პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ ღონისძიებებზე" - ამირან გამყრელიძე
"ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ ღონისძიებებზე" - ამირან გამყრელიძე

"ერთი წელი ჩვენ მოგ­ვი­წევს კვლავ გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით - ერთი წელი მოგ­ვი­წევს უა­რის თქმა ქორ­წი­ლებ­ზე, დიდ შეკ­რე­ბებ­ზე, დიდ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე" - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “პო­ლიტ-ქა­ლაქ­ში” გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, ვირუ­სი და­ახ­ლო­ე­ბით ერთ წე­ლი­წად­ში და­ამ­თავ­რებს თა­ვის ბი­ო­ლო­გი­ურ ციკლს და ის იქ­ცე­ვა სე­ზო­ნურ ვირუ­სად.

“ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის რიტმთან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი პროგ­ნო­ზი რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორს ეყ­რდნო­ბა. პირ­ვე­ლი - მა­ინც მგო­ნია, რომ ვირუ­სი და­ახ­ლო­ე­ბით ერთ წე­ლი­წად­ში და­ამ­თავ­რებს თა­ვის ბი­ო­ლო­გი­ურ ციკლს და ის იქ­ცე­ვა ალ­ბათ, რო­გორც სე­ზო­ნურ ვირუ­სად, აი მა­გა­ლი­თად, რო­გო­რიც გრი­პია და უფრო სუსტ ვირუ­სად. ვაქ­ცი­ნა­ცია, ალ­ბათ, დაგ­ვჭირ­დე­ბა, ვფიქ­რობ სე­ზო­ნუ­რი. თუ წელს მო­სახ­ლე­ო­ბის 60-70% აიც­რა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ჩვენ ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბას თან­და­თან უნდა და­ვუბ­რუნ­დეთ.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ტარ­დე­ბა, რო­გო­რიც არის პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, დის­ტან­ცი­ის და ამ ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის დაც­ვა. უკვე ჩვენ­თან 75%-ზე ავი­და პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და 95%-ზე თუ ავიყ­ვა­ნეთ, მხო­ლოდ ამით ჩვენ ახლა პროგ­ნო­ზი­რე­ბა, რომ კეთ­დე­ბა ერთ-ერთ დიდ ინ­სტი­ტუტ­თან ერ­თად, მა­ი­სის­თვის ჩა­მო­ვალთ, რომ დღე­ში გვექ­ნე­ბა 7-დან 30-40 შემ­თხვე­ვამ­დე, გარ­კვე­ულ მცი­რე შე­ზღუდ­ვებ­თან ერ­თად. ვფიქ­რობ, რომ ვაქ­ცი­ნა სე­რი­ო­ზულ გარ­ღვე­ვას შე­ი­ტანს და ალ­ბათ, ამ წლის შუ­ა­ში პირ­და­პირ­მოქ­მე­დი წა­მა­ლიც იქ­ნე­ბა. ერთი წელი ჩვენ მოგ­ვი­წევს კვლავ გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით - ერთი წელი მოგ­ვი­წევს უა­რის თქმა ქორ­წი­ლებ­ზე, დიდ შეკ­რე­ბებ­ზე, დიდ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე”, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან გამ­ყრე­ლი­ძემ დას­ძი­ნა, რომ მარ­ტში ე.წ. "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის" , ღა­მის სა­ა­თებ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვის მოხ­სნა, და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ ეპიდ­ვი­თა­რე­ბის მი­ხედ­ვით, რო­გო­რი თე­ბერ­ვა­ლი იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიკა
10

ეს ერთი წელი რითი ვეღარ დასრულდა? მარტიდან მოყოლებული გაკერიათ პირზე, თქვით 2-3 წელი ვიქნებით ასე.

ნიკოლოზი
3

მარიკას! თითქოს გამყრელიძის სურვილია. 

ავტორი:

"ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ ღონისძიებებზე" - ამირან გამყრელიძე

"ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ ღონისძიებებზე" - ამირან გამყრელიძე

"ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით - ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” განაცხადა.

მისი შეფასებით, ვირუსი დაახლოებით ერთ წელიწადში დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს და ის იქცევა სეზონურ ვირუსად.

“ნორმალური ცხოვრების რიტმთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობა. პირველი - მაინც მგონია, რომ ვირუსი დაახლოებით ერთ წელიწადში დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს და ის იქცევა ალბათ, როგორც სეზონურ ვირუსად, აი მაგალითად, როგორიც გრიპია და უფრო სუსტ ვირუსად. ვაქცინაცია, ალბათ, დაგვჭირდება, ვფიქრობ სეზონური. თუ წელს მოსახლეობის 60-70% აიცრა, დიდი ალბათობით, ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებას თანდათან უნდა დავუბრუნდეთ.

აუცილებელია ის ღონისძიებები, რომლებიც დღეს ტარდება, როგორიც არის პირბადის ტარება, დისტანციის და ამ ჰიგიენური პირობების დაცვა. უკვე ჩვენთან 75%-ზე ავიდა პირბადის ტარება და 95%-ზე თუ ავიყვანეთ, მხოლოდ ამით ჩვენ ახლა პროგნოზირება, რომ კეთდება ერთ-ერთ დიდ ინსტიტუტთან ერთად, მაისისთვის ჩამოვალთ, რომ დღეში გვექნება 7-დან 30-40 შემთხვევამდე, გარკვეულ მცირე შეზღუდვებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ვაქცინა სერიოზულ გარღვევას შეიტანს და ალბათ, ამ წლის შუაში პირდაპირმოქმედი წამალიც იქნება. ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით - ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან გამყრელიძემ დასძინა, რომ მარტში ე.წ. "კომენდანტის საათის" , ღამის საათებში გადაადგილების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა, დამოკიდებულია იმაზე, თუ ეპიდვითარების მიხედვით, როგორი თებერვალი იქნება ქვეყანაში.

საქართველოში ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი პაციენტი - როგორია ბოლო 24 საათის მონაცემები?

"საინტერესოა, ბატონი დავითი ჩვენთვის პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს" - თენგიზ ცერცვაძე ჭიჭინაძეს პასუხობს