პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ენა გააჩერე! სიზმარში ხომ გელანდებოდა? კიდევ მოგელანდება" - პროცესზე გიორგი შაქარაშვილის დედის განცხადებები ბრალდებულებმა გააპროტესტეს
"ენა გააჩერე! სიზმარში ხომ გელანდებოდა? კიდევ მოგელანდება" - პროცესზე გიორგი შაქარაშვილის დედის განცხადებები ბრალდებულებმა გააპროტესტეს

"ტვ პირ­ვე­ლი" გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის დე­დის თა­მუ­ნა შალ­ვაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო ჩვე­ნე­ბის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს აქ­ვეყ­ნებს. იმ დღეს, რო­დე­საც მოკ­ლუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის დე­დამ ჩვე­ნე­ბა მის­ცა, დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფებ­დნენ არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი და არას­რულ­წლო­ვა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბიც.

"ჩემ­თვის საკ­მა­რი­სია ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბეი, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რას აქვს, მო­ვი­თხოვ უმ­კაც­რეს სას­ჯელს. ესე­ნი არი­ან მკვლე­ლე­ბი! ბავ­შვი იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად უდა­ნა­შა­უ­ლო და მო­მიკ­ლეს. რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიქ­ნე­ბი, წარ­მო­იდ­გი­ნეთ. უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი მწე­რენ და მო­ი­თხო­ვენ, რომ ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლდნენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, მე ვა­კა­ვებ მათ. მად­ლო­ბა მო­ი­ხა­დეთ, რომ კა­ნო­ნი­ერ ფარ­გლებს არ გავ­ცდი ეს გამ­წა­რე­ბუ­ლი" - აღ­ნიშ­ნა სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში თა­მუ­ნა შალ­ვაშ­ვილ­მა.

შვილმკვდა­რი დე­დის ემო­ცი­ურ გან­ცხა­დე­ბებს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა:

თა­მუ­ნა შალ­ვაშ­ვი­ლი: თქვენ აზ­რზე არ ხართ, ვინ მო­კა­ლით

არ­ჩილ გაგ­ნი­ძე: ჩვენ არა­ვინ მოგ­ვიკ­ლავს, ქალ­ბა­ტო­ნო

თა­მუ­ნა შალ­ვაშ­ვი­ლი: ენა გა­ა­ჩე­რე, სიზ­მარ­ში ხომ გე­ლან­დე­ბო­და? კი­დევ მო­გე­ლან­დე­ბა! ჩემი შვი­ლი სახე კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რე, ჩემი შვი­ლის საფ­ლავ­ზე დღემ­დე ხალ­ხი არ წყდე­ბა და თქვენს საფ­ლავ­ზე ძაღ­ლი არ მივა.

თა­მუ­ნა შალ­ვაშ­ვი­ლი: ამ­ხე­ლა კა­ცე­ბი უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვებს რო­გორ აგი­ნებ­დით?! მა­პა­ტი­ეთ, თავს ვერ ვი­კა­ვებ

ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი: მეც ვერ ვი­კა­ვებ და რა გა­ვა­კე­თო. არა­ვინ მო­მიკ­ლავს და არა­ვის­თვის შე­მი­გი­ნე­ბია.

სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში შა­ქა­რაშ­ვი­ლის დე­დამ მკვლე­ლო­ბის დღე გა­იხ­სე­ნა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, გი­ორ­გი და­ბა­დე­ბის დღე­ზე წა­სას­ვლე­ლად ერთი კვი­რით ადრე ემ­ზა­დე­ბო­და.

"რო­დე­საც სამ­სა­ხურ­ში წა­ვე­დი, ბავშს ეძი­ნა. შემ­დეგ გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია მე­სენ­ჯე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით. ვკი­თხე, წახ­ვე­დით­ქო, მი­პა­სუ­ხა, რომ სა­ლონ­ში აპი­რებ­და ჯერ წას­ვლას" - აღ­ნიშ­ნა თა­მუ­ნა შალ­ვაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, შვილს ბო­ლოს, 18 ივ­ნისს ღა­მის 12 სა­ათ­ზე ელა­პა­რა­კა, რა დრო­საც გი­ორ­გიმ უთხრა, რომ წვე­უ­ლე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას ლის­ზე აპი­რებ­დნენ. ამ ზა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში თა­მარ შალ­ვაშ­ვილს გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და­ი­კარ­გა.

ამ­ბობს, რომ და­კარ­გუ­ლი შვი­ლის მო­სა­ძებ­ნად თა­ვად წა­ვი­და.

"აგა­რაკ­ზე ვე­ძებ­დი. ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი ასეთ რა­მეს. ძა­ლი­ან მშვი­დი ბავ­შვი იყო... გუ­რამ­მა ყვე­ლა­ფე­რი მო­მიყ­ვა, რომ ბავ­შვებს ჩხუ­ბი მო­უ­ვი­დათ, მაჩ­ვე­ნა ის გზაც, რა გზაც გა­ი­ა­რეს. იქ ვე­ძებ­დი, ხმა­მაღ­ლა ვე­ძახ­დი ბავ­შვს, მე­გო­ნა ან ფეხი მო­ი­ტე­ხა ან რა­ღაც, უბე­დურ შემ­თხვე­ვას ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი" - აღ­ნიშ­ნა თა­მუ­ნა შალ­ვაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sacodavi
4

რა ვერ დაამთავრეს რას თამაშობენ და შოუს აწყობენ არ ეცოდებათ ეს გამწარებული დედა??? ენას ვინც უბრუნებს იმათთვის კანონი არ არსებობს??? ტუ მართლა ხალხის ნერვებს ცდიან??? ვისაც ამ ბავშვის ცოდვა ადევს ადამიანური სული არა აქვს და გარეტ იქნება თუ ციხეში ყველგან სიგლახეს გააკეტებს.

გიო
0

ვინც ის ბიჭი მოკლა, ცოცხლად უნდა ჩამოატყავო. მხოლოდ მკვლელობის ფაქტზე არ ვლაპარაკობ - იმის ვაჟკაცობა არ აღმოაჩნდა, რომ ამდენი ახალგაზრდა პარაოზით არ გაეშვა ციხეში. მე ეს ბიჭები, ყველა, უკვე დაკარგული მგონია ქვეყნისთვის. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე...

ავტორი:

"ენა გააჩერე! სიზმარში ხომ გელანდებოდა? კიდევ მოგელანდება" - პროცესზე გიორგი შაქარაშვილის დედის განცხადებები ბრალდებულებმა გააპროტესტეს

"ენა გააჩერე! სიზმარში ხომ გელანდებოდა? კიდევ მოგელანდება" - პროცესზე გიორგი შაქარაშვილის დედის განცხადებები ბრალდებულებმა გააპროტესტეს

"ტვ პირველი" გიორგი შაქარაშვილის დედის თამუნა შალვაშვილის სასამართლო ჩვენების აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. იმ დღეს, როდესაც მოკლული ფეხბურთელის დედამ ჩვენება მისცა, დარბაზში იმყოფებდნენ არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი და არასრულწლოვანი ბრალდებულებიც.

"ჩემთვის საკმარისია ის მტკიცებულებეი, რაც პროკურატურას აქვს, მოვითხოვ უმკაცრეს სასჯელს. ესენი არიან მკვლელები! ბავშვი იყო აბსოლუტურად უდანაშაულო და მომიკლეს. რა მდგომარეობაში ვიქნები, წარმოიდგინეთ. უცხო ადამიანები მწერენ და მოითხოვენ, რომ ლინჩის წესით გასამართლდნენ დამნაშავეები, მე ვაკავებ მათ. მადლობა მოიხადეთ, რომ კანონიერ ფარგლებს არ გავცდი ეს გამწარებული" - აღნიშნა სასამართლო დარბაზში თამუნა შალვაშვილმა.

შვილმკვდარი დედის ემოციურ განცხადებებს დაკავებულების პროტესტი მოჰყვა:

თამუნა შალვაშვილი: თქვენ აზრზე არ ხართ, ვინ მოკალით

არჩილ გაგნიძე: ჩვენ არავინ მოგვიკლავს, ქალბატონო

თამუნა შალვაშვილი: ენა გააჩერე, სიზმარში ხომ გელანდებოდა? კიდევ მოგელანდება! ჩემი შვილი სახე კარგად დაიმახსოვრე, ჩემი შვილის საფლავზე დღემდე ხალხი არ წყდება და თქვენს საფლავზე ძაღლი არ მივა.

თამუნა შალვაშვილი: ამხელა კაცები უდანაშაულო ბავშვებს როგორ აგინებდით?! მაპატიეთ, თავს ვერ ვიკავებ

ნიკოლოზ რევაზიშვილი: მეც ვერ ვიკავებ და რა გავაკეთო. არავინ მომიკლავს და არავისთვის შემიგინებია.

სასამართლო დარბაზში შაქარაშვილის დედამ მკვლელობის დღე გაიხსენა. როგორც მან აღნიშნა, გიორგი დაბადების დღეზე წასასვლელად ერთი კვირით ადრე ემზადებოდა.

"როდესაც სამსახურში წავედი, ბავშს ეძინა. შემდეგ გვქონდა კომუნიკაცია მესენჯერის საშუალებით. ვკითხე, წახვედითქო, მიპასუხა, რომ სალონში აპირებდა ჯერ წასვლას" - აღნიშნა თამუნა შალვაშვილმა.

მისი თქმით, შვილს ბოლოს, 18 ივნისს ღამის 12 საათზე ელაპარაკა, რა დროსაც გიორგიმ უთხრა, რომ წვეულების გაგრძელებას ლისზე აპირებდნენ. ამ ზარიდან რამდენიმე საათში თამარ შალვაშვილს გურამ ამირხანაშვილმა შეატყობინა, რომ გიორგი შაქარაშვილი დაიკარგა.

ამბობს, რომ დაკარგული შვილის მოსაძებნად თავად წავიდა.

"აგარაკზე ვეძებდი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი ასეთ რამეს. ძალიან მშვიდი ბავშვი იყო... გურამმა ყველაფერი მომიყვა, რომ ბავშვებს ჩხუბი მოუვიდათ, მაჩვენა ის გზაც, რა გზაც გაიარეს. იქ ვეძებდი, ხმამაღლა ვეძახდი ბავშვს, მეგონა ან ფეხი მოიტეხა ან რაღაც, უბედურ შემთხვევას ვერ წარმოვიდგენდი" - აღნიშნა თამუნა შალვაშვილმა.

ცოლის წამების ფაქტზე პროკურატურამ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა  - "4-5 საათი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ხელებით და ფეხებით ურტყამდა"

"მეც და ნატალიაც მართლები ვართ" - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პირველი არსებითი განხილვა დღეს იმართება

"დაცვის მხარე გვეცოდებოდა, ირონიულ მდგომარეობაში იყვნენ და არ იცოდნენ დასკვნით სიტყვაში რა ელაპარაკათ" - შაქარაშვილის საქმის პროკურორი