პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედიკამენტი, რომელიც კრიტიკულად მძიმე კოვიდინფიცირებულებში ეფექტურია... - რა პრეპარატზე ავრცელებს განცხადებას თენგიზ ცერცვაძე?
მედიკამენტი, რომელიც კრიტიკულად მძიმე კოვიდინფიცირებულებში ეფექტურია... - რა პრეპარატზე ავრცელებს განცხადებას თენგიზ ცერცვაძე?

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე COVID-19-ით კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე პა­ცი­ენ­ტებ­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის ეფექ­ტზე სა­უბ­რობს.

რო­გორც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ა.წ. 7 იან­ვარს დიდი ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა (NHS) გა­მო­აქ­ვეყ­ნა ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი დიდი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის „REMAP-CAP“ წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც COVID-19-ით კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე პა­ცი­ენ­ტებ­ში, მე­დი­კა­მენტ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ 24%-ით შე­ამ­ცი­რა ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღით შე­ამ­ცი­რა პა­ცი­ენ­ტე­ბის ჰოს­პი­ტალ­ში და­ყოვ­ნე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა, რის გა­მოც პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბით მკურ­ნა­ლო­ბა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, რო­გორც ახა­ლი, სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნი მკურ­ნა­ლო­ბა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უზ­რუნ­ველ­ყოს ქვეყ­ნის კლი­ნი­კებ­ში ამ მე­დი­კა­მენ­ტის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა.

"ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი წარ­მო­ად­გენს IL-6-ის რე­ცეპ­ტო­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­ნოკ­ლო­ნურ ან­ტის­ხე­უ­ლებს და შე­უძ­ლია სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ე.წ. „ცი­ტო­კი­ნურ შტორმ­ზე“, რაც COVID-19-თ პა­ცი­ენ­ტებ­ში და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბის და სიკ­ვდი­ლო­ბის ერთ-ერთი ხში­რი მი­ზე­ზია.

ჩვენ ჯერ კი­დევ COVID-19-ს პან­დე­მი­ის ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დი­დან COVID-19-ის სტან­დარ­ტულ მკურ­ნა­ლო­ბას­თან ერ­თად დავ­ნერ­გეთ (ვი­ყე­ნებთ) ახალ ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მებს - ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, პლაზ­მა­ფე­რე­ზი, სის­ხლის ექ­სტრა­კორ­პუ­რუ­ლი გაწ­მენ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი სორ­ბენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, კონ­ვა­ლეს­ცენ­ტის პლაზ­მა და სხვ., რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა არა­ერ­თი კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე ავად­მყო­ფი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზო­გი­ერთ ამ მე­თოდ­ზე ჯერ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის და სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი არ და­დე­ბუ­ლა. თუმ­ცა, მათი მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით თი­თე­უ­ლი ეს მე­თო­დი კონ­კრე­ტულ პა­ცი­ენ­ტებ­ში შე­საძ­ლოა სა­სარ­გებ­ლო იყოს. რის გა­მოც აშშ FDA-ის ამ მე­თო­დებ­ზე გა­ცე­მუ­ლი აქვს გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა (Emergency use authorization).

ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი ძლი­ერ­მოქ­მე­დი პრე­პა­რა­ტია, აქვს მკაც­რად გან­სა­ზღრუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი და უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი. ამი­ტომ ამ მე­დი­კა­მენ­ტის და­ნიშ­ვნა და გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის და გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ. ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი პრო­ტო­კო­ლით მე­დი­კა­მენტ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გან­ხი­ლულ უნდა იქ­ნეს გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში - კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე COVID-19-ით ავად­მყო­ფებ­ში მძი­მე და სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში ე.წ. „ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის“ დროს. კლი­ნი­კურ პრაქ­ტი­კა­ში ე.წ. „ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის“ დროს ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად იყე­ნე­ბენ კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბის მა­ღალ დო­ზებს - ე.წ. „პულს თე­რა­პი­ის“ სა­ხით, მაგ­რამ ეს მე­თო­დი ტო­ცი­ლი­ზუ­მაბ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ ეფექ­ტი­ა­ნია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი რან­დო­მი­ზე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლოდ ვერ აჩ­ვე­ნა სარ­წმუ­ნო ეფექ­ტი­ა­ნო­ბა, რის გა­მოც ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი ხში­რად გვაკ­რი­ტი­კებ­დნენ ჩვენც და ჩვენს პრო­ტო­კო­ლებ­საც. მაგ­რამ ჩვენ გვჯე­რო­და, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვის და მე­დი­კა­მენ­ტის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი ყო­ფი­ლი­ყო და ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ჩვე­ნი მიდ­გო­მე­ბის სის­წო­რე ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბით და­დას­ტურ­და.

ჩვენ ჯერ კი­დევ ა.წ. 17 ივ­ნისს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ პოს­ტი, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად აღვწე­რეთ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის და კონ­ვა­ლეს­ცენ­ტის პლაზ­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა 83 წლის კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტთან (ე.ლ), რო­მელ­საც აღე­ნიშ­ნე­ბო­და ე.წ. „ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მი“ და სა­დაც ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის ყვე­ლა სხვა მე­თო­დი ეფექტს არ იძ­ლე­ო­და. პა­ცი­ენ­ტი გა­ნი­კურ­ნა“, -აცხა­დებს ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
66

აბა რააა. მსოფლიომ ისწავლოს თქვენგან ბნ თენგიზ. წარმატებები . იცოცხლეთ მრავალჟამიერ

ალექს
0

მონუპირავირი ?!

ავტორი:

მედიკამენტი, რომელიც კრიტიკულად მძიმე კოვიდინფიცირებულებში ეფექტურია... - რა პრეპარატზე ავრცელებს განცხადებას თენგიზ ცერცვაძე?

მედიკამენტი, რომელიც კრიტიკულად მძიმე კოვიდინფიცირებულებში ეფექტურია... - რა პრეპარატზე ავრცელებს განცხადებას თენგიზ ცერცვაძე?

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ით კრიტიკულად მძიმე პაციენტებში ტოცილიზუმაბის ეფექტზე საუბრობს.

როგორც თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი, ა.წ. 7 იანვარს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა სამსახურმა (NHS) გამოაქვეყნა ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული დიდი კლინიკური კვლევის „REMAP-CAP“ წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც COVID-19-ით კრიტიკულად მძიმე პაციენტებში, მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენებამ 24%-ით შეამცირა ლეტალობის მაჩვენებელი და დაახლოებით 10 დღით შეამცირა პაციენტების ჰოსპიტალში დაყოვნების ხანგრძლივობა, რის გამოც პუბლიკაციაში ტოცილიზუმაბით მკურნალობა მოხსენიებულია, როგორც ახალი, სიცოცხლის გადამრჩენი მკურნალობა და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ქვეყნის კლინიკებში ამ მედიკამენტის ხელმისაწვდომობა.

"ტოცილიზუმაბი წარმოადგენს IL-6-ის რეცეპტორის საწინააღმდეგო მონოკლონურ ანტისხეულებს და შეუძლია სერიოზული პოზიტიური გავლენა მოახდინოს ე.წ. „ციტოკინურ შტორმზე“, რაც COVID-19-თ პაციენტებში დაავადების დამძიმების და სიკვდილობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია.

ჩვენ ჯერ კიდევ COVID-19-ს პანდემიის ადრეული პერიოდიდან COVID-19-ის სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად დავნერგეთ (ვიყენებთ) ახალ ინოვაციურ მიდგომებს - ტოცილიზუმაბი, პლაზმაფერეზი, სისხლის ექსტრაკორპურული გაწმენდა სპეციალური სორბენტების გამოყენებით, კონვალესცენტის პლაზმა და სხვ., რამაც საშუალება მოგვცა გადაგვერჩინა არაერთი კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ამ მეთოდზე ჯერ ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები დასრულებული არ არის და საბოლოო შედეგები არ დადებულა. თუმცა, მათი მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით თითეული ეს მეთოდი კონკრეტულ პაციენტებში შესაძლოა სასარგებლო იყოს. რის გამოც აშშ FDA-ის ამ მეთოდებზე გაცემული აქვს გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა (Emergency use authorization).

ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, აქვს მკაცრად განსაზღრული ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის და გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. ქვეყანაში მოქმედი პროტოკოლით მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენების შესაძლებლობა განხილულ უნდა იქნეს გადაუდებელ შემთხვევებში - კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით ავადმყოფებში მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს. კლინიკურ პრაქტიკაში ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს ცალკეულ შემთხვევებში ტოცილიზუმაბის ალტერნატივად იყენებენ კორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს - ე.წ. „პულს თერაპიის“ სახით, მაგრამ ეს მეთოდი ტოცილიზუმაბთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ეფექტიანია.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩატარებული ზოგიერთი რანდომიზებული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით ტოცილიზუმაბის გამოყენებამ COVID-19-ის სამკურნალოდ ვერ აჩვენა სარწმუნო ეფექტიანობა, რის გამოც ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებდნენ ჩვენც და ჩვენს პროტოკოლებსაც. მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ პაციენტების სწორად შერჩევის და მედიკამენტის სწორად გამოყენების შემთხვევაში ტოცილიზუმაბი შეიძლება სერიოზული სარგებლის მომტანი ყოფილიყო და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი მიდგომების სისწორე ასეთი სერიოზული კვლევის შედეგებით დადასტურდა.

ჩვენ ჯერ კიდევ ა.წ. 17 ივნისს გამოვაქვეყნეთ პოსტი, რომელშიც დეტალურად აღვწერეთ ტოცილიზუმაბის და კონვალესცენტის პლაზმის წარმატებული ერთობლივი გამოყენება 83 წლის კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით პაციენტთან (ე.ლ), რომელსაც აღენიშნებოდა ე.წ. „ციტოკინური შტორმი“ და სადაც ინტენსიური თერაპიის ყველა სხვა მეთოდი ეფექტს არ იძლეოდა. პაციენტი განიკურნა“, -აცხადებს ცერცვაძე.

"პნევმონიას დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, განვითარდა სეფსისი" - გორში კორონავირუსით უროლოგი მირიან არსაკიძე გარდაიცვალა

"ბოლოს რომ ვესაუბრე, ანეკდოტიც მოვუყევი, გაიცინა და მითხრა, აღარ შემიძლია, დავიღალეო" - რას ამბობს კვაშალი წიკლაურის მდგომარეობაზე?

ამირან გამყრელიძე პატრიარქთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს