სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
21 იანვრიდან „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერი, კრისტინ ჰანას „ბულბული“ ჟურნალ გზასთან ერთად
21 იანვრიდან „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერი, კრისტინ ჰანას „ბულბული“ ჟურნალ გზასთან ერთად

„როცა გვიყ­ვარს, ვხვდე­ბით, ვინ გვინ­და ვი­ყოთ, ომში კი იმას ვხვდე­ბით, თუ რას წარ­მო­ვად­გენთ“ - ეს სი­ტყვე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, კრის­ტინ ჰა­ნას წიგ­ნი­და­ნაა, რო­მე­ლიც „ნიუ-იორკ ტა­იმ­სის“ ბესტსე­ლე­რი, 2015 წელს Goodreads Choice Awards-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, იმა­ვე წელს კი „ამა­ზო­ნის“ წლის სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნი გახ­და. რო­მა­ნის მიღ­წე­ვე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი უკვე ნა­თელს ხდის, რომ ჩვენ წი­ნა­შე ამა­ღელ­ვე­ბე­ლი, სა­ინ­ტე­რე­სოდ გად­მო­ცე­მუ­ლი ის­ტო­რი­აა, რო­მელ­მაც სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის მო­ხიბ­ვლა შეძ­ლო.

„ბულ­ბუ­ლი“ -ასე ჰქვია წიგნს, რო­მე­ლიც 2015 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა და უკვე 40-ზე მეტ ენა­ზე ითარ­გმნა. რო­გორც რო­მა­ნის ავ­ტო­რი იხ­სე­ნებს, მისი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ბელ­გი­ე­ლი ქა­ლის, ან­დრე დე იონ­გის, ის­ტო­რია გახ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ქალ­მა ან­ტი­ჰიტ­ლე­რულ კო­ა­ლი­ცი­ას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია.

კრის­ტინ ჰა­ნას რო­მანს გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე დიდ წარ­მა­ტე­ბას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ და ასეც მოხ­და. სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის მო­პო­ვე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, რო­მა­ნის მი­ხედ­ვით, ფილ­მის გა­და­ღე­ბის იდეა გაჩ­ნდა, რომ­ლის პრე­მი­ე­რაც 2021 წლის დე­კემ­ბერ­შია და­გეგ­მი­ლი. ფილმში მთა­ვარ რო­ლებს და­კო­ტა და ელ ფე­ნინ­გე­ბი შე­ას­რუ­ლე­ბენ. „ბულ­ბუ­ლი“ ნამ­დვი­ლად არის ის წიგ­ნი, რო­მე­ლიც მის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბულ ფილ­მამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ი­კი­თხოთ.

წიგნ­ში მოქ­მე­დე­ბა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ვი­თარ­დე­ბა. 1939 წე­ლია, საფ­რან­გეთ­ში ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნია შე­იჭ­რა. ომმა პა­ტა­რა ქა­ლაქ კა­რი­ვომ­დეც მი­აღ­წია. აქ ორი პა­რი­ზე­ლი და ცხოვ­რობს - დე­დის სიკ­ვდი­ლი­სა და მა­მის გულ­გრი­ლო­ბის გამო გა­უ­ცხო­ე­ბუ­ლი. დებს ბევ­რი რამ აქვთ ერ­თმა­ნე­თის­თვის სათ­ქმე­ლი, მაგ­რამ ჯერ შიში, შიმ­ში­ლი, დამ­ცი­რე­ბა, ფა­რუ­ლი ბრძო­ლა და ტან­ჯვა უნდა გა­და­ლა­ხონ.

„ბულ­ბუ­ლი“- ეს ომის შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი კი­დევ ერთი ამა­ღელ­ვე­ბე­ლი წიგ­ნია. მთელ რო­მანს გას­დევს იმე­დი ერ­თმა­ნე­თის პოვ­ნის, აღ­მო­ჩე­ნის სი­ხა­რუ­ლი­სა და რწმე­ნი­სა; იმის, რომ სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ბო­რო­ტე­ბას ყო­ველ­თვის და­ა­მარ­ცხებს!

შე­გახ­სე­ნებთ, კრის­ტინ ჰა­ნას „ბულ­ბუ­ლი“ 21 იან­ვრი­დან ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 8 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 10 ლარი.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ის წიგ­ნებ იყი­დე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში:

"მაგ­ნი­ტი", "ნი­კო­რა", "დე­ი­ლი", "ეკო­ნო­მიქ­სი", "სპა­რი", "ფრეს­კო" დას­ხვა.

კონ­კრე­ტუ­ლი მი­სა­მარ­თე­ბი იხი­ლეთ ბმულ­ზე: https://bit.ly/3o5IOso

გა­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თეთ elva.ge -ს ქოლ-ცენ­ტრს: 595033616

ავტორი:

21 იანვრიდან „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერი, კრისტინ ჰანას „ბულბული“ ჟურნალ გზასთან ერთად

21 იანვრიდან „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერი, კრისტინ ჰანას „ბულბული“ ჟურნალ გზასთან ერთად

„როცა გვიყვარს, ვხვდებით, ვინ გვინდა ვიყოთ, ომში კი იმას ვხვდებით, თუ რას წარმოვადგენთ“ - ეს სიტყვები პოპულარული ამერიკელი მწერლის, კრისტინ ჰანას წიგნიდანაა, რომელიც „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერი, 2015 წელს Goodreads Choice Awards-ის გამარჯვებული, იმავე წელს კი „ამაზონის“ წლის საუკეთესო წიგნი გახდა. რომანის მიღწევების არასრული ჩამონათვალი უკვე ნათელს ხდის, რომ ჩვენ წინაშე ამაღელვებელი, საინტერესოდ გადმოცემული ისტორიაა, რომელმაც სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანის მოხიბვლა შეძლო.

„ბულბული“ -ასე ჰქვია წიგნს, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა და უკვე 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. როგორც რომანის ავტორი იხსენებს, მისი შთაგონების წყარო ბელგიელი ქალის, ანდრე დე იონგის, ისტორია გახდა, რომლის მიხედვითაც, ქალმა ანტიჰიტლერულ კოალიციას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.

კრისტინ ჰანას რომანს გამოსვლისთანავე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ და ასეც მოხდა. საერთაშორისო აღიარების მოპოვების პარალელურად, რომანის მიხედვით, ფილმის გადაღების იდეა გაჩნდა, რომლის პრემიერაც 2021 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ფილმში მთავარ როლებს დაკოტა და ელ ფენინგები შეასრულებენ. „ბულბული“ ნამდვილად არის ის წიგნი, რომელიც მის მიხედვით გადაღებულ ფილმამდე აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

წიგნში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. 1939 წელია, საფრანგეთში ნაცისტური გერმანია შეიჭრა. ომმა პატარა ქალაქ კარივომდეც მიაღწია. აქ ორი პარიზელი და ცხოვრობს - დედის სიკვდილისა და მამის გულგრილობის გამო გაუცხოებული. დებს ბევრი რამ აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი, მაგრამ ჯერ შიში, შიმშილი, დამცირება, ფარული ბრძოლა და ტანჯვა უნდა გადალახონ.

„ბულბული“- ეს ომის შესახებ დაწერილი კიდევ ერთი ამაღელვებელი წიგნია. მთელ რომანს გასდევს იმედი ერთმანეთის პოვნის, აღმოჩენის სიხარულისა და რწმენისა; იმის, რომ სამშობლოს სიყვარული და ადამიანური ურთიერთობები ბოროტებას ყოველთვის დაამარცხებს!

შეგახსენებთ, კრისტინ ჰანას „ბულბული“ 21 იანვრიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა. მისი სპეციალური ფასია 8 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10 ლარი.

გამომცემლობა „პალიტრა L“-ის წიგნებ იყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ქსელურ მარკეტებსა და პრესის გავრცელების წერტილებში:

"მაგნიტი", "ნიკორა", "დეილი", "ეკონომიქსი", "სპარი", "ფრესკო" დასხვა.

კონკრეტული მისამართები იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3o5IOso

გამოწერის შემთხვევაში მიმართეთ elva.ge -ს ქოლ-ცენტრს: 595033616

აბა სადღა გვაქვს ასეთ გულებში უფლის ადგილი? შევიყვაროთ, შევიყვაროთ, შევიყვაროთ ერთმანეთი!

მოისმინე „ლიტერატურული თავგადასავლები“ - რა სიახლეები დაგვხვდება gudabooks.ge-ზე

ჟურნალ „გზასთან“ ერთად  ჯერომ სელინჯერის რომანი „თამაში ჭვავის ყანაში“ არის ხელმისაწვდომი