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რი ალექ­სეი ნა­ვალ­ნი და­ა­კა­ვეს, რა­საც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ძლი­ე­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. შა­ბათს რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებ­ზე, სა­დაც ნა­ვალ­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­დნენ, პო­ლი­ცი­ამ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 3500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა. და­შა­ვე­ბუ­ლია 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. და­კა­ვე­ბუ­ლია ნა­ვალ­ნის მე­უღ­ლეც.

სა­სა­მარ­თლომ რუ­სეთ­ში, რუს ოპო­ზი­ცი­ო­ნერს 30-დღი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. სა­სა­მარ­თლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­წყვეტს, შე­უც­ვლის თუ არა 3.5-წლი­ან პი­რო­ბით სას­ჯელს პა­ტიმ­რო­ბით.

ცნო­ბის­თვის, ნა­ვალ­ნი 5 თვის წინ, სამ­ხედ­რო ტი­პის ნერ­ვუ­ლი აგენ­ტით, "ნო­ვი­ჩო­კით" მო­წამ­ლეს. 29 აგ­ვის­ტოს, ალექ­სეი ნა­ვალ­ნი თვითმფრი­ნავ­ში, ტომ­სკი­დან მოს­კო­ვის­კენ მი­მა­ვალ რე­ის­ზე ცუ­დად გახ­და. პი­ლო­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო თვითმფრი­ნა­ვი და­ეს­ვა ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მდე­ბა­რე ქა­ლაქ­ში - ომ­სკში, სა­ი­და­ნაც გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

გერ­მა­ნელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა სხე­უ­ლი­დან აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბით და­ად­გი­ნეს, რომ ნა­ვალ­ნის მო­წამ­ვლას საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში შექ­მნი­ლი ნერ­ვუ­ლი აგენ­ტით, "ნო­ვი­ჩო­კით" შე­ე­ცად­ნენ.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს პრო­ცე­სე­ბი რუ­სეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ამის შე­სა­ხებ რუსი პო­ლი­ტო­ლო­გი და ბლო­გე­რი, ლე­ო­ნიდ გოზ­მა­ნი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ნა­ვალ­ნის წინა და­კა­ვე­ბე­ბის დრო­საც დავ­დი­ო­დი აქ­ცი­ებ­ზე ტრანსფა­რან­ტით, "თა­ვი­სუფ­ლე­ბა ნა­ვალ­ნის" და ეს ფოტო დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლუ­რია... სი­ა­მა­ყით ვი­ტყვი, ბოლო დღე­ებ­ში რუ­სეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა პრო­ცე­სებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­ვიღ­ვი­ძეთ, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გვაჩ­ვე­ნა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფი მო­ბი­ლი­ზე­ბა, ერ­თი­ა­ნო­ბა. ერთი სი­ტყვით, ფაქ­ტია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- რას ელო­დე­ბით ამ პრო­ცე­სე­ბის­გან?

- საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა მხო­ლოდ მოს­კოვ­ში კი არა, ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ერ­თდრო­უ­ლად და­ი­წყო. საქ­მე ის არის, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და გნე­ბავთ, მო­რა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­საც ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­ჟი­მის ქვეშ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ნიც­დი­ან, პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის წლებ­ში დაგ­როვ­და. 20 წე­ლია მას უშე­დე­გოდ ვებ­რძვით, ახლა კი, ეს ტაღ­ლა ფარ­თოვ­დე­ბა და გრან­დი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბის იმედს აჩენს.

ალექ­სეი ნა­ვალ­ნი

- რას ფიქ­რობთ, ალექ­სეი ნა­ვალ­ნი არის ის პერ­სო­ნა, რომ­ლის გარ­შე­მო ად­გი­ლობ­რი­ვი ოპო­ზი­ცია გა­ერ­თი­ან­დე­ბა?

- ნა­ვალ­ნიმ რუ­სეთ­ში ჩა­მოს­ვლით და­ამ­ტკი­ცა, რომ ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რია, პა­ტიმ­რო­ბა, სა­სა­მარ­თლო­ე­ბი, "ნო­ვი­ჩო­კი" მას არ აში­ნებს, მე­ტიც, ამან კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა და გა­მოკ­ვე­თა მისი ლი­დე­რის უნა­რე­ბი. აჩ­ვე­ნა ყვე­ლას, რომ შე­უძ­ლია გა­ა­ერ­თი­ა­ნოს ოპო­ზი­ცია. მისი და­კა­ვე­ბა პუ­ტი­ნის სირ­ცხვი­ლია.

- მას­ზე დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებთ...

- მას პუ­ტი­ნის შემ­ცვლე­ლად მი­ვიჩ­ნევ. თუ მას არ და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ, ვი­ფიქ­რებ­დი, რომ კრემლში ეყოთ ჭკუა იმის­თვის, რომ გა­ი­ხან­გრძლი­ვონ ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა, ახლა კი პუ­ტინ­მა აჩ­ვე­ნა თუ რამ­დე­ნად სუს­ტია სი­ნამ­დვი­ლე­ში და რო­გორ მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ყვე­ლა­ფერ­ზე წა­ვი­დეს. მან პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა ნა­ვალ­ნი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სტი­მუ­ლი მის­ცა ოპო­ზი­ცი­ას, იბ­რძო­ლოს უფრო დიდი მას­შტა­ბე­ბით და უფრო აქ­ტი­უ­რად.

- თუმ­ცა, რუსი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ შე­საძ­ლოა, პრო­ცე­სე­ბის "ბე­ლა­რუ­სი­ზა­ცია" მოხ­დეს.

- არც ეს არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მაგ­რამ რა?!. ბე­ლა­რუს­ში და­ნებ­დნენ, აღარ იბ­რძვი­ან და ხე­ლე­ბი ჩა­მო­უშ­ვეს?!. რა თქმა უნდა, არა, ისეთ ფეს­ვებ­გად­გმულ დიქ­ტა­ტო­რებ­თან, რო­გო­რიც ლუ­კა­შენ­კო და პუ­ტი­ნი არი­ან, შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ბრძო­ლას ბევ­რად მეტი დრო სჭირ­დე­ბა. ბოლო დღე­ებ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ახა­ლი პე­რი­ო­დი და­ი­წყო, ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ თუ ადრე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის დი­ა­ლო­გი არ იყო, ახლა ამის ყვე­ლა რე­სურ­სიც კი ამო­ი­წუ­რა. ახლა პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბას ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი აქვს, გა­აძ­ლი­ე­როს ძა­ლა­უფ­ლე­ბა რეპ­რე­სი­ე­ბით, ეს კი არას­დროს არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­მარ­ცხე­ბის გზა აირ­ჩია...

თუმ­ცა, ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ი­შუ­რე­ბენ რო­გორც ოპო­ზი­ცი­ა­ში, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ხეთ­ქი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნონ, კრემ­ლის პრო­პა­გან­და და ОМОН -ის წევ­რე­ბი ამას ცდი­ლო­ბენ... მათი მუ­შა­ო­ბის მა­გა­ლი­თე­ბი გვაქვს ბე­ლა­რუს­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მაგ­რამ არც ისაა გა­მორ­ცხუ­ლი, რომ ისი­ნიც ხალ­ხის მხა­რეს გად­მო­ვიდ­ნენ. ვიცი, რომ ამის სურ­ვი­ლი არის. ასე რომ, ბრძო­ლა არ იქ­ნე­ბა ად­ვი­ლი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ყი­ნუ­ლი და­იძ­რა. არ ვიცი, რა გზით გა­ი­მარ­ჯვებს ოპო­ზი­ცია, მაგ­რამ მჯე­რა, რომ გა­ი­მარ­ჯვებს.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
58

ნავალნი პუტინზე უარესი ფაშისტია ჩვენს მიმართ!

Vasilii
70

ეს კაცი ავად არის.პუტინის შემცვლელი პუტინია და რუსი ხალხი.ნავალნი ავადმყოფი ქურდი უცხო სპეცსამსახურების აგენტი..ნავალნი დიმკა სანაკოევია...ან...

ავტორი:

"მას პუტინის შემცვლელად მივიჩნევ" - როგორ აფასებს რუსეთში მიმდინარე პროცესებს რუსი პოლიტოლოგი

"მას პუტინის შემცვლელად მივიჩნევ" - როგორ აფასებს რუსეთში მიმდინარე პროცესებს რუსი პოლიტოლოგი

რუსეთში, 17 იანვარს, ბერლინიდან მოსკოვში ჩაფრენისას ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი დააკავეს, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი საპროტესტო აქციები მოჰყვა. შაბათს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო გამოსვლებზე, სადაც ნავალნის გათავისუფლებას ითხოვდნენ, პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 3500-ზე მეტი ადამიანი დააკავა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. დაკავებულია ნავალნის მეუღლეც.

სასამართლომ რუსეთში, რუს ოპოზიციონერს 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო მოგვიანებით გადაწყვეტს, შეუცვლის თუ არა 3.5-წლიან პირობით სასჯელს პატიმრობით.

ცნობისთვის, ნავალნი 5 თვის წინ, სამხედრო ტიპის ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" მოწამლეს. 29 აგვისტოს, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში, ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ რეისზე ცუდად გახდა. პილოტი იძულებული იყო თვითმფრინავი დაესვა ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში - ომსკში, საიდანაც გერმანიაში გადაიყვანეს.

გერმანელმა სპეციალისტებმა სხეულიდან აღებული ნიმუშებით დაადგინეს, რომ ნავალნის მოწამვლას საბჭოთა კავშირში შექმნილი ნერვული აგენტით, "ნოვიჩოკით" შეეცადნენ.

როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციონერის დაკავების შემდეგ, ამის შესახებ რუსი პოლიტოლოგი და ბლოგერი, ლეონიდ გოზმანი გვესაუბრება:

- ნავალნის წინა დაკავებების დროსაც დავდიოდი აქციებზე ტრანსფარანტით, "თავისუფლება ნავალნის" და ეს ფოტო დღემდე აქტუალურია... სიამაყით ვიტყვი, ბოლო დღეებში რუსეთში განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ სხვა ქვეყანაში გავიღვიძეთ, რადგან საზოგადოებამ გვაჩვენა, როგორ შეიძლება სწრაფი მობილიზება, ერთიანობა. ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ ქვეყანაში ძალზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს.

- რას ელოდებით ამ პროცესებისგან?

- საპროტესტო ტალღა მხოლოდ მოსკოვში კი არა, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად დაიწყო. საქმე ის არის, რომ ეკონომიკური, სოციალური და გნებავთ, მორალური პრობლემები, რომელსაც ძალადობრივი რეჟიმის ქვეშ მყოფი ადამიანები განიცდიან, პუტინის მმართველობის წლებში დაგროვდა. 20 წელია მას უშედეგოდ ვებრძვით, ახლა კი, ეს ტაღლა ფართოვდება და გრანდიოზული ცვლილების იმედს აჩენს.

ალექსეი ნავალნი

- რას ფიქრობთ, ალექსეი ნავალნი არის ის პერსონა, რომლის გარშემო ადგილობრივი ოპოზიცია გაერთიანდება?

- ნავალნიმ რუსეთში ჩამოსვლით დაამტკიცა, რომ ოპოზიციის ლიდერია, პატიმრობა, სასამართლოები, "ნოვიჩოკი" მას არ აშინებს, მეტიც, ამან კიდევ უფრო გააძლიერა და გამოკვეთა მისი ლიდერის უნარები. აჩვენა ყველას, რომ შეუძლია გააერთიანოს ოპოზიცია. მისი დაკავება პუტინის სირცხვილია.

- მასზე დიდ იმედებს ამყარებთ...

- მას პუტინის შემცვლელად მივიჩნევ. თუ მას არ დააპატიმრებდნენ, ვიფიქრებდი, რომ კრემლში ეყოთ ჭკუა იმისთვის, რომ გაიხანგრძლივონ ძალაუფლებაში ყოფნა, ახლა კი პუტინმა აჩვენა თუ რამდენად სუსტია სინამდვილეში და როგორ მარტივად შეუძლია ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავიდეს. მან პატიმრობაში დატოვა ნავალნი, რაც იმას ნიშნავს, რომ სტიმული მისცა ოპოზიციას, იბრძოლოს უფრო დიდი მასშტაბებით და უფრო აქტიურად.

- თუმცა, რუსი საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, პროცესების "ბელარუსიზაცია" მოხდეს.

- არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ რა?!. ბელარუსში დანებდნენ, აღარ იბრძვიან და ხელები ჩამოუშვეს?!. რა თქმა უნდა, არა, ისეთ ფესვებგადგმულ დიქტატორებთან, როგორიც ლუკაშენკო და პუტინი არიან, შედეგზე ორიენტირებულ ბრძოლას ბევრად მეტი დრო სჭირდება. ბოლო დღეებში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი პერიოდი დაიწყო, ვგულისხმობ იმას, რომ თუ ადრე საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი არ იყო, ახლა ამის ყველა რესურსიც კი ამოიწურა. ახლა პუტინის მმართველობას ერთადერთი გამოსავალი აქვს, გააძლიეროს ძალაუფლება რეპრესიებით, ეს კი არასდროს არის გამართლებული. ხელისუფლებამ დამარცხების გზა აირჩია...

თუმცა, ძალისხმევას არ დაიშურებენ როგორც ოპოზიციაში, ასევე საზოგადოებაში განხეთქილება შეიტანონ, კრემლის პროპაგანდა და ОМОН -ის წევრები ამას ცდილობენ... მათი მუშაობის მაგალითები გვაქვს ბელარუსში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მაგრამ არც ისაა გამორცხული, რომ ისინიც ხალხის მხარეს გადმოვიდნენ. ვიცი, რომ ამის სურვილი არის. ასე რომ, ბრძოლა არ იქნება ადვილი, მაგრამ ვფიქრობ, ყინული დაიძრა. არ ვიცი, რა გზით გაიმარჯვებს ოპოზიცია, მაგრამ მჯერა, რომ გაიმარჯვებს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მალტაში საქართველოს საპატიო კონსული თავისი არხებით ცდილობს მიიღოს ვაქცინების სათანადო რაოდენობა" - რას აცხადებს იტალიაში საქართველოს ელჩი

მიხეილ სააკაშვილი მთავრობას - "მალტამ მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინა გადაუნაწილოს ღარიბ ქვეყნებს - რატომ არ მიმართავთ, რომ ნაწილი უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!"