მსოფლიო
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ გასულ წელს მომხდარი სასტიკი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა
შსს-მ გასულ წელს მომხდარი სასტიკი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 43 წლის ვაჟა ტყე­ბუ­ჩა­ვას მკვლე­ლო­ბის­თვის ძებ­ნი­ლი პირი და­ა­კა­ვა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის და შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 2020 წელს ფოთ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის­თვის ძებ­ნი­ლი, 37 წლის ზ.ო. ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბულს 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

საქ­მე ეხე­ბა 2019 წლის ივ­ლის­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას, როცა ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა 1976 წელს და­ბა­დე­ბულ ვაჟა ტყე­ბუ­ჩა­ვას ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, შემ­დეგ კი, ბას­რი საგ­ნი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ტყე­ბუ­ჩა­ვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე "ქურ­დულ გარ­ჩე­ვას" ეხე­ბო­და და ტყე­ბუ­ჩა­ვა სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" და­ვა­ლე­ბით მოკ­ლეს.

მოკ­ლუ­ლი ვაჟა ტყე­ბუ­ჩა­ვა

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის ივ­ლის­ში, ზ.ო.-მ და მის­მა თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­მა 1976 წელს და­ბა­დე­ბულ ვ.ტ.-ს (ვაჟა ტყე­ბუ­ჩა­ვა) ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, შემ­დეგ თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს, ბას­რი საგ­ნი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად, ვ.ტ. კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, ჯერ სამი პირი, ხოლო მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში კი­დევ ერთი პირი და­ა­კა­ვა.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, 143-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, ასე­ვე, ამა­ვე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" და "ე" ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს" - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

შსს-მ გასულ წელს მომხდარი სასტიკი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა

შსს-მ გასულ წელს მომხდარი სასტიკი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 43 წლის ვაჟა ტყებუჩავას მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2020 წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი, 37 წლის ზ.ო. ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქმე ეხება 2019 წლის ივლისში მომხდარ მკვლელობას, როცა ბრალდებულებმა 1976 წელს დაბადებულ ვაჟა ტყებუჩავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. უგონო მდგომარეობაში მყოფი ტყებუჩავა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, საქმე "ქურდულ გარჩევას" ეხებოდა და ტყებუჩავა სავარაუდოდ, სწორედ "კანონიერი ქურდის" დავალებით მოკლეს.

მოკლული ვაჟა ტყებუჩავა

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივლისში, ზ.ო.-მ და მისმა თანამზრახველებმა 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს (ვაჟა ტყებუჩავა) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების შედეგად, ვ.ტ. კლინიკაში გარდაიცვალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მალევე, ჯერ სამი პირი, ხოლო მომდევნო დღეებში კიდევ ერთი პირი დააკავა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

"მარგოშვილი შინ მიბრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, - იბო მოვკალიო" - სასტიკი მკვლელობა პანკისის ხეობაში, ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

"დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ" - რას ითხოვს მიკროსაფინანსოზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილი?