შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას უფლება აქ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი უგულავას ბ.გ.- ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2019 წლის 12 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარი, ხოლო დამატებითი ღონისძიების სახით განესაზღვრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. „ფონდების“ საქმეზე, გიორგი უგულავას მიესაჯა საპატიმრო სასჯელი, ხოლო აეროპორტში მომხდარი ძალადობის საქმეზე სასამართლო განხილვის ეტაპზე, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების თაობაზე.
პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია, შესაბამისად, ბაზაში მონაცემები დარჩა უცვლელი. აქედან გამომდინარე, გიორგი უგულავამ ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. ამ ეტაპზე გიორგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი“,-აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც მან აღნიშნა, რომ ქვეყნის დატოვების უფლება უკანონოდ შეუზღუდეს. მანვე განაცხადა, რომ მას კონსტიტუციით მინიჭებული უფლება შეეზღუდა.
ჩემო გიგი,საქართველოს ისტორიას შემორჩები,როგორც ხაზინის ქურდი.
თუ დავიხოცეთ, სანერვიულო აღარ გექნებათ , მიცვალებულები სამსახურში არ დადიან
საოცარია რომ 21-ე საუკუნეში ინტერნეტის სრულფასოვნად მოხმარება არ იცით (სხვათაშორის კარგი რაღაცაა, ინფორმაციას იძლევა ამა თუ იმ საკითხზე, მათ შორის კორონაზე, როგორ იმართება, ბრიტანეთში, გერმანიაში ...)
ან ეს ყველაფერი კარგად იცით მაგრამ არ გადარდებთ, გგონიათ რომ ვიღაც სხვები დაიხოცებიან ვირუსით და თქვენ არ მოგეკარებათ. ყოველდღე 15-20 კაცი გვიკვდება ვირუსით (შეზღუდვების ფონზე) შეზღუდვების გარეშე დაიხოცება 50-60 ... ეს გინდათ , ამას ითხოვთ ?
როგორ შეიძლება თქვენი ვიწრო პოლიტიკური მიზნების გამო ხალხის სიცოცხლით მანიპულირებდეთ ? საერთოდ დაკარგეთ ღირსება და ნამუსი ?
ვინ კვდება შიმშილით დღეს ? თუ მართლაც საჭმლის გარეშეა ვინმე დარჩენილი, ენერგიის უაზრო მიტინგებზე ხარჯვას, ესეთი ხალხი დააიდენტიფიცირეთ და მათ დავეხმაროთ ყველა ერთად , რომ ეს რთული პერიოდი გადავაგოროთ...
მაგრამ თქვენ ხალხი არ გადარდებთ, სერიული მკვლელის მენტალიტეტი გაქვთ