მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის გამო, რომელსაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 22 იანვარი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. დაკავებულები არიან : სახლის მეპატრონე, შენობის მოიჯარე და უკანონო დაწესებულების ადმინისტრატორი, მათ საცხოვრებელ ბინებში კი ჩხრეკა მიმდინარეობს.
ცნობისათვის, უკრაინის ქალაქ ხარკოვის მოხუცთა თავშესაფარში ხანძარი გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე გაჩნდა. ხანძარს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა 9 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათგან ხუთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი გაუფრთხილებლობა გახდა. ხანძრის ზუსტი მიზეზების დასადგენად უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა სპეციალური სამთავრობო კომისია შექმნა.
ძალიან სამწუხარო და სულისშემძვრელი ამბავია. იმედია, რომ 22 იანვარს, ერთი დღით მაინც ერთი არსება ადამიანის სახის შენარჩუნებას შეეცდება...