მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაციენტების ნაწილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ, კოვიდ-19-ის შემდგომი გართულებების გამო, საავადმყოფოებს განმეორებით საქართველოშიც მიმართავს" - გამყრელიძე
"პაციენტების ნაწილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ, კოვიდ-19-ის შემდგომი გართულებების გამო, საავადმყოფოებს განმეორებით საქართველოშიც მიმართავს" - გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­გა­და­ტა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­წი­ლი კლი­ნი­კი­დან გა­წე­რის შემ­დეგ კო­ვიდ-19-ის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გამო სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს გან­მე­ო­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­შიც მი­მარ­თავს.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ „ინ­ტეპ­რეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, შე­სა­ბა­მის შემ­თხვე­ვებს კლი­ნი­კე­ბი აღ­რი­ცხა­ვენ და ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ცნო­ბი­ლი.

"რა თქმა უნდა, მე რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, თუმ­ცა, სჯობს კლი­ნი­ცის­ტებს და­უ­კავ­შირ­დეთ. ჩვენ გვაქვს გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­მე­დი­ცი­ნო სტა­ტის­ტი­კი­დან, თუმ­ცა, ეს არ არის სა­ბო­ლოო ინ­ფორ­მა­ცია. დიდი ბრი­ტა­ნე­თის მსგავ­სი, ასე­თი მი­ზან­და­სა­ხუ­ლი კვლე­ვა, რაც ინ­გლის­ში ჩა­ტარ­და, ჩვენ­თან არ ტარ­დე­ბა, მაგ­რამ ე.წ. გან­მე­ო­რე­ბი­თი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია ჩვენ­თა­ნაც არის. ვერ გე­ტყვით, რომ მათ­გან ყო­ვე­ლი მე­ა­თე და­ი­ღუ­პა და ა.შ. რაც ბრი­ტა­ნე­ლე­ბის კვლე­ვა­შია. მათი კვლე­ვა შე­სა­ბა­მი­სი დი­ზა­ი­ნით ჩა­ტარ­და. ამ ტი­პის კვლე­ვა ჩვენ­თან არ გა­კე­თე­ბუ­ლა, მაგ­რამ გი­დას­ტუ­რებთ, რომ გან­მე­ო­რე­ბი­თი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია ჩვენ­თა­ნაც არის, ოღონდ არა კო­ვი­დის გამო, არა­მედ კო­ვი­დის გარ­თუ­ლე­ბე­ბის გამო. ვერც იმას გე­ტყვით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ყო­ფი­ლა თუ არა მათ შო­რის. ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი სა­კი­თხია. იმი­ტო­მაა სა­ჭი­რო, რომ შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვა ჩა­ტარ­დეს. ისე­ვე რო­გორც კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ პა­ცი­ენ­ტებ­ში შემ­დგო­მი დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია“, - აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, კო­ვიდ­გა­და­ტა­ნილ პა­ცი­ენ­ტებს გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მე­დი­კო­სე­ბი გა­წე­რის წინ შე­სა­ბა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლე­ვენ.

„ვინც გა­წე­რი­ლია, ყვე­ლას და­რი­გე­ბას აძ­ლე­ვენ, რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რომ იყ­ვნენ თა­ვის ოჯა­ხის ექიმ­თან კონ­ტაქ­ტში და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით თვით­მო­ნი­ტო­რინ­გიც აწარ­მო­ონ. ძი­რი­თად პა­რა­მეტ­რებს ეუბ­ნე­ბი­ან, რაზე გა­ა­მახ­ვი­ლონ ყუ­რა­დღე­ბა, ასე­ვე, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით რიგი კვლე­ვე­ბი ჩა­ი­ტა­რონ. გან­სა­კუთ­რე­ბით, ვი­საც მო­მა­ტე­ბუ­ლი რის­კი აქვს, 70 წელს ზე­მო­თაა და ვი­საც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა - დი­ა­ბე­ტი, ჰი­პერ­ტენ­ზია ფილ­ტვე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ა.შ. ეს რე­კო­მენ­და­ცია გა­წე­რის შემ­დეგ ყვე­ლას ეხე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მე­სა­მე­დი, რომ­ლებ­საც ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დას­ჭირ­დათ, კვლავ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მოხ­ვდა, სა­დაც, სა­შუ­ა­ლოდ ყო­ვე­ლი მე­ა­თე მათ­გა­ნი და­ი­ღუ­პა. შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ას ბრი­ტა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით CNN-ი ავ­რცე­ლებს. კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბის მტკი­ცე­ბით, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ხე­ლა­ხა­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დას­ჭირ­დათ, გულ­თან, თირკმლებ­თან, ღვიძლსა და სხვა ორ­გა­ნო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
KOvidgadatanili
1

მეც მქონდა კოვიდის შემდგომი გართულება სუნთქვაც მიჭირდა რამდენიმე ცნობილ ექიმთანაც ვიყავი ,ვიტამინები დამინიშნეს და უარესად გავხდი, ამის შემდეგ დავანებე თავი მკურნალობას,ღმერთს მივენდე და ყველაფერმა თავისით გადამიარე 7 თვე გავიდა უკვე, ექიმთან მისვლას აზრი არ აქვს მაინც ვერ ერკვევიან დიდი უმრავლესობა და ტყუილად ფინანსურად დაზარალდებით! 

ვააა
2

ეგ ინფორმაცია უცხოური საიტებიდან ამოიკითხეთ თუ თქვენი დაკვირვებიდანაა მეეჭვება ძალიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"პაციენტების ნაწილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ, კოვიდ-19-ის შემდგომი გართულებების გამო, საავადმყოფოებს განმეორებით საქართველოშიც მიმართავს" - გამყრელიძე

"პაციენტების ნაწილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ, კოვიდ-19-ის შემდგომი გართულებების გამო, საავადმყოფოებს განმეორებით საქართველოშიც მიმართავს" - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილი პაციენტების ნაწილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ კოვიდ-19-ის შემდგომი გართულებების გამო საავადმყოფოებს განმეორებით საქართველოშიც მიმართავს.

როგორც გამყრელიძემ „ინტეპრესნიუსს“ განუცხადა, შესაბამის შემთხვევებს კლინიკები აღრიცხავენ და ზუსტი სტატისტიკა ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

"რა თქმა უნდა, მე რაღაც ინფორმაცია მაქვს, თუმცა, სჯობს კლინიცისტებს დაუკავშირდეთ. ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია სამედიცინო სტატისტიკიდან, თუმცა, ეს არ არის საბოლოო ინფორმაცია. დიდი ბრიტანეთის მსგავსი, ასეთი მიზანდასახული კვლევა, რაც ინგლისში ჩატარდა, ჩვენთან არ ტარდება, მაგრამ ე.წ. განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია ჩვენთანაც არის. ვერ გეტყვით, რომ მათგან ყოველი მეათე დაიღუპა და ა.შ. რაც ბრიტანელების კვლევაშია. მათი კვლევა შესაბამისი დიზაინით ჩატარდა. ამ ტიპის კვლევა ჩვენთან არ გაკეთებულა, მაგრამ გიდასტურებთ, რომ განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია ჩვენთანაც არის, ოღონდ არა კოვიდის გამო, არამედ კოვიდის გართულებების გამო. ვერც იმას გეტყვით გარდაცვალების შემთხვევები ყოფილა თუ არა მათ შორის. ძალიან სენსიტიური საკითხია. იმიტომაა საჭირო, რომ შესაბამისი კვლევა ჩატარდეს. ისევე როგორც კოვიდგადატანილ პაციენტებში შემდგომი დაკვირვებები აუცილებელია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კოვიდგადატანილ პაციენტებს გართულებების თავიდან ასაცილებლად, მედიკოსები გაწერის წინ შესაბამის რეკომენდაციებს აძლევენ.

„ვინც გაწერილია, ყველას დარიგებას აძლევენ, რეკომენდაციებს, რომ იყვნენ თავის ოჯახის ექიმთან კონტაქტში და გარკვეული პერიოდულობით თვითმონიტორინგიც აწარმოონ. ძირითად პარამეტრებს ეუბნებიან, რაზე გაამახვილონ ყურადღება, ასევე, გარკვეული პერიოდულობით რიგი კვლევები ჩაიტარონ. განსაკუთრებით, ვისაც მომატებული რისკი აქვს, 70 წელს ზემოთაა და ვისაც სხვადასხვა დაავადება აღენიშნება - დიაბეტი, ჰიპერტენზია ფილტვების ქრონიკული დაავადებები და ა.შ. ეს რეკომენდაცია გაწერის შემდეგ ყველას ეხება", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა, სადაც, საშუალოდ ყოველი მეათე მათგანი დაიღუპა. შესაბამისი ინფორმაციას ბრიტანელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს. კვლევის ავტორების მტკიცებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ.

"სტრასბურგის სასამართლომ აგრესორი მსხვერპლის როლში გამოიყვანა" - ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი

"სტრასბურგის გადაწყვეტილება უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს მოთხოვნას, შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა" - აშშ-ის საელჩო

შეხვედრა პარალმენტში - რას გადაწყვეტენ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი?