მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ენგურჰესი" 20 იანვრიდან გაჩერდება
"ენგურჰესი" 20 იანვრიდან გაჩერდება

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გამო "ენ­გურ­ჰე­სი" 20 იან­ვრი­დან 3 თვით გა­ჩერ­დე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ენ­გურ­ჰე­სის" დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან მე­ბო­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და, გვი­რა­ბის რე­მონ­ტის გამო ჰესი 20 იან­ვრი­დან აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე შე­წყვეტს მუ­შა­ო­ბას.

"ჰე­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია. ამ­ჟა­მად სა­უ­ბა­რია გვი­რა­ბის რე­მონტზე, რო­მე­ლიც ჰე­სის გა­ჩე­რე­ბას მო­ი­თხოვს. "ენ­გურ­ჰე­სი" გა­ჩერ­დე­ბა 20 იან­ვრი­დან აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან მე­ბო­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ჰე­სის გა­ჩე­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნას 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტრო­ე­ნერ­გია და­აკ­ლდე­ბა. ცნო­ბის­თვის, თავ­და­პირ­ვე­ლად 2018 წელს EBRD-მა ენ­გურ­ჰე­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის 28 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სეს­ხი გა­მო­ყო. ამას­თან, გა­სულ წელს ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა (EBRD) "ენ­გურ­ჰე­სის" რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის და­მა­ტე­ბით 10 მი­ლი­ო­ნი ევრო გა­მო­ყო და შე­სა­ბა­მი­სად, "ენ­გურ­ჰე­სის" სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ოდ ჯამ­ში EBRD-ის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი 38 მი­ლი­ო­ნი ევ­როს მო­ცუ­ლო­ბის 1%-იანი სეს­ხი და­ი­ხარ­ჯე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, რო­გორ მო­მა­რაგ­დე­ბა "ენ­გურ­ჰე­სის" გა­ჩე­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი, რო­გორც ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, აფხა­ზე­თი რუ­სე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მი­ი­ღებს და ანა­ზღა­უ­რე­ბა აფხა­ზუ­რი მხა­რის მიერ მოხ­დე­ბა.

"ენ­გურ­ჰე­სის" გა­ჩე­რე­ბით ზი­ა­ნი არ მი­ად­გე­ბა ჩვენს ენერ­გო­სის­ტე­მას, რად­გან სე­ზო­ნუ­რად ამ დროს გა­მო­მუ­შა­ვე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რია. რაც შე­ე­ხე­ბა, ამ პე­რი­ოდ­ში რო­გორ მოხ­დე­ბა აფხა­ზე­თის ელექტრო­ე­ნერ­გი­ით მო­მა­რა­გე­ბა, იქ უკვე გა­კეთ­და გან­ცხა­დე­ბა, რომ ისი­ნი იღე­ბენ იმ­პორ­ტულ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას რუ­სე­თი­დან და ანა­ზღა­უ­რე­ბაც მათი მხრი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ანუ ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ", - აღ­ნიშ­ნა ნა­თია თურ­ნა­ვამ.

ავტორი:

"ენგურჰესი" 20 იანვრიდან გაჩერდება

"ენგურჰესი" 20 იანვრიდან გაჩერდება

რეაბილიტაციის გამო "ენგურჰესი" 20 იანვრიდან 3 თვით გაჩერდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ენგურჰესის" დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა, გვირაბის რემონტის გამო ჰესი 20 იანვრიდან აპრილის ბოლომდე შეწყვეტს მუშაობას.

"ჰესის რეაბილიტაციის სხვა სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამჟამად საუბარია გვირაბის რემონტზე, რომელიც ჰესის გაჩერებას მოითხოვს. "ენგურჰესი" გაჩერდება 20 იანვრიდან აპრილის ბოლომდე", - აღნიშნა ლევან მებონიამ.

მისივე თქმით, ჰესის გაჩერების პერიოდში ქვეყანას 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება. ცნობისთვის, თავდაპირველად 2018 წელს EBRD-მა ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონიანი სესხი გამოყო. ამასთან, გასულ წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) "ენგურჰესის" რეაბილიტაციისთვის დამატებით 10 მილიონი ევრო გამოყო და შესაბამისად, "ენგურჰესის" სარეაბილიტაციოდ ჯამში EBRD-ის მიერ გამოყოფილი 38 მილიონი ევროს მოცულობის 1%-იანი სესხი დაიხარჯება.

რაც შეეხება საკითხს, როგორ მომარაგდება "ენგურჰესის" გაჩერების პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთი, როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიას მიიღებს და ანაზღაურება აფხაზური მხარის მიერ მოხდება.

"ენგურჰესის" გაჩერებით ზიანი არ მიადგება ჩვენს ენერგოსისტემას, რადგან სეზონურად ამ დროს გამომუშავება მინიმალურია. რაც შეეხება, ამ პერიოდში როგორ მოხდება აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება, იქ უკვე გაკეთდა განცხადება, რომ ისინი იღებენ იმპორტულ ელექტროენერგიას რუსეთიდან და ანაზღაურებაც მათი მხრიდან ხორციელდება, ანუ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმონაწილეობთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

"ბაკურიანი ჩაკეტილია ხომ?! თუმცა რეალობა სხვაა, ბაკურიანი არის სავსე. იყო "თეთრი ეკონომიკა" და გადავედით შავზე" - რას ითხოვს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი

"სავაჭრო ცენტრები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება" - "თბილისი ცენტრალის" დირექტორი

რა დაფინანსება და ხარჯები აქვს ფონდ "ქართუს“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ქონების ნაწილი გადაუფორმა