მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს, მისი სიძის - კუშნერის მეშვეობით" - მიხეილ სააკაშვილი
"ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს, მისი სიძის - კუშნერის მეშვეობით" - მიხეილ სააკაშვილი

ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარ­თან" სა­უბ­რი­სას, გა­ნა­ცხა­და, რომ ამე­რი­კის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში დო­ნალდ ტრა­პის გა­მარ­ჯვე­ბით რუ­სე­თი იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, მე­ტიც, მისი თქმით, ტრამპს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, პრე­ზი­დენტ ტრამ­პის სი­ძის მეშ­ვე­ო­ბით, უკა­ნო­ნოდ აფი­ნან­სებ­და.

"ყვე­ლამ იცის, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი აფი­ნან­სებ­და ტრამპს. აფი­ნან­სებ­და, ტრამ­პის სი­ძის - კუშ­ნე­რის მეშ­ვე­ო­ბით; ამა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა ახლა ამე­რი­კა­ში.

ჩემ­თვის ძნე­ლია და­ჯე­რე­ბა ბო­ლომ­დე, რომ ტრამ­პი იყო რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტი. თუმ­ცა, ის, რომ რუ­სე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბა­ში, ეს არა­ნა­ირ ეჭვს არ იწ­ვევს. იმი­ტომ რომ ბა­ი­დე­ნი, თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით, არის მკვეთ­რად ან­ტი­რუ­სუ­ლი, მთელ თა­ვის გუნდთან ერ­თად.

მე­ო­რე - მა­გა­ლი­თად ცენ­ტრა­ლურ სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ნა ყო­ფი­ლი ელჩი მოს­კოვ­ში, რო­მე­ლიც არის ძა­ლი­ან მკაც­რი პო­ზი­ცი­ით ცნო­ბი­ლი. შექ­მნა ცალ­კე გან­ყო­ფი­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში, ეს საკ­მა­ოდ უპ­რე­ცე­დენ­ტოა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­ვე თქმით, ტრამ­პის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე აშშ-ში გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბა . წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 108 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაზი
558

ახლაა ტრამპთან ახლობლობა სათაკილო? შენ არ იყავი მის ინაუგურაციაზე ბუჩქებში რომ იჯექი? შენ არ ტრაბახობდი მასთან სიახლოვით და იმით რომ საქართველოში გყავდა ჩამოყვანილი? ეჰ მიხაკა, მიხაკა რაც დრო გადი უფრო და უფრო უბერავ!

გიორგი
557
თუ ეს იცოდი სააკიან, სანამ ტრამპი პრეზიდენტი იყო, მაშინ რატომ არ ამოაყროყინე ეს “სენსაცია”?
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს, მისი სიძის - კუშნერის მეშვეობით" - მიხეილ სააკაშვილი

"ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს, მისი სიძის - კუშნერის მეშვეობით" - მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "მთავართან" საუბრისას, განაცხადა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრაპის გამარჯვებით რუსეთი იყო დაინტერესებული, მეტიც, მისი თქმით, ტრამპს, ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტ ტრამპის სიძის მეშვეობით, უკანონოდ აფინანსებდა.

"ყველამ იცის, რომ ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს. აფინანსებდა, ტრამპის სიძის - კუშნერის მეშვეობით; ამაზე აუცილებლად იქნება გამოძიება ახლა ამერიკაში.

ჩემთვის ძნელია დაჯერება ბოლომდე, რომ ტრამპი იყო რუსული პროექტი. თუმცა, ის, რომ რუსეთი დაინტერესებული იყო ტრამპის გამარჯვებაში, ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს. იმიტომ რომ ბაიდენი, თავისი შეხედულებებით, არის მკვეთრად ანტირუსული, მთელ თავის გუნდთან ერთად.

მეორე - მაგალითად ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად დანიშნა ყოფილი ელჩი მოსკოვში, რომელიც არის ძალიან მკაცრი პოზიციით ცნობილი. შექმნა ცალკე განყოფილება ეროვნული უშიშროების საბჭოში, ეს საკმაოდ უპრეცედენტოა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილისვე თქმით, ტრამპის დაფინანსებაზე აშშ-ში გამოძიება დაიწყება . წყარო

"მეგონა, ვეღარავინ გამაოცებდა...გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი" - ბიძინა ივანიშვილი

"თურქეთმა უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი ნატოს წევრებად საქართველოსა და უკრაინის მიღებას?“ - რას წერს თურქული გამოცემა?

ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს