სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ რამდენიმე წამში, იქ რომ ვიდექი, ეს მოგიყევით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მისმენდით..." - თეა ადეიშვილი ჯულიეტა ვაშაყმაძის დაკრძალვაზე მომხდარ ემოციურ ამბავს იხსენებს
"იმ რამდენიმე წამში, იქ რომ ვიდექი, ეს მოგიყევით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მისმენდით..." - თეა ადეიშვილი ჯულიეტა ვაშაყმაძის დაკრძალვაზე მომხდარ ემოციურ ამბავს იხსენებს

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თეა ადე­იშ­ვი­ლი კო­ლე­გი­სა და მე­გობ­რის გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ეხ­მა­უ­რე­ბა. თეა ადე­იშ­ვი­ლი ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძის დაკ­რძალ­ვის დღეს იხ­სე­ნებს:

"ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნია მხო­ლოდ სა­ხელს რომ ახ­სე­ნებ და ყვე­ლა ხვდე­ბა, ვის გუ­ლის­ხმობ, მის საქ­მეს, მის სტილს, მის მა­ნე­რას, მის და­ნა­ტო­ვარს - მისი სა­ხე­ლი ქვია და ხალ­ხში მათ ერ­თდრო­უ­ლად აღიქ­ვა­მენ დიდ და მი­უწ­ვდი­მელ მოვ­ლე­ნად და ამა­ვე დროს ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლად...

დაკ­რძალ­ვის დღეს ადრე წა­ვე­დი ან­ჩიხ­სატ­ში, მინ­დო­და იქამ­დე მივ­სუ­ლო­ყა­ვი, სა­ნამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­დო­და, სა­ნამ ტა­ძა­რი და ეზო გა­ივ­სე­ბო­და და ახ­მა­ურ­დე­ბო­და... მა­ნამ­დე ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე ყვა­ვი­ლე­ბის შე­სარ­ჩე­ვად გავ­ჩერ­დი, ძი­რი­თა­დად ვარ­დე­ბი და სხვა­დას­ხვა კომ­ბი­ნა­ცი­ის გვირ­გვი­ნე­ბი იყო, მეყ­ვა­ვი­ლე­ებ­მა თა­ვი­სი ვერ­სი­ე­ბიც შე­მომ­თა­ვა­ზეს, მე რამე ისეთს ვე­ძებ­დი... სა­დას, მოკ­რძა­ლე­ბულს, ლა­მაზს... მა­ინც ვერ გა­ი­გეს რა მინ­დო­და. ყვა­ვი­ლე­ბის რი­გის ბო­ლოს ერთი კაცი იდგა, თბი­ლად ეცვა, უხა­სი­ა­თო ჩან­და, როცა მი­ვუ­ახ­ლოვ­დი მი­თხრა: “არ გე­წყი­ნოს და ძა­ლი­ან პრე­ტენ­ზი­უ­ლი ქალი ხარ, სადა ჩემი გოგო აგერ იები მაქ, თოვლში ამო­სუ­ლი იები გი­ნა­ხი­აო?” იმ წამს ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლი იყო ეს სი­ტყვე­ბი ჩემ­თვის, გა­მე­ღი­მა, 5 კონა ჰქონ­და, ყვე­ლა ვი­ყი­დე. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და და ფული რომ გა­და­ვი­ხა­დე ვუ­თხა­რი რა­ტო­მაც ვი­ყი­დე მისი იები ასე და­უ­ფიქ­რებ­ლად, ამ პრე­ტენ­ზი­ულ­მა ქალ­მა. მან­ქა­ნამ­დე მსდია: - “გა­მო­მარ­თვი რა, არ მინ­და შენი ფული, ჩემ­გან წა­უ­ღე ჯუ­ლი­ე­ტა­სო”, დახ­ლი მი­ა­ტო­ვა, მომ­ყვე­ბო­და და მეხ­ვე­წე­ბო­და - “სინ­დისს გე­ფი­ცე­ბი გა­მი­ხარ­დე­ბა, გა­მო­მარ­თვი შენი ფული” - მომ­ყვე­ბო­და და ასე ცო­ცხა­ლი მე­გო­ბა­რი­ვით ახ­სე­ნებ­და, ჩემ­გან წა­უ­ღე ჯუ­ლი­ე­ტა­სო მეხ­ვე­წე­ბო­და...

მხო­ლოდ სა­ხე­ლე­ბით ხსე­ნე­ბის მცი­რე თა­ნა­ვარ­სკვლა­ვედ­ში ჯუ­ლი­ე­ტა დი­დი­ხა­ნია არის და ეს ფა­მი­ლა­რო­ბას კი არა, მის აღი­ა­რე­ბას და სიყ­ვა­რულს ნიშ­ნავს...ასე იყო ეს ამ­ბა­ვი ... ასეთ დროს გან­ცდა გაქვს, თით­ქოს ის მე­სა­მე და მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნი უხი­ლა­ვად მო­ნა­წი­ლე­ობს ამ მის­ტი­კა­ში.

როცა ან­ჩის­ხატ­ში მი­ვე­დი გი­ორ­გი ეზო­ში იდგა, ტა­ძარ­ში მხო­ლოდ ჯუ­ლი­ე­ტა, ლელა, დათა და ბა­ტო­ნი შალ­ვა იყ­ვნენ... იმ სევ­დი­ან მდუ­მა­რე­ბა­ში, ულა­მა­ზეს ან­ჩი­ხატ­ში შე­მო­სუ­ლი მზის სხი­ვე­ბიც თა­ვი­სი წეს­რი­გით იფან­ტე­ბოდ­ნენ და ირი­ბად ეცე­მოდ­ნენ ჯუ­ლი­ე­ტას შავ-თეთრ ფო­ტო­ზე ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­ულ და დახ­ვე­წილ ნაკ­ვთებს. ძველ ტა­ძარ­ში, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად და აკა­დე­მი­უ­რად თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო რო­გორც ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძეს უხ­დე­ბო­და, მაგ­რამ არა ვარ­სკვლა­ვებს! ხალ­ხი ნელ-ნელა მო­დი­ო­და, ფერ­მკრთა­ლი გი­ორ­გი ტა­ძარ­ში შე­მო­ვი­და, ვიგ­რძე­ნი, რომ იმ წუ­თებ­ში ოჯა­ხი ბო­ლო­ჯერ რჩე­ბო­და მარ­ტო მათ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას ადა­მი­ან­თან, გა­მოს­ვლი­სას ფო­ტოს­თან ახ­ლოს დავ­დე ჩვე­ნი იები, თით­ქოს თა­ვის­თა­ვად რომ ვი­პო­ვეთ ერ­თმა­ნე­თი და იმ სი­ცი­ვე­ში, ამ გა­ჭირ­ვე­ბა­სა და პან­დე­მი­ა­ში უც­ნობ­მა მეყ­ვა­ვი­ლემ და­უ­ფიქ­რებ­ლად რომ გა­და­წყვი­ტა რომ მის­გა­ნაც ეკუთ­ვნო­და ყვა­ვი­ლი გე­ნი­ა­ლურ ჯუ­ლი­ე­ტას... ეს ფოტო გი­ორ­გის ადრე მოვ­პა­რე და ვი­ნა­ხავ­დი, ვფიქ­რობ­დი თუ ოდეს­მე ჯუ­ლი­ე­ტას პორ­ტრეტს გა­ვა­კე­თებ გა­მო­ვი­ყე­ნებთქო.

ქალ­ბა­ტო­ნო ჯუ­ლი­ე­ტა, ძა­ლი­ან მინ­დო­და ოდეს­მე თქვენ­თვის მეთ­ქვა, რო­გო­რი შვი­ლე­ბი გა­ზარ­დეთ, ჩვენ დე­დე­ბი არ ვიც­ნობთ ჩვენს შვი­ლებს გა­რე­დან და ძა­ლი­ან გვა­ინ­ტე­რე­სებს, რას ფიქ­რო­ბენ მათ­ზე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. თქვენ კარ­გად იცით, არის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი უჩი­ნა­რი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რგო­ლი, ვი­ზა­ჟის­ტე­ბის ჯგუ­ფი, ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი, დაც­ვა, მძღო­ლე­ბი, და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რი, მზა­რე­უ­ლე­ბი - ნეტა ოდეს­მე მო­გეს­მი­ნათ მათი აზრი გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ა­ზე, რო­გორ კოც­ნის და ეხ­ვე­ვა ყვე­ლას, თან ყო­ველ­დღე და ამ სით­ბოს გა­ცე­მით არას­დროს იღ­ლე­ბა, რო­გორ ელა­პა­რა­კე­ბი­ან ისი­ნი გა­ბუს და მერე რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლით ყვე­ბი­ან მას­ზე... იმ რამ­დე­ნი­მე წამ­ში, იქ რომ ვი­დე­ქი, ეს მო­გი­ყე­ვით და ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ მის­მენ­დით", - წერს თეა ადე­იშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
1

ნათელში იყავით ულამაზესო ქალბატონო❤️

martlaaa
70

ნათელში ამყოფოს ღმერთმა. ასაკოვანი კაცი ვარ და არ ვიცოდი ჟულიეტა ვაშაყმაძე ასეთი პოპულარული თუ იყო ხალხში. უფრო სწორად თქვენგან გავიგე, რომ პოპულარული ყოფილა. 

ავტორი:

"იმ რამდენიმე წამში, იქ რომ ვიდექი, ეს მოგიყევით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მისმენდით..." - თეა ადეიშვილი ჯულიეტა ვაშაყმაძის დაკრძალვაზე მომხდარ ემოციურ ამბავს იხსენებს

"იმ რამდენიმე წამში, იქ რომ ვიდექი, ეს მოგიყევით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მისმენდით..." - თეა ადეიშვილი ჯულიეტა ვაშაყმაძის დაკრძალვაზე მომხდარ ემოციურ ამბავს იხსენებს

ტელეწამყვანი თეა ადეიშვილი კოლეგისა და მეგობრის გიორგი გაბუნიას დედის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება. თეა ადეიშვილი ჯულიეტა ვაშაყმაძის დაკრძალვის დღეს იხსენებს:

"ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანია მხოლოდ სახელს რომ ახსენებ და ყველა ხვდება, ვის გულისხმობ, მის საქმეს, მის სტილს, მის მანერას, მის დანატოვარს - მისი სახელი ქვია და ხალხში მათ ერთდროულად აღიქვამენ დიდ და მიუწვდიმელ მოვლენად და ამავე დროს ძალიან ახლობლად...

დაკრძალვის დღეს ადრე წავედი ანჩიხსატში, მინდოდა იქამდე მივსულოყავი, სანამ ბევრი ადამიანი მოვიდოდა, სანამ ტაძარი და ეზო გაივსებოდა და ახმაურდებოდა... მანამდე ორბელიანის მოედანზე ყვავილების შესარჩევად გავჩერდი, ძირითადად ვარდები და სხვადასხვა კომბინაციის გვირგვინები იყო, მეყვავილეებმა თავისი ვერსიებიც შემომთავაზეს, მე რამე ისეთს ვეძებდი... სადას, მოკრძალებულს, ლამაზს... მაინც ვერ გაიგეს რა მინდოდა. ყვავილების რიგის ბოლოს ერთი კაცი იდგა, თბილად ეცვა, უხასიათო ჩანდა, როცა მივუახლოვდი მითხრა: “არ გეწყინოს და ძალიან პრეტენზიული ქალი ხარ, სადა ჩემი გოგო აგერ იები მაქ, თოვლში ამოსული იები გინახიაო?” იმ წამს ნამდვილი სასწაული იყო ეს სიტყვები ჩემთვის, გამეღიმა, 5 კონა ჰქონდა, ყველა ვიყიდე. გაკვირვებული მიყურებდა და ფული რომ გადავიხადე ვუთხარი რატომაც ვიყიდე მისი იები ასე დაუფიქრებლად, ამ პრეტენზიულმა ქალმა. მანქანამდე მსდია: - “გამომართვი რა, არ მინდა შენი ფული, ჩემგან წაუღე ჯულიეტასო”, დახლი მიატოვა, მომყვებოდა და მეხვეწებოდა - “სინდისს გეფიცები გამიხარდება, გამომართვი შენი ფული” - მომყვებოდა და ასე ცოცხალი მეგობარივით ახსენებდა, ჩემგან წაუღე ჯულიეტასო მეხვეწებოდა...

