დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საკუთარ განცხადებას განმარტავს, სადაც მან თქვა, რომ " ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში".
მისი ინფორმაციით, ჩვეულებრივ ადამიანებში ისინი იგულისხმა, ვინც რისკ ჯგუფში არ შედიან.
როგორც იმნაძე ამბობს, განაწილებულია ჯგუფები, რომლებიც ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის შემდეგ აიცრებიან.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილმ განმარტა, რომ პირველ ჯგუფში იქნება სამედიცინო პერსონალი, მეორე ჯგუფშია მოხუცებულთა თავშესაფრები და მათი პერსონალი, მესამე ჯგუფია 75 წელს გადაცილებულები, მეოთხეში - 65 წელს გადაცილებულები.
"დღეს რომ ვთქვი ეს (ჩვეულებრივი ადამიანები) ერთი ამბავი ატყდა, ახლა ასე დავარქმევ, ვისაც ეწყინა რომ ჩვეულებრივია, არარისკჯგუფის ადამიანებისთვის ვაქცინა სადღაც შემოდგომაზე იქნება.
თქვენც ჩვეულებრივი ადამიანი ხართ, რომელიც არ ხართ რისკ ჯგუფში. ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი შვილი, ერთი... მეორე – არა, იმიტომ რომ ლაბორატორიაში მუშაობს კოვიდზე, ჩვეულებრივია ჩემი ცოლი, ჩვეულებრივები არიან ჩემი შვილიშვილები, მაგრამ არ არიან ის ადამიანები, რომლებიც კოვიდზე ყოველდღე მუშაობენ.. ისინი უნდა აიცრან პირველი. ალბათ, ამაში ვერავინ მოგვედავება.” – თქვა პაატა იმნაძემ "ფორმულას" ეთერში.
ცნობისთვის, დღეს იმნაძემ "ტვ პირველის" ეთერში აღნიშნა, რომ "ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ვაქცინაცია სადღაც ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი".
როგორი შიშველი გახდა სამყარო, როგორი წამოსაკიდი გახდა ყოველი სიტყვა, როგორი საფრთხილოა ყველა ქმედება. შეირყა ადამიანი. რა ცუდია.
რამხელა ამბიციებია ხალხში! მართლაც ასეა, მოსამართლეს თავი ღმერთი ჰგონია, პარლამენტარები და მინისტრები თავისი მოადგილეებით ღმერთზე ზემოთ დგანან, ჩვეულებრივი ნოტარიუსი და ზოგი ვაიექიმი კონსულტაციას კი არა, სალამს გამადლიან! ხოდა ჩვეულებრივი კი არა "სამანს იქით" გადასასახლებელი არის ქართველი საზოგადოების უმეტესობა! ჰმ, ჩვეულებრივი ეწყინათ! არა, არაჩვეულებრივები და გენიოსები ხართ ყველანი და ეტყობა კიდეც ქვეყანას!