პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უსინდისო, ხალხს ბინიდან ყრიდი, ახლა შეგიყვარდა ქვეყანა?" - ალეკო ელისაშვილმა და მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ ეთერში ერთმანეთზე გაიწიეს
"უსინდისო, ხალხს ბინიდან ყრიდი, ახლა შეგიყვარდა ქვეყანა?" - ალეკო ელისაშვილმა და მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ ეთერში ერთმანეთზე გაიწიეს

"რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში "მო­ქა­ლა­ე­ე­ბის" ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი და "ლე­ლოს" ლი­დე­რი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

ხა­ზა­რა­ძის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია, სა­დაც თქვა, რომ ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" "ზურგს უკან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჰქონ­და".

"ვინ დაძ­ვრე­ბო­და ჩუმ-ჩუ­მად "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" ვხე­დავთ. მა­ტყუ­ა­რე­ბი ხართ და ხალ­ხის მყვლე­ფა­ვე­ბი" - აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა, რა­ზეც ხა­ზა­რა­ძემ მოს­თხო­ვა, ეთერ­ში და­ე­რე­კა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თვის და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ჯა­ფა­რი­ძეს "ოც­ნე­ბას­თან" და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შეხ­ვედ­რე­ბი ჰქონ­და.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე: მა­ტყუ­ა­რა ხარ. და­ამ­ტკი­ცებ, რომ ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე "ოც­ნე­ბას­თან" მო­ლა­პა­რა­კებს აწარ­მო­ებ­და. მე არ და­გი­ნა­ხო ოპო­ზი­ცი­ის შეხ­ვედ­რა­ზე. მე შენ ხელს არ ჩა­მო­გარ­თმევ. ეს იქ­ნე­ბა მა­გა­ლი­თი, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ღირ­სე­ბას და სი­ტყვას უნდა ჰქონ­დეს ფასი.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი: სულ შენი გა­და­სა­წყვე­ტია, მო­ვალ თუ არა ოპო­ზი­ცი­ურ შეხ­ვედ­რებ­ზე. გიგა ბო­კე­რი­ას დაკ­რულ­ზე რომ და­დი­ხარ. მა­ტყუ­ა­რაც ხარ, უსინ­დი­სოც და ხალ­ხის მყვლე­ფა­ვიც. თვა­ლებ­ში რო­გორ მი­ყუ­რებ? სი­ტყვა-სი­ტყვით არ მი­თხა­რი, რა­საც ვამ­ბობ? ამის მერე რა უნდა გა­გიკ­ვირ­დეს, მაგ­რამ ბან­კი­რე­ბის­გან და ხალ­ხის მყვლე­ფა­ვე­ბის­გან, არა­ფე­რი მიკ­ვირს. ომია ძმა­ა­ოო, ეგ სი­ტყვე­ბი არ მი­თხა­რი? ბო­კე­რი­ას გვერ­დით რომ იჯე­ქი....

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე: ამ­ხე­ლა ტყუ­ი­ლე­ბი სად ის­წავ­ლე?! შენ ჩვენს გვერ­დით არ გა­ი­ა­რო! საქ­მე არ გვაქვს მა­ტყუ­ა­რა ხალ­ხთან.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი: არა­სო­დეს ქვეყ­ნის ბედი არ გა­ღელ­ვებ­და. ხალ­ხს რომ ქუ­ჩა­ში ხო­ცავ­დნენ, იდე­ქი და ხალ­ხს ბი­ნი­დან ყრი­დი. ახლა შე­გიყ­ვარ­და ქვე­ყა­ნა? სა­ნამ და­ჭე­რის პრობ­ლე­მა არ შე­გიქ­მნეს, არ გა­გახ­სენ­და ქვე­ყა­ნა.

მწვა­ვე კა­მა­თის დროს პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ერ­თმა­ნე­თის­კენ გა­ი­წი­ეს, თუმ­ცა ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მო­ა­ხერ­ხეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 188 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
270
მართალია ალეკო, რომელ დროებაში იყო რომ მევახშე, იგივე ბანკირი ხალხზე ფიქრობდა????? ეგენი იყვნენ და იქნებიან ყველა მთავრობის მონები, არ იქნებიან და დაკარგავენ ყველაფერს . არ დაბლოკოთ ambebi.ge
აგული
259

ალეკო ბრავო!!!!!!!! გადაამხო მევახშე ხაზარაძეს!!!!! და არამარტო ხაზარაძეს!!!!!!!!! ნაცმოც მიაყოლა ზემოდან!!!!!! ყოჩაღ ალეკო!!!!!!!!!!!!!!

ავტორი:

"უსინდისო, ხალხს ბინიდან ყრიდი, ახლა შეგიყვარდა ქვეყანა?" - ალეკო ელისაშვილმა და მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ ეთერში ერთმანეთზე გაიწიეს

"უსინდისო, ხალხს ბინიდან ყრიდი, ახლა შეგიყვარდა ქვეყანა?" - ალეკო ელისაშვილმა და მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ ეთერში ერთმანეთზე გაიწიეს

"რუსთავი 2"-ის ეთერში "მოქალაეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ხაზარაძის გაღიზიანება ელისაშვილის განცხადებამ გამოიწვია, სადაც თქვა, რომ ბადრი ჯაფარიძეს "ქართულ ოცნებასთან" "ზურგს უკან მოლაპარაკებები ჰქონდა".

"ვინ დაძვრებოდა ჩუმ-ჩუმად "ქართულ ოცნებასთან" ვხედავთ. მატყუარები ხართ და ხალხის მყვლეფავები" - აღნიშნა ელისაშვილმა, რაზეც ხაზარაძემ მოსთხოვა, ეთერში დაერეკა ირაკლი კობახიძესთვის და დაემტკიცებინა, რომ ჯაფარიძეს "ოცნებასთან" დამოუკიდებელი შეხვედრები ჰქონდა.

მამუკა ხაზარაძე: მატყუარა ხარ. დაამტკიცებ, რომ ბადრი ჯაფარიძე "ოცნებასთან" მოლაპარაკებს აწარმოებდა. მე არ დაგინახო ოპოზიციის შეხვედრაზე. მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ. ეს იქნება მაგალითი, რომ პოლიტიკაში ღირსებას და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი.

ალეკო ელისაშვილი: სულ შენი გადასაწყვეტია, მოვალ თუ არა ოპოზიციურ შეხვედრებზე. გიგა ბოკერიას დაკრულზე რომ დადიხარ. მატყუარაც ხარ, უსინდისოც და ხალხის მყვლეფავიც. თვალებში როგორ მიყურებ? სიტყვა-სიტყვით არ მითხარი, რასაც ვამბობ? ამის მერე რა უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ ბანკირებისგან და ხალხის მყვლეფავებისგან, არაფერი მიკვირს. ომია ძმააოო, ეგ სიტყვები არ მითხარი? ბოკერიას გვერდით რომ იჯექი....

მამუკა ხაზარაძე: ამხელა ტყუილები სად ისწავლე?! შენ ჩვენს გვერდით არ გაიარო! საქმე არ გვაქვს მატყუარა ხალხთან.

ალეკო ელისაშვილი: არასოდეს ქვეყნის ბედი არ გაღელვებდა. ხალხს რომ ქუჩაში ხოცავდნენ, იდექი და ხალხს ბინიდან ყრიდი. ახლა შეგიყვარდა ქვეყანა? სანამ დაჭერის პრობლემა არ შეგიქმნეს, არ გაგახსენდა ქვეყანა.

მწვავე კამათის დროს პოლიტიკოსებმა ერთმანეთისკენ გაიწიეს, თუმცა ვითარების განმუხტვა ჟურნალისტებმა მოახერხეს.

"კიევი ამ წუთებში, ხვალიდან თბილისში" - გიორგი ვაშაძე პეტრო პოროშენკოს შეხვდა

ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან ერთად - მელია უკრაინიდან ახალ ფოტოს აქვეყნებს

ლევან ვასაძემ საზოგადოებას რვა შვილი წარუდგინდა: "მორაგბე...მოცეკვავე და..." - როგორ დაახასიათა ბიზნესმენმა შვილები