სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქეთიმ 375 სოფელი მოიარა, არა ბიძოს სიყვარულის გამო, უბრალოდ საოცრად უყვარს თავისი ქვეყანა" - როგორ პასუხობს ქეთი დოლიძის შვილი დედის კრიტიკას
"ქეთიმ 375 სოფელი მოიარა, არა ბიძოს სიყვარულის გამო, უბრალოდ საოცრად უყვარს თავისი ქვეყანა" - როგორ პასუხობს ქეთი დოლიძის შვილი დედის კრიტიკას

რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში რე­ჟი­სორ­მა ქეთი დო­ლი­ძემ სოფ­ლე­ბი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­მო­სუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­აკ­რი­ტი­კა. რო­გორც რე­ჟი­სორ­მა აღ­ნიშ­ნა, უკ­მა­ყო­ფი­ლოა იმ ფაქ­ტით, რომ "მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო დე­და­ქა­ლაქ­ში ჩა­მო­ვი­და". ის და­ინ­ტე­რეს­და, რა­ტომ არ ბრუნ­დე­ბა ხალ­ხი სო­ფელ­ში და რა­ტომ არ ამუ­შა­ვე­ბენ მი­წას. ქეთი დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. თე­მას პოს­ტი მი­უ­ძღვნა ფსი­ქო­ლოგ­მა ნა­თია ფან­ჯი­კი­ძემ, თუმ­ცა ფსი­ქო­ლო­გი თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ზო­გა­დი მსჯე­ლო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა და კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლე­ბის ხსე­ნე­ბის გა­რე­შე, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა.

პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში კრი­ტი­კას გა­მო­ეხ­მა­უ­რა რე­ჟი­სო­რის შვი­ლი, თამ­რი ბზი­ა­ვა და დე­დის პო­ზი­ცია და­იც­ვა:

"მე მგო­ნი, რო­გორც წესი, ამ ქვე­ყა­ნა­ში იმას არას­დროს უს­მე­ნენ მთლი­ან კონ­ტექ­სტში რას ამ­ბობს ადა­მი­ა­ნი... დღეს ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მაა მოს­მე­ნა და, რაც მთა­ვა­რია, გა­გე­ბა.... ცხოვ­რე­ბა­ში არა­სო­დეს არ ვეხ­მა­უ­რე­ბი ხოლ­მე ხალ­ხის კო­მენ­ტარს, წე­რას მირ­ჩევ­ნია, საქ­მით ვა­კე­თო გა­სა­კე­თე­ბე­ლი, მაგ­რამ ხან­და­ხან მინ­დე­ბა ხოლ­მე მეც კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა:

1. მთე­ლი ჩემი დღე და მოს­წრე­ბა და ცხოვ­რე­ბა ჩემს ოჯახ­ში ცხოვ­რობ­და 4 ბე­ბია ოთხი­ვე გუ­რუ­ლი, სამი ქე­თის მა­მი­და და მო­ე­თხე მა­მა­ჩე­მის დედა.

2. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, რაც თავი მახ­სოვს, ჩვენს სახ­ლში ჩა­მო­დი­ან სოფ­ლე­ბი­დან ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ძა­ლი­ან ხში­რად ყო­ფი­ლა უცხო მე­გობ­რის მე­გო­ბა­რი ან უბ­რა­ლოდ ნაც­ნო­ბი და ჩვე­ნი სახ­ლი სულ ღიაა მათ­თვის და არა მხო­ლოდ მათ­თვის.

3. თვი­თონ ქე­თიმ მო­ი­ა­რა 375, თუ არ ვცდე­ბი, ზუს­ტი ციფ­რი არ მახ­სოვს, არა ბი­ძოს სიყ­ვა­რუ­ლის და გა­და­კეტვის გამო არა, უბ­რა­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­ოც­რად უყ­ვარს თა­ვის ქვე­ყა­ნა და ზუს­ტად ის სოფ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­ა­რა და იმის რწმე­ნით, რომ რა­ღაც უკე­თე­სი­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბო­და.

და ბო­ლოს ბა­ბუ­ა­ჩე­მი, სიკო დო­ლი­ძე, რომ­ლი­თაც ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ და მი­ხა­რია, რომ ქარ­თუ­ლი კი­ნოს ერთ-ერთი და­მა­არ­სე­ბე­ლია, ასე ვთქვათ, "გა­ქა­ნე­ბუ­ლი", გუ­რუ­ლი იყო, ამას­თან ერ­თად ოთხი­ვე ბე­ბია... ასე რომ, არა­ვინ აკ­ნი­ნებს სო­ფელს, მით უმე­ტეს ქეთი... მარ­თლა მე­ცი­ნე­ბა რა­ნა­ი­რად შე­უძ­ლია ამ ხალ­ხს ასე, რო­გორც თვი­თინ სურს, ისე გა­ი­გოს ესა თუ ის სა­კი­თხი... არ­სა­სო­დეს არ ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს და მით უმე­ტეს დე­და­ჩემს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­დათ ვი­ცავ, რად­გან ვფიქ­რობ, რომ და­სა­ცა­ვი არა­ფე­რი აქვს... უბ­რა­ლოდ ერთ რა­მე­ში ვე­თან­ხმე­ბი ბო­ლომ­დე... საკ­მა­ოდ უმა­დუ­რი და და­უ­ნა­ხა­ვი ერი ვართ, ხში­რად არ გვიყ­ვარს ჩვე­ნი­ვე ხალ­ხის და­ფა­სე­ბა და ბევ­რად მეტი კე­თი­ლი და მა­გა­რი მხა­რის და­ნახ­ვა და, სამ­წუ­ხა­როდ, უფრო ხში­რად ვკონ­ცენ­ტრირ­დე­ბით ნე­გა­ტივ­ზე... ეს თეთ­რით შავ­ზე ჩანს, არა მგო­ნია, მხო­ლოდ ჩემი აზრი უყოს.... ახალ წელს გი­ლო­ცავთ და წარ­მა­ტე­ბას, და­დე­ბით ენერ­გი­ას და სი­კე­თეს გი­სურ­ვებთ...

...რად­გან სა­ჯა­რო პი­რია, ამი­ტომ რა ვქნათ ახლა ყვე­ლას ვერ მო­ე­წო­ნე­ბა ქე­თის აზრი... და სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან ხში­რად შევ­სწრე­ბი­ვარ და დი­ა­ლოგ­ში შევ­სულ­ვარ ტაქ­სის მძღო­ლებ­თან და თვი­თონ­ვე უთ­ქვამთ რო­გორ ეზა­რე­ბათ სო­ფელ­ში თა­ვი­სი­ვე მი­წა­ზე შრო­მა, ასე რომ... სხვა­თა შო­რის, ქარ­თვე­ლებს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად გვინ­და, ჩემი და ქე­თის აზრი არ არის ეს, თვი­თონ ის ხალ­ხი ამ­ბობს, ვინც სოფ­ლი­და­ნაა ჩა­მო­სუ­ლი ამას და მინ­და გი­თხრათ, ტაქ­სის მძრო­ლებს დღეს ჩემ­ზე მეტი ხელ­ფა­სი აქვთ, მარ­თლა ოღონდ ღმერ­თმა შე­არ­გოთ, გუ­ლით, ნე­ტავ მქონ­დეს სო­ფე­ლი სა­ერ­თოდ არ ვი­ცხოვ­რებ­დი აქ. არა­ვინ არა­ვის არ ლან­ძღავს. სხვა­თა შო­რის, მინ­და გი­თხრათ, დღეს ჩა­მო­სუ­ლი ხალ­ხი ძა­ლი­ან საკ­მა­რის ფულს აკე­თებს ვაჭ­რო­ბით, ესეც მათ­გან ვიცი, ასე რომ უცხო­ე­ლე­ბით რომ გა­ივ­სო სოფ­ლე­ბი და ჩვენს მი­წა­ზე უცხო­ელს რომ მოჰ­ყავს და აყ­ვა­ვებს ყვე­ლაფრს, ესეც მთავ­რო­ბის ბრა­ლია თუ ხა­ლის, ნე­ტავ? ჩემი ახლო მე­გო­ბა­რი ამე­რი­კი­დან ჩა­მო­ვი­და, რო­მელ­საც ვერ ვი­ტყო­დი, რომ დალ­ხე­ნი­ლი ქონ­და იქ ცხობ­რე­ბა, ამე­რი­კე­ლია და აქ სო­ფელ­ში ნო­ლი­დან და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი, თა­ვი­სი ხე­ლით აა­შე­ნა და ააყ­ვა­ვა იქა­უ­რო­ბა, ამი­ტომ ძა­ლი­ან გთხოვთ, თქვენ ნუ მე­ლა­პა­რა­კე­ბით აქეთ გო­ნო­რით მე რა ვკი­თხო დე­და­ჩემს, არც ის იცით, რაზე ვე­სა­უბ­რე­ბი დე­და­ჩემს და რაზე რა პა­სუხს ვთხოვ... სა­ჯა­რო პი­რო­ბა არ ნიშ­ნავს, რომ სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის უფ­ლე­ბა არ უნდა მქონ­დეს, რად­გან აქი­დან ნა­ხე­ვარ­ზე მეტს არ მო­ე­წო­ნე­ბა ეს აზრი! დე­მოკ­რა­ტი­ულ და დამ­შვი­დე­ბულ და აშე­ნე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის მენ­ტა­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი კულ­ტუ­რა და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მაა, რა­მეს თუ არ ვე­თან­ხმე­ბი, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ გა­და­ვუ­ა­რო ადა­მი­ანს... არა­ვინ არ ჩხუ­ბობს და არა­ვის აკ­ნი­ნებს და რაც შე­ე­ხე­ბა, რა გა­გი­კე­თე­ბი­ათ ასე­თი და ამ­დე­ნი რა ამოგ­ვა­დი­ნე­თო, ამა­ზე გი­პა­სუ­ხებთ შებ­რძან­დით ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში და გარ­და ლან­ძღვა გი­ნე­ბის, ჩა­წე­რეთ თუ ასე გა­ინ­ტე­რე­სებთ ჩვე­ნი ის­ტო­რია და თეთ­რით შავ­ზე დევს, რაც გაგ­ვი­კე­თე­ბია", - წერს თამ­რი ბზი­ა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 109 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ZAZA
0

არც ქეთევან დოლიძე და არც ნინელი ჭანკვეტაძე.... რა ყურადღების მისაქცევია მათი აზრი! და არც ეს ქალიშვილი (ქეთევანის, ქალიშვილის ნაწერზე კი.. ასეთი პრიმიტიული, ასეთი მწირი ლექსიკით, რაღაც ბოდიალი. შვილო სკოლაში არ გისწავლია. რა სოფელში ცხოვრებაო! ისეთი სიღარიბეა შენ გგონია აქედან ფულიანი რომ ჩახვალ და სასტუმროს გახსნი, ან რესტორანს ეს გაამდიდრებს ამ სოფელს.ნავთლუღის " ბარახოლკაზე" გაიარე და ის მოვაჭრე ქალები თუ გგონია ყველა ასეთი უშნოა არა მოუვლელები და გამწარებულები არიან. მოკლედ შეაყარე კედელს ცერცვი. შენ მაინც ვერაფერს გაიგებ. ეტყობა მოზარდი ხარ!?

izi
0

375 სოფლის შემოვლას წმინდა გაგა დასცინის და სამაგიეროდ ხმალამოღებული იბრძვის 105 სოფლის რუსებისთვის გადამცეი 5დღიანი ომის მომწყობისთავის. ამბობენ, გაგა და თქვან, ბიძინამ თუ ვინმეს რამე მისცა თვისი ჯიბიდან მისცა შენი ბელადივით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარული კი არა.

ავტორი:

"ქეთიმ 375 სოფელი მოიარა, არა ბიძოს სიყვარულის გამო, უბრალოდ საოცრად უყვარს თავისი ქვეყანა" - როგორ პასუხობს ქეთი დოლიძის შვილი დედის კრიტიკას

"ქეთიმ 375 სოფელი მოიარა, არა ბიძოს სიყვარულის გამო, უბრალოდ საოცრად უყვარს თავისი ქვეყანა" - როგორ პასუხობს ქეთი დოლიძის შვილი დედის კრიტიკას

რამდენიმე დღის წინ "ტვ პირველის" ეთერში რეჟისორმა ქეთი დოლიძემ სოფლებიდან დედაქალაქში ჩამოსული მოსახლეობა გააკრიტიკა. როგორც რეჟისორმა აღნიშნა, უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ "მთელი საქართველო დედაქალაქში ჩამოვიდა". ის დაინტერესდა, რატომ არ ბრუნდება ხალხი სოფელში და რატომ არ ამუშავებენ მიწას. ქეთი დოლიძის განცხადებებს სოციალურ ქსელებში აქტიური გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. თემას პოსტი მიუძღვნა ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ, თუმცა ფსიქოლოგი თემასთან დაკავშირებით, ზოგადი მსჯელობით შემოიფარგლა და კონკრეტული სახელების ხსენების გარეშე, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

პოსტის კომენტარებში კრიტიკას გამოეხმაურა რეჟისორის შვილი, თამრი ბზიავა და დედის პოზიცია დაიცვა:

"მე მგონი, როგორც წესი, ამ ქვეყანაში იმას არასდროს უსმენენ მთლიან კონტექსტში რას ამბობს ადამიანი... დღეს ადამიანების პრობლემაა მოსმენა და, რაც მთავარია, გაგება.... ცხოვრებაში არასოდეს არ ვეხმაურები ხოლმე ხალხის კომენტარს, წერას მირჩევნია, საქმით ვაკეთო გასაკეთებელი, მაგრამ ხანდახან მინდება ხოლმე მეც კომენტარის გაკეთება:

1. მთელი ჩემი დღე და მოსწრება და ცხოვრება ჩემს ოჯახში ცხოვრობდა 4 ბებია ოთხივე გურული, სამი ქეთის მამიდა და მოეთხე მამაჩემის დედა.

2. მთელი ცხოვრება, რაც თავი მახსოვს, ჩვენს სახლში ჩამოდიან სოფლებიდან ჩვენი ნათესავები, მეგობრები, ძალიან ხშირად ყოფილა უცხო მეგობრის მეგობარი ან უბრალოდ ნაცნობი და ჩვენი სახლი სულ ღიაა მათთვის და არა მხოლოდ მათთვის.

3. თვითონ ქეთიმ მოიარა 375, თუ არ ვცდები, ზუსტი ციფრი არ მახსოვს, არა ბიძოს სიყვარულის და გადაკეტვის გამო არა, უბრალოდ იმიტომ, რომ საოცრად უყვარს თავის ქვეყანა და ზუსტად ის სოფლები, რომლებიც მოიარა და იმის რწმენით, რომ რაღაც უკეთესიბისკენ შეიცვლებოდა.

და ბოლოს ბაბუაჩემი, სიკო დოლიძე, რომლითაც ძალიან ვამაყობ და მიხარია, რომ ქართული კინოს ერთ-ერთი დამაარსებელია, ასე ვთქვათ, "გაქანებული", გურული იყო, ამასთან ერთად ოთხივე ბებია... ასე რომ, არავინ აკნინებს სოფელს, მით უმეტეს ქეთი... მართლა მეცინება რანაირად შეუძლია ამ ხალხს ასე, როგორც თვითინ სურს, ისე გაიგოს ესა თუ ის საკითხი... არსასოდეს არ ვაკეთებ კომენტარს და მით უმეტეს დედაჩემს ძალიან იშვიადათ ვიცავ, რადგან ვფიქრობ, რომ დასაცავი არაფერი აქვს... უბრალოდ ერთ რამეში ვეთანხმები ბოლომდე... საკმაოდ უმადური და დაუნახავი ერი ვართ, ხშირად არ გვიყვარს ჩვენივე ხალხის დაფასება და ბევრად მეტი კეთილი და მაგარი მხარის დანახვა და, სამწუხაროდ, უფრო ხშირად ვკონცენტრირდებით ნეგატივზე... ეს თეთრით შავზე ჩანს, არა მგონია, მხოლოდ ჩემი აზრი უყოს.... ახალ წელს გილოცავთ და წარმატებას, დადებით ენერგიას და სიკეთეს გისურვებთ...

...რადგან საჯარო პირია, ამიტომ რა ვქნათ ახლა ყველას ვერ მოეწონება ქეთის აზრი... და სხვათა შორის, ძალიან ხშირად შევსწრებივარ და დიალოგში შევსულვარ ტაქსის მძღოლებთან და თვითონვე უთქვამთ როგორ ეზარებათ სოფელში თავისივე მიწაზე შრომა, ასე რომ... სხვათა შორის, ქართველებს ყველაფერი მარტივად გვინდა, ჩემი და ქეთის აზრი არ არის ეს, თვითონ ის ხალხი ამბობს, ვინც სოფლიდანაა ჩამოსული ამას და მინდა გითხრათ, ტაქსის მძროლებს დღეს ჩემზე მეტი ხელფასი აქვთ, მართლა ოღონდ ღმერთმა შეარგოთ, გულით, ნეტავ მქონდეს სოფელი საერთოდ არ ვიცხოვრებდი აქ. არავინ არავის არ ლანძღავს. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, დღეს ჩამოსული ხალხი ძალიან საკმარის ფულს აკეთებს ვაჭრობით, ესეც მათგან ვიცი, ასე რომ უცხოელებით რომ გაივსო სოფლები და ჩვენს მიწაზე უცხოელს რომ მოჰყავს და აყვავებს ყველაფრს, ესეც მთავრობის ბრალია თუ ხალის, ნეტავ? ჩემი ახლო მეგობარი ამერიკიდან ჩამოვიდა, რომელსაც ვერ ვიტყოდი, რომ დალხენილი ქონდა იქ ცხობრება, ამერიკელია და აქ სოფელში ნოლიდან დაიწყო ყველაფერი, თავისი ხელით ააშენა და ააყვავა იქაურობა, ამიტომ ძალიან გთხოვთ, თქვენ ნუ მელაპარაკებით აქეთ გონორით მე რა ვკითხო დედაჩემს, არც ის იცით, რაზე ვესაუბრები დედაჩემს და რაზე რა პასუხს ვთხოვ... საჯარო პირობა არ ნიშნავს, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება არ უნდა მქონდეს, რადგან აქიდან ნახევარზე მეტს არ მოეწონება ეს აზრი! დემოკრატიულ და დამშვიდებულ და აშენებულ ქვეყნებში ადამიანების მენტალობაში პირველი კულტურა და სხვა ადამიანების აზრის პატივისცემაა, რამეს თუ არ ვეთანხმები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადავუარო ადამიანს... არავინ არ ჩხუბობს და არავის აკნინებს და რაც შეეხება, რა გაგიკეთებიათ ასეთი და ამდენი რა ამოგვადინეთო, ამაზე გიპასუხებთ შებრძანდით ინტერნეტ-სივრცეში და გარდა ლანძღვა გინების, ჩაწერეთ თუ ასე გაინტერესებთ ჩვენი ისტორია და თეთრით შავზე დევს, რაც გაგვიკეთებია", - წერს თამრი ბზიავა.