ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანი ცრუ მოწმეა და მისი ჩვენებით ვერაფერი დგინდება.
როგორც მამულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახვლედიანს რეალურად არაფერი დაუნახავს და ვერც იმ პირების იდენტიფიცირებას ახდენს, ვინც მისდევდა.
„ფაქტობრივად ერთგვარი ლუსტრაცია მოხდა, რომ მოწმე არის ცრუ მოწმე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ცრუ ჩვენებიდან გამომდინარეც მთავარი არის ის, რომ ახვლედიანს არ დაუნახავს, ვინ მისდევდნენ, არ არის შემსწრე შესაძლო ძალადობის, მას არ გაუგონია შაქარაშვილის დახმარების თხოვნა, ყვირილი და ა.შ. არ დაუნახავს წყალში დახრჩობა, შესაბამისად, იგი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, ისევე როგორც სხვა მოწმეები.
მოწმე ვერ ჩამოყალიბდა პოზიციებზე, რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება, დაგვეთანხმა, რომ მას უკან არ გაუხედავს და ისე ჩავიდა, ვერ ხედავდა, ვინ მისდევდა, თუმცა მეორე ნაწილში აღნიშნა, რომ 3 პირი მისდევდა. თუმცა იდენტიფიცირება არ მოუხდენია. მთლიანობაში ეს მტკიცებულება დაუშვებელი მტკიცებულებაა. დაუშვებელი რომც არ იყოს, მისი გაზიარებით ვერაფერი დგინდება. აღნიშნა, ეს 3 პიროვნება, შესაძლოა, ყოფილიყო პატარა ასაკის, თუმცა, როდესაც დავუსვი შეკითხვები, როგორ მოხდა ასაკის იდენტიფიცირება, ამაზე პასუხი არ ჰქონია“,- განაცხადა მამულაშვილმა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანი მოწმის სტატუსით დაკითხეს. საქმეზე ბრალდებულები არიან: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ. და ა.ქ.
ვაიმე რა ნერვებს მიშლის ამ საცოდავი ბიჭის საქმის გამოძიება. რას ეძებს ეხლა ეს ადვოკატი?? ერთი გადავიდეს იმ ახვლედიანის ადვოკათად მაშინ როგორ კარგად ახსნის მის ჩვენებას?? თუ გაგნიძე არაა მკვლელი იქნებ იცი შენ ვინა???საცოდავი უდანასაულო ბავშვი შეიწირენ და ენა როგორ უბრუნდებათ? ამდენიხანია დამნაშავე ვერ მოძებნეს დაკავებულ 17ადამიანში და ესენი გაქცეულს მოძებნიან???
მოკლედ, თქვენ მარტო იმ მოწმეს დაუჯერებთ ,ვისნც თქვენი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სასარგებლო ჩვენებას მისცემს.
ისე ამდენი ცრუ იმფორმაციების გავრცელებისთვის არ უნდა ისჯებოდნენ ადვოკატები? ჯერ ამირხანაშვილი გამოიყვანეს ცრუ მოწმე და ბოლოს ლამის მაგან მოკლაო, მერე იაკობ ბრეგვაძე მიადგნენ, ეხლა ახვლედიანი. არ გამიკვირდება რომ თქვა გიორგის სახლში პრობლემები ქონდა და თავი თვითონ დაიხრჩოო. გასაგებია რომ კლიენტს ესმახურებით, მაგრამ სადღაც კანონში მორალურ მხარეზე არაფერია ნახსენები? თუ არადა , შეცვალეთ ცოტა კანონი, რომ არაკაცებს დანაშაულისთბვის თავის არიდების ნაკლები შანსი ჰქონდეთ.