პოლიტიკიდან წასვლამდე ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონების ნაწილი "ფონდ ქართუს" საკუთრებაში გადასცა. საუბარია, იმ ბიზნესებსა და ქონებაზე, რომელსაც ივანიშვილი ოფშორული კომპანიების მეშვეობით ფლობდა. მფლობელების ცვლილება კომპანიებში ძირითადად გასული წლის მიწურულს დაფიქსირდა რეესტრში.
მათ შორის, ფონდ ქართუს 100%-იან საკუთრებაში გადავიდა "ტურიზმის განვითარების ფონდი", რომლის მფლობელიც მანამდე პანამაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება - FRANKSTON INTERNATIONAL S.A იყო, რომელიც ასევე ივანიშვილის საკუთრებაშია.
ფონდის პროექტებს შორისაა: "პარაგრაფ რიზორტი და სპა შეკვეთილში", ასევე სასტუმრო "პარაგრაფი აბასთუმანში"; სასტუმრო სიღნაღში; გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსი მწვანე კონცხზე; სასტუმრო განმუხურში; სასტუმრო და საოფისე შენობა ერეკლეს მოედანზე; სასტუმრო და გოლფ კლუბი თაბორზე; სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრი სოლოლაკში; სასტუმრო თავისუფლების მოედანზე. გააგრძელეთ კითხვა
მამული!როცა წერ ივანიშვილმა მთელი საქართველო გადააგდოო,ეს ხომ დიდი ბრალდებაა,ალბათ გექნება დოკუმენტები თორემ ისე ჰაერზე,როგორ იტყოდი,მასე ხომ ყველა იტყვის,ჰოდა ის დოკუმენტები უნდა წარმოადგინო სადაც ჩანს,რომ ივანიშვილმა მთელი საქართველო გადააგდო და თუ ვერ წარმოადგენ და ცილს წამებ,მოვა დრო მოგძებნიან და ყურებით მიგათრევენ სასამართლოში და იქ მოგიწევს გადაგდების დამტკიცება.
ნაცებო, იჩივლეთ რუსეთის პროკურატურაში, როგორ დააგროვა ივანიშვილმა რუსეთში ამხელა ქონება.