მხოლოდ სახელებით ხსენების მცირე თანავარსკვლავედში ჯულიეტა დიდიხანია არის და ეს ფამილარობას კი არა, მის აღიარებას და სიყვარულს ნიშნავს...ასე იყო ეს ამბავი ... ასეთ დროს განცდა გაქვს, თითქოს ის მესამე და მთავარი ადამიანი უხილავად მონაწილეობს ამ მისტიკაში.

როცა ანჩისხატში მივედი გიორგი ეზოში იდგა, ტაძარში მხოლოდ ჯულიეტა, ლელა, დათა და ბატონი შალვა იყვნენ... იმ სევდიან მდუმარებაში, ულამაზეს ანჩიხატში შემოსული მზის სხივებიც თავისი წესრიგით იფანტებოდნენ და ირიბად ეცემოდნენ ჯულიეტას შავ-თეთრ ფოტოზე ყველასგან გამორჩეულ და დახვეწილ ნაკვთებს. ძველ ტაძარში, მოკრძალებულად და აკადემიურად თითქოს ყველაფერი ისე იყო როგორც ჯულიეტა ვაშაყმაძეს უხდებოდა, მაგრამ არა ვარსკვლავებს! ხალხი ნელ-ნელა მოდიოდა, ფერმკრთალი გიორგი ტაძარში შემოვიდა, ვიგრძენი, რომ იმ წუთებში ოჯახი ბოლოჯერ რჩებოდა მარტო მათთვის ყველაზე ძვირფას ადამიანთან, გამოსვლისას ფოტოსთან ახლოს დავდე ჩვენი იები, თითქოს თავისთავად რომ ვიპოვეთ ერთმანეთი და იმ სიცივეში, ამ გაჭირვებასა და პანდემიაში უცნობმა მეყვავილემ დაუფიქრებლად რომ გადაწყვიტა რომ მისგანაც ეკუთვნოდა ყვავილი გენიალურ ჯულიეტას... ეს ფოტო გიორგის ადრე მოვპარე და ვინახავდი, ვფიქრობდი თუ ოდესმე ჯულიეტას პორტრეტს გავაკეთებ გამოვიყენებთქო.

ქალბატონო ჯულიეტა, ძალიან მინდოდა ოდესმე თქვენთვის მეთქვა, როგორი შვილები გაზარდეთ, ჩვენ დედები არ ვიცნობთ ჩვენს შვილებს გარედან და ძალიან გვაინტერესებს, რას ფიქრობენ მათზე თანამშრომლები. თქვენ კარგად იცით, არის ტელევიზიაში ეგრეთ წოდებული უჩინარი და ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი, ვიზაჟისტების ჯგუფი, ტექნიკური პერსონალი, დაცვა, მძღოლები, დასუფთავების სამსახური, მზარეულები - ნეტა ოდესმე მოგესმინათ მათი აზრი გიორგი გაბუნიაზე, როგორ კოცნის და ეხვევა ყველას, თან ყოველდღე და ამ სითბოს გაცემით არასდროს იღლება, როგორ ელაპარაკებიან ისინი გაბუს და მერე როგორი სიყვარულით ყვებიან მასზე... იმ რამდენიმე წამში, იქ რომ ვიდექი, ეს მოგიყევით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მისმენდით", - წერს თეა ადეიშვილი.

"აღმოვჩნდით წამყვანის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლები" - "ფარულ კონვერტს" პროდიუსერები ტოვებენ

"ბესოს ძალადობები, თქვენ გარდა, ყველამ ვიცოდით, თქვენივე ხელით რომ გამოკვებეთ ეს ამაზრზენი ადამიანი, ვერც ხედავდით" - ნინუცა მაყაშვილის ბიცოლა რობერტს სტურუას

რობერტ სტურუა ბესო ზანგურის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებებს ეხამურება - რეჟისორის სკანდალური პოსტი და საზოგადოების უმწვავესი კომენტარები