პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპოზიცია პოლიტიკურ ჩიხში - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში, ფინანსური პრობლემები "ევროპულ საქართველოში" და ოპოზიციური ერთობიდან  "განკვეთილები"
ოპოზიცია პოლიტიკურ ჩიხში - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში, ფინანსური პრობლემები "ევროპულ საქართველოში" და ოპოზიციური ერთობიდან  "განკვეთილები"

ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სე­ზო­ნი ოპო­ზი­ცი­ის­თვი­საც ხმა­უ­რი­ა­ნად და­ი­წყო. ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი კვლა­ვაც ბო­ი­კოტს უცხა­დებს პარ­ლა­მენტს, სხვა ნა­წი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბის გზებს ეძებს. ეს კი მათ შო­რის სულ უფრო და უფრო მეტ ბზარს აჩენს. ასეა თუ ისე, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­ცე­სე­ბი ისე მი­დის, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წევ­რე­ბის სა­მიზ­ნე უფრო ერ­თმა­ნე­თია, ვიდ­რე მმარ­თვე­ლი პარ­ტია.

პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის მო­სურ­ნე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი გა­ი­ჩი­ნონ, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი კი ცდი­ლო­ბენ, ამ პრო­ცესს მი­ნი­მუმ ხელი არ შე­უ­წყონ. პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის მსურ­ვე­ლე­ბის შე­სა­ხებ და­ნარ­ჩენ ოპო­ზი­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს ახ­მო­ვა­ნე­ბენ და სხვე­ბის და­ყო­ლი­ე­ბა­საც ცდი­ლო­ბენ. ამა­სო­ბა­ში გა­მო­იკ­ვე­თა გა­რი­ყუ­ლე­ბის ჯგუ­ფი - “გირ­ჩი” და “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი”. მათ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ რე­ჟიმ­ში შეხ­ვედ­რა­ზე გი­ორ­გი ვა­შა­ძეს­თან ერ­თად, “ლე­ლო­მაც" უარი თქვა, გუ­შინ კი “რუს­თა­ვი -2"-ზე ერ­თმა­ნეთს მწვა­ვედ და­უ­პი­რის­პირ­დნენ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

ხა­ზა­რა­ძემ ელი­საშ­ვილს ტყუ­ი­ლე­ბის გუდა უწო­და, ელი­საშ­ვილ­მა კი, თა­ვის მხრივ, უპა­სუ­ხა, რომ მას ხალ­ხის ბედი არას­დროს ანაღ­ვლებ­და და პრობ­ლე­მებ­ზე ხმა მხო­ლოდ მას შემ­დეგ ამო­ი­ღო, რაც სის­ტე­მა პი­რა­დად მას შე­ე­ხო. და­პი­რის­პი­რე­ბა იქამ­დე მი­ვი­და, რომ გა­და­ცე­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სტუ­დი­ა­ში დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის გა­მო­ცხა­დე­ბა გახ­და სა­ჭი­რო.

შე­გახ­სე­ნებთ, "გირ­ჩის" და "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ინი­ცი­ა­ტი­ვით ვა­დამ­დე­ლი არჩვე­ნე­ბის თემა მო­მა­ვალ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებს უნდა მი­ე­ბას და თუ ოპო­ზი­ცია მას­ში გა­მარ­ჯვე­ბას შეძ­ლებს, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნოს ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" და გიგი უგუ­ლა­ვა კი სა­ერ­თოდ, ორი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტის - “გირ­ჩი­სა” და “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის” ოპო­ზი­ცი­ი­დან მოკ­ვე­თას ითხო­ვენ.

“ეს არის გან­გრე­ნა, სი­მუ­ლა­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი. პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენც გა­და­ვიქ­ცეთ სი­მუ­ლი­ან­ტად. ხალ­ხს პუ­რის ფული არ აქვს და იაგო ხვი­ჩია სად შე­ეთ­რე­ვა და სად გა­მო­ეთ­რე­ვა, ვის ანაღ­ვლებს?” - ამ­ბობს უგუ­ლა­ვა ყო­ფილ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­ზე.

თუმ­ცა თა­ვის მხრივ პრობ­ლე­მე­ბი აქვს "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­საც", პარ­ტი­ი­დან ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას წას­ვლის შემ­დეგ, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას ოთარ კა­ხი­ძე და ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლიც ტო­ვე­ბენ.

კა­ხი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, რომ პარ­ლა­მენ­ტის­თვის ბო­ი­კო­ტის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას და­უბ­რუნ­და და მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე კო­მენ­ტა­რებს "ნაკ­ლე­ბად აკე­თებს“, თუმ­ცა პარ­ტი­ის წევ­რად რჩე­ბა, თუმ­ცა ambebi.ge უკვე წერ­და, რომ ამ პარ­ტი­ა­ში ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბია - რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას, ვინც პარ­ტი­ას აფი­ნან­სებ­და აქამ­დე, ძა­ლი­ან არ მო­ე­წო­ნა პარ­ტი­ის მიერ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბი შე­დე­გი.

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე, სა­ერ­თოდ, მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ფიქ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნებს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი უნდა ჰქონ­დეთ.

სულ ახ­ლა­ხან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელი­საშ­ვილ­სა და ხა­ზა­რა­ძეს შო­რის გუ­შინ­დე­ლი შეხ­ლა-შე­მოხ­ლის შემ­დეგ, “გირ­ჩი” სა­ერ­თოდ გა­ე­მიჯ­ნა ელი­საშ­ვილს და და­გეგ­მი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი მის გა­რე­შე და­ა­ა­ნონ­სა.

მოკ­ლედ, ოპო­ზი­ცი­ა­ში დიდი ქა­ო­სია.

ambebi.ge-ს წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ყვე­ლა პარ­ტი­ას ჰყავს შუ­ა­მა­ვა­ლი “ოც­ნე­ბას­თან”, რაც არ უნდა ერ­თი­ა­ნო­ბა ითა­მა­შონ, ყვე­ლა თა­ვის სი­ტუ­ა­ცი­ას ილა­გებს და თა­ვის თა­მაშს თა­მა­შობს - ელი­საშ­ვილს სხვა დღის წეს­რი­გი აქვს, “ლე­ლოს” - სხვა", - ამ­ბობს ის და იქვე დას­ძენს:

“ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" შე­საძ­ლოა ცოტა ხან­ში ყოფ­ნა-არ ყოფ­ნის დი­ლე­მის წი­ნა­შე დად­გეს. პარ­ტი­ას ფული არ აქვს, დამ­ფი­ნან­სე­ბელ­მა კე­ზე­რაშ­ვილ­მა, უკი­დუ­რე­სად შე­უ­ზღუ­და თან­ხე­ბი. პარ­ტი­ა­ში 4-5 მო­ლა­პა­რა­კე თა­ვია, არა­ვი­თა­რი სტრუქ­ტუ­რა აღარ აქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი, დიდ­წი­ლად აღარც რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ოფი­სე­ბი აქვთ. ვა­შა­ძის "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის", “ლე­ლო­სა” და “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” (თით­ქოს რო­გორც მე­სა­მე ცენ­ტრის) შე­საძ­ლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზეც ით­ქვა, რაც გა­მო­რი­ცხუ­ლია. ჩხარ­ტიშ­ვილ­სა და ხა­ზა­რა­ძეს შო­რის ისე­თი და­პი­რის­პი­რე­ბაა, ვანო სუ­ლაც რომ არ აფი­ნან­სებ­დეს ვა­შა­ძეს, მათ იმ­დე­ნად პი­როვ­ნუ­ლი აუ­ტან­ლო­ბა აქვთ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ვა­შა­ძე “ლე­ლოს” და­უ­კავ­შირ­დეს. ვა­შა­ძე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვა­ნოს ოჯა­ხის წევ­რია. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ჯერ­ჯე­რო­ბით გვერ­დით არი­ან გამ­დგა­რი და ელო­დე­ბი­ან, რა მოხ­დე­ბა. მა­თაც და “ოც­ნე­ბა­საც” პა­ტა­რა პარ­ტი­ე­ბის აღგ­ვა სწა­დი­ათ და ეს პარ­ტი­ე­ბი გონს თუ არ მო­ვიდ­ნენ, ალ­ბათ ასეც მოხ­დე­ბა".

შე­ვი­და თუ არა ოპო­ზი­ცია პო­ლი­ტი­კურ ჩიხ­ში და კრი­ზი­სი­დან რა გა­მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, ამა­ზე ambebi.ge-სთან პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე სა­უბ­რობს:

- ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­მოკ­ვე­თა, მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, რად­გან “გირ­ჩიც” და ელი­საშ­ვი­ლიც თვლი­ან, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში უმ­ჯო­ბე­სია ოპო­ზი­ცი­ამ მი­ი­ღოს მაქ­სი­მუ­მი იმი­სა, რა­საც ისი­ნი შე­საძ­ლებ­ლად თვლი­ან, ანუ მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი, მით უმე­ტეს იმ ფორ­მა­ტით, რა ფორ­მა­ტი­თაც წინა არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და, არაფ­რის მომ­ცე­მია და თა­ნაც ”ოც­ნე­ბა” ამ ნა­ბიჯს არ გა­დად­გამს. ამი­ტომ მათი პო­ზი­ცია ისაა, რომ იქე­დან მაქ­სი­მუ­მი მი­ი­ღონ. და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­ის­თვის, ჯერ­ჯე­რო­ბით რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი რჩე­ბა პირ­ველ სა­კი­თხად, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად.

ოპო­ზი­ცი­ის ეს ნა­წი­ლი რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს თუ ვერ მი­ი­ღებს, მა­შინ შე­საძ­ლე­ბე­ლია არც სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცვლი­ლე­ბა მოხ­დეს, ისი­ნი მი­დი­ან ვა ბანკზე. გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, მე­ეჭ­ვე­ბა, რომ “ოც­ნე­ბა” რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს და­თან­ხმდე­ბა და მას ამ შემ­თხვე­ვა­ში არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ აქვს. ის, რომ ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი ოდი­ო­ზუ­რია და ჩვენს პარტნი­ო­რებ­ში აღ­შფო­თე­ბას გა­მო­იწ­ვევს, ამას ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვხე­დავ, უფრო პი­რი­ქი­თაა. შე­სა­ბა­მი­სად, ოპო­ზი­ცია ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნის აკ­ვი­ა­ტე­ბის მძევ­ლად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს...

ერთი სი­ტყვით, ”ქარ­თულ ოც­ნე­ბას” ლე­გი­ტი­მა­ცი­ის პრობ­ლე­მა არ აქვს და­სავ­ლეთ­ში. ქვეყ­ნის შიგ­ნით კი ოპო­ზი­ცი­ას ნამ­დვი­ლად არ აქვს ის ძალა, რომ პერ­მა­ნენ­ტუ­ლი და ისე­თი მას­შტა­ბის აქ­ცი­ე­ბი გა­მარ­თოს, რო­გორც ეს 2008-2011 წლებ­ში იყო. მე­ო­რეს მხრივ, ემო­ცი­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­ბა­ტებ­ში, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი გა­მო­დი­ან, მე­ო­რე პლან­ზე უნდა გა­და­ვი­დეს. მი­უ­ხე­და­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი­სა, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ უნდა იყოს უფრო აკა­დე­მი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, დე­ბა­ტე­ბის ფორ­მა უნდა იყოს უფრო აკა­დე­მი­უ­რი, თო­რემ თუ ასე გაგ­რძელ­დე­ბა, არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ წა­ვი­დეს პრო­ცე­სი, მთლი­ა­ნად ოპო­ზი­ცია და­ზა­რალ­დეს. ამ დის­კრე­დი­ტა­ცი­ის გზა უკვე და­ად­გა ოპო­ზი­ცია.. ეს კი, ჩემი აზ­რით, “ოც­ნე­ბას” და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" აძ­ლევს ხელს.

დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" კომ­ფორ­ტუ­ლი პო­ზი­ცია აქვთ, ამ კა­კა­ფო­ნი­ა­ში ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად ისი­ნი გრძნო­ბენ თავს. მათ გა­სა­კე­თე­ბელ საქ­მეს აკე­თე­ბენ ისი­ნი, ვინც პი­რი­ქით, მათ­გან დის­ტან­ცი­რე­ბას უნდა ცდი­ლობ­დნენ. ან რა­ტომ ჩა­ე­რე­ვი­ან? მათ ძალ­ზე სწო­რი პო­ლი­ტი­კა აქვთ არ­ჩე­უ­ლი. თუ ვინ­მეს ხელს აძ­ლევს ის, რაც ხდე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­ში, ზო­გა­დად, ეს არის ორი პო­ლი­ტი­კუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”.

ადრე ვთქვი, ისევ შუას გაკ­რე­ფის პრო­ცე­სი მი­დის-მეთ­ქი და თუ ასე გაგ­რძელ­და, ასეც მოხ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე ცუდი, რაც დღეს ოპო­ზი­ცი­ა­ში ხდე­ბა, "ნა­ცე­ბის" გარ­და და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­ის ქმე­და­ბაა, რო­მელ­თაც, ჩემი აზ­რით, ვერ გა­უ­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ათ, რე­ა­ლუ­რად რა ვი­თა­რე­ბაა ქვე­ყა­ნა­ში, პარტნი­ო­რებ­თან და ზო­გა­დად, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს ამ შემ­თხვე­ვა­ში და რა - არა. არ მეს­მის, რო­გორ ვერ ხვდე­ბი­ან ამ­დენს? “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” თუ არ წა­ვი­და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე, მა­შინ რას ღე­ბუ­ლო­ბენ ამით? ან რა მო­რალ­ზე და რა ზნე­ობ­რი­ო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, მი­ი­ხედ-მო­ი­ხე­დონ და გუ­შინ­დე­ლი თა­ვი­ან­თი ბი­ოგ­რა­ფია გა­იხ­სე­ნონ. დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მელ მო­რალ­ზეა ლა­პა­რა­კი?

დღეს ისე­თი ვი­თა­რე­ბაა, ხვალ რომ პა­ტი­ო­სა­ნი არ­ჩევ­ნე­ბიც ჩა­ტარ­დეს, ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­დე­ბა, ამ პა­ტა­რა პარ­ტი­ებ­მა ის პრო­ცენ­ტე­ბიც კი მი­ი­ღონ, რა პრო­ცენ­ტე­ბიც მი­ი­ღეს... ხალ­ხი ქუ­ჩა­ში შიმ­შილ­მა და ეკო­ნო­მი­კამ თუ გა­მო­იყ­ვა­ნა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ის ოპო­ზი­ცი­ას და­უ­ჭერს მხარს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სხვა ფაქ­ტო­რე­ბი წა­მო­ვა წინ და არა არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის სა­კი­თხი. ამი­ტომ, ოპო­ზი­ცი­ას ამი­სი იმე­დიც ნუ ექ­ნე­ბა.

ავ­ტო­რი: ანა გი­ორ­გა­ძე

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
123

ოპოზიცია აუცილებლად მიაღწევს თავის მოთხოვნას, საპარლამენტო არჩევნებს... 2024 წელს. მანამდე ადგილობრივ არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდება.

soso
25

didi xania politikosoben, simdidris moxvehicatvis. eto k dobry ne pivedet.

ავტორი:

ოპოზიცია პოლიტიკურ ჩიხში - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში, ფინანსური პრობლემები "ევროპულ საქართველოში" და ოპოზიციური ერთობიდან  "განკვეთილები"

ოპოზიცია პოლიტიკურ ჩიხში - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში, ფინანსური პრობლემები "ევროპულ საქართველოში" და ოპოზიციური ერთობიდან  "განკვეთილები"

ახალი პოლიტიკური სეზონი ოპოზიციისთვისაც ხმაურიანად დაიწყო. ოპოზიციის ნაწილი კვლავაც ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს, სხვა ნაწილი ხელისუფლებასთან შეთანხმების გზებს ეძებს. ეს კი მათ შორის სულ უფრო და უფრო მეტ ბზარს აჩენს. ასეა თუ ისე, ბოლო დღეების განმავლობაში პროცესები ისე მიდის, რომ ოპოზიციური გაერთიანების წევრების სამიზნე უფრო ერთმანეთია, ვიდრე მმართველი პარტია.

პარლამენტში შესვლის მოსურნეები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი თანამზრახველი გაიჩინონ, მოწინააღმდეგეები კი ცდილობენ, ამ პროცესს მინიმუმ ხელი არ შეუწყონ. პარლამენტში შესვლის მსურველების შესახებ დანარჩენ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი ირაკლი კობახიძეს ახმოვანებენ და სხვების დაყოლიებასაც ცდილობენ. ამასობაში გამოიკვეთა გარიყულების ჯგუფი - “გირჩი” და “მოქალაქეები”. მათთან ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრაზე გიორგი ვაშაძესთან ერთად, “ლელომაც" უარი თქვა, გუშინ კი “რუსთავი -2"-ზე ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ მამუკა ხაზარაძე და ალეკო ელისაშვილი.

ხაზარაძემ ელისაშვილს ტყუილების გუდა უწოდა, ელისაშვილმა კი, თავის მხრივ, უპასუხა, რომ მას ხალხის ბედი არასდროს ანაღვლებდა და პრობლემებზე ხმა მხოლოდ მას შემდეგ ამოიღო, რაც სისტემა პირადად მას შეეხო. დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ გადაცემის მიმდინარეობისას, სტუდიაში დაცვის სამსახურის გამოცხადება გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, "გირჩის" და "მოქალაქეების" ინიციატივით ვადამდელი არჩვენების თემა მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უნდა მიებას და თუ ოპოზიცია მასში გამარჯვებას შეძლებს, მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

"ევროპული საქართველო" და გიგი უგულავა კი საერთოდ, ორი პოლიტიკური სუბიექტის - “გირჩისა” და “მოქალაქეების” ოპოზიციიდან მოკვეთას ითხოვენ.

“ეს არის განგრენა, სიმულაციური პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკურ პროცესში ჩვენი მონაწილეობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენც გადავიქცეთ სიმულიანტად. ხალხს პურის ფული არ აქვს და იაგო ხვიჩია სად შეეთრევა და სად გამოეთრევა, ვის ანაღვლებს?” - ამბობს უგულავა ყოფილ თანამოაზრეებზე.

თუმცა თავის მხრივ პრობლემები აქვს "ევროპულ საქართველოსაც", პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკურ ძალას ოთარ კახიძე და ზურაბ ჭიაბერაშვილიც ტოვებენ.

კახიძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, რომ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ, საადვოკატო საქმიანობას დაუბრუნდა და მიმდინარე მოვლენებზე კომენტარებს "ნაკლებად აკეთებს“, თუმცა პარტიის წევრად რჩება, თუმცა ambebi.ge უკვე წერდა, რომ ამ პარტიაში ფინანსური პრობლემებია - როგორც ამბობენ, მას, ვინც პარტიას აფინანსებდა აქამდე, ძალიან არ მოეწონა პარტიის მიერ საპარლამენტო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგი.

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, საერთოდ, მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაზე ფიქრობს და აღნიშნავს, რომ ადამიანებს ალტერნატიული არჩევანი უნდა ჰქონდეთ.

სულ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, ელისაშვილსა და ხაზარაძეს შორის გუშინდელი შეხლა-შემოხლის შემდეგ, “გირჩი” საერთოდ გაემიჯნა ელისაშვილს და დაგეგმილი ინდივიდუალური შეხვედრები მის გარეშე დააანონსა.

მოკლედ, ოპოზიციაში დიდი ქაოსია.

ambebi.ge-ს წყაროს ინფორმაციით, “ყველა პარტიას ჰყავს შუამავალი “ოცნებასთან”, რაც არ უნდა ერთიანობა ითამაშონ, ყველა თავის სიტუაციას ილაგებს და თავის თამაშს თამაშობს - ელისაშვილს სხვა დღის წესრიგი აქვს, “ლელოს” - სხვა", - ამბობს ის და იქვე დასძენს:

“ევროპული საქართველო" შესაძლოა ცოტა ხანში ყოფნა-არ ყოფნის დილემის წინაშე დადგეს. პარტიას ფული არ აქვს, დამფინანსებელმა კეზერაშვილმა, უკიდურესად შეუზღუდა თანხები. პარტიაში 4-5 მოლაპარაკე თავია, არავითარი სტრუქტურა აღარ აქვს შემორჩენილი, დიდწილად აღარც რეგიონალური ოფისები აქვთ. ვაშაძის "სტრატეგია აღმაშენებლის", “ლელოსა” და “ევროპული საქართველოს” (თითქოს როგორც მესამე ცენტრის) შესაძლო გაერთიანებაზეც ითქვა, რაც გამორიცხულია. ჩხარტიშვილსა და ხაზარაძეს შორის ისეთი დაპირისპირებაა, ვანო სულაც რომ არ აფინანსებდეს ვაშაძეს, მათ იმდენად პიროვნული აუტანლობა აქვთ, გამორიცხულია, რომ ვაშაძე “ლელოს” დაუკავშირდეს. ვაშაძე, ფაქტობრივად, ვანოს ოჯახის წევრია. "ნაციონალები" ჯერჯერობით გვერდით არიან გამდგარი და ელოდებიან, რა მოხდება. მათაც და “ოცნებასაც” პატარა პარტიების აღგვა სწადიათ და ეს პარტიები გონს თუ არ მოვიდნენ, ალბათ ასეც მოხდება".

შევიდა თუ არა ოპოზიცია პოლიტიკურ ჩიხში და კრიზისიდან რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს, ამაზე ambebi.ge-სთან პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს:

- ოპოზიციურ ფლანგზე დიფერენცირება და განსხვავებული პოზიციების გამოკვეთა, მოსალოდნელიც იყო, რადგან “გირჩიც” და ელისაშვილიც თვლიან, რომ ამ შემთხვევაში უმჯობესია ოპოზიციამ მიიღოს მაქსიმუმი იმისა, რასაც ისინი შესაძლებლად თვლიან, ანუ მათ მიაჩნიათ, რომ რიგგარეშე არჩევნები, მით უმეტეს იმ ფორმატით, რა ფორმატითაც წინა არჩევნები ჩატარდა, არაფრის მომცემია და თანაც ”ოცნება” ამ ნაბიჯს არ გადადგამს. ამიტომ მათი პოზიცია ისაა, რომ იქედან მაქსიმუმი მიიღონ. დანარჩენი ოპოზიციისთვის, ჯერჯერობით რიგგარეშე არჩევნები რჩება პირველ საკითხად, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან ერთად.

ოპოზიციის ეს ნაწილი რიგგარეშე არჩევნებს თუ ვერ მიიღებს, მაშინ შესაძლებელია არც საარჩევნო კოდექსის და ადმინისტრაციის ცვლილება მოხდეს, ისინი მიდიან ვა ბანკზე. გულწრფელად გითხრათ, მეეჭვება, რომ “ოცნება” რიგგარეშე არჩევნებს დათანხმდება და მას ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ აქვს. ის, რომ ერთპარტიული პარლამენტი ოდიოზურია და ჩვენს პარტნიორებში აღშფოთებას გამოიწვევს, ამას ჯერჯერობით ვერ ვხედავ, უფრო პირიქითაა. შესაბამისად, ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის აკვიატების მძევლად შეიძლება იქცეს...

ერთი სიტყვით, ”ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს დასავლეთში. ქვეყნის შიგნით კი ოპოზიციას ნამდვილად არ აქვს ის ძალა, რომ პერმანენტული და ისეთი მასშტაბის აქციები გამართოს, როგორც ეს 2008-2011 წლებში იყო. მეორეს მხრივ, ემოციები, განსაკუთრებით დებატებში, როდესაც პოლიტიკოსები გამოდიან, მეორე პლანზე უნდა გადავიდეს. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ერთმანეთის მიმართ უნდა იყოს უფრო აკადემიური დამოკიდებულება, დებატების ფორმა უნდა იყოს უფრო აკადემიური, თორემ თუ ასე გაგრძელდება, არაა გამორიცხული ოპოზიციის დისკრედიტაციისკენ წავიდეს პროცესი, მთლიანად ოპოზიცია დაზარალდეს. ამ დისკრედიტაციის გზა უკვე დაადგა ოპოზიცია.. ეს კი, ჩემი აზრით, “ოცნებას” და "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს ხელს.

დღეს "ნაციონალებს" კომფორტული პოზიცია აქვთ, ამ კაკაფონიაში ყველაზე კომფორტულად ისინი გრძნობენ თავს. მათ გასაკეთებელ საქმეს აკეთებენ ისინი, ვინც პირიქით, მათგან დისტანცირებას უნდა ცდილობდნენ. ან რატომ ჩაერევიან? მათ ძალზე სწორი პოლიტიკა აქვთ არჩეული. თუ ვინმეს ხელს აძლევს ის, რაც ხდება ოპოზიციაში, ზოგადად, ეს არის ორი პოლიტიკური დაჯგუფება - "ნაციონალური მოძრაობა" და “ქართული ოცნება”.

ადრე ვთქვი, ისევ შუას გაკრეფის პროცესი მიდის-მეთქი და თუ ასე გაგრძელდა, ასეც მოხდება. ყველაზე ცუდი, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, "ნაცების" გარდა დანარჩენი ოპოზიციის ქმედაბაა, რომელთაც, ჩემი აზრით, ვერ გაუანალიზებიათ, რეალურად რა ვითარებაა ქვეყანაში, პარტნიორებთან და ზოგადად, რა შეიძლება გაკეთდეს ამ შემთხვევაში და რა - არა. არ მესმის, როგორ ვერ ხვდებიან ამდენს? “ქართული ოცნება” თუ არ წავიდა რიგგარეშე არჩევნებზე, მაშინ რას ღებულობენ ამით? ან რა მორალზე და რა ზნეობრიობაზეა საუბარი, მიიხედ-მოიხედონ და გუშინდელი თავიანთი ბიოგრაფია გაიხსენონ. დღევანდელი პოლიტიკური სპექტრიდან გამომდინარე, რომელ მორალზეა ლაპარაკი?

დღეს ისეთი ვითარებაა, ხვალ რომ პატიოსანი არჩევნებიც ჩატარდეს, ძალიან გამიკვირდება, ამ პატარა პარტიებმა ის პროცენტებიც კი მიიღონ, რა პროცენტებიც მიიღეს... ხალხი ქუჩაში შიმშილმა და ეკონომიკამ თუ გამოიყვანა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ოპოზიციას დაუჭერს მხარს, ასეთ შემთხვევაში სხვა ფაქტორები წამოვა წინ და არა არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. ამიტომ, ოპოზიციას ამისი იმედიც ნუ ექნება.

ავტორი: ანა გიორგაძე

გია გაჩეჩილაძის თქმით, 9 აპრილს მდუმარე აქცია გაიმართება და "საქართველოს მარადისობის დღე" დაფუძნდება

"IRI-ის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული იყო" - მამუკა მდინარაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